https://sputnik-georgia.com/20230428/prezidentma-opoziciis-strategia-aircia-sarjvelaze-277145766.html
პრეზიდენტმა ოპოზიციის სტრატეგია აირჩია - დეპუტატი
პრეზიდენტმა ოპოზიციის სტრატეგია აირჩია - დეპუტატი
Sputnik საქართველო
საქართველოს პრეზიდენტი მკვეთრად აკრიტიკებს მმართველ პარტიას, მათ შორის საერთაშორისო არენაზე. 28.04.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-04-28T15:07+0400
2023-04-28T15:07+0400
2023-04-28T20:44+0400
პოლიტიკა საქართველოში
პოლიტიკა
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები
ქართული ოცნება
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა
ქართული ოპოზიცია
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0c/1f/273592040_0:49:869:538_1920x0_80_0_0_a70387d3981413e908c55f7d6fcfbf24.jpg
თბილისი, 28 აპრილი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ევროპის პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას შეეცდება ოპოზიციის ნარატივს მიჰყვეს, განაცხადა დეპუტატმა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოდან" მიხეილ სარჯველაძემ. ზურაბიშვილი ბრიუსელში 31 მაისს სიტყვით გამოვა ევროპარლამენტში. გამოსვლა 18 აპრილს უნდა შემდგარიყო, თუმცა პრეზიდენტმა მისი სტრასბურგში ვიზიტის ჩაგდების შესახებ განაცხადა და საქართველოს მთავრობა ვიზიტზე თანხმობის პროცესის ხელოვნურად გაჭიანურებაში დაადანაშაულა. ამის პასუხად მთავრობამ ზურაბიშვილს ტყუილში დასდო ბრალი და განაცხადა, რომ თანხმობა პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიმართვისთანავე გაიცა. დეპუტატი მიიჩნევს, რომ ოპოზიციის მიერ შემოთავაზებული დღის წესრიგის გაზიარება ქვეყნის ინტერესებს არ ემსახურება. „ოპოზიციას არჩეული აქვს გეზი, რომ რაც შეიძლება მეტად დააზიანოს ევროინტეგრაცია, ეს არის მათი გეგმა, რომ ხელოვნურად შექმნილი კრიზისი გამოყენებული იყოს იმისთვის, რათა სისხლიანი რევოლუციის სცენარები განვითარდეს", – განაცხადა სარჯველაძემ. ზურაბიშვილმა საქართველოს პარლამენტში ბოლო გამოსვლისას მმართველი პარტია დაადანაშაულა ქვეყნის პროდასავლური კურსიდან გადახვევაში და მცდელობაში, დაარწმუნოს მოსახლეობა იმაში, თითქოს ევროპა ეწინააღმდეგება საქართველოს ეროვნულ ინტერესებს. როდის წარდგება სალომე ზურაბიშვილი ევროპარლამენტში: დასახელდა ახალი თარიღი>>პრეზიდენტის თქმით, 2021 წლიდან დაიწყო „ქვეყნის საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმაცია", რის გამოც საქართველომ 2022 წლის ივნისში ვერ მიიღო ევროკავშირის წევრი ქვეყნის კანდიდატის სტატუსი. ეს სტატუსი უკრაინასა და მოლდოვას მიენიჭა. 2022 წლის ივნისში ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და გამოთქვა მზადყოფნა, მიანიჭოს მას კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, როგორც კი შესრულდება 12 პირობა, რომელთა შორისაა პოლარიზაციის აღმოფხვრა, დეოლიგარქიზაცია, მედიაგარემოს გაუმჯობესება, სასამართლო სისტემის სრული დამოუკიდებლობა და ა.შ. „ქართულმა ოცნებამ" რეკომენდაციების შესრულებაზე მუშაობა ევროკავშირის მიერ თავისი გადაწყვეტილების გამოცხადებიდან მალევე დაიწყო. 