https://sputnik-georgia.com/20230514/turqetsi-saprezidento-da-saparlamento-arcevnebi-imarteba-277648582.html
თურქეთში საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები იმართება
თურქეთში საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები იმართება
Sputnik საქართველო
ქვეყნის შიგნით ხმის მიცემის უფლება აქვს 60 მილიონ 721 ათას 475 მოქალაქეს, აქედან 30,7 მილიონზე მეტი ქალია. 14.05.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-05-14T10:50+0400
2023-05-14T10:50+0400
2023-07-20T15:51+0400
მსოფლიო დღეს
თურქეთი
პოლიტიკა
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/05/0e/277647443_0:0:3071:1728_1920x0_80_0_0_db1f6f30bf305ddd955d91b05376c659.jpg
თბილისი, 14 მაისი – Sputnik. თურქეთში კვირას საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებში ხმის მიცემის მსურველთათვის საარჩევნო უბნები გაიხსნა, ისინი ადგილობრივი დროით 17:00 საათამდე იმუშავებს.ამომრჩევლები აირჩევენ პრეზიდენტს, რომელსაც ქვეყნის მართვა მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში მოუწევს და 600-კაციანი პარლამენტის დეპუტატებს.საპრეზიდენტო კანდიდატების საბოლოო სიაში შევიდნენ სახელმწიფოს მოქმედი მეთაური, 69 წლის რეჯეფ თაიფ ერდოღანი, როგორც ერთიანი კანდიდატი „რესპუბლიკური ალიანსიდან", ოპოზიციური „სახალხო ალიანსის" ერთიანი კანდიდატი 74 წლის ქემალ ქილიჩდაროღლუ და 55 წლის კანდიდატი Ata-ს ალიანსიდან სინან ოგანი.წინასაარჩევნო კვლევების შედეგები ჯერ არ ავლენს ერდოღანსა და ქილიჩდაროღლუს შორის მომავალი არჩევნების ფავორიტს, სხვადასხვა გამოკითხვები ორივეს სასარგებლოდ აჩვენებს შედეგებს.უმაღლესი საარჩევნო კომისიის მონაცემებით, 81 პროვინციაში 191 ათასზე მეტ ურნას დადგამენ.ქვეყნის შიგნით ხმის მიცემის უფლება აქვს 60 მილიონ 721 ათას 475 მოქალაქეს, აქედან 30,7 მილიონზე მეტი ქალია.ცხოვრებაში პირველად ხმას მისცემს 4,9 მილიონზე მეტი მოქალაქე, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ საპრეზიდენტო არჩევნებზე მეორე ტური გაიმართება, იმ დროისთვის ამომრჩეველთა რაოდენობა 47.523 ადამიანით გაიზრდება, განაცხადა კომისიის თავმჯდომარე ახმეტ იენერმა.დასახელდა კენჭისყრის თარიღი საქართველოში მცხოვრები თურქეთის მოქალაქეებისთვის >>უცხოეთის საარჩევნო უბნებზე ხმის მიცემა 27 აპრილიდან 9 მაისამდე გაიმართა, არჩევანი 1,8 მილიონზე მეტმა მოქალაქემ გააკეთა. სასაზღვრო პუნქტებზე კენჭისყრა ასევე 27 აპრილიდან მიმდინარეობდა, თუმცა მხოლოდ კვირას 17:00 საათზე დასრულდება. 73 ქვეყანაში თურქეთის საგარეო მისიებში არსებულ საარჩევნო უბნებზე აქტივობამ 53%-ს გადააჭარბა და რეკორდი დაამყარა, განაცხადა მანამდე იენერმა.არჩევნების დღეს აკრძალულია ალკოჰოლური სასმელების რეალიზაცია, კაფეები დაკეტილია, ქორწილები ნებადართულია 18.00 საათის შემდეგ.კომისიის მიერ მომზადებული განრიგის მიხედვით, არჩევნების საბოლოო შედეგები 19 მაისს ოფიციალურ გაზეთში უნდა გამოქვეყნდეს.
თურქეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/05/0e/277647443_120:0:2849:2047_1920x0_80_0_0_22dcd866ca4a65205032bd7deba0b07f.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
თურქეთი , პოლიტიკა, მსოფლიოს ახალი ამბები
თურქეთი , პოლიტიკა, მსოფლიოს ახალი ამბები
თურქეთში საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები იმართება
10:50 14.05.2023 (განახლებულია: 15:51 20.07.2023) ქვეყნის შიგნით ხმის მიცემის უფლება აქვს 60 მილიონ 721 ათას 475 მოქალაქეს, აქედან 30,7 მილიონზე მეტი ქალია.
თბილისი, 14 მაისი – Sputnik. თურქეთში კვირას საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებში ხმის მიცემის მსურველთათვის საარჩევნო უბნები გაიხსნა, ისინი ადგილობრივი დროით 17:00 საათამდე იმუშავებს.
ამომრჩევლები აირჩევენ პრეზიდენტს, რომელსაც ქვეყნის მართვა მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში მოუწევს და 600-კაციანი პარლამენტის დეპუტატებს.
საპრეზიდენტო კანდიდატების საბოლოო სიაში შევიდნენ სახელმწიფოს მოქმედი მეთაური, 69 წლის რეჯეფ თაიფ ერდოღანი, როგორც ერთიანი კანდიდატი „რესპუბლიკური ალიანსიდან", ოპოზიციური „სახალხო ალიანსის" ერთიანი კანდიდატი 74 წლის ქემალ ქილიჩდაროღლუ და 55 წლის კანდიდატი Ata-ს ალიანსიდან სინან ოგანი.
წინასაარჩევნო კვლევების შედეგები ჯერ არ ავლენს ერდოღანსა და ქილიჩდაროღლუს შორის მომავალი არჩევნების ფავორიტს, სხვადასხვა გამოკითხვები ორივეს სასარგებლოდ აჩვენებს შედეგებს.
უმაღლესი საარჩევნო კომისიის მონაცემებით, 81 პროვინციაში 191 ათასზე მეტ ურნას დადგამენ.
ქვეყნის შიგნით ხმის მიცემის უფლება აქვს 60 მილიონ 721 ათას 475 მოქალაქეს, აქედან 30,7 მილიონზე მეტი ქალია.
ცხოვრებაში პირველად ხმას მისცემს 4,9 მილიონზე მეტი მოქალაქე, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ საპრეზიდენტო არჩევნებზე მეორე ტური გაიმართება, იმ დროისთვის ამომრჩეველთა რაოდენობა 47.523 ადამიანით გაიზრდება, განაცხადა კომისიის თავმჯდომარე ახმეტ იენერმა.
უცხოეთის საარჩევნო უბნებზე ხმის მიცემა 27 აპრილიდან 9 მაისამდე გაიმართა, არჩევანი 1,8 მილიონზე მეტმა მოქალაქემ გააკეთა. სასაზღვრო პუნქტებზე კენჭისყრა ასევე 27 აპრილიდან მიმდინარეობდა, თუმცა მხოლოდ კვირას 17:00 საათზე დასრულდება. 73 ქვეყანაში თურქეთის საგარეო მისიებში არსებულ საარჩევნო უბნებზე აქტივობამ 53%-ს გადააჭარბა და რეკორდი დაამყარა, განაცხადა მანამდე იენერმა.
არჩევნების დღეს აკრძალულია ალკოჰოლური სასმელების რეალიზაცია, კაფეები დაკეტილია, ქორწილები ნებადართულია 18.00 საათის შემდეგ.
კომისიის მიერ მომზადებული განრიგის მიხედვით, არჩევნების საბოლოო შედეგები 19 მაისს ოფიციალურ გაზეთში უნდა გამოქვეყნდეს.