https://sputnik-georgia.com/20230331/mdinaradze-prezidentma-polarizacias-axali-starti-misca-276296712.html
მამუკა მდინარაძე: პრეზიდენტმა პოლარიზაციას ახალი ბიძგი მისცა
მამუკა მდინარაძე: პრეზიდენტმა პოლარიზაციას ახალი ბიძგი მისცა
Sputnik საქართველო
საქართველოს პრეზიდენტმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას მმართველი პარტია გააკრიტიკა. 31.03.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-03-31T19:21+0400
2023-03-31T19:21+0400
2023-03-31T21:25+0400
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
საქართველოს პარლამენტი
სალომე ზურაბიშვილი
საქართველოს პრეზიდენტი
პოლიტიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0a/1c/249832816_0:33:1106:655_1920x0_80_0_0_347479a8bd018f4107af8ed4c1ea739f.jpg
თბილისი, 31 მარტი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის პარლამენტში გამოსვლამ პოლარიზაციის ახალ ტალღას სტარტი მისცა, განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ.საქართველოს პრეზიდენტი პარასკევს პარლამენტის წინაშე ყოველწლიური მოხსენებით წარდგა.ზურაბიშვილმა მმართველი პარტია დაადანაშაულა ქვეყნის პროდასავლური კურსიდან გადახვევაში და მცდელობაში, დაერწმუნებინა მოსახლეობა იმაში, თითქოს ევროპა ეწინააღმდეგება საქართველოს ეროვნულ ინტერესებს. პრეზიდენტის თქმით, 2021 წლიდან დაიწყო „ქვეყნის საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმაცია“, რის გამოც საქართველომ 2022 წლის ივნისში ვერ მიიღო ევროკავშირის წევრი ქვეყნის კანდიდატის სტატუსი. ეს სტატუსი უკრაინასა და მოლდოვას მიენიჭა.როგორც მდინარაძემ აღნიშნა, ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ნარატივის გაძლიერება ობიექტური არ არის. ეს არის უკიდურესი ტენდენციურობა და პოლარიზაციის გაღრმავება.„დღეს ჩვენ პარლამენტში მოვისმინეთ უკიდურესად ტენდენციური გამოსვლა და არა მგონია, რომ ეს მხოლოდ ჩემი ან ჩვენი შეფასებაა... როცა ვიცით, რომ „ნაცმოძრაობის" მიზანია პოლარიზაცია, დღეს თქვენ გააღრმავეთ პოლარიზაცია, პოლარიზაციის ახალ ტალღას ახალი სტარტი მიეცით“, – მიმართა მდინარაძემ პრეზიდენტს პარლამენტის სხდომაზე.„ქართულმა ოცნებამ" თავისი ცხრაწლიანი პროდასავლური კურსიდან გადაუხვია - პრეზიდენტი>>>დეპოლარიზაცია ერთ-ერთი მთავარი პირობაა საქართველოს ევროკავშირში შესასვლელად და ის ერთ-ერთია იმ 12 რეკომენდაციიდან, რომელიც ქვეყანამ უნდა შეასრულოს კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისაღებად.მდინარაძის თქმით, პრეზიდენტის დღევანდელი პოზიციები აბსოლუტურად ეწინააღმდეგება მათ პოზიციებს, ვინც მას მისცა ხმა და ემთხვევა მათ პოზიციებს, ვინც რამდენიმე წლის წინ ზურაბიშვილს მოღალატეს უწოდებდა.„არა ბოროტებას, არა ძალადობას, არა „ნაციონალურ მოძრაობას" – ეს იყო საზოგადოების დაკვეთა, ხოლო დღეს თქვენი ყოველი წინადადებით უფრო გააძლიერეთ „ნაცმოძრაობის" ცრუ კამპანია და მისი მიზნები ქვეყნის წინააღმდეგ", – აღნიშნა მდინარაძემ.პოლიტიკოსის თქმით, რადიკალური ოპოზიციის მიზანი საქართველოში „ნებისმიერი გზით და ნებისმიერი ფორმით" ხელისუფლების ცვლილებაა და არა ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღება.ამასთან, მისი თქმით, ევროკავშირმა აღიარა, რომ საქართველომ უკრაინისა და მოლდოვის მსგავსად დაიმსახურა კანდიდატის სტატუსი.