https://sputnik-georgia.com/20230407/-------------276531206.html
„პასუხი არ არის“ - „ქართული ოცნების“ დეპუტატი აშშ-ის ელჩის განმარტებით უკმაყოფილოა
„პასუხი არ არის“ - „ქართული ოცნების“ დეპუტატი აშშ-ის ელჩის განმარტებით უკმაყოფილოა
Sputnik საქართველო
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა სანქციები იმით ახსნა, რომ მოსამართლეებმა ბოროტად ისარგებლეს უფლებამოსილებით და ამით კანონის უზენაესობა შეარყიეს. 07.04.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-04-07T17:44+0400
2023-04-07T17:44+0400
2023-04-07T21:34+0400
საქართველო
პოლიტიკა
აშშ
აშშ-ის სანქციები ქართველი მოსამართლეების წინააღმდეგ
საზოგადოება
ქართული ოცნება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/08/03/269145216_0:185:1744:1166_1920x0_80_0_0_0013dee7865822a374de120c1f5e7b1c.jpg
თბილისი, 7 აპრილი — Sputnik. საქართველოში აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი ცდილობს თავი აარიდოს კითხვებს ოთხი ქართველი მოსამართლის მიმართ სანქციების დაწესების საფუძვლებთან დაკავშირებით, მას პასუხი არ აქვს, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა მიხეილ სარჯველაძემ.გუშინ ამერიკელმა დიპლომატმა განაცხადა, რომ აშშ-ს აქვს სანქცირებული მოსამართლეების მიერ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების სანდო მტკიცებულებები, რაც საკმარისია აშშ-ის კანონმდებლობით. აღნიშნული გადაწყვეტილება დაფუძნებულია ინფორმაციებსა და მტკიცებულებებზე, რომლებიც საჯაროდ ხელმისაწვდომია, დასძინა კელი დეგნანმა.სარჯველაძეს მიაჩნია, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილებამ ბევრი კითხვა გააჩინა და ძალზე მნიშვნელოვანია, რომ ყველაფერი იყოს დასაბუთებული და არგუმენტირებული.„გაუგებარი და მიუღებელია“ - დარჩიაშვილი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციებზე>>>„ვადევნებდი თვალს ელჩის განმარტებებს, მგონი, მასაც არ აქვს პასუხი და იმიტომ მოუწია ისეთი პასუხის გაცემა, როგორიც გასცა. იგი ცდილობდა გვერდი აევლო ამ პასუხისთვის, ხან ითქვა, რომ სარწმუნო წყაროებია, ხან ითქვა, რომ ღია წყაროებია“, – განაცხადა სარჯველაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.სინამდვილეში, როგორც ირკვევა, წყლის მეტი არაფერია არგუმენტებთან დაკავშირებით, აღნიშნა პოლიტიკოსმა.სარჯველაძემ თავი შეიკავა ნებისმიერი მოსამართლის მიმართ პირადი სიმპათიის ან ანტიპათიის დაფიქსირებისგან. როგორც მან განმარტა, ეს პოლიტიკოსების მხრიდან სწორი არ იქნება და დააზიანებს სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობის პრინციპს.„როდესაც საქართველოს, დამოუკიდებელი ქვეყნის სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლებზე ასეთი ბრალდებაა, არ შეიძლება მას ბრმად ვენდო მარტო იმიტომ, რომ ეს ჩემთვის ავტორიტეტულმა ადამიანმა ან იმ სახელმწიფოს ოფიციალურმა უწყებამ თქვა, რომელიც ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია“, – აღნიშნა სარჯველაძემ.ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სავიზო სანქციები დაუწესა სამ მოქმედ მოსამართლეს – მიხეილ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი შენგელიას და ყოფილ მოსამართლე ვალერიან ცერცვაძეს, ასევე მათ ოჯახებს. სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა თავის განცხადებაში ისინი „მნიშვნელოვან კორუფციაში“ დაადანაშაულა. მისი თქმით, მათ, იყვნენ რა სასამართლოების თავმჯდომარეები და საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები, ბოროტად ისარგებლეს თავიანთი უფლებამოსილებით და ამით შეარყიეს კანონის უზენაესობა და საზოგადოების ნდობა ქართული სასამართლო სისტემის მიმართ.