https://sputnik-georgia.com/20230509/premieri-mosaxleobis-umravlesoba-konservatiul-sexedulebebs-iziarebs-277502380.html
პრემიერი: საქართველოს მოსახლეობის დაახლოებით 90% კონსერვატიულ შეხედულებებს იზიარებს
პრემიერი: საქართველოს მოსახლეობის დაახლოებით 90% კონსერვატიულ შეხედულებებს იზიარებს
Sputnik საქართველო
ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ დაუშვებელია პროპაგანდა, რომელიც ბავშვებს წამლავს. 09.05.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-05-09T15:19+0400
2023-05-09T15:19+0400
2023-05-09T20:58+0400
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
ირაკლი ღარიბაშვილი
ახალი ამბები
საზოგადოება
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/05/09/277501292_0:195:1600:1095_1920x0_80_0_0_ab30a67914ca9bd400ed3e33308fafb9.jpg
თბილისი, 9 მაისი – Sputnik. საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა კონსერვატიულ შეხედულებებს იზიარებს – ოჯახურ და ქრისტიანულ ღირებულებებს, მაგრამ ამავე დროს არავის დისკრიმინაცია არ ხდება, განუცხადა ჟურნალისტებს ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა.ასეთი რეაქცია ჰქონდა ღარიბაშვილს ოპონენტების ბრალდებაზე იმის თაობაზე, რომ მან უნგრეთში გამართულ კონსერვატიული პოლოტიკური მოქმედების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას ჰომოფობიური განცხადებები გააკეთა. როგორც ოპოზიციონერმა დეპუტატმა ხატია დეკანოიძემ აღნიშნა, პრემიერი ერთმანეთში ურევს პატრიოტიზმს, კონსერვატიზმსა და „რუსულ გზავნილებს“.მან აღნიშნა, რომ საქართველოში არავის დისკრიმინაცია არ ხდება და ეს გარანტირებულია კონსტიტუციითა და შესაბამისი კანონით.„მე ვთქვი მთავარი: ჩვენი ქვეყნის აბსოლუტური უმრავლესობა, ესაა 90% დაახლოებით, იზიარებს იმ კონსერვატიულ შეხედულებებს, ოჯახურ ფასეულობებს, ღირებულებებს, რომლითაც ჩვენ ყველანი დღემდე მოვედით. ესაა ქრისტიანული ფასეულობები, ესაა ეროვნული, პატრიოტული, ოჯახური ღირებულებები“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.პროვოკაციების მიუხედავად საქართველოში მშვიდობის უზრუნველყოფა შევძელით - პრემიერი>>ამავე დროს პრემიერმა განაცხადა, რომ დაუშვებელია ბავშვების მოწამვლა პროპაგანდით.„თქვენთვის მისაღებია ის აღვირახსნილი პროპაგანდა, რომელიც მიმდინარეობს ზოგიერთ ქვეყანაში, იგივე სქესის გადაკეთებასთან დაკავშირებით? ესაა პროპაგანდა, რომელიც არის მომწამვლელი ბავშვებში, ბაღებში, სკოლებში, უნივერსიტეტებში“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.ამას წინ უძღოდა ერთ-ერთი ოპოზიციური ტელეარხის ჟურნალისტის კითხვა, ნიშნავს თუ არა ღარიბაშვილის განცხადებები უნგრეთში კონფერენციაზე, რომ ის მხოლოდ უმრავლესობის პრემიერია.ვიქტორ ორბანი: შეგვიძლია ბევრი რამ ვისწავლოთ საქართველოს პრემიერისგან>>ღარიბაშვილმა ამას უწოდა „კლასიკური მაგალითი, როგორ ამახინჯებენ რეალობას ჟურნალისტები“ და მათ მოუწოდა, საზოგადოებას ფაქტებით ესაუბრონ, რადგან ეს მათი პირდაპირი მოვალეობაა.„მე არასოდეს მითქვამს, რომ მხოლოდ უმრავლესობის პრემიერ-მინისტრი ვარ, მე ვარ ჩვენი ქვეყნის პრემიერ-მინისტრი“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.მან ასევე დასძინა, რომ ხელისუფლებამ რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია უნდა მიაწოდოს მოსახლეობას მიმდინარე მოვლენების შესახებ.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/05/09/277501292_108:155:1483:1186_1920x0_80_0_0_c7feda46e1c08c6a311f5bbdfe40a555.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი , ახალი ამბები, საზოგადოება, საქართველო
საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი , ახალი ამბები, საზოგადოება, საქართველო
პრემიერი: საქართველოს მოსახლეობის დაახლოებით 90% კონსერვატიულ შეხედულებებს იზიარებს
15:19 09.05.2023 (განახლებულია: 20:58 09.05.2023) ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ დაუშვებელია პროპაგანდა, რომელიც ბავშვებს წამლავს.
თბილისი, 9 მაისი – Sputnik. საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა კონსერვატიულ შეხედულებებს იზიარებს – ოჯახურ და ქრისტიანულ ღირებულებებს, მაგრამ ამავე დროს არავის დისკრიმინაცია არ ხდება, განუცხადა ჟურნალისტებს ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ასეთი რეაქცია ჰქონდა ღარიბაშვილს ოპონენტების ბრალდებაზე იმის თაობაზე, რომ მან უნგრეთში გამართულ კონსერვატიული პოლოტიკური მოქმედების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას ჰომოფობიური განცხადებები გააკეთა. როგორც ოპოზიციონერმა დეპუტატმა ხატია დეკანოიძემ აღნიშნა, პრემიერი ერთმანეთში ურევს პატრიოტიზმს, კონსერვატიზმსა და „რუსულ გზავნილებს“.
„მე ვთქვი ძალიან მარტივი ჭეშმარიტება, რომ ჩვენ არ დავუშვებთ უმცირესობაზე ძალადობას და ასევე არ დავუშვებთ უმცირესობის ძალადობას და მათ აგრესიულ პროპაგანდას ჩვენი მოსახლეობის, ჩვენი ხალხის უმრავლესობაზე“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
მან აღნიშნა, რომ საქართველოში არავის დისკრიმინაცია არ ხდება და ეს გარანტირებულია კონსტიტუციითა და შესაბამისი კანონით.
„მე ვთქვი მთავარი: ჩვენი ქვეყნის აბსოლუტური უმრავლესობა, ესაა 90% დაახლოებით, იზიარებს იმ კონსერვატიულ შეხედულებებს, ოჯახურ ფასეულობებს, ღირებულებებს, რომლითაც ჩვენ ყველანი დღემდე მოვედით. ესაა ქრისტიანული ფასეულობები, ესაა ეროვნული, პატრიოტული, ოჯახური ღირებულებები“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
ამავე დროს პრემიერმა განაცხადა, რომ დაუშვებელია ბავშვების მოწამვლა პროპაგანდით.
„თქვენთვის მისაღებია ის აღვირახსნილი პროპაგანდა, რომელიც მიმდინარეობს ზოგიერთ ქვეყანაში, იგივე სქესის გადაკეთებასთან დაკავშირებით? ესაა პროპაგანდა, რომელიც არის მომწამვლელი ბავშვებში, ბაღებში, სკოლებში, უნივერსიტეტებში“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
ამას წინ უძღოდა ერთ-ერთი ოპოზიციური ტელეარხის ჟურნალისტის კითხვა, ნიშნავს თუ არა ღარიბაშვილის განცხადებები უნგრეთში კონფერენციაზე, რომ ის მხოლოდ უმრავლესობის პრემიერია.
ღარიბაშვილმა ამას უწოდა „კლასიკური მაგალითი, როგორ ამახინჯებენ რეალობას ჟურნალისტები“ და მათ მოუწოდა, საზოგადოებას ფაქტებით ესაუბრონ, რადგან ეს მათი პირდაპირი მოვალეობაა.
„მე არასოდეს მითქვამს, რომ მხოლოდ უმრავლესობის პრემიერ-მინისტრი ვარ, მე ვარ ჩვენი ქვეყნის პრემიერ-მინისტრი“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
მან ასევე დასძინა, რომ ხელისუფლებამ რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია უნდა მიაწოდოს მოსახლეობას მიმდინარე მოვლენების შესახებ.