https://sputnik-georgia.com/20230504/msoflio-verar-iqneba-iseti-rogoric-iyo-277341122.html
მსოფლიო ვეღარ იქნება ისეთი, როგორიც იყო - საქართველოს პრემიერი
მსოფლიო ვეღარ იქნება ისეთი, როგორიც იყო - საქართველოს პრემიერი
Sputnik საქართველო
მსოფლიოში არსებული რთული ვითარებიდან გამოსვლა შესაძლებელია ერთიანობითა და გლობალური თანამშრომლობით, აღნიშნა პრემიერმა. 04.05.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-05-04T13:25+0400
2023-05-04T13:25+0400
2023-05-04T19:10+0400
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
ირაკლი ღარიბაშვილი
ახალი ამბები
საქართველო
პოლიტიკა
უნგრეთი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0a/1f/271791989_0:78:1280:799_1920x0_80_0_0_b61373d5d8eb31b2022c436c035d842c.jpg
თბილისი, 4 მაისი — Sputnik. გლობალური მსოფლიო წესრიგის ცვლილება სახელმწიფოებისგან გლობალურ თანამშრომლობასა და ერთიანობას მოითხოვს, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა უნგრეთში კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების ყოველწლიურ კონფერენციაზე (CPAC) სიტყვით გამოსვლისას. კონფერენცია (CPAC) ბუდაპეშტში 4 მაისს დაიწყო, ის ორი დღე გაგრძელდება. ღონისძიების ძირითადი სპიკერია უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი. პრემიერის თქმით, ერთიანობისთვის ძალას იძლევა ტრადიციული ფასეულობები, რომლებიც ქვეყნის მთელ ისტორიასა და კულტურას განსაზღვრავს: რწმენა, თავისუფლება, მშვიდობა, ღირსება, სიმართლე, თანასწორობა, ოჯახის სიწმინდე, წინაპრების, მშობლების, ტრადიციების პატივისცემა, სამშობლოსა და ადამიანების სიყვარული. ყველაფერი შეიძლება შევაჯამოთ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის, ბრძენი და ჩვენს ქვეყანაში ყველაზე ავტორიტეტული ადამიანის მიერ შემოთავაზებულ პოსტულატებში – ღმერთი, სამშობლო, ადამიანი, აღნიშნა პრემიერმა. წელს კონფერენცია იმართება ლოზუნგით „ჩვენ ერთად ვდგავართ". კონფერენციაზე მოიწვიეს სლოვენიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი იანეზ იანშა, ჩეხეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ანდრეი ბაბიში და ამერიკელი კონგრესმენი ბარი მური. ამერიკის კონსერვატიული კავშირის მიერ ორგანიზებული კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენცია 1970-იანი წლებიდან იმართება. უნგრეთის დედაქალაქმა ამ ღონისძიებას გასულ წელსაც უმასპინძლა. შარშანდელი კონფერენციის ღირებულებები იყო „ღმერთი, სამშობლო, ოჯახი".
საქართველო
უნგრეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0a/1f/271791989_215:0:1280:799_1920x0_80_0_0_4c31d83c6c58488082701c8b343c1f36.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი , ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა, უნგრეთი
საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი , ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა, უნგრეთი
მსოფლიო ვეღარ იქნება ისეთი, როგორიც იყო - საქართველოს პრემიერი
13:25 04.05.2023 (განახლებულია: 19:10 04.05.2023) მსოფლიოში არსებული რთული ვითარებიდან გამოსვლა შესაძლებელია ერთიანობითა და გლობალური თანამშრომლობით, აღნიშნა პრემიერმა.
თბილისი, 4 მაისი — Sputnik. გლობალური მსოფლიო წესრიგის ცვლილება სახელმწიფოებისგან გლობალურ თანამშრომლობასა და ერთიანობას მოითხოვს, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა უნგრეთში კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების ყოველწლიურ კონფერენციაზე (CPAC) სიტყვით გამოსვლისას.
კონფერენცია (CPAC) ბუდაპეშტში 4 მაისს დაიწყო, ის ორი დღე გაგრძელდება. ღონისძიების ძირითადი სპიკერია უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი.
„დღეს გლობალური წესრიგი იცვლება. მსოფლიო ვეღარ იქნება ისეთი, როგორიც იყო. ამ რთული ვითარებიდან ვერავინ შეძლებს, მარტომ იპოვოს გამოსავალი. საჭიროა ერთიანობა, გლობალური თანამშრომლობა ახალი, უფრო სამართლიანი წესრიგისათვის", – განაცხადა ღარიბაშვილმა.
პრემიერის თქმით, ერთიანობისთვის ძალას იძლევა ტრადიციული ფასეულობები, რომლებიც ქვეყნის მთელ ისტორიასა და კულტურას განსაზღვრავს: რწმენა, თავისუფლება, მშვიდობა, ღირსება, სიმართლე, თანასწორობა, ოჯახის სიწმინდე, წინაპრების, მშობლების, ტრადიციების პატივისცემა, სამშობლოსა და ადამიანების სიყვარული.
ყველაფერი შეიძლება შევაჯამოთ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის, ბრძენი და ჩვენს ქვეყანაში ყველაზე ავტორიტეტული ადამიანის მიერ შემოთავაზებულ პოსტულატებში – ღმერთი, სამშობლო, ადამიანი, აღნიშნა პრემიერმა.
„ეს ფასეულობები ყოველთვის საფუძვლად ედო ქართულ იდენტობას, აერთიანებდა ჩვენს ხალხს. სწორედ ამის დამსახურებაა, რომ უძველესი, მაგრამ პატარა, რთულ გეოპოლიტიკურ ვითარებაში, იმპერიებისა და ცივილიზაციების შეჯახების ეპიცენტრში მდებარე ქვეყანა გადაურჩა ისტორიის იმ ქარტეხილებს, რომლებმაც არაერთი დიდი და ძლევამოსილი იმპერია გაანადგურა", – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
წელს კონფერენცია იმართება ლოზუნგით „ჩვენ ერთად ვდგავართ". კონფერენციაზე მოიწვიეს სლოვენიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი იანეზ იანშა, ჩეხეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ანდრეი ბაბიში და ამერიკელი კონგრესმენი ბარი მური.
ამერიკის კონსერვატიული კავშირის მიერ ორგანიზებული კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენცია 1970-იანი წლებიდან იმართება. უნგრეთის დედაქალაქმა ამ ღონისძიებას გასულ წელსაც უმასპინძლა. შარშანდელი კონფერენციის ღირებულებები იყო „ღმერთი, სამშობლო, ოჯახი".