https://sputnik-georgia.com/20230130/entoni-blinkeni-iranis-birtvuli-iarari-274374780.html
ბლინკენი: აშშ ირანს სამხედრო გზითაც შეუშლის ხელს ბირთვული იარაღის მიღებაში
ბლინკენი: აშშ ირანს სამხედრო გზითაც შეუშლის ხელს ბირთვული იარაღის მიღებაში
Sputnik საქართველო
თბილისი, 30 იანვარი — Sputnik. ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობა არ გამორიცხავს სამხედრო მოქმედებების დაწყებას, რათა ირანს ბირთვული იარაღის შექმნაში ხელი... 30.01.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-01-30T13:30+0400
2023-01-30T13:30+0400
2023-07-20T15:49+0400
მსოფლიო დღეს
აშშ
ირანი
პოლიტიკა
ახალი ამბები
ბირთვული გარიგება - jcpoa
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/03/1e/251320729_0:0:2945:1657_1920x0_80_0_0_2f300d67453a594ebae79879e8c54c8e.jpg
თბილისი, 30 იანვარი — Sputnik. ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობა არ გამორიცხავს სამხედრო მოქმედებების დაწყებას, რათა ირანს ბირთვული იარაღის შექმნაში ხელი შეუშალოს, განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა გაზეთ Al Arabiya-სთან ინტერვიუში.ჟურნალისტის შეკითხვას, როგორ გეგმავს აშშ თეირანისთვის ბირთვული იარაღის მიღებაში ხელის შეშლას, ბლინკენმა განაცხადა, რომ საამისოდ მათ ყველაზე ეფექტურად დიპლომატიური გზა მიაჩნიათ, მაგრამ ირანის ხელისუფლებამ გასული ზაფხულის ბოლოს, როდესაც ქვეყანას ბირთვულ გარიგებაში დაბრუნების შანსი ჰქონდა, „უარი თქვა ყველაფერზე, რაც მოლაპარაკებათა მაგიდაზე იდო“.ჟურნალისტის შეკითხვაზე, არის თუ არა ამ ვარიანტებს შორის პრობლემის სამხედრო გზით გადაჭრა, სახელმწიფო მდივანმა განაცხადა, რომ „მაგიდაზე ყველა ვარიანტი დევს“.მანამდე, გასული წლის ნოემბერში აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა აღნიშნა, რომ ბირთვული გარიგება, რომელიც ირანთან 2015 წელს დაიდო, ახლა „მკვდარია“, მაგრამ ვაშინგტონი ამას ოფიციალურად არ გამოაცხადებს.ბირთვული გარიგება (JCPOA) – ერთობლივი ყოვლისმომცველ მოქმედებათა გეგმა, რომელსაც 2015 წელს მოაწერეს ხელი შეერთებულმა შტატებმა, დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ, ჩინეთმა, რუსეთმა, საფრანგეთმა და ირანმა. გეგმა თეირანისთვის სანქციების მოხსნას მოიაზრებდა ბირთვული პროგრამის შეზღუდვის სანაცვლოდ.სამი წლის შემდეგ, 2018 წლის მაისში შეერთებულმა შტატებმა მიიღო გადაწყვეტილება, ცალმხრივად გასულიყო შეთანხმებიდან და აღედგინა მკაცრი სანქციები ირანისთვის. კიდევ ერთი წლის შემდეგ კი თეირანმაც უარი თქვა შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე, რომლის პირველი ეტაპიც ურანის გამდიდრებასა და მძიმე წყლის მარაგებს შეეხებოდა. რუსეთი, დიდი ბრიტანეთი, გერმანია, ჩინეთი, შეერთებული შტატები და საფრანგეთი 2021 წლის აპრილიდან აწარმოებენ მოლაპარაკებებს ირანთან ვენაში, რათა JCPOA პირვანდელი სახით აღადგინონ.