„ევროპამ თავად აღიარა, რომ საქართველოში ყველა ობიექტურ ადამიანს სჯერა, რომ ამას იმსახურებდა, თქვენ კი ამბობთ, არ იმსახურებდითო და ამაში დაგვადანაშაულეთ. რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, თქვენ თითქმის სრულად შესრულებულ რეკომენდაციებს ფორმალურად შესრულებული უწოდეთ“, – განაცხადა მდინარაძემ.როგორ ასრულებს საქართველო ევროკავშირის რეკომენდაციებს - PACE-ს დელეგაციის ვიზიტის შედეგები>>>„ქართული ოცნების“ წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ოპოზიციის მონაწილეობა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად აუცილებელი რეკომენდაციების შესრულებაში ნულის ტოლია. ამავე დროს რეკომენდაციების შესრულების სამუშაოების ფარგლებში საქართველოს პარლამენტმა 80-ზე მეტი ახალი კანონი მიიღო.ამავე დროს, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და მისი მომხრეები ხელისუფლებას ადანაშაულებენ, რომ სწორედ ისინი არ აკეთებენ არაფერს სტატუსის მისაღებად და, უფრო მეტიც, საქართველო პროდასავლური კურსიდან უხვევს.2022 წლის ივნისში ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და გამოთქვა მზადყოფნა, მიანიჭოს მას კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, როგორც კი შესრულდება 12 პირობა, რომელთა შორისაა პოლარიზაციის აღმოფხვრა, დეოლიგარქიზაცია, მედიაგარემოს გაუმჯობესება, სასამართლო სისტემის სრული დამოუკიდებლობა და ა.შ.საქართველო ევროკომისიის შუალედურ შეფასებას ზაფხულში ელოდება, ხოლო საბოლოო გადაწყვეტილებას კანდიდატის სტატუსის მისაღებად – წლის ბოლოს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0a/1c/249832816_61:0:1045:738_1920x0_80_0_0_92cc618bd2b85c43042b14d148403d7d.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს პარლამენტი, სალომე ზურაბიშვილი , საქართველოს პრეზიდენტი, პოლიტიკა
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს პარლამენტი, სალომე ზურაბიშვილი , საქართველოს პრეზიდენტი, პოლიტიკა
მამუკა მდინარაძე: პრეზიდენტმა პოლარიზაციას ახალი ბიძგი მისცა
19:21 31.03.2023 (განახლებულია: 21:25 31.03.2023) საქართველოს პრეზიდენტმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას მმართველი პარტია გააკრიტიკა.
თბილისი, 31 მარტი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის პარლამენტში გამოსვლამ პოლარიზაციის ახალ ტალღას სტარტი მისცა, განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ.
საქართველოს პრეზიდენტი პარასკევს პარლამენტის წინაშე ყოველწლიური მოხსენებით წარდგა.
ზურაბიშვილმა მმართველი პარტია დაადანაშაულა ქვეყნის პროდასავლური კურსიდან გადახვევაში და მცდელობაში, დაერწმუნებინა მოსახლეობა იმაში, თითქოს ევროპა ეწინააღმდეგება საქართველოს ეროვნულ ინტერესებს. პრეზიდენტის თქმით, 2021 წლიდან დაიწყო „ქვეყნის საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმაცია“, რის გამოც საქართველომ 2022 წლის ივნისში ვერ მიიღო ევროკავშირის წევრი ქვეყნის კანდიდატის სტატუსი. ეს სტატუსი უკრაინასა და მოლდოვას მიენიჭა.
როგორც მდინარაძემ აღნიშნა, ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ნარატივის გაძლიერება ობიექტური არ არის. ეს არის უკიდურესი ტენდენციურობა და პოლარიზაციის გაღრმავება.
