https://sputnik-georgia.com/20230514/samxaraze-turqetsi-arcevnebs-saqartvelostvis-didi-mnisvneloba-aqvs-277652691.html
სამხარაძე: თურქეთში არჩევნებს საქართველოსთვის დიდი მნიშვნელობა აქვს
სამხარაძე: თურქეთში არჩევნებს საქართველოსთვის დიდი მნიშვნელობა აქვს
Sputnik საქართველო
საქართველოს პარლამენტის წევრმა თურქ ხალხს არჩევნების მშვიდობიან გარემოში ჩატარება უსურვა 14.05.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-05-14T15:50+0400
2023-05-14T15:50+0400
2023-05-14T15:50+0400
ახალი ამბები
საქართველო
თურქეთი
პოლიტიკა საქართველოში
პოლიტიკა
საქართველოს საგარეო პოლიტიკა
ქართული ოცნება
საქართველოს პარლამენტი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/05/0e/277650041_0:0:3072:1728_1920x0_80_0_0_36d4a011d5a6913612b3b5d87e25be6b.jpg
თბილისი, 14 მაისი – Sputnik. თურქეთში მიმდინარე არჩევნებს საქართველოსთვის დიდი მნიშვნელობა აქვს ქვეყნებს შორის სტრატეგიული პარტნიორობის გამო, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ დეპუტატმა ირაკლი სამხარაძემ.თურქეთში კვირას საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებში ხმის მიცემის მსურველთათვის საარჩევნო უბნები გაიხსნა, ისინი ადგილობრივი დროით 17:00 საათამდე იმუშავებს.საქართველოს პარლამენტის დეპუტატმა თურქ ხალხს უსურვა არჩევნების მშვიდობიანად ჩატარება და იმ შედეგების მიღწევა, რომელიც საქართველო-თურქეთის ურთიერთობებს შემდგომში კიდევ უფრო გააღრმავებს.ამომრჩევლები ირჩევენ პრეზიდენტს, რომელსაც ქვეყნის მართვა მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში მოუწევს და 600-კაციანი პარლამენტის დეპუტატებს.საპრეზიდენტო კანდიდატების საბოლოო სიაში შევიდნენ სახელმწიფოს მოქმედი მეთაური, 69 წლის რეჯეფ თაიფ ერდოღანი, როგორც ერთიანი კანდიდატი „რესპუბლიკური ალიანსიდან", ოპოზიციური „სახალხო ალიანსის" ერთიანი კანდიდატი 74 წლის ქემალ ქილიჩდაროღლუ და 55 წლის კანდიდატი Ata-ს ალიანსიდან სინან ოგანი.თურქეთში საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები იმართება >>წინასაარჩევნო კვლევების შედეგები ჯერ არ ავლენს ერდოღანსა და ქილიჩდაროღლუს შორის მომავალი არჩევნების ფავორიტს, სხვადასხვა გამოკითხვები ორივეს სასარგებლოდ აჩვენებს შედეგებს.უმაღლესი საარჩევნო კომისიის მონაცემებით, 81 პროვინციაში 191 ათასზე მეტ ურნას დადგამენ.ქვეყნის შიგნით ხმის მიცემის უფლება აქვს 60 მილიონ 721 ათას 475 მოქალაქეს, აქედან 30,7 მილიონზე მეტი ქალია.დასახელდა კენჭისყრის თარიღი საქართველოში მცხოვრები თურქეთის მოქალაქეებისთვის >>კომისიის მიერ მომზადებული განრიგის მიხედვით, არჩევნების საბოლოო შედეგები 19 მაისს ოფიციალურ გაზეთში უნდა გამოქვეყნდეს.
საქართველო
თურქეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/05/0e/277650041_17:0:2748:2048_1920x0_80_0_0_5a64599c2607ca827150c31a852841a8.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, თურქეთი , პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, საქართველოს საგარეო პოლიტიკა, ქართული ოცნება , საქართველოს პარლამენტი
ახალი ამბები, საქართველო, თურქეთი , პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, საქართველოს საგარეო პოლიტიკა, ქართული ოცნება , საქართველოს პარლამენტი
სამხარაძე: თურქეთში არჩევნებს საქართველოსთვის დიდი მნიშვნელობა აქვს
საქართველოს პარლამენტის წევრმა თურქ ხალხს არჩევნების მშვიდობიან გარემოში ჩატარება უსურვა
თბილისი, 14 მაისი – Sputnik. თურქეთში მიმდინარე არჩევნებს საქართველოსთვის დიდი მნიშვნელობა აქვს ქვეყნებს შორის სტრატეგიული პარტნიორობის გამო, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ დეპუტატმა ირაკლი სამხარაძემ.
თურქეთში კვირას საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებში ხმის მიცემის მსურველთათვის საარჩევნო უბნები გაიხსნა, ისინი ადგილობრივი დროით 17:00 საათამდე იმუშავებს.
„მე ვარ საერთაშორისო დამკვირვებელი ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეიდან. ამ არჩევნებს აკვირდება ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეიდან 100-ზე მეტი დამკვირვებელი, რადგან ამ არჩევნების მნიშვნელობა არის ძალიან დიდი ასევე ჩვენთვის, ვინაიდან თურქეთი არის ჩვენთვის სტრატეგიული პარტნიორი და მეგობარი ქვეყანა“, - განაცხადა სამხარაძემ „პირველი არხის“ ეთერში.
საქართველოს პარლამენტის დეპუტატმა თურქ ხალხს უსურვა არჩევნების მშვიდობიანად ჩატარება და იმ შედეგების მიღწევა, რომელიც საქართველო-თურქეთის ურთიერთობებს შემდგომში კიდევ უფრო გააღრმავებს.
ამომრჩევლები ირჩევენ პრეზიდენტს, რომელსაც ქვეყნის მართვა მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში მოუწევს და 600-კაციანი პარლამენტის დეპუტატებს.
საპრეზიდენტო კანდიდატების საბოლოო სიაში შევიდნენ სახელმწიფოს მოქმედი მეთაური, 69 წლის რეჯეფ თაიფ ერდოღანი, როგორც ერთიანი კანდიდატი „რესპუბლიკური ალიანსიდან", ოპოზიციური „სახალხო ალიანსის" ერთიანი კანდიდატი 74 წლის ქემალ ქილიჩდაროღლუ და 55 წლის კანდიდატი Ata-ს ალიანსიდან სინან ოგანი.
წინასაარჩევნო კვლევების შედეგები ჯერ არ ავლენს ერდოღანსა და ქილიჩდაროღლუს შორის მომავალი არჩევნების ფავორიტს, სხვადასხვა გამოკითხვები ორივეს სასარგებლოდ აჩვენებს შედეგებს.
უმაღლესი საარჩევნო კომისიის მონაცემებით, 81 პროვინციაში 191 ათასზე მეტ ურნას დადგამენ.
ქვეყნის შიგნით ხმის მიცემის უფლება აქვს 60 მილიონ 721 ათას 475 მოქალაქეს, აქედან 30,7 მილიონზე მეტი ქალია.
კომისიის მიერ მომზადებული განრიგის მიხედვით, არჩევნების საბოლოო შედეგები 19 მაისს ოფიციალურ გაზეთში უნდა გამოქვეყნდეს.