https://sputnik-georgia.com/20230412/qartveli-mzrolebis-gafocva-germaniasi-tbilissi-gaficulebis-mxardasawerad-aqcia-gaimarta-276677461.html
გერმანიაში გაფიცული ქართველი მძღოლების მხარდასაჭერად თბილისში აქცია გაიმართა
გერმანიაში გაფიცული ქართველი მძღოლების მხარდასაჭერად თბილისში აქცია გაიმართა
Sputnik საქართველო
ქართველი მძღოლები გერმანიაში მარტის შუა რიცხვებიდან გაიფიცნენ, ისინი ხელფასების გადახდას ითხოვენ. 12.04.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-04-12T19:05+0400
2023-04-12T19:05+0400
2023-04-12T22:07+0400
ახალი ამბები
საქართველო
გერმანია
პოლონეთი
საზოგადოება
ადამიანის უფლებები საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24722/44/247224457_0:164:3000:1852_1920x0_80_0_0_c18d6e0b8e06c6a5c0dfc603896cc48f.jpg
თბილისი, 12 აპრილი – Sputnik. საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების წარმომადგენლებმა თბილისში გამართეს აქცია გერმანიაში დასაქმებული და გაფიცული ქართველი მძღოლების მხარდასაჭერად, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი2“.ქართველი მძღოლები, რომლებიც პოლონური კომპანიის მეშვეობით დასაქმდნენ, გერმანიაში მარტის შუა რიცხვებიდან გაიფიცნენ, ისინი კუთვნილი ხელფასების გადახდას ითხოვენ. ზოგიერთი მათგანი მთელი თვის განმავლობაში დასვენების გარეშე მუშაობდა. როგორც მძღოლებმა ქართულ მედიას ადრე განუცხადეს, ორი თვეა ხელფასი არ აუღიათ, პროტესტის გამო კი მათ ემუქრებიან.აქცია თბილისში პოლონეთის საელჩოს შენობასთან ჩატარდა. აქციის მონაწილეებმა წერილით მიმართეს პოლონეთის საელჩოს და დახმარება ითხოვეს.პროფკავშირები მოუწოდებენ ხელისუფლებას, დაეხმაროს გერმანიაში გაფიცულ ქართველ მძღოლებს >>„სოლიდარობას ვუცხადებთ ფრანკფურტში გაფიცულ 200-მდე მძღოლს, საიდანაც 50 მძღოლი საქართველოს მოქალაქეა. მათ სამი თვის განმავლობაში ხელფასი არ აუღიათ. მას შემდეგ, რაც საქმეში რამდენიმე ქვეყნის პროფკავშირები ჩაერთო, დამსაქმებელი მძღოლებს ნამუშევარის ანაზღაურებას სიტყვიერად დაჰპირდა. მიუხედავად დაპირებისა, რამდენიმე დღის წინ დამსაქმებელმა პოლონეთიდან „შემცვლელი” მძღოლები ჩაიყვანა და დასაქმებულებისთვის ტრაილერების წართმევა სცადა. ადგილი ჰქონდა სიტყვიერ და ფიზიკურ დაპირისპირებას. გერმანიის პოლიციამ დამსაქმებელი და ყველა მისი თანმხლები პირი დააპატიმრა, შემდეგ კი დეპორტაციით პოლონეთში გააბრუნა. დღეს ჩვენ პოლონეთის საელჩოსთან მოვედით, რათა საელჩოში წერილი შევიტანოთ, რომ ხელისუფლებამ ყველა ბერკეტი გამოიყენოს, რაც კანონით მინიჭებულია და მძღოლებს სამმა პოლონელმა დამსაქმებელმა მათი ანაზღაურება დროულად გადაუხადოს”, – განაცხადა პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარის მოადგილემ ლავრენტი ალანიამ.საქართველოს პროფკავშირებმა პრობლემის გადაჭრაში ჩართეს ყველა პარტნიორი ორგანიზაცია, მათ შორის გერმანიისა და ნიდერლანდის პროფკავშირები.მძღოლების გარდა, პროფკავშირს დახმარებისთვის ქართველმა სტუდენტებმაც მიმართეს – გერმანიაში სამუშაოდ წასულმა 16-მა გოგონამ. გოგონების თქმით, საკონდიტრო ქარხანაში მუშაობის დაწყების ნაცვლად, როგორც ეს ხელშეკრულებით იყო შეთანხმებული, ისინი BMW-ს ქარხანაში დაასაქმეს.ნიურნბერგის ნაცვლად წაიყვანეს რეგენსბურგში და დღემდე არ მიუციათ ხელმოწერილი შრომითი ხელშეკრულებების ასლები. გოგონებს სიმძიმეების აწევა მოუწიათ, რის გამოც ერთ-ერთის ჯანმრთელობა ძლიერ შეირყა.საქართველოს პროფკავშირების გაერთიანებაში აღნიშნავენ, რომ სახელმწიფომ უნდა აკონტროლოს კერძო კომპანიები, რომლებიც სტუდენტებს საზღვარგარეთ ასაქმებენ.სწორედ ამ დღეებში გავრცელდა ინფორმაცია, რომ საქართველო გეგმავს „შრომითი მიგრაციის შესახებ“ კანონში ცვლილებების შეტანას, რათა დაარეგულიროს ამ პროცესში ჩართული კომპანიების საქმიანობა. ამჟამად პარლამენტის ჯანმრთელობისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტში კანონპროექტის განხილვა მიმდინარეობს. კანონში ცვლილებები შუამავალ კომპანიებს სავალდებულო სერტიფიკაციის გავლას დაავალდებულებს.
საქართველო
გერმანია
პოლონეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24722/44/247224457_156:0:2844:2016_1920x0_80_0_0_b00cfa6977c447d88ab534315be8f626.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, გერმანია , პოლონეთი , საზოგადოება, ადამიანის უფლებები საქართველოში
ახალი ამბები, საქართველო, გერმანია , პოლონეთი , საზოგადოება, ადამიანის უფლებები საქართველოში
გერმანიაში გაფიცული ქართველი მძღოლების მხარდასაჭერად თბილისში აქცია გაიმართა
19:05 12.04.2023 (განახლებულია: 22:07 12.04.2023) ქართველი მძღოლები გერმანიაში მარტის შუა რიცხვებიდან გაიფიცნენ, ისინი ხელფასების გადახდას ითხოვენ.
თბილისი, 12 აპრილი – Sputnik. საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების წარმომადგენლებმა თბილისში გამართეს აქცია გერმანიაში დასაქმებული და გაფიცული ქართველი მძღოლების მხარდასაჭერად, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი2“.
ქართველი მძღოლები, რომლებიც პოლონური კომპანიის მეშვეობით დასაქმდნენ, გერმანიაში მარტის შუა რიცხვებიდან გაიფიცნენ, ისინი კუთვნილი ხელფასების გადახდას ითხოვენ. ზოგიერთი მათგანი მთელი თვის განმავლობაში დასვენების გარეშე მუშაობდა. როგორც მძღოლებმა ქართულ მედიას ადრე განუცხადეს, ორი თვეა ხელფასი არ აუღიათ, პროტესტის გამო კი მათ ემუქრებიან.
აქცია თბილისში პოლონეთის საელჩოს შენობასთან ჩატარდა. აქციის მონაწილეებმა წერილით მიმართეს პოლონეთის საელჩოს და დახმარება ითხოვეს.
„სოლიდარობას ვუცხადებთ ფრანკფურტში გაფიცულ 200-მდე მძღოლს, საიდანაც 50 მძღოლი საქართველოს მოქალაქეა. მათ სამი თვის განმავლობაში ხელფასი არ აუღიათ. მას შემდეგ, რაც საქმეში რამდენიმე ქვეყნის პროფკავშირები ჩაერთო, დამსაქმებელი მძღოლებს ნამუშევარის ანაზღაურებას სიტყვიერად დაჰპირდა. მიუხედავად დაპირებისა, რამდენიმე დღის წინ დამსაქმებელმა პოლონეთიდან „შემცვლელი” მძღოლები ჩაიყვანა და დასაქმებულებისთვის ტრაილერების წართმევა სცადა. ადგილი ჰქონდა სიტყვიერ და ფიზიკურ დაპირისპირებას. გერმანიის პოლიციამ დამსაქმებელი და ყველა მისი თანმხლები პირი დააპატიმრა, შემდეგ კი დეპორტაციით პოლონეთში გააბრუნა. დღეს ჩვენ პოლონეთის საელჩოსთან მოვედით, რათა საელჩოში წერილი შევიტანოთ, რომ ხელისუფლებამ ყველა ბერკეტი გამოიყენოს, რაც კანონით მინიჭებულია და მძღოლებს სამმა პოლონელმა დამსაქმებელმა მათი ანაზღაურება დროულად გადაუხადოს”, – განაცხადა პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარის მოადგილემ ლავრენტი ალანიამ.
საქართველოს პროფკავშირებმა პრობლემის გადაჭრაში ჩართეს ყველა პარტნიორი ორგანიზაცია, მათ შორის გერმანიისა და ნიდერლანდის პროფკავშირები.
მძღოლების გარდა, პროფკავშირს დახმარებისთვის ქართველმა სტუდენტებმაც მიმართეს – გერმანიაში სამუშაოდ წასულმა 16-მა გოგონამ. გოგონების თქმით, საკონდიტრო ქარხანაში მუშაობის დაწყების ნაცვლად, როგორც ეს ხელშეკრულებით იყო შეთანხმებული, ისინი BMW-ს ქარხანაში დაასაქმეს.
ნიურნბერგის ნაცვლად წაიყვანეს რეგენსბურგში და დღემდე არ მიუციათ ხელმოწერილი შრომითი ხელშეკრულებების ასლები. გოგონებს სიმძიმეების აწევა მოუწიათ, რის გამოც ერთ-ერთის ჯანმრთელობა ძლიერ შეირყა.
საქართველოს პროფკავშირების გაერთიანებაში აღნიშნავენ, რომ სახელმწიფომ უნდა აკონტროლოს კერძო კომპანიები, რომლებიც სტუდენტებს საზღვარგარეთ ასაქმებენ.
სწორედ ამ დღეებში გავრცელდა ინფორმაცია, რომ საქართველო გეგმავს „შრომითი მიგრაციის შესახებ“ კანონში ცვლილებების შეტანას, რათა დაარეგულიროს ამ პროცესში ჩართული კომპანიების საქმიანობა. ამჟამად პარლამენტის ჯანმრთელობისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტში კანონპროექტის განხილვა მიმდინარეობს. კანონში ცვლილებები შუამავალ კომპანიებს სავალდებულო სერტიფიკაციის გავლას დაავალდებულებს.