https://sputnik-georgia.com/20230504/rashi-schirdeba-kezerashvils-sagamoziebo-komisiis-sheqmna-papuashvilis-ganmarteba-277340154.html
რაში სჭირდება კეზერაშვილს ქოლ-ცენტრების საქმეზე საგამოძიებო კომისია - პაპუაშვილის პასუხი
რაში სჭირდება კეზერაშვილს ქოლ-ცენტრების საქმეზე საგამოძიებო კომისია - პაპუაშვილის პასუხი
Sputnik საქართველო
„ქართული ოცნება" აღნიშნულ საკითხზე პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნის წინააღმდეგია. 04.05.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-05-04T14:47+0400
2023-05-04T14:47+0400
2023-05-04T20:52+0400
საქართველო
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე
ქართული ოცნება
პოლიტიკა საქართველოში
პოლიტიკა
ახალი ამბები
ქართული ოპოზიცია
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/04/1d/266306471_0:141:1920:1221_1920x0_80_0_0_b516c900e6c8f1dcd3b4780e293d4e46.jpg
თბილისი, 4 მაისი — Sputnik. საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით კეზერაშვილი ერთადერთია, ვინც დაინტერესებულია ე.წ. ქოლ-ცენტრების საქმეზე პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნით, რათა წინასწარ გაეცნოს გამოძიების მიმდინარეობას, განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივით საქართველოს ექს-პრემიერ გიორგი გახარიას პარტია „საქართველოსთვის" გამოვიდა მას შემდეგ, რაც ბრიტანულმა სამაუწყებლო კორპორაცია ВВС-მ სკანდალური ჟურნალისტური გამოძიება გამოაქვეყნა. ევროპელი პენსიონერები საერთაშორისო თაღლითური სქემის, ე.წ. ქოლ-ცენტრების მსხვერპლი გახდნენ, რომლის უკან, ВВС-ს ინფორმაციით, საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით კეზერაშვილი დგას.პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, საქართველო ერთ-ერთი აქტიური მონაწილეა გამოძიებისა, რომელიც ამ დრომდე გრძელდება როგორც საქართველოში, ისე საერთაშორისო მასშტაბით.პოლიტიკური თვალსაზრისით, შესაძლოა, მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ინტერესებში იყოს კიდეც ყველაფრის გამჟღავნება, მაგრამ, როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, მათ სურთ, რომ გამოძიება პროფესიონალურად დასრულდეს და მტკიცებულებები დროულად შეგროვდეს.„ამიტომაც გამოძიების ინტერესებში არ შედის გარკვეული საკითხების ვადაზე ადრე გამჟღავნება და, პირიქით, დავით კეზერაშვილის ინტერესია ამის დროზე ადრე გახმაურება", – აღნიშნა პაპუაშვილმა.მისი თქმით, კეზერაშვილმა ამჯერად პარტია „საქართველოსთვის" გამოიყენა იმისთვის, რომ მათ წამოეყენებინათ საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივა.„საინტერესო ხრიკი და სვლა არის, რომ იგი იყენებს ამ პარტიას იმისთვის, რომ დააინიციროს საგამოძიებო კომისია. არ ვიცი რეალურად რა და როგორ ხდება, მაგრამ ლოგიკურად ასე ჩანს", – განაცხადა პაპუაშვილმა.ქოლ–ცენტრებთან დაკავშირებული სკანდალი – „ოცნება“ საგამოძიებო კომისიის შექმნის წინააღმდეგია>>>საგამოძიებო კომისიის შექმნის იდეას მხარი დაუჭირა, მათ შორის, „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ", რომელსაც, „ქართული ოცნების" მტკიცებით, სწორედ კეზერაშვილი აფინანსებს.„ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები აცხადებენ, რომ დანაშაულებრივ ქოლ-ცენტრებს, რომლებიც საქართველოში მუშაობენ, ქვეყნის უსაფრთხოების სამსახური „კრიშავს". მათი თქმით, არ შეიძლება, რომ სპეცსამსახურებს არ შეემჩნიათ საერთაშორისო მასშტაბის თაღლითობა დედაქალაქში.ამ სექმეზე საქართველოს პროკურატურამ ევროპელ პარტნიორებთან ერთად ტრანსნაციონალური დანაშაულებრივი ჯგუფის გამოსავლენად უკვე ჩაატარა რამდენიმე მასშტაბური ოპერაცია.საქართველოს პროკურატურის მონაცემებისაუბარია თაღლითების საერთაშორისო ქსელზე, რომლებმაც ჩამოაყალიბეს ქოლ-ცენტრები, მათ შორის საქართველოში, რომელთა გამოყენებითაც ევროპის ქვეყნების მოქალაქეები შეცდომაში შეჰყავდათ და მათ ფულს ითვისებდნენ.ევროკავშირის დროშას აფრიალებენ და პენსიონერების ჯიბეში ხელს აფათურებენ - ცაგარეიშვილი>>>საქართველოსა და ევროპის ქვეყნების საგამოძიებო ორგანოებმა ერთობლივი გამოძიების ფარგლებში დაადგინეს, რომ თაღლითები სოციალურ ქსელებსა და სხვა საჯარო სივრცეებში ათავსებდნენ რეკლამას მომგებიანი ინვესტირების შესახებ. ხოლო ქოლ-ცენტრების თანამშრომლები ურეკავდნენ ევროპის სხვადასხვა ქვეყნის მცხოვრებლებს და იმავე მომსახურებას სთავაზობდნენ. მათ ფულს კი, ვინც თანხმობას აცხადებდა ინვესტირებაზე, თაღლითები ითვისებდნენ.ტრანსნაციონალური დანაშაულის გამოძიება 2021 წელს დაიწყო.საქართველოში 2021 წლის ოქტომბერსა და 2022 წლის ნოემბერში ფართომასშტაბიანი საგამოძიებო ღონისძიებები ჩატარდა ქოლ-ცენტრების გამოვლენისა და თაღლითურ სქემაში მონაწილე პირების დადგენის კუთხით.შედეგად დააკავეს ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის შესაძლო ხელმძღვანელები და მონაწილეები, დაწყებულია იურიდიული პირების სისხლისსამართლებრივი დევნა. საგამოძიებო ორგანოები საქართველოში დაკავებულების ზუსტ რაოდენობას არ ასახელებენ.ВВС-ს სკანდალური გამოძიებაბრიტანულმა სამაუწყებლო კომპანია ВВС-მ 12 აპრილს გამოაქვეყნა ჟურნალისტური გამოძიების შედეგები, რომლის თანახმად საერთაშორისო თაღლითური სქემის უკან ისრაელის მოქალაქე, საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით კეზერაშვილი დგას.გამოძიების მონაცემებით, საუბარია დაახლოებით ერთ მილიარდ დოლარზე მეტი თანხის მითვისებაზე.„ქოლ-ცენტრების“ გახმაურებული საქმე: საქართველოს პროკურატურა განცხადებას ავრცელებს>>>BBC-ს ცნობით, თაღლითურ სქემაში ფიგურირებს 152 კომპანია, მათ შორის საქართველოში მოქმედი კრიპტოვალუტით მოვაჭრე ფირმა Solo Capitals, რომელიც, სავარაუდოდ, არის საერთაშორისო დანაშაულებრივი ქსელის ნაწილი. ეს ქსელი პოლიციისთვის ცნობილია, როგორც „მილტონის ჯგუფი".BBC-ს მონაცემებით, იმ კომპანიებს შორის კავშირების კვლევისას, რომლებიც, სავარაუდოდ, ქოლ-ცენტრების მეშვეობით თაღლითობით იყვნენ დაკავებული, მუდმივად ფიგურირებდა ხუთი სახელი – დავით თოდუა, რატი ჭელიძე, გურამ გოგეშვილი, იოსებ მგელაძე და მაიკლ ბენიმინი. ისინი მითითებული იყვნენ სავაჭრო პლატფორმა „მილტონის ჯგუფის" ან ტექნოლოგიური კომპანიების მხარდამჭერი დირექტორების სახით.„პანამის დოკუმენტების" თანახმად (კონფიდენციალური დოკუმენტების გაჟონვა ახლანდელი და ყოფილი მსოფლიო ლიდერების ფარული საკუთრების არსებობის შესახებ), ჭელიძე, გოგეშვილი, მგელაძე და ბენიმინი არიან დირექტორები ან მაღალი თანამდებობის პირები ოფშორულ კომპანიებში ან შვილობილ კომპანიებში, რომლებიც „მილტონის ჯგუფში" შედიან.BBC ამტკიცებს, რომ ეს კომპანიები „მილტონის ჯგუფამდე" არსებობდნენ და მათ კვალს კეზერაშვილამდე მივყავართ.იქვე ნათქვამია, რომ არ არსებობს იმის მტკიცებულება, რომ კეზერაშვილს რამე სახის პირდაპირი ფინანსური ინტერესი აქვს „მილტონის ჯგუფის" მიმართ. მაგრამ ამ ჯგუფთან დაკავშირებული კომპანიების რამდენიმე ყოფილმა თანამშრომელმა განაცხადა, რომ მათ პირდაპირი ურთიერთობა ჰქონდათ კეზერაშვილთან და მათ იცოდნენ, რომ მას ჯგუფთან კავშირი აქვს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/04/1d/266306471_0:106:1566:1281_1920x0_80_0_0_09b747b8060319e69b74dad5406e5564.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე , ქართული ოცნება , პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, ახალი ამბები, ქართული ოპოზიცია
საქართველო, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე , ქართული ოცნება , პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, ახალი ამბები, ქართული ოპოზიცია
რაში სჭირდება კეზერაშვილს ქოლ-ცენტრების საქმეზე საგამოძიებო კომისია - პაპუაშვილის პასუხი
14:47 04.05.2023 (განახლებულია: 20:52 04.05.2023) „ქართული ოცნება" აღნიშნულ საკითხზე პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნის წინააღმდეგია.