2022 წლის განმავლობაში შესწორებები 80-ზე მეტ კანონში შევიდა. პროცესში ოპოზიციის მხოლოდ ნაწილი ჩაერთო. "ნაციონალურმა მოძრაობამ" ამ მიმართულებით ხელისუფლების მუშაობას ფიქცია უწოდა. საქართველო ევროკომისიის შუალედურ შეფასებას ზაფხულში ელოდება, ხოლო საბოლოო გადაწყვეტილებას კანდიდატის სტატუსის მისაღებად – წლის ბოლოს. მამუკა მდინარაძე: პრეზიდენტმა პოლარიზაციას ახალი ბიძგი მისცა>>დღეს ურთიერთობა ზურაბიშვილსა და „ქართულ ოცნებას" შორის, რომლის მხარდაჭერითაც იგი პრეზიდენტი გახდა, ძალიან დაძაბულია. ურთიერთობის გაუარესების შესახებ ცნობილი გახდა ზურაბიშვილის პრეზიდენტობის სამი წლის თავზე. მმართველი პარტიის გადაწყვეტილებების მიმართ უკმაყოფილების გამოხატვის პირველი, თავიდან ფრთხილი მცდელობა პრეზიდენტს 2021 წელს ჰქონდა. დღეს პრეზიდენტი უკვე მწვავედ აკრიტიკებს „ქართულ ოცნებას". მაგალითად, მან ღიად დაუჭირა მხარი უცხოური აგენტების შესახებ კანონის მიღების საწინააღმდეგო აქციის მონაწილეებს. „ქართული ოცნების" თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის აზრით, პრეზიდენტი თავის განცხადებებს „გლობალური ომის პარტიის" გავლენით აკეთებს. საპარლამენტო რესპუბლიკის პირობებში პრეზიდენტის უფლებამოსილებები უკიდურესად შეზღუდულია.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0c/1f/273592040_0:0:869:653_1920x0_80_0_0_1a6e8e5d0ec529c08cf6b9f03d917b27.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი , საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, ქართული ოცნება , ერთიანი ნაციონალური მოძრაობა , ქართული ოპოზიცია
პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი , საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, ქართული ოცნება , ერთიანი ნაციონალური მოძრაობა , ქართული ოპოზიცია
პრეზიდენტმა ოპოზიციის სტრატეგია აირჩია - დეპუტატი
15:07 28.04.2023 (განახლებულია: 20:44 28.04.2023) საქართველოს პრეზიდენტი მკვეთრად აკრიტიკებს მმართველ პარტიას, მათ შორის საერთაშორისო არენაზე.
თბილისი, 28 აპრილი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ევროპის პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას შეეცდება ოპოზიციის ნარატივს მიჰყვეს, განაცხადა დეპუტატმა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოდან" მიხეილ სარჯველაძემ.
ზურაბიშვილი ბრიუსელში 31 მაისს სიტყვით გამოვა ევროპარლამენტში. გამოსვლა 18 აპრილს უნდა შემდგარიყო, თუმცა პრეზიდენტმა მისი სტრასბურგში ვიზიტის ჩაგდების შესახებ განაცხადა და საქართველოს მთავრობა ვიზიტზე თანხმობის პროცესის ხელოვნურად გაჭიანურებაში დაადანაშაულა. ამის პასუხად მთავრობამ ზურაბიშვილს ტყუილში დასდო ბრალი და განაცხადა, რომ თანხმობა პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიმართვისთანავე გაიცა.
„ძნელი სათქმელია, რა იქნება ამ შემთხვევაში მისი მხრიდან გაკეთებული განცხადებები. მე პირადად მაქვს მოლოდინი, რომ შეეცდება გაჰყვეს იმ ნარატივს, რომელსაც მიჰყვება საქართველოში ოპოზიცია. მას ეს სტრატეგია და ეს მიდგომები აქვს არჩეული. თუმცა არ მგონია, რომ ეს მის რეპუტაციას და ქვეყნის ინტერესებს ეხმარებოდეს", – განუცხადა სარჯველაძემ ჟურნალისტებს.
