https://sputnik-georgia.com/20230504/premieri-provokaciebis-miuxedavad-saqartvelosi-msvidobis-uzrunvelyofa-sevzelit-277343223.html
პროვოკაციების მიუხედავად საქართველოში მშვიდობის უზრუნველყოფა შევძელით - პრემიერი
პროვოკაციების მიუხედავად საქართველოში მშვიდობის უზრუნველყოფა შევძელით - პრემიერი
Sputnik საქართველო
ხელისუფლებაში „ქართული ოცნების" მოსვლით დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად დამყარდა ხანგრძლივი და უწყვეტი მშვიდობა, განაცხადა პრემიერმა. 04.05.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-05-04T14:01+0400
2023-05-04T14:01+0400
2023-05-04T20:38+0400
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
ირაკლი ღარიბაშვილი
პოლიტიკა
ახალი ამბები
საქართველო
უნგრეთი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23338/09/233380921_0:78:1500:922_1920x0_80_0_0_72ea52c7e5fc1dc693607c9da1acac8e.jpg
თბილისი, 4 მაისი — Sputnik. საქართველოს ხელისუფლებამ შეძლო მშვიდობის უზრუნველყოფა, მიუხედავად პროვოკაციებისა და დესტაბილიზაციის მცდელობებისა, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა უნგრეთში კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების ყოველწლიურ კონფერენციაზე (CPAC) სიტყვით გამოსვლისას. კონფერენცია (CPAC) ბუდაპეშტში 4-5 მაისს გაგრძელდება. წელს კონფერენცია იმართება ლოზუნგით „ჩვენ ერთად ვდგავართ". ის, რაც ბოლო წლებში მსოფლიოში ხდება, ალბათ, ყველაზე დრამატული მოვლენებია მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, მიიჩნევს პრემიერი. „დღესაც, როგორც მეორე მსოფლიო ომის დროს, ყველა ჩვენგანის, მთელი კაცობრიობის მიზანი და ამოცანა მშვიდობის უზრუნველყოფაა. უნდა გავაცნობიეროთ, რომ მშვიდობას ალტერნატივა არ აქვს", – აღნიშნა პრემიერმა. ღარიბაშვილის თქმით, ქართველებმა მშვიდობის ფასი კარგად იციან. დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ საქართველომ ბევრი ომი გამოიარა. ბოლო წლებში ქართველი სამხედროები ნატოს ალიანსის წევრ ქვეყნებთან ერთად გლობალურ უსაფრთხოებას იცავდნენ, განაცხადა პრემიერმა. მსოფლიო ვეღარ იქნება ისეთი, როგორიც იყო - საქართველოს პრემიერი>>„ჩვენ ყველაზე მეტი ჯარისკაცით ვიყავით წარმოდგენილი; 32 ქართველი გმირი ჯარისკაცი დაიღუპა ამ ბრძოლაში, ასეულობით კი დაშავდა. ასე რომ, ვიცით, რა მოაქვს ომს, ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ მშვიდობისათვის", – აღნიშნა პრემიერმა. ამერიკის კონსერვატიული კავშირის მიერ ორგანიზებული კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენცია 1970-იანი წლებიდან იმართება. უნგრეთის დედაქალაქმა ამ ღონისძიებას გასულ წელსაც უმასპინძლა. შარშანდელი კონფერენციის ღირებულებები იყო „ღმერთი, სამშობლო, ოჯახი".
საქართველო
უნგრეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23338/09/233380921_84:0:1417:1000_1920x0_80_0_0_197a6a630901682e3e806840fe1cf75a.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი , პოლიტიკა, ახალი ამბები, საქართველო, უნგრეთი
საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი , პოლიტიკა, ახალი ამბები, საქართველო, უნგრეთი
პროვოკაციების მიუხედავად საქართველოში მშვიდობის უზრუნველყოფა შევძელით - პრემიერი
14:01 04.05.2023 (განახლებულია: 20:38 04.05.2023) ხელისუფლებაში „ქართული ოცნების" მოსვლით დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად დამყარდა ხანგრძლივი და უწყვეტი მშვიდობა, განაცხადა პრემიერმა.
თბილისი, 4 მაისი — Sputnik. საქართველოს ხელისუფლებამ შეძლო მშვიდობის უზრუნველყოფა, მიუხედავად პროვოკაციებისა და დესტაბილიზაციის მცდელობებისა, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა უნგრეთში კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების ყოველწლიურ კონფერენციაზე (CPAC) სიტყვით გამოსვლისას.
კონფერენცია (CPAC) ბუდაპეშტში 4-5 მაისს გაგრძელდება. წელს კონფერენცია იმართება ლოზუნგით „ჩვენ ერთად ვდგავართ".
„ამ ურთულეს დროში, მიუხედავად არაერთი პროვოკაციისა და დესტაბილიზაციის მცდელობისა, ჩვენ შევძელით მშვიდობის უზრუნველყოფა ჩვენს ქვეყანაში. დამოუკიდებლობის მოპოვების შემდგომ ისტორიაში, ჩვენი ხელისუფლებაში ყოფნისას პირველად გვაქვს ხანგრძლივი და უწყვეტი მშვიდობა საქართველოში", – განაცხადა ღარიბაშვილმა.
ის, რაც ბოლო წლებში მსოფლიოში ხდება, ალბათ, ყველაზე დრამატული მოვლენებია მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, მიიჩნევს პრემიერი.
„დღესაც, როგორც მეორე მსოფლიო ომის დროს, ყველა ჩვენგანის, მთელი კაცობრიობის მიზანი და ამოცანა მშვიდობის უზრუნველყოფაა. უნდა გავაცნობიეროთ, რომ მშვიდობას ალტერნატივა არ აქვს", – აღნიშნა პრემიერმა.
ღარიბაშვილის თქმით, ქართველებმა მშვიდობის ფასი კარგად იციან.
„ქართველები მცირე, მაგრამ ძლიერი, თავისუფლებისმოყვარე ერია. როდესაც საჭიროა, ჩვენ თავდადებით ვიბრძვით თავისუფლების, საკუთარი ოჯახებისა და სამშობლოს დასაცავად", – განაცხადა ღარიბაშვილმა.
დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ საქართველომ ბევრი ომი გამოიარა. ბოლო წლებში ქართველი სამხედროები ნატოს ალიანსის წევრ ქვეყნებთან ერთად გლობალურ უსაფრთხოებას იცავდნენ, განაცხადა პრემიერმა.
„ჩვენ ყველაზე მეტი ჯარისკაცით ვიყავით წარმოდგენილი; 32 ქართველი გმირი ჯარისკაცი დაიღუპა ამ ბრძოლაში, ასეულობით კი დაშავდა. ასე რომ, ვიცით, რა მოაქვს ომს, ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ მშვიდობისათვის", – აღნიშნა პრემიერმა.
ამერიკის კონსერვატიული კავშირის მიერ ორგანიზებული კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენცია 1970-იანი წლებიდან იმართება. უნგრეთის დედაქალაქმა ამ ღონისძიებას გასულ წელსაც უმასპინძლა. შარშანდელი კონფერენციის ღირებულებები იყო „ღმერთი, სამშობლო, ოჯახი".