თბილისი, 4 მაისი — Sputnik. საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით კეზერაშვილი ერთადერთია, ვინც დაინტერესებულია ე.წ. ქოლ-ცენტრების საქმეზე პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნით, რათა წინასწარ გაეცნოს გამოძიების მიმდინარეობას, განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.
პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივით საქართველოს ექს-პრემიერ გიორგი გახარიას პარტია „საქართველოსთვის" გამოვიდა მას შემდეგ, რაც ბრიტანულმა სამაუწყებლო კორპორაცია ВВС-მ სკანდალური ჟურნალისტური გამოძიება გამოაქვეყნა. ევროპელი პენსიონერები საერთაშორისო თაღლითური სქემის, ე.წ. ქოლ-ცენტრების მსხვერპლი გახდნენ, რომლის უკან, ВВС-ს ინფორმაციით, საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით კეზერაშვილი დგას.
პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, საქართველო ერთ-ერთი აქტიური მონაწილეა გამოძიებისა, რომელიც ამ დრომდე გრძელდება როგორც საქართველოში, ისე საერთაშორისო მასშტაბით.
„სახელმწიფოს ინტერესებშია, რომ ეს საკითხი პროფესიონალურ დონეზე იქნას გამოძიებული. მეორე მხრივ, იმით, რაც შეიძლება წინსწრებით გახდეს ცნობილი, თუ რას შეიცავს მასალები, დაინტერესებულია თავად კეზერაშვილი", – განაცხადა პაპუაშვილმა ტელეკომპანია „რუსთავი 2"-ის ეთერში.
პოლიტიკური თვალსაზრისით, შესაძლოა, მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ინტერესებში იყოს კიდეც ყველაფრის გამჟღავნება, მაგრამ, როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, მათ სურთ, რომ გამოძიება პროფესიონალურად დასრულდეს და მტკიცებულებები დროულად შეგროვდეს.
„ამიტომაც გამოძიების ინტერესებში არ შედის გარკვეული საკითხების ვადაზე ადრე გამჟღავნება და, პირიქით, დავით კეზერაშვილის ინტერესია ამის დროზე ადრე გახმაურება", – აღნიშნა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, კეზერაშვილმა ამჯერად პარტია „საქართველოსთვის" გამოიყენა იმისთვის, რომ მათ წამოეყენებინათ საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივა.
„საინტერესო ხრიკი და სვლა არის, რომ იგი იყენებს ამ პარტიას იმისთვის, რომ დააინიციროს საგამოძიებო კომისია. არ ვიცი რეალურად რა და როგორ ხდება, მაგრამ ლოგიკურად ასე ჩანს", – განაცხადა პაპუაშვილმა.
საგამოძიებო კომისიის შექმნის იდეას მხარი დაუჭირა, მათ შორის, „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ", რომელსაც, „ქართული ოცნების" მტკიცებით, სწორედ კეზერაშვილი აფინანსებს.
„ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები აცხადებენ, რომ დანაშაულებრივ ქოლ-ცენტრებს, რომლებიც საქართველოში მუშაობენ, ქვეყნის უსაფრთხოების სამსახური „კრიშავს". მათი თქმით, არ შეიძლება, რომ სპეცსამსახურებს არ შეემჩნიათ საერთაშორისო მასშტაბის თაღლითობა დედაქალაქში.
ამ სექმეზე საქართველოს პროკურატურამ ევროპელ პარტნიორებთან ერთად ტრანსნაციონალური დანაშაულებრივი ჯგუფის გამოსავლენად უკვე ჩაატარა რამდენიმე მასშტაბური ოპერაცია.
