მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

იოავ გალანტი: ირანს ხუთი ბირთვული ბომბისთვის საკმარისი ურანი აქვს დაგროვებული

© photo: Sputnik / Pavel Lisitsin / გადასვლა მედიაბანკში
  - Sputnik საქართველო, 1920, 05.05.2023
გამოწერა
თბილისი, 5 მაისი — Sputnik. ირანმა საკმარისი გამდიდრებული ურანი დააგროვა იმისთვის, რომ ხუთი ბირთვული ბომბი შექმნას, განაცხადა ისრაელის თავდაცვის მინისტრმა იოავ გალანტმა.
ამის შესახებ The Times of Israel წერს.

„არ დაუშვათ შეცდომა — ირანი არ დაკმაყოფილდება ერთი ბირთვული ბომბით. ამ დროისათვის ირანმა უკვე მიიღო 20%-დან 60%-მდე გამდიდრებული მასალა ხუთი ბირთვული ბომბისთვის“, — უთხრა გალანტმა თავის ბერძენ კოლეგა ნიკოლაოს პანაიოტოპულოსს ათენში ვიზიტის დროს.

მისი თქმით, ირანის ბირთვული პროგრამის პროგრესი და ურანის 90%-მდე გამდიდრება მისი სერიოზული შეცდომა იქნება, რასაც რეგიონში ცეცხლის დანთება შეუძლია.
გალანტმა პირობა დადო, რომ ისრაელი ირანს სირიაში სამხედრო პლაცდარმის შექმნის უფლებას არ მისცემს.
„ბოლო ექვსი თვის განმავლობაში ირანი ყოველკვირეულად გზავნის თვითმფრინავებს სირიაში, აწვდის იარაღს ტერორისტული მიზნებისთვის გამოსაყენებლად. სირიის რეჟიმმა უნდა იცოდეს, რომ „ცახალი“ მკაცრად უპასუხებს მისი ტერიტორიიდან განხორციელებულ თავდასხმებს. ჩვენ არ მივცემთ ირანს უფლებას, განიმტკიცოს სამხედრო ძალა სირიაში, ან ააგოს გზა ლიბანში თანამედროვე იარაღის შესატანად“, — აღნიშნა იოავ გალანტმა.
გავრცელებული ინფორმაციით, ისრაელის სამხედრო-საჰაერო ძალებმა ბოლო თვეებში არაერთი შეტევა მიიტანეს სირიაზე. მათ შორისაა ალეპოს აეროპორტზე იერიში მიმდინარე კვირაში.
როგორც The Times of Israel წერს, გალანტის განცხადებები დროში დაემთხვა ირანის პრეზიდენტ ებრაჰიმ რაისის სირიაში ვიზიტს, სადაც ის „პალესტინური ტერორისტული დაჯგუფებების ლიდერებს შეხვდა და „სიონისტური რეჟიმის განადგურებისკენ“ მოუწოდა“.
მანამდე, მიმდინარე წლის მარტის შუა რიცხვებში ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტომ (IAEA) გამოაქვეყნა ანგარიში, რომლის თანახმად, ირანის გამდიდრებული ურანის მთლიანი რაოდენობა ამ დროისათვის 3,76 ტონას შეადგენს, ნაცვლად მაქსიმალურად დასაშვები 202,8 კილოგრამისა.
ამასთან სააგენტოს ინსპექტორებმა ირანის ბირთვულ ობიექტზე აღმოაჩინეს ურანის ნაწილაკები, რომლებიც რეკორდულ 83,7 პროცენტამდე იყო გამდიდრებული. ექსპერტების თქმით, ეს თითქმის საკმარისია ბირთვული ბომბის შესაქმნელად, რომელსაც 90%-მდე გამდიდრებული ურანი ესაჭიროება.
თეირანი უარყოფს ამ ინფორმაციას და აცხადებს, რომ ურანი 60%-ზე მეტად არ გაუმდიდრებია.
აღსანიშნავია, რომ იანვრის ბოლოს შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა სამხედრო მოქმედებების დაწყებაც კი არ გამორიცხა ირანისთვის ბირთვული იარაღის შექმნაში ხელის შესაშლელად.
ყველა ახალი ამბავი
0