„დღეს ჩვენ პარლამენტში მოვისმინეთ უკიდურესად ტენდენციური გამოსვლა და არა მგონია, რომ ეს მხოლოდ ჩემი ან ჩვენი შეფასებაა... როცა ვიცით, რომ „ნაცმოძრაობის" მიზანია პოლარიზაცია, დღეს თქვენ გააღრმავეთ პოლარიზაცია, პოლარიზაციის ახალ ტალღას ახალი სტარტი მიეცით“, – მიმართა მდინარაძემ პრეზიდენტს პარლამენტის სხდომაზე.
დეპოლარიზაცია ერთ-ერთი მთავარი პირობაა საქართველოს ევროკავშირში შესასვლელად და ის ერთ-ერთია იმ 12 რეკომენდაციიდან, რომელიც ქვეყანამ უნდა შეასრულოს კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისაღებად.
მდინარაძის თქმით, პრეზიდენტის დღევანდელი პოზიციები აბსოლუტურად ეწინააღმდეგება მათ პოზიციებს, ვინც მას მისცა ხმა და ემთხვევა მათ პოზიციებს, ვინც რამდენიმე წლის წინ ზურაბიშვილს მოღალატეს უწოდებდა.
„არა ბოროტებას, არა ძალადობას, არა „ნაციონალურ მოძრაობას" – ეს იყო საზოგადოების დაკვეთა, ხოლო დღეს თქვენი ყოველი წინადადებით უფრო გააძლიერეთ „ნაცმოძრაობის" ცრუ კამპანია და მისი მიზნები ქვეყნის წინააღმდეგ", – აღნიშნა მდინარაძემ.
პოლიტიკოსის თქმით, რადიკალური ოპოზიციის მიზანი საქართველოში „ნებისმიერი გზით და ნებისმიერი ფორმით" ხელისუფლების ცვლილებაა და არა ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღება.
„თქვენი პოზიციები პირდაპირ თუ ირიბად ხომ არ ემთხვევა დღევანდელი ოპოზიციის მიზანს?", – კითხვით მიმართა მდინარაძემ პრეზიდენტს.
ამასთან, მისი თქმით, ევროკავშირმა აღიარა, რომ საქართველომ უკრაინისა და მოლდოვის მსგავსად დაიმსახურა კანდიდატის სტატუსი.
„ევროპამ თავად აღიარა, რომ საქართველოში ყველა ობიექტურ ადამიანს სჯერა, რომ ამას იმსახურებდა, თქვენ კი ამბობთ, არ იმსახურებდითო და ამაში დაგვადანაშაულეთ. რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, თქვენ თითქმის სრულად შესრულებულ რეკომენდაციებს ფორმალურად შესრულებული უწოდეთ“, – განაცხადა მდინარაძემ.
„ქართული ოცნების“ წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ოპოზიციის მონაწილეობა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად აუცილებელი რეკომენდაციების შესრულებაში ნულის ტოლია. ამავე დროს რეკომენდაციების შესრულების სამუშაოების ფარგლებში საქართველოს პარლამენტმა 80-ზე მეტი ახალი კანონი მიიღო.
ამავე დროს, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და მისი მომხრეები ხელისუფლებას ადანაშაულებენ, რომ სწორედ ისინი არ აკეთებენ არაფერს სტატუსის მისაღებად და, უფრო მეტიც, საქართველო პროდასავლური კურსიდან უხვევს.
2022 წლის ივნისში ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და გამოთქვა მზადყოფნა, მიანიჭოს მას კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, როგორც კი შესრულდება 12 პირობა, რომელთა შორისაა პოლარიზაციის აღმოფხვრა, დეოლიგარქიზაცია, მედიაგარემოს გაუმჯობესება, სასამართლო სისტემის სრული დამოუკიდებლობა და ა.შ.
საქართველო ევროკომისიის შუალედურ შეფასებას ზაფხულში ელოდება, ხოლო საბოლოო გადაწყვეტილებას კანდიდატის სტატუსის მისაღებად – წლის ბოლოს.