სია შეიძლება გაფართოვდეს - ოპოზიციის რეაქცია მოსამართლეების წინააღმდეგ აშშ-ის სანქციებზე>>>ქართული ოპოზიცია, მათ შორის ყოფილი მმართველი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ წლებია ამტკიცებს, რომ საქართველოში სასამართლო სისტემას მართავს კლანი ლევან მურუსიძის ხელმძღვანელობით და სასამართლო მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ პოლიტიკურ დაკვეთებს ასრულებს. თავის მხრივ, „ქართული ოცნება“ ამტკიცებს, რომ სასამართლო სისტემა საქართველოში ხელისუფლების ცვლილების შემდეგ დამოუკიდებელი გახდა.საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა ენტონი ბლინკენისადმი მიწერილ წერილში იმედი გამოთქვა, რომ სახელმწიფო დეპარტამენტი წარმოადგენს შესაბამის მტკიცებულებებს ან გადახედავს თავის გადაწყვეტილებას. როგორც ადრე საელჩოში აღნიშნეს, მოსამართლეების შესახებ შეგროვებული ინფორმაცია აშშ-ის კანონმდებლობის სტანდარტებით საკმარისია სავიზო სანქციების შემოსაღებად, ხოლო საქართველოში კორუფციის გამოძიება ქართული სამართალდამცველი ორგანოების უფლებამოსილებაა.სანქცირებული მოსამართლეებილევან მურუსიძე არის ყველაზე სკანდალურად ცნობილი მოსამართლე საქართველოში მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს გახმაურებულ საქმეებზე განაჩენების გამოტანის გამო. თავად მურუსიძე აცხადებს, რომ უკანონო არაფერი ჩაუდენია და საქმეების განხილვისას ხელმძღვანელობდა წინა ხელისუფლების პირობებში მოქმედი კანონებით და სხვა გადაწყვეტილებებს ვერ მიიღებდა.უკვე „ქართული ოცნების“ მმართველობისას ლევან მურუსიძემ გააგრძელა კარიერა და მოსამართლის თანამდებობაზე უვადოდ დაინიშნა. არასამთავრობო ორგანიზაციები და ოპოზიცია მას „სასამართლო კლანის“ ხელმძღვანელობაში ადანაშაულებენ, რომელიც, სავარაუდოდ, მმართველი პარტიის დავალებებს ასრულებს პოლიტიკური კონკურენტების წინააღმდეგ.აშშ-ის მიერ ქართველი მოსამართლეების დასანქცირება: კელი დეგნანმა მიზეზი განმარტა>>>მიხეილ ჩინჩალაძე, როგორც მოსამართლე, არ მონაწილეობდა გახმაურებულ საქმეებში, თუმცა ოპოზიციამ ის სასამართლოსა და ხელისუფლების სხვა შტოებს შორის შუამავლობაში არაერთხელ დაადანაშაულა. ამასთან, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილმა მოადგილემ, მსჯავრდებულმა სოსო გოგაშვილმა ჩინჩალაძეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მხრიდან მოსამართლეებზე ზეწოლის დამკვეთი უწოდა კონკრეტულ საქმეებზე.ვალერიან ცერცვაძეს, როგორც თბილისის სააპელაციო სასამართლოს ხელმძღვანელს, უკავშირდება ისტორია, რომელმაც ეჭვქვეშ დააყენა სასამართლოს მიუკერძოებლობა ორ კერძო კომპანიას iTechnic-სა და iPlus-ს შორის არსებულ დავაში. მოსამართლის ახლობლები iTechnic-ის მფლობელები აღმოჩნდნენ, რომლის სასარგებლოდაც დასრულდა დავა.ირაკლი შენგელიას სახელი ნეპოტიზმის ფაქტს უკავშირდება. მისმა მეუღლემ, დამ და დისშვილმა მისი დანიშვნის შემდეგ დაიწყეს მუშაობა სასამართლო სისტემაში. გარდა ამისა, მან, როგორც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა, მხარი დაუჭირა თავისი სიძის უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ დანიშვნას.