დეპუტატი მიიჩნევს, რომ ოპოზიციის მიერ შემოთავაზებული დღის წესრიგის გაზიარება ქვეყნის ინტერესებს არ ემსახურება.
„ოპოზიციას არჩეული აქვს გეზი, რომ რაც შეიძლება მეტად დააზიანოს ევროინტეგრაცია, ეს არის მათი გეგმა, რომ ხელოვნურად შექმნილი კრიზისი გამოყენებული იყოს იმისთვის, რათა სისხლიანი რევოლუციის სცენარები განვითარდეს", – განაცხადა სარჯველაძემ.
ზურაბიშვილმა საქართველოს პარლამენტში ბოლო გამოსვლისას მმართველი პარტია დაადანაშაულა ქვეყნის პროდასავლური კურსიდან გადახვევაში და მცდელობაში, დაარწმუნოს მოსახლეობა იმაში, თითქოს ევროპა ეწინააღმდეგება საქართველოს ეროვნულ ინტერესებს.
პრეზიდენტის თქმით, 2021 წლიდან დაიწყო „ქვეყნის საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმაცია", რის გამოც საქართველომ 2022 წლის ივნისში ვერ მიიღო ევროკავშირის წევრი ქვეყნის კანდიდატის სტატუსი. ეს სტატუსი უკრაინასა და მოლდოვას მიენიჭა.
2022 წლის ივნისში ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და გამოთქვა მზადყოფნა, მიანიჭოს მას კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, როგორც კი შესრულდება 12 პირობა, რომელთა შორისაა პოლარიზაციის აღმოფხვრა, დეოლიგარქიზაცია, მედიაგარემოს გაუმჯობესება, სასამართლო სისტემის სრული დამოუკიდებლობა და ა.შ.
„ქართულმა ოცნებამ" რეკომენდაციების შესრულებაზე მუშაობა ევროკავშირის მიერ თავისი გადაწყვეტილების გამოცხადებიდან მალევე დაიწყო. 2022 წლის განმავლობაში შესწორებები 80-ზე მეტ კანონში შევიდა. პროცესში ოპოზიციის მხოლოდ ნაწილი ჩაერთო. "ნაციონალურმა მოძრაობამ" ამ მიმართულებით ხელისუფლების მუშაობას ფიქცია უწოდა.
საქართველო ევროკომისიის შუალედურ შეფასებას ზაფხულში ელოდება, ხოლო საბოლოო გადაწყვეტილებას კანდიდატის სტატუსის მისაღებად – წლის ბოლოს.
დღეს ურთიერთობა ზურაბიშვილსა და „ქართულ ოცნებას" შორის, რომლის მხარდაჭერითაც იგი პრეზიდენტი გახდა, ძალიან დაძაბულია.
ურთიერთობის გაუარესების შესახებ ცნობილი გახდა ზურაბიშვილის პრეზიდენტობის სამი წლის თავზე. მმართველი პარტიის გადაწყვეტილებების მიმართ უკმაყოფილების გამოხატვის პირველი, თავიდან ფრთხილი მცდელობა პრეზიდენტს 2021 წელს ჰქონდა.
დღეს პრეზიდენტი უკვე მწვავედ აკრიტიკებს „ქართულ ოცნებას". მაგალითად, მან ღიად დაუჭირა მხარი უცხოური აგენტების შესახებ კანონის მიღების საწინააღმდეგო აქციის მონაწილეებს. „ქართული ოცნების" თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის აზრით, პრეზიდენტი თავის განცხადებებს „გლობალური ომის პარტიის" გავლენით აკეთებს. საპარლამენტო რესპუბლიკის პირობებში პრეზიდენტის უფლებამოსილებები უკიდურესად შეზღუდულია.