https://sputnik-georgia.com/20230516/gaeros-evrokavsiris-warmomadgenlebi-da-saelcoebi-lgbtqi-pirta-mxardasawerad-gamovidnen-277740821.html
გაეროს, ევროკავშირის წარმომადგენლობები და საელჩოები ლგბტქი+ პირთა მხარდასაჭერად გამოვიდნენ
გაეროს, ევროკავშირის წარმომადგენლობები და საელჩოები ლგბტქი+ პირთა მხარდასაჭერად გამოვიდნენ
Sputnik საქართველო
რამდენიმე დღის წინ პრემიერმა განაცხადა, რომ დაუშვებელია ბავშვების მოწამვლა ლგბტ-პროპაგანდით. 16.05.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-05-16T23:55+0400
2023-05-16T23:55+0400
2023-05-16T23:55+0400
ახალი ამბები
საქართველო
ადამიანის უფლებები საქართველოში
გაერო
საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები
ევროკავშირი
აშშ
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/06/252233227_0:42:1280:762_1920x0_80_0_0_0436c2a2f4801f13a5679068f2642a0d.jpg
თბილისი, 16 მაისი — Sputnik. საქართველოს ხელისუფლება და სამოქალაქო საზოგადოება ძალისხმევას არ იშურებს ლგბტქი+ პირთა უფლებების დასაცავად, მაგრამ უმცირესობები ჯერ კიდევ განიცდიან შევიწროებას, დისკრიმინაციას და ძალადობას, ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში, რომელსაც აქვეყნებს საქართველოში გაერთიანებული ერების ორგანიზაცია, ევროკავშირის წარმომადგენლობა და რამდენიმე საელჩო.მანამდე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს მოსახლეობის დაახლოებით 90% კონსერვატიულ შეხედულებებს იზიარებს - ესაა ქრისტიანული ფასეულობები, ესაა ეროვნული, პატრიოტული, ოჯახური ღირებულებები. ამავე დროს პრემიერმა განაცხადა, რომ დაუშვებელია ბავშვების მოწამვლა ლგბტ-პროპაგანდით.იქვე აღნიშნულია, რომ 2014 წლიდან სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის გამოხატვის გამო ადამიანებს დისკრიმინაციისგან იცავს „საქართველოს კანონი დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“, რას მისასალმებელია.გარდა ამისა, განცხადებაში ნათქვამია, რომ საქართველოში 2015 წლიდან გაორმაგდა მათი რაოდენობა, ვინც აცხადებს, რომ დაცული უნდა იყოს ლგბტქი+ პირთა უფლებები.ლგბტქი+ ადამიანები ყოველდღიურად განიცდიან შევიწროებას, დისკრიმინაციას და სტიგმატიზაციას, აწყდებიან მტრულ დამოკიდებულებასა და ძალადობას. მათ არ აქვთ შესაძლებლობა იცხოვრონ ღირსეულად, როგორც ქართული საზოგადოების თავისუფალმა და თანასწორმა წევრებმა, ნათქვამია განცხადებაში.პრემიერი: საქართველოს მოსახლეობის დაახლოებით 90% კონსერვატიულ შეხედულებებს იზიარებს >>„ზოგიერთი საჯარო მოხელის, პოლიტიკოსის, მედიისა და სასულიერო პირის მხრიდან სტიგმატიზაცია, დისკრიმინაციული გამონათქვამები და სიძულვილის ენა ხელს უწყობს ლგბტქი+ პირების მეტად შევიწროებას და საფრთხეს უქმნის მათ სიცოცხლეს“, - ნათქვამია განცხადებაში.განცხადება, რომელსაც შეუერთდნენ ისეთი ქვეყნების საელჩოები, როგორიცაა აშშ, დიდი ბრიტანეთი ავსტრია, დანია, ესპანეთი, ბულგარეთი, ისრაელი, საბერძნეთი, საფრანგეთი და სხვები, ჰომოფობიასთან, ბიფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს (IDAHOBIT) მიეძღვნა. ეს დღე ყოველწლიურად 17 მაისს აღინიშნება.საქართველოში 17 მაისს მორწმუნეები ერთიანობისა და ოჯახის სიწმინდის დღეს აღნიშნავენ.ვიკრიბებით ყველა, სამღვდელოება და მრევლი: საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს >>ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღე საქართველოში 2014 წელს დაარსდა, მას შემდეგ, რაც ლგბტ საზოგადოების მოწინააღმდეგეებმა ჰომოფობიის წინააღმდეგ გამართული აქცია დაარბიეს. მათი მოქმედების შედეგად 2013 წლის 17 მაისს 30 ადამიანი დაშავდა. ოჯახის სიწმინდის დღე საქართველოში რეგულარულად და მასშტაბურად აღინიშნება.
