https://sputnik-georgia.com/20230428/rodis-wardgeba-salome-zurabisvili-evroparlamentsi-dasaxelda-axali-tariri-277133366.html
როდის წარდგება სალომე ზურაბიშვილი ევროპარლამენტში: დასახელდა ახალი თარიღი
როდის წარდგება სალომე ზურაბიშვილი ევროპარლამენტში: დასახელდა ახალი თარიღი
Sputnik საქართველო
სალომე ზურაბიშვილმა ევროპარლამენტის პრეზიდენტის, რობერტა მეცოლას ოფიციალური წერილი დღეს მიიღო. 28.04.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-04-28T00:05+0400
2023-04-28T00:05+0400
2023-04-28T00:15+0400
ახალი ამბები
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტი
ევროპარლამენტი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23233/99/232339974_0:81:2049:1233_1920x0_80_0_0_1322f85b8c34ac3a592dd028fb84c5ca.jpg
თბილისი, 27 აპრილი – Sputnik. ევროპარლამენტთან მიღწეული შეთანხმებით, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ევროპარლამენტს ბრიუსელში 31 მაისს მიმართავს, ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.გამოსვლა 18 აპრილს უნდა შემდგარიყო, მაგრამ პრეზიდენტმა სტრასბურგში ვიზიტის ჩაშლის შესახებ განაცხადა და მთავრობა თანხმობის მიღების პროცესის ხელოვნურ გაჭიანურებაში დაადანაშაულა. საპასუხოდ მთავრობამ ზურაბიშვილი სიცრუეში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ მთავრობის მხრიდან სიტყვიერი თანხმობა სტრასბურგში დაგეგმილ ვიზიტთან დაკავშირებით პრეზიდენტმა ჯერ კიდევ მარტის დასაწყისში, მისი აშშ-ში ვიზიტის დროს მიიღო.პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, აღნიშნულთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტმა ევროპარლამენტის პრეზიდენტის, რობერტა მეცოლას ოფიციალური წერილი დღეს, 27 აპრილს მიიღო.„პირველი არხის“ ინფორმაციით, ბრიუსელში ვიზიტთან დაკავშირებით თანხმობის მისაღებად საქართველოს პრეზიდენტის წერილი მთავრობას დღეს გაეგზავნა.ბოლოს საქართველოს სახელმწიფოს მეთაურმა ევროპელ დეპუტატებს სიტყვით 2010 წელს მიმართა. მაშინ პრეზიდენტის პოსტს მიხეილ სააკაშვილი იკავებდა.2022 წლის ივნისში ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და გამოთქვა მზადყოფნა, მიანიჭოს მას კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, როგორც კი შესრულდება 12 პირობა, რომელთა შორისაა პოლარიზაციის აღმოფხვრა, დეოლიგარქიზაცია, მედიაგარემოს გაუმჯობესება, სასამართლო სისტემის სრული დამოუკიდებლობა და ა.შ.შემოდგომაზე ევროკომისია გამოაქვეყნებს შეფასების ანგარიშს, რომლის საფუძველზეც 2023 წლის ბოლოს ევროპული საბჭო საქართველოსთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების საკითხს განიხილავს. საქართველო ევროკომისიის შუალედურ შეფასებას ზაფხულში ელოდება, ხოლო წლის ბოლოს – კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებას.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23233/99/232339974_148:0:1899:1313_1920x0_80_0_0_da6e3759b1410590d21ad5a5e64d6fbc.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, საქართველოს პრეზიდენტი, ევროპარლამენტი
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, საქართველოს პრეზიდენტი, ევროპარლამენტი
როდის წარდგება სალომე ზურაბიშვილი ევროპარლამენტში: დასახელდა ახალი თარიღი
00:05 28.04.2023 (განახლებულია: 00:15 28.04.2023) სალომე ზურაბიშვილმა ევროპარლამენტის პრეზიდენტის, რობერტა მეცოლას ოფიციალური წერილი დღეს მიიღო.
თბილისი, 27 აპრილი – Sputnik. ევროპარლამენტთან მიღწეული შეთანხმებით, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ევროპარლამენტს ბრიუსელში 31 მაისს მიმართავს, ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
გამოსვლა 18 აპრილს უნდა შემდგარიყო, მაგრამ პრეზიდენტმა სტრასბურგში ვიზიტის ჩაშლის შესახებ განაცხადა და მთავრობა თანხმობის მიღების პროცესის ხელოვნურ გაჭიანურებაში დაადანაშაულა. საპასუხოდ მთავრობამ ზურაბიშვილი სიცრუეში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ მთავრობის მხრიდან სიტყვიერი თანხმობა სტრასბურგში დაგეგმილ ვიზიტთან დაკავშირებით პრეზიდენტმა ჯერ კიდევ მარტის დასაწყისში, მისი აშშ-ში ვიზიტის დროს მიიღო.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, აღნიშნულთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტმა ევროპარლამენტის პრეზიდენტის, რობერტა მეცოლას ოფიციალური წერილი დღეს, 27 აპრილს მიიღო.
„პირველი არხის“ ინფორმაციით, ბრიუსელში ვიზიტთან დაკავშირებით თანხმობის მისაღებად საქართველოს პრეზიდენტის წერილი მთავრობას დღეს გაეგზავნა.
ბოლოს საქართველოს სახელმწიფოს მეთაურმა ევროპელ დეპუტატებს სიტყვით 2010 წელს მიმართა. მაშინ პრეზიდენტის პოსტს მიხეილ სააკაშვილი იკავებდა.
2022 წლის ივნისში ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და გამოთქვა მზადყოფნა, მიანიჭოს მას კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, როგორც კი შესრულდება 12 პირობა, რომელთა შორისაა პოლარიზაციის აღმოფხვრა, დეოლიგარქიზაცია, მედიაგარემოს გაუმჯობესება, სასამართლო სისტემის სრული დამოუკიდებლობა და ა.შ.
შემოდგომაზე ევროკომისია გამოაქვეყნებს შეფასების ანგარიშს, რომლის საფუძველზეც 2023 წლის ბოლოს ევროპული საბჭო საქართველოსთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების საკითხს განიხილავს. საქართველო ევროკომისიის შუალედურ შეფასებას ზაფხულში ელოდება, ხოლო წლის ბოლოს – კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებას.