შპიონაჟის საქმე: ფოტოგრაფმა სააკაშვილზე მიუთითა

© Sputnik / Levan Avlabreliირაკლი გედენიძე, გიორგი აბდალაძე, ზურაბ ქურციკიძე, ნათია გედენიძე
ირაკლი გედენიძე, გიორგი აბდალაძე, ზურაბ ქურციკიძე, ნათია გედენიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
წინა ხელისუფლების დროს შპიონაჟისთვის დაპატიმრებული ფოტოგრაფები ჰყვებიან, რომ მათზე ფსიქოლოგიური ზეწოლა და მუქარა ხორციელდებოდა.

თბილისი, 7დეკემბერი– Sputnik. 2011 წელს შპიონაჟის ბრალდებით ფოტოგრაფების დაპატიმრების ბრძანება იმდროინდელი წამყვანი პოლიტიკური ფიგურებისგან მომდინარეობდა — მიხეილ სააკაშვილისა და ვანო მერაბიშვილისგან, განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას „ფოტოგრაფების საქმის“ ერთ-ერთმა ფიგურანტმა გიორგი აბდალაძემ.

საქართველოს მთავარმა პროკურატურამ სამშაბათს განცხადება გააკეთა შპიონაჟის საქმის ხელახალი გამოძიების შესახებ, რომელშიც ფიგურირებდნენ გიორგი აბდალაძე, ზურაბ ქურციკიძე, ნათია და ირაკლი გედენიძეები. პროკურატურამ დაადგინა, რომ მათ დანაშაული არ ჩაუდენიათ — ისინი აიძულეს, აღიარებითი ჩვენებები მიეცათ.

„იმედი მაქვს, რაც ჩვენთვის ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანია, რომ დამკვეთებამდე აუცილებლად მივა საქმე… ჩემი აზრით, მიხეილ სააკაშვილი ერთ-ერთი მთავარია, ვინც ბრძანება გასცა, ვანო მერაბიშვილი, უტიაშვილი (შსს-ს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის ყოფილი უფროსი) — იმ პერიოდში გადაწყვეტილებებს ისინი იღებდნენ“, – განაცხადა აბდალაძემ.

კოკა კაციტაძე, პროკურატურა - Sputnik საქართველო
საქართველოს პროკურატურა: ფოტოგრაფები ჯაშუშები არ ყოფილან

ახალმა გამოძიებამ დაადგინა, რომ დაპატიმრების შემდეგ ფოტოგრაფებზე ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზეწოლა ხორციელდებოდა. მათ რუსეთის მთავარ სადაზვერვო სამმართველოსთან თანამშრომლობა ბრალდებოდა.

პროკურატურა განმარტავს, რომ ქურციკიძე, რომელიც საერთაშორისო სააგენტო EPA-ს ფოტორეპორტიორი იყო, ხშირად გზავნიდა მოსკოვის წარმომადგენლობაში თავის, გედენიძისა და აბდალაძის ფოტოებს.

ახალი გამოძიებიდან გამომდინარე, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებით დაკავებულია საქართველოს შსს-ს კონტრდაზვერვის დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე დავით დევნოზაშვილი. დევნოზაშვილი ირაკლი გედენიძეს ემუქრებოდა, რომ გამოაქვეყნებდა ნათია გედენიძის პირად ფოტოს. შედეგად მეუღლეებმა აღიარებითი ჩვენება მისცეს და საკუთარ თავს ცილი დასწამეს.

მთავრობა - Sputnik საქართველო
რუსეთში ჯაშუშობისთვის გასამართლებული საქართველოს მოქალაქეები სამშობლოში დაბრუნდებიან

„დავით დევნოზაშვილი პირად კონტაქტში იყო ჩვენთან, ისევე, როგორ დანარჩენ ფოტოგრაფებთან და როგორც ჩემზე, ასევე ჩემ მეუღლეზე ახორციელებდა ფსიქოლოგიურ ზეწოლას“, – განაცხადა ირაკლი გედენიძემ ტელეარხ „პალიტრის“ ეთერით.

ფოტოგრაფმა აღნიშნა, რომ იყო მუქარა მისი მცირეწლოვანი შვილების მიმართაც.

„საფიქრალი დრო მქონდა, რათა მათ მომავალზე მეფიქრა, როგორ გაიზრდებოდნენ ისინი, რამე ხომ არ დაემართებოდათ, როდესაც სკოლიდან სახლში წავიდოდნენ. მაგრამ გამტეხა იმ ფოტომ, რომელიც ჩემს მეუღლეს ეხებოდა და ჩემი პირადი არქივიდან ამოიღეს. ამან განაპირობა ჩემი აღიარება”, — განაცხადა გედენიძემ.

ფიზიკური ანგარიშსწორების შესახებ სხვა ფოტოგრაფი — ზურაბ ქურციკიძეც აცხადებს.

მართლმსაჯულება - Sputnik საქართველო
თბილისის საქალაქო სასამართლომ სასულიერო პირს გირაო შეუფარდა

„ფიზიკური ზეწოლა დაკავებისთანავე დაიწყო. მე სახლიდან ჩამოსული ამიყვანეს და, როგორც შემდეგ გაირკვა, ე.წ. მოდულის შენობაში წამიყვანეს. ფიზიკური ზეწოლა, შეურაცხყოფა და ჩემი დაშინება მანქანაშივე დაიწყო. უნდა მეღიარებინა რაღაც ფაქტები, რასაც მეუბნებოდნენ. შემდეგ თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე წამიყვანეს, მანქანიდან გადმომიყვანეს და იქაც იგივე განმეორდა. მოდულის შენობაში, ძირითადად, დაშინება და შეურაცხყოფა იყო“, – განაცხადა ქურციკიძემ ჟურნალისტებთან.

ხელახალმა გამოძიებამ, რომელიც ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ ჩატარდა, დაადგინა, რომ ირაკლი გედენიძეს, ზურაბ ქურციკიძესა და გიორგი აბდალაძეს ხელისუფლება გაუსწორდა იმ ფოტოებისთვის, რომლებიც მათ 2011 წლის 26 მაისს საპროტესტო აქციის დარბევის დროს გადაიღეს. საერთაშორისო პრესაში გამოქვეყნების შემდეგ ფოტოებმა დიდი რეზონანსი გამოიწვია და ხელისუფლების რეიტინგზე უარყოფითად აისახა.

2011 წლის ივლისის ბოლოს თბილისის საქალაქო სასამართლომ ფოტოგრაფები შპიონაჟში დამნაშავედ სცნო. პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე მათ პირობითი სასჯელი შეუფარდეს და სასამართლოს დარბაზიდან გაათავისუფლეს. ზურაბ ქურციკიძეს სამი წლით პირობითი სასჯელი შეეფარდა, გიორგი აბდალაძესა და ირაკლი გედენიძეს — ოთხ-ოთხი, ნათია გედენიძეს — 1,5 წელი. მაშინდელი გამოძიების ვერსიით, ამ სამმა ფოტოგრაფმა ჯაშუშური ქსელი შექმნა, რომელშიც ასევე მონაწილეობდა ნათია გედენიძე.

მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის პერიოდში ოთხი ფოტოგრაფის საქმე ყველაზე სკანდალური იყო. ფოტოგრაფების დასაცავად მაშინ ჟურნალისტები და ოპოზიცია გამოვიდნენ. არასამთავრობო ორგანიზაციები ღია გამოძიებას მოითხოვდნენ, რასაც გრიფი „საიდუმლო“ შეუძლებელს ხდიდა. საქმეს გრიფი ახლახან მოეხსნა.

რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილს, მასზე შიდასახელმწიფოებრივი დევნაა გამოცხადებული. ყოფილი პრეზიდენტის წინააღმდეგ ოთხი სისხლის სამართლის საქმეა აღძრული.

ყველა ახალი ამბავი
0