https://sputnik-georgia.com/20230428/fotografebis-saqme-prokuratura-zarals-aanazraurebs-277150831.html
„ფოტოგრაფების საქმე": საქართველოს პროკურატურა ზარალს პირველად აანაზღაურებს
„ფოტოგრაფების საქმე": საქართველოს პროკურატურა ზარალს პირველად აანაზღაურებს
Sputnik საქართველო
„ფოტოგრაფების საქმე" მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროინდელი ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული სისხლის სამართლის საქმეა. 28.04.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-04-28T16:24+0400
2023-04-28T16:24+0400
2023-04-28T21:59+0400
თბილისის საქალაქო სასამართლო
გახმაურებული სასამართლო პროცესები
ახალი ამბები
საქართველო
საზოგადოება
საქართველოს პროკურატურა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23409/73/234097334_0:78:1500:922_1920x0_80_0_0_c658b658dcf62445cad61b7eec00123a.jpg
თბილისი, 28 აპრილი — Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ საქართველოს პროკურატურას ცნობილი ქართველი ფოტოგრაფებისთვის მორალური ზიანის ანაზღაურება დაავალდებულა. ფოტოგრაფები წინა ხელისუფლების დროს შპიონაჟში დაადანაშაულეს და პირობითი სასჯელი მიუსაჯეს, ამჟამინდელი ხელისუფლების დროს კი გაამართლეს. „ფოტოგრაფების საქმე" მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს ერთ-ერთი ყველაზე სკანდალური საქმე იყო. მაშინ ფოტორეპორტიორების დასაცავად ოპოზიცია და ჟურნალისტები გამოვიდნენ. ადგილობრივი არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციები ღია გამოძიებას მოითხოვდნენ, რაც შეუძლებელი იყო, რადგან საქმეს გრიფი „საიდუმლო" ედო. საქართველოში 2012 წელს ხელისუფლების შეცვლის შემდეგ საქართველოს პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში დაშვებულ დანაშაულთა გამოძიების დეპარტამენტმა ჩაატარა განმეორებით გამოძიება, რომელმაც 2016 წლის დეკემბერში დაადგინა, რომ ფოტოგრაფები უდანაშაულო იყვნენ. მოგვიანებით, 2018 წლის ნოემბერში ფოტოგრაფები თბილისის სააპელაციო სასამართლომ გაამართლა.სააკაშვილის დროს მსჯავრდებული ფოტოგრაფები უდანაშაულოდ აღიარეს>> „ჩვენი რეაბილიტაცია ჯერ კიდევ 2016 წლიდან დაიწყო. გუშინ კი სასიხარულო გადაწყვეტილებით დასრულდა. საქალაქო სასამართლომ ჩვენ საშუალება მოგვცა, რომ ჩვენი მორალური ზიანი ანაზღაურებელი იყოს. მნიშვნელობა არ აქვს კონკრეტულ რიცხვებს, მნიშვნელობა აქვს იმას, რომ ეს საქართველოს სამართალწარმოების ისტორიაში პირველი პრეცედენტია", – განაცხადა საქმის ერთ-ერთმა ფიგურანტმა ნათია გედენიძემ პრესკონფერენციაზე. ყველა ბრალდება „ფოტოგრაფების საქმეში" შეთითხნილი იყო და დღეს გვაქვს საკუთარი უდანაშაულობის დამტკიცების შესაძლებლობა, აღნიშნა, თავის მხრივ, გიორგი აბდალაძემ. პროკურატურის მონაცემებით, ცოლ-ქმარი გედენიძეები, ქურციკიძე და აბდალაძე გახდნენ წინა ხელისუფლების მსხვერპლი 2011 წლის 26 მაისს ოპოზიციის საპროტესტო აქციის დარბევისას გადაღებული ფოტოების გამო. ამ ფოტოების საერთაშორისო პრესაში გამოქვეყნების შემდეგ ამ საქმემ ფართო რეზონანსი მიიღო და ეს ხელისუფლების რეიტინგზე უარყოფითად აისახა. „26 მაისი ის ძირითადი მიზეზი იყო, რის გამოც ჩვენ წინა ხელისუფლებამ დაგვსაჯა, ჯაშუშების იარლიყი მოგვაყენა. უმძიმესი მუხლით გლდანის ციხეში გაგვიშვეს, სადაც ჩვენ ყოველდღიურად, ყოველწამიერად განვიცდიდით წნეხს, ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობას, რასაც, რა თქმა უნდა, ბრძანების საფუძველზე სჩადიოდნენ", – აღნიშნა აბდალაძემ. მისი თქმით, მაშინ ყველა მაღალჩინოსანი იყო საქმის კურსში, თუმცა არავის ეყო ვაჟკაცობა, ადამიანობა, რომ ეღიარებინათ ეს უკანონო ბრძანება, რაც ჟურნალისტების მიმართ გასცეს. „მე ხაზგასმით მინდა ვთქვა, რომ არა ჟურნალისტების მაშინდელი ვაჟკაცობა, გვერდში დგომა, ჩვენი მდგომარეობა ძალზე მძიმე იქნებოდა. ყოველდღიურად ციხის მაშინდელი მმართველი ე.წ. ქილერა სულ მაგას გვეუბნებოდა, თქვენ აქედან ცოცხლები ვერ გახვალთო", – განაცხადა აბდალაძემ. შპიონაჟის საქმე: ფოტოგრაფმა სააკაშვილზე მიუთითა>>ფოტოგრაფების საქმე პროკურატურამ ხელახლა გამოძიების მსვლელობისას ამ საქმეზე ბრალი წაუყენა შსს-ს კონტრდაზვერვის დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსის ყოფილ მოადგილეს დავით დევნოზაშვილს და №8 საპატიმროს ყოფილ დირექტორს ალექსანდრე მუხაძეს. მუხაძეს ბრალი დაუსწრებლად წარედგინა, რადგან ის იძებნება. თბილისის საქალაქო სასამართლომ დევნოზაშვილი და მუხაძე დამნაშავედ ცნო ფოტოგრაფებზე ზეწოლაში მათი დაკავების დროს. სასამართლომ დევნოზაშვილს 4,5 წლით, ხოლო მუხაძეს – 1,5 წლით პატიმრობა შეუფარდა. საქმის მასალების თანახმად, საგამოძიებო იზოლატორში ფოტოგრაფებს არაოფიციალურად სტუმრობდა დევნოზაშვილი და ციხეში უმძიმესი პირობებითა და მათი ოჯახების წევრებზე ზეწოლით ემუქრებოდა. დევნოზაშვილი ასევე იმუქრებოდა, რომ გამოაქვეყნებდა ნათია გედენიძის პირად ფოტოს, რომელიც მის კომპიუტერში ინახებოდა. შედეგად, მეუღლეებმა მისცეს აღიარებითი ჩვენებები და საკუთარ თავს ცილი დასწამეს. ამის შემდეგ ნათია გედენიძე გაუშვეს, ხოლო ირაკლი გედენიძე სხვა ფოტორეპორტიორებთან ერთად გლდანის მერვე საპყრობილეში გადაიყვანეს. ფოტოგრაფების საქმე: წინა ხელისუფლების ჩინოვნიკები ციხეში გაუშვეს>>საპატიმროში მათზე ზეწოლას უკვე დირექტორი მუხაძე ახდენდა. მათ საკანში არ აქრობდნენ სინათლეს და ისინი მუდმივი ვიდეოდაკვირვების ქვეშ იმყოფებოდნენ. უფრო მეტიც, დაკავებულებს მუდმივად აკითხავდა დევნოზაშვილი და ემუქრებოდა მათ. ფსიქოლოგიური ზეწოლის შედეგად ზურაბ ქურციკიძე და გიორგი აბდალაძე დათანხმდნენ აღიარებითი ჩვენების მიცემას. ამის შემდეგ მათ ადვოკატებზე უარის თქმა მოსთხოვეს. ხელისუფლების მიერ დანიშნულმა ადვოკატებმა ფოტორეპორტიორები აიძულეს გამოძიებასთან საპროცესო შეთანხმება დაედოთ. თბილისის საქალაქო სასამართლომ საბოლოოდ ფოტოგრაფები დამნაშავედ ცნო შპიონაჟში. პროკურატურის შუამდგომლობით მათ პირობითი სასჯელი შეუფარდეს და გაათავისუფლეს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23409/73/234097334_84:0:1417:1000_1920x0_80_0_0_9110a34f307253289ed9758fb5184b36.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
თბილისის საქალაქო სასამართლო, გახმაურებული სასამართლო პროცესები, ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება, საქართველოს პროკურატურა
თბილისის საქალაქო სასამართლო, გახმაურებული სასამართლო პროცესები, ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება, საქართველოს პროკურატურა
„ფოტოგრაფების საქმე": საქართველოს პროკურატურა ზარალს პირველად აანაზღაურებს
16:24 28.04.2023 (განახლებულია: 21:59 28.04.2023) „ფოტოგრაფების საქმე" მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროინდელი ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული სისხლის სამართლის საქმეა.
თბილისი, 28 აპრილი — Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ საქართველოს პროკურატურას ცნობილი ქართველი ფოტოგრაფებისთვის მორალური ზიანის ანაზღაურება დაავალდებულა. ფოტოგრაფები წინა ხელისუფლების დროს შპიონაჟში დაადანაშაულეს და პირობითი სასჯელი მიუსაჯეს, ამჟამინდელი ხელისუფლების დროს კი გაამართლეს.
„ფოტოგრაფების საქმე" მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს ერთ-ერთი ყველაზე სკანდალური საქმე იყო. მაშინ ფოტორეპორტიორების დასაცავად ოპოზიცია და ჟურნალისტები გამოვიდნენ. ადგილობრივი არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციები ღია გამოძიებას მოითხოვდნენ, რაც შეუძლებელი იყო, რადგან საქმეს გრიფი „საიდუმლო" ედო.
საქართველოში 2012 წელს ხელისუფლების შეცვლის შემდეგ საქართველოს პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში დაშვებულ დანაშაულთა გამოძიების დეპარტამენტმა ჩაატარა განმეორებით გამოძიება, რომელმაც 2016 წლის დეკემბერში დაადგინა, რომ ფოტოგრაფები უდანაშაულო იყვნენ. მოგვიანებით, 2018 წლის ნოემბერში ფოტოგრაფები თბილისის სააპელაციო სასამართლომ გაამართლა.
„ჩვენი რეაბილიტაცია ჯერ კიდევ 2016 წლიდან დაიწყო. გუშინ კი სასიხარულო გადაწყვეტილებით დასრულდა. საქალაქო სასამართლომ ჩვენ საშუალება მოგვცა, რომ ჩვენი მორალური ზიანი ანაზღაურებელი იყოს. მნიშვნელობა არ აქვს კონკრეტულ რიცხვებს, მნიშვნელობა აქვს იმას, რომ ეს საქართველოს სამართალწარმოების ისტორიაში პირველი პრეცედენტია", – განაცხადა საქმის ერთ-ერთმა ფიგურანტმა ნათია გედენიძემ პრესკონფერენციაზე.
ყველა ბრალდება „ფოტოგრაფების საქმეში" შეთითხნილი იყო და დღეს გვაქვს საკუთარი უდანაშაულობის დამტკიცების შესაძლებლობა, აღნიშნა, თავის მხრივ, გიორგი აბდალაძემ.
„მივიღეთ მორალური და ფინანსური კომპენსაცია. ეს პირველი პრეცედენტია, მსგავსი არ მახსოვს. იურისტებმაც აღნიშნეს, რომ ეს, ალბათ, ერთ-ერთი სამაგალითო გადაწყვეტილება იქნება, რომელიც შემდგომში სხვა მსგავს, წინა რეჟიმის პერიოდში ჩადენილ დანაშაულებზე შეიძლება ბევრს თავის საქმეში დაეხმაროს", – განაცხადა აბდალაძემ.
პროკურატურის მონაცემებით, ცოლ-ქმარი გედენიძეები, ქურციკიძე და აბდალაძე გახდნენ წინა ხელისუფლების მსხვერპლი 2011 წლის 26 მაისს ოპოზიციის საპროტესტო აქციის დარბევისას გადაღებული ფოტოების გამო. ამ ფოტოების საერთაშორისო პრესაში გამოქვეყნების შემდეგ ამ საქმემ ფართო რეზონანსი მიიღო და ეს ხელისუფლების რეიტინგზე უარყოფითად აისახა.
