„გაუგებარი და მიუღებელია“ - დარჩიაშვილი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციებზე

© photo: Sputnik / Stringerტრიბუნა საგარეო უწყებაში.
ტრიბუნა საგარეო უწყებაში. - Sputnik საქართველო, 1920, 06.04.2023
გამოწერა
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა სანქციები იმით ახსნა, რომ მოსამართლეებმა ბოროტად ისარგებლეს უფლებამოსილებით და ამით კანონის უზენაესობა შეარყიეს.
თბილისი, 6 აპრილი – Sputnik. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა სანქციები ქართველი მოსამართლეების წინააღმდეგ მიზეზების არგუმენტირებული განმარტების გარეშე დააწესა, რაც გაუგებარია და მიუღებელი, ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ილია დარჩიაშვილის მიერ სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენისადმი მიწერილ წერილში.
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სავიზო სანქციები დაუწესა სამ მოქმედ მოსამართლეს – მიხეილ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი შენგელიას და ყოფილ მოსამართლე ვალერიან ცერცვაძეს, ასევე მათ ოჯახებს. ბლინკენმა თავის განცხადებაში ისინი „მნიშვნელოვან კორუფციაში“ დაადანაშაულა. მისი თქმით, მათ, იყვნენ რა სასამართლოების თავმჯდომარეების და საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები, ბოროტად ისარგებლეს თავიანთი უფლებამოსილებით და ამით შეარყიეს კანონის უზენაესობა და საზოგადოების ნდობა ქართული სასამართლო სისტემის მიმართ.

„სრულიად გაუგებარი და მიუღებელია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილება მოსამართლეთა სანქცირების შესახებ, რომელიც ყოველგვარი მტკიცებულების წარმოდგენის გარეშე გასაჯაროვდა. იმედს გამოვთქვამთ, რომ სახელმწიფო დეპარტამენტი წარმოადგენს შესაბამის მტკიცებულებებს ან გადახედავს თავის გადაწყვეტილებას“, – განაცხადა დარჩიაშვილმა.

მისი თქმით, წინააღმდეგ შემთხვევაში ეს აღქმული იქნება, როგორც ქართულ სასამართლოზე ზეწოლა.
კობახიძე: მოსამართლეების მიმართ აშშ-