საქართველო
აშშ
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/08/03/269145216_191:177:1509:1166_1920x0_80_0_0_95f81361911441b975fad1915e562d94.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, პოლიტიკა, აშშ , აშშ-ის სანქციები ქართველი მოსამართლეების წინააღმდეგ, საზოგადოება, ქართული ოცნება , ახალი ამბები
საქართველო, პოლიტიკა, აშშ , აშშ-ის სანქციები ქართველი მოსამართლეების წინააღმდეგ, საზოგადოება, ქართული ოცნება , ახალი ამბები
„პასუხი არ არის“ - „ქართული ოცნების“ დეპუტატი აშშ-ის ელჩის განმარტებით უკმაყოფილოა
17:44 07.04.2023 (განახლებულია: 21:34 07.04.2023) აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა სანქციები იმით ახსნა, რომ მოსამართლეებმა ბოროტად ისარგებლეს უფლებამოსილებით და ამით კანონის უზენაესობა შეარყიეს.
თბილისი, 7 აპრილი — Sputnik. საქართველოში აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი ცდილობს თავი აარიდოს კითხვებს ოთხი ქართველი მოსამართლის მიმართ სანქციების დაწესების საფუძვლებთან დაკავშირებით, მას პასუხი არ აქვს, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა მიხეილ სარჯველაძემ.
გუშინ ამერიკელმა დიპლომატმა განაცხადა, რომ აშშ-ს აქვს სანქცირებული მოსამართლეების მიერ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების სანდო მტკიცებულებები, რაც საკმარისია აშშ-ის კანონმდებლობით. აღნიშნული გადაწყვეტილება დაფუძნებულია ინფორმაციებსა და მტკიცებულებებზე, რომლებიც საჯაროდ ხელმისაწვდომია, დასძინა კელი დეგნანმა.
სარჯველაძეს მიაჩნია, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილებამ ბევრი კითხვა გააჩინა და ძალზე მნიშვნელოვანია, რომ ყველაფერი იყოს დასაბუთებული და არგუმენტირებული.
„ვადევნებდი თვალს ელჩის განმარტებებს, მგონი, მასაც არ აქვს პასუხი და იმიტომ მოუწია ისეთი პასუხის გაცემა, როგორიც გასცა. იგი ცდილობდა გვერდი აევლო ამ პასუხისთვის, ხან ითქვა, რომ სარწმუნო წყაროებია, ხან ითქვა, რომ ღია წყაროებია“, – განაცხადა სარჯველაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.
სინამდვილეში, როგორც ირკვევა, წყლის მეტი არაფერია არგუმენტებთან დაკავშირებით, აღნიშნა პოლიტიკოსმა.
სარჯველაძემ თავი შეიკავა ნებისმიერი მოსამართლის მიმართ პირადი სიმპათიის ან ანტიპათიის დაფიქსირებისგან. როგორც მან განმარტა, ეს პოლიტიკოსების მხრიდან სწორი არ იქნება და დააზიანებს სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობის პრინციპს.
„როდესაც საქართველოს, დამოუკიდებელი ქვეყნის სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლებზე ასეთი ბრალდებაა, არ შეიძლება მას ბრმად ვენდო მარტო იმიტომ, რომ ეს ჩემთვის ავტორიტეტულმა ადამიანმა ან იმ სახელმწიფოს ოფიციალურმა უწყებამ თქვა, რომელიც ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია“, – აღნიშნა სარჯველაძემ.
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სავიზო სანქციები დაუწესა სამ მოქმედ მოსამართლეს – მიხეილ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი შენგელიას და ყოფილ მოსამართლე ვალერიან ცერცვაძეს, ასევე მათ ოჯახებს. სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა თავის განცხადებაში ისინი „მნიშვნელოვან კორუფციაში“ დაადანაშაულა. მისი თქმით, მათ, იყვნენ რა სასამართლოების თავმჯდომარეები და საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები, ბოროტად ისარგებლეს თავიანთი უფლებამოსილებით და ამით შეარყიეს კანონის უზენაესობა და საზოგადოების ნდობა ქართული სასამართლო სისტემის მიმართ.