„26 მაისი ის ძირითადი მიზეზი იყო, რის გამოც ჩვენ წინა ხელისუფლებამ დაგვსაჯა, ჯაშუშების იარლიყი მოგვაყენა. უმძიმესი მუხლით გლდანის ციხეში გაგვიშვეს, სადაც ჩვენ ყოველდღიურად, ყოველწამიერად განვიცდიდით წნეხს, ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობას, რასაც, რა თქმა უნდა, ბრძანების საფუძველზე სჩადიოდნენ", – აღნიშნა აბდალაძემ.
მისი თქმით, მაშინ ყველა მაღალჩინოსანი იყო საქმის კურსში, თუმცა არავის ეყო ვაჟკაცობა, ადამიანობა, რომ ეღიარებინათ ეს უკანონო ბრძანება, რაც ჟურნალისტების მიმართ გასცეს.
„მე ხაზგასმით მინდა ვთქვა, რომ არა ჟურნალისტების მაშინდელი ვაჟკაცობა, გვერდში დგომა, ჩვენი მდგომარეობა ძალზე მძიმე იქნებოდა. ყოველდღიურად ციხის მაშინდელი მმართველი ე.წ. ქილერა სულ მაგას გვეუბნებოდა, თქვენ აქედან ცოცხლები ვერ გახვალთო", – განაცხადა აბდალაძემ.
პროკურატურამ ხელახლა გამოძიების მსვლელობისას ამ საქმეზე ბრალი წაუყენა შსს-ს კონტრდაზვერვის დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსის ყოფილ მოადგილეს დავით დევნოზაშვილს და №8 საპატიმროს ყოფილ დირექტორს ალექსანდრე მუხაძეს. მუხაძეს ბრალი დაუსწრებლად წარედგინა, რადგან ის იძებნება.
თბილისის საქალაქო სასამართლომ დევნოზაშვილი და მუხაძე დამნაშავედ ცნო ფოტოგრაფებზე ზეწოლაში მათი დაკავების დროს. სასამართლომ დევნოზაშვილს 4,5 წლით, ხოლო მუხაძეს – 1,5 წლით პატიმრობა შეუფარდა.
საქმის მასალების თანახმად, საგამოძიებო იზოლატორში ფოტოგრაფებს არაოფიციალურად სტუმრობდა დევნოზაშვილი და ციხეში უმძიმესი პირობებითა და მათი ოჯახების წევრებზე ზეწოლით ემუქრებოდა.
დევნოზაშვილი ასევე იმუქრებოდა, რომ გამოაქვეყნებდა ნათია გედენიძის პირად ფოტოს, რომელიც მის კომპიუტერში ინახებოდა. შედეგად, მეუღლეებმა მისცეს აღიარებითი ჩვენებები და საკუთარ თავს ცილი დასწამეს. ამის შემდეგ ნათია გედენიძე გაუშვეს, ხოლო ირაკლი გედენიძე სხვა ფოტორეპორტიორებთან ერთად გლდანის მერვე საპყრობილეში გადაიყვანეს.
საპატიმროში მათზე ზეწოლას უკვე დირექტორი მუხაძე ახდენდა. მათ საკანში არ აქრობდნენ სინათლეს და ისინი მუდმივი ვიდეოდაკვირვების ქვეშ იმყოფებოდნენ. უფრო მეტიც, დაკავებულებს მუდმივად აკითხავდა დევნოზაშვილი და ემუქრებოდა მათ.
ფსიქოლოგიური ზეწოლის შედეგად ზურაბ ქურციკიძე და გიორგი აბდალაძე დათანხმდნენ აღიარებითი ჩვენების მიცემას. ამის შემდეგ მათ ადვოკატებზე უარის თქმა მოსთხოვეს. ხელისუფლების მიერ დანიშნულმა ადვოკატებმა ფოტორეპორტიორები აიძულეს გამოძიებასთან საპროცესო შეთანხმება დაედოთ.
თბილისის საქალაქო სასამართლომ საბოლოოდ ფოტოგრაფები დამნაშავედ ცნო შპიონაჟში. პროკურატურის შუამდგომლობით მათ პირობითი სასჯელი შეუფარდეს და გაათავისუფლეს.