საქართველოს პროკურატურის მონაცემები
საუბარია თაღლითების საერთაშორისო ქსელზე, რომლებმაც ჩამოაყალიბეს ქოლ-ცენტრები, მათ შორის საქართველოში, რომელთა გამოყენებითაც ევროპის ქვეყნების მოქალაქეები შეცდომაში შეჰყავდათ და მათ ფულს ითვისებდნენ.
საქართველოსა და ევროპის ქვეყნების საგამოძიებო ორგანოებმა ერთობლივი გამოძიების ფარგლებში დაადგინეს, რომ თაღლითები სოციალურ ქსელებსა და სხვა საჯარო სივრცეებში ათავსებდნენ რეკლამას მომგებიანი ინვესტირების შესახებ. ხოლო ქოლ-ცენტრების თანამშრომლები ურეკავდნენ ევროპის სხვადასხვა ქვეყნის მცხოვრებლებს და იმავე მომსახურებას სთავაზობდნენ. მათ ფულს კი, ვინც თანხმობას აცხადებდა ინვესტირებაზე, თაღლითები ითვისებდნენ.
ტრანსნაციონალური დანაშაულის გამოძიება 2021 წელს დაიწყო.
საქართველოში 2021 წლის ოქტომბერსა და 2022 წლის ნოემბერში ფართომასშტაბიანი საგამოძიებო ღონისძიებები ჩატარდა ქოლ-ცენტრების გამოვლენისა და თაღლითურ სქემაში მონაწილე პირების დადგენის კუთხით.
შედეგად დააკავეს ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის შესაძლო ხელმძღვანელები და მონაწილეები, დაწყებულია იურიდიული პირების სისხლისსამართლებრივი დევნა. საგამოძიებო ორგანოები საქართველოში დაკავებულების ზუსტ რაოდენობას არ ასახელებენ.
ВВС-ს სკანდალური გამოძიება
ბრიტანულმა სამაუწყებლო კომპანია ВВС-მ 12 აპრილს გამოაქვეყნა ჟურნალისტური გამოძიების შედეგები, რომლის თანახმად საერთაშორისო თაღლითური სქემის უკან ისრაელის მოქალაქე, საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით კეზერაშვილი დგას.
გამოძიების მონაცემებით, საუბარია დაახლოებით ერთ მილიარდ დოლარზე მეტი თანხის მითვისებაზე.
BBC-ს ცნობით, თაღლითურ სქემაში ფიგურირებს 152 კომპანია, მათ შორის საქართველოში მოქმედი კრიპტოვალუტით მოვაჭრე ფირმა Solo Capitals, რომელიც, სავარაუდოდ, არის საერთაშორისო დანაშაულებრივი ქსელის ნაწილი. ეს ქსელი პოლიციისთვის ცნობილია, როგორც „მილტონის ჯგუფი".
BBC-ს მონაცემებით, იმ კომპანიებს შორის კავშირების კვლევისას, რომლებიც, სავარაუდოდ, ქოლ-ცენტრების მეშვეობით თაღლითობით იყვნენ დაკავებული, მუდმივად ფიგურირებდა ხუთი სახელი – დავით თოდუა, რატი ჭელიძე, გურამ გოგეშვილი, იოსებ მგელაძე და მაიკლ ბენიმინი. ისინი მითითებული იყვნენ სავაჭრო პლატფორმა „მილტონის ჯგუფის" ან ტექნოლოგიური კომპანიების მხარდამჭერი დირექტორების სახით.
„პანამის დოკუმენტების" თანახმად (კონფიდენციალური დოკუმენტების გაჟონვა ახლანდელი და ყოფილი მსოფლიო ლიდერების ფარული საკუთრების არსებობის შესახებ), ჭელიძე, გოგეშვილი, მგელაძე და ბენიმინი არიან დირექტორები ან მაღალი თანამდებობის პირები ოფშორულ კომპანიებში ან შვილობილ კომპანიებში, რომლებიც „მილტონის ჯგუფში" შედიან.
BBC ამტკიცებს, რომ ეს კომპანიები „მილტონის ჯგუფამდე" არსებობდნენ და მათ კვალს კეზერაშვილამდე მივყავართ.
იქვე ნათქვამია, რომ არ არსებობს იმის მტკიცებულება, რომ კეზერაშვილს რამე სახის პირდაპირი ფინანსური ინტერესი აქვს „მილტონის ჯგუფის" მიმართ. მაგრამ ამ ჯგუფთან დაკავშირებული კომპანიების რამდენიმე ყოფილმა თანამშრომელმა განაცხადა, რომ მათ პირდაპირი ურთიერთობა ჰქონდათ კეზერაშვილთან და მათ იცოდნენ, რომ მას ჯგუფთან კავშირი აქვს.