ქართული ოპოზიცია, მათ შორის ყოფილი მმართველი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ წლებია ამტკიცებს, რომ საქართველოში სასამართლო სისტემას მართავს კლანი ლევან მურუსიძის ხელმძღვანელობით და სასამართლო მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ პოლიტიკურ დაკვეთებს ასრულებს. თავის მხრივ, „ქართული ოცნება“ ამტკიცებს, რომ სასამართლო სისტემა საქართველოში ხელისუფლების ცვლილების შემდეგ დამოუკიდებელი გახდა.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა ენტონი ბლინკენისადმი მიწერილ წერილში იმედი გამოთქვა, რომ სახელმწიფო დეპარტამენტი წარმოადგენს შესაბამის მტკიცებულებებს ან გადახედავს თავის გადაწყვეტილებას. როგორც ადრე საელჩოში აღნიშნეს, მოსამართლეების შესახებ შეგროვებული ინფორმაცია აშშ-ის კანონმდებლობის სტანდარტებით საკმარისია სავიზო სანქციების შემოსაღებად, ხოლო საქართველოში კორუფციის გამოძიება ქართული სამართალდამცველი ორგანოების უფლებამოსილებაა.
სანქცირებული მოსამართლეები
ლევან მურუსიძე არის ყველაზე სკანდალურად ცნობილი მოსამართლე საქართველოში მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს გახმაურებულ საქმეებზე განაჩენების გამოტანის გამო. თავად მურუსიძე აცხადებს, რომ უკანონო არაფერი ჩაუდენია და საქმეების განხილვისას ხელმძღვანელობდა წინა ხელისუფლების პირობებში მოქმედი კანონებით და სხვა გადაწყვეტილებებს ვერ მიიღებდა.
უკვე „ქართული ოცნების“ მმართველობისას ლევან მურუსიძემ გააგრძელა კარიერა და მოსამართლის თანამდებობაზე უვადოდ დაინიშნა. არასამთავრობო ორგანიზაციები და ოპოზიცია მას „სასამართლო კლანის“ ხელმძღვანელობაში ადანაშაულებენ, რომელიც, სავარაუდოდ, მმართველი პარტიის დავალებებს ასრულებს პოლიტიკური კონკურენტების წინააღმდეგ.
მიხეილ ჩინჩალაძე, როგორც მოსამართლე, არ მონაწილეობდა გახმაურებულ საქმეებში, თუმცა ოპოზიციამ ის სასამართლოსა და ხელისუფლების სხვა შტოებს შორის შუამავლობაში არაერთხელ დაადანაშაულა. ამასთან, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილმა მოადგილემ, მსჯავრდებულმა სოსო გოგაშვილმა ჩინჩალაძეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მხრიდან მოსამართლეებზე ზეწოლის დამკვეთი უწოდა კონკრეტულ საქმეებზე.
ვალერიან ცერცვაძეს, როგორც თბილისის სააპელაციო სასამართლოს ხელმძღვანელს, უკავშირდება ისტორია, რომელმაც ეჭვქვეშ დააყენა სასამართლოს მიუკერძოებლობა ორ კერძო კომპანიას iTechnic-სა და iPlus-ს შორის არსებულ დავაში. მოსამართლის ახლობლები iTechnic-ის მფლობელები აღმოჩნდნენ, რომლის სასარგებლოდაც დასრულდა დავა.
ირაკლი შენგელიას სახელი ნეპოტიზმის ფაქტს უკავშირდება. მისმა მეუღლემ, დამ და დისშვილმა მისი დანიშვნის შემდეგ დაიწყეს მუშაობა სასამართლო სისტემაში. გარდა ამისა, მან, როგორც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა, მხარი დაუჭირა თავისი სიძის უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ დანიშვნას.