საქართველო
ევროკავშირი
აშშ
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/06/252233227_141:0:1280:854_1920x0_80_0_0_e1a41bf38987577db5b035b382a90992.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, ადამიანის უფლებები საქართველოში, გაერო, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, ევროკავშირი , აშშ
ახალი ამბები, საქართველო, ადამიანის უფლებები საქართველოში, გაერო, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, ევროკავშირი , აშშ
გაეროს, ევროკავშირის წარმომადგენლობები და საელჩოები ლგბტქი+ პირთა მხარდასაჭერად გამოვიდნენ
რამდენიმე დღის წინ პრემიერმა განაცხადა, რომ დაუშვებელია ბავშვების მოწამვლა ლგბტ-პროპაგანდით.
თბილისი, 16 მაისი — Sputnik. საქართველოს ხელისუფლება და სამოქალაქო საზოგადოება ძალისხმევას არ იშურებს ლგბტქი+ პირთა უფლებების დასაცავად, მაგრამ უმცირესობები ჯერ კიდევ განიცდიან შევიწროებას, დისკრიმინაციას და ძალადობას, ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში, რომელსაც აქვეყნებს საქართველოში გაერთიანებული ერების ორგანიზაცია, ევროკავშირის წარმომადგენლობა და რამდენიმე საელჩო.
მანამდე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს მოსახლეობის დაახლოებით 90% კონსერვატიულ შეხედულებებს იზიარებს - ესაა ქრისტიანული ფასეულობები, ესაა ეროვნული, პატრიოტული, ოჯახური ღირებულებები. ამავე დროს პრემიერმა განაცხადა, რომ დაუშვებელია ბავშვების მოწამვლა ლგბტ-პროპაგანდით.
„ჩვენ ვაღიარებთ სხვადასხვა სამთავრობო უწყებებისა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ძალისხმევას ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების სრული დაცვის უზრუნველსაყოფად. თუმცა გვაშფოთებს, რომ ძალისხმევის მიუხედავად, ამ მიმართულებით წინსვლა შეფერხდა“, - ნათქვამია განცხადებაში.
იქვე აღნიშნულია, რომ 2014 წლიდან სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის გამოხატვის გამო ადამიანებს დისკრიმინაციისგან იცავს „საქართველოს კანონი დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“, რას მისასალმებელია.
გარდა ამისა, განცხადებაში ნათქვამია, რომ საქართველოში 2015 წლიდან გაორმაგდა მათი რაოდენობა, ვინც აცხადებს, რომ დაცული უნდა იყოს ლგბტქი+ პირთა უფლებები.
ლგბტქი+ ადამიანები ყოველდღიურად განიცდიან შევიწროებას, დისკრიმინაციას და სტიგმატიზაციას, აწყდებიან მტრულ დამოკიდებულებასა და ძალადობას. მათ არ აქვთ შესაძლებლობა იცხოვრონ ღირსეულად, როგორც ქართული საზოგადოების თავისუფალმა და თანასწორმა წევრებმა, ნათქვამია განცხადებაში.
„ზოგიერთი საჯარო მოხელის, პოლიტიკოსის, მედიისა და სასულიერო პირის მხრიდან სტიგმატიზაცია, დისკრიმინაციული გამონათქვამები და სიძულვილის ენა ხელს უწყობს ლგბტქი+ პირების მეტად შევიწროებას და საფრთხეს უქმნის მათ სიცოცხლეს“, - ნათქვამია განცხადებაში.
განცხადება, რომელსაც შეუერთდნენ ისეთი ქვეყნების საელჩოები, როგორიცაა აშშ, დიდი ბრიტანეთი ავსტრია, დანია, ესპანეთი, ბულგარეთი, ისრაელი, საბერძნეთი, საფრანგეთი და სხვები, ჰომოფობიასთან, ბიფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს (IDAHOBIT) მიეძღვნა. ეს დღე ყოველწლიურად 17 მაისს აღინიშნება.
საქართველოში 17 მაისს მორწმუნეები ერთიანობისა და ოჯახის სიწმინდის დღეს აღნიშნავენ.
ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღე საქართველოში 2014 წელს დაარსდა, მას შემდეგ, რაც ლგბტ საზოგადოების მოწინააღმდეგეებმა ჰომოფობიის წინააღმდეგ გამართული აქცია დაარბიეს. მათი მოქმედების შედეგად 2013 წლის 17 მაისს 30 ადამიანი დაშავდა. ოჯახის სიწმინდის დღე საქართველოში რეგულარულად და მასშტაბურად აღინიშნება.