აშშ
ირანი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/03/1e/251320729_214:0:2945:2048_1920x0_80_0_0_7f638ddaf1e56fc11664810ada356b6f.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
აშშ , ირანი , პოლიტიკა, ახალი ამბები, ბირთვული გარიგება - jcpoa, მსოფლიოს ახალი ამბები
აშშ , ირანი , პოლიტიკა, ახალი ამბები, ბირთვული გარიგება - jcpoa, მსოფლიოს ახალი ამბები
თბილისი, 30 იანვარი — Sputnik. ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობა არ გამორიცხავს სამხედრო მოქმედებების დაწყებას, რათა ირანს ბირთვული იარაღის შექმნაში ხელი შეუშალოს, განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა გაზეთ
Al Arabiya-სთან ინტერვიუში.
ჟურნალისტის შეკითხვას, როგორ გეგმავს აშშ თეირანისთვის ბირთვული იარაღის მიღებაში ხელის შეშლას, ბლინკენმა განაცხადა, რომ საამისოდ მათ ყველაზე ეფექტურად დიპლომატიური გზა მიაჩნიათ, მაგრამ ირანის ხელისუფლებამ გასული ზაფხულის ბოლოს, როდესაც ქვეყანას ბირთვულ გარიგებაში დაბრუნების შანსი ჰქონდა, „უარი თქვა ყველაფერზე, რაც მოლაპარაკებათა მაგიდაზე იდო“.
„ჩვენ კვლავინდებურად მიგვაჩნია, რომ ირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებულ საერთაშორისო შფოთვებთან გამკლავების ყველაზე ეფექტური გზა დიპლომატიაა. ამავდროულად პრეზიდენტმა ბაიდენმა ნათლად მიანიშნა – აშშ-ს მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი, არ დაუშვას, რომ ირანმა ბირთვული იარაღი მიიღოს. და იმისათვის, რომ ეს არ მოხდეს, მოლაპარაკებათა მაგიდაზე ყველა ვარიანტი დევს“, — განაცხადა ბლინკენმა.
ჟურნალისტის შეკითხვაზე, არის თუ არა ამ ვარიანტებს შორის პრობლემის სამხედრო გზით გადაჭრა, სახელმწიფო მდივანმა განაცხადა, რომ „მაგიდაზე ყველა ვარიანტი დევს“.
მანამდე, გასული წლის ნოემბერში აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა აღნიშნა, რომ ბირთვული გარიგება, რომელიც ირანთან 2015 წელს დაიდო, ახლა „მკვდარია“, მაგრამ ვაშინგტონი ამას ოფიციალურად არ გამოაცხადებს.
ბირთვული გარიგება (JCPOA) – ერთობლივი ყოვლისმომცველ მოქმედებათა გეგმა, რომელსაც 2015 წელს მოაწერეს ხელი შეერთებულმა შტატებმა, დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ, ჩინეთმა, რუსეთმა, საფრანგეთმა და ირანმა. გეგმა თეირანისთვის სანქციების მოხსნას მოიაზრებდა ბირთვული პროგრამის შეზღუდვის სანაცვლოდ.
სამი წლის შემდეგ, 2018 წლის მაისში შეერთებულმა შტატებმა მიიღო გადაწყვეტილება, ცალმხრივად გასულიყო შეთანხმებიდან და აღედგინა მკაცრი სანქციები ირანისთვის. კიდევ ერთი წლის შემდეგ კი თეირანმაც უარი თქვა შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე, რომლის პირველი ეტაპიც ურანის გამდიდრებასა და მძიმე წყლის მარაგებს შეეხებოდა. რუსეთი, დიდი ბრიტანეთი, გერმანია, ჩინეთი, შეერთებული შტატები და საფრანგეთი 2021 წლის აპრილიდან აწარმოებენ მოლაპარაკებებს ირანთან ვენაში, რათა JCPOA პირვანდელი სახით აღადგინონ.