https://sputnik-georgia.com/20230504/viqtor-orbani-shegvizlia-garibashvilisgan-bevri-ram-viswavlot-277348153.html
ვიქტორ ორბანი: შეგვიძლია ბევრი რამ ვისწავლოთ საქართველოს პრემიერისგან
ვიქტორ ორბანი: შეგვიძლია ბევრი რამ ვისწავლოთ საქართველოს პრემიერისგან
Sputnik საქართველო
უნგრეთის მთავრობის მეთაურის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლებამ შეძლო საკუთარი ქვეყნის ღირებულებების შენარჩუნება. 04.05.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-05-04T17:39+0400
2023-05-04T17:39+0400
2023-05-04T22:12+0400
საქართველო
უნგრეთი
პოლიტიკა
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/05/04/277346171_0:105:1024:682_1920x0_80_0_0_8a51dc322988ed2724b697ae44dd2dce.jpg
თბილისი, 4 მაისი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისგან ბევრი რამის სწავლა შეიძლება, მან მოახერხა ქვეყნის ღირებულებების შენარჩუნება, განაცხადა უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა უნგრეთში კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენციაზე (CPAC) სიტყვით გამოსვლისას.ყოველწლიური კონფერენცია (CPAC) ბუდაპეშტში 4-5 მაისს ტარდება. წელს კონფერენცია იმართება ლოზუნგით „ჩვენ ერთად ვდგავართ". ღონისძიების მონაწილეებს შორისაა საქართველოს დელეგაცია პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მეთაურობით.საქართველოს მთავრობის მეთაურის ცოდნა ამ მხრივ ნამდვილად დასაფასებელია, განაცხადა ორბანმა და ქართველ კოლეგას წარმატებები უსურვა.კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა თავად საქართველოს პრემიერიც. როგორც ღარიბაშვილმა აღნიშნა, არაერთი პროვოკაციისა და დესტაბილიზაციის მცდელობის მიუხედავად, ქვეყნის ხელისუფლებამ შეძლო მშვიდობის უზრუნველყოფა.მისი თქმით, დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ საქართველომ მრავალი ომი გამოიარა.„ასე რომ, ვიცით, რა მოაქვს ომს, ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ მშვიდობისათვის", – აღნიშნა პრემიერმა.ამერიკის კონსერვატიული კავშირის მიერ ორგანიზებული კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენცია 1970-იანი წლებიდან იმართება. უნგრეთის დედაქალაქმა ამ ღონისძიებას გასულ წელსაც უმასპინძლა. შარშანდელი კონფერენციის ღირებულებები იყო „ღმერთი, სამშობლო, ოჯახი".
საქართველო
უნგრეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/05/04/277346171_138:123:884:682_1920x0_80_0_0_6962bfc0b3d69a36fafdfcb9263b201d.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, უნგრეთი, პოლიტიკა, ახალი ამბები
საქართველო, უნგრეთი, პოლიტიკა, ახალი ამბები
ვიქტორ ორბანი: შეგვიძლია ბევრი რამ ვისწავლოთ საქართველოს პრემიერისგან
17:39 04.05.2023 (განახლებულია: 22:12 04.05.2023) უნგრეთის მთავრობის მეთაურის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლებამ შეძლო საკუთარი ქვეყნის ღირებულებების შენარჩუნება.
თბილისი, 4 მაისი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისგან ბევრი რამის სწავლა შეიძლება, მან მოახერხა ქვეყნის ღირებულებების შენარჩუნება, განაცხადა უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა უნგრეთში კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენციაზე (CPAC) სიტყვით გამოსვლისას.
ყოველწლიური კონფერენცია (CPAC) ბუდაპეშტში 4-5 მაისს ტარდება. წელს კონფერენცია იმართება ლოზუნგით „ჩვენ ერთად ვდგავართ". ღონისძიების მონაწილეებს შორისაა საქართველოს დელეგაცია პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მეთაურობით.
„მე ვხედავ რამდენიმე კოლეგას დარბაზში, მე ვხედავ იმ ადამიანებს, რომლებსაც განსაკუთრებით ვაფასებ. აქ არის პრემიერ-მინისტრი საქართველოდან. ჩვენ შეგვიძლია ბევრი რამ ვისწავლოთ მისგან: როგორ უნდა მოახერხოს პატარა ქვეყანამ რუსეთის ჩრდილში ცხოვრება ისე, რომ შეინარჩუნოს საკუთარი ქვეყნის ღირებულებები", – განაცხადა ორბანმა.
საქართველოს მთავრობის მეთაურის ცოდნა ამ მხრივ ნამდვილად დასაფასებელია, განაცხადა ორბანმა და ქართველ კოლეგას წარმატებები უსურვა.
კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა თავად საქართველოს პრემიერიც. როგორც ღარიბაშვილმა აღნიშნა, არაერთი პროვოკაციისა და დესტაბილიზაციის მცდელობის მიუხედავად, ქვეყნის ხელისუფლებამ შეძლო მშვიდობის უზრუნველყოფა.
მისი თქმით, დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ საქართველომ მრავალი ომი გამოიარა.
„ასე რომ, ვიცით, რა მოაქვს ომს, ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ მშვიდობისათვის", – აღნიშნა პრემიერმა.
ამერიკის კონსერვატიული კავშირის მიერ ორგანიზებული კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენცია 1970-იანი წლებიდან იმართება. უნგრეთის დედაქალაქმა ამ ღონისძიებას გასულ წელსაც უმასპინძლა. შარშანდელი კონფერენციის ღირებულებები იყო „ღმერთი, სამშობლო, ოჯახი".