https://sputnik-georgia.com/20230428/dasaxelda-kenwisyris-tariri-saqartvelosi-mcxovrebi-turqetis-moqalaqeebistvis-277140979.html
დასახელდა კენჭისყრის თარიღი საქართველოში მცხოვრები თურქეთის მოქალაქეებისთვის
დასახელდა კენჭისყრის თარიღი საქართველოში მცხოვრები თურქეთის მოქალაქეებისთვის
Sputnik საქართველო
საყოველთაო არჩევნებზე კენჭისყრის პროცესი საზღვარგარეთ მცხოვრები თურქეთის 3,4 მილიონი მოქალაქისთვის ხუთშაბათს დაიწყო და 9 მაისამდე გაგრძელდება. 28.04.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-04-28T11:54+0400
2023-04-28T11:54+0400
2023-04-28T18:22+0400
ახალი ამბები
პოლიტიკა
საქართველო
თურქეთი
თბილისი დღეს
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/01/15/274122834_0:217:3073:1945_1920x0_80_0_0_61c2f5d26190039e82532033d1ccfdbf.jpg
თბილისი, 28 აპრილი — Sputnik. საქართველოში მცხოვრები თურქეთის მოქალაქეები თურქეთის საყოველთაო არჩევნებში ხმის მიცემას 7–9 მაისს შეძლებენ, განაცხადეს თურქეთის საელჩოში თბილისში. თავად თურქეთში საპრეზიდენტო არჩევნები 14 მაისს გაიმართება. არჩევნებზე კენჭისყრის პროცესი საზღვარგარეთ მცხოვრები თურქეთის 3,4 მილიონი მოქალაქისთვის ხუთშაბათს უკვე დაიწყო და ის 9 მაისამდე გაგრძელდება. უშუალოდ თურქეთის ტერიტორიაზე ხმის მიცემა შესაძლებელი იქნება 14 მაისს. თურქეთს ყველაზე დიდი დიასპორა ჰყავს გერმანიაში, იქ ხმის მიცემა შეუძლია თურქეთის 1,5 მლნ მოქალაქეს. საფრანგეთში 400 ათასი თურქი ამომრჩეველი ცხოვრობს. თურქეთში საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები 14 მაისს გაიმართება>>თურქეთის მოქმედი პრეზიდენტის რეჯეფ თაიიფ ერდოღანის მთავარი ოპონენტი ოპოზიციური „სახალხო ალიანსის" ერთიანი კანდიდატი ქემალ ქილიჩდაროღლუ იქნება. თუ საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში ვერცერთი კანდიდატი ხმების აბსოლუტურ უმრავლესობას ვერ დააგროვებს, 20-24 მაისს არჩევნების მეორე ტური გაიმართება.
საქართველო
თურქეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/01/15/274122834_0:0:2731:2048_1920x0_80_0_0_adc152299b31e73eb5da1c0acc8e6597.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, პოლიტიკა, საქართველო, თურქეთი , თბილისი დღეს
ახალი ამბები, პოლიტიკა, საქართველო, თურქეთი , თბილისი დღეს
დასახელდა კენჭისყრის თარიღი საქართველოში მცხოვრები თურქეთის მოქალაქეებისთვის
11:54 28.04.2023 (განახლებულია: 18:22 28.04.2023) საყოველთაო არჩევნებზე კენჭისყრის პროცესი საზღვარგარეთ მცხოვრები თურქეთის 3,4 მილიონი მოქალაქისთვის ხუთშაბათს დაიწყო და 9 მაისამდე გაგრძელდება.
თბილისი, 28 აპრილი — Sputnik. საქართველოში მცხოვრები თურქეთის მოქალაქეები თურქეთის საყოველთაო არჩევნებში ხმის მიცემას 7–9 მაისს შეძლებენ, განაცხადეს თურქეთის საელჩოში თბილისში.
თავად თურქეთში საპრეზიდენტო არჩევნები 14 მაისს გაიმართება.
არჩევნებზე კენჭისყრის პროცესი საზღვარგარეთ მცხოვრები თურქეთის 3,4 მილიონი მოქალაქისთვის ხუთშაბათს უკვე დაიწყო და ის 9 მაისამდე გაგრძელდება. უშუალოდ თურქეთის ტერიტორიაზე ხმის მიცემა შესაძლებელი იქნება 14 მაისს.
თურქეთს ყველაზე დიდი დიასპორა ჰყავს გერმანიაში, იქ ხმის მიცემა შეუძლია თურქეთის 1,5 მლნ მოქალაქეს. საფრანგეთში 400 ათასი თურქი ამომრჩეველი ცხოვრობს.
თურქეთის მოქმედი პრეზიდენტის რეჯეფ თაიიფ ერდოღანის მთავარი ოპონენტი ოპოზიციური „სახალხო ალიანსის" ერთიანი კანდიდატი ქემალ ქილიჩდაროღლუ იქნება.
თუ საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში ვერცერთი კანდიდატი ხმების აბსოლუტურ უმრავლესობას ვერ დააგროვებს, 20-24 მაისს არჩევნების მეორე ტური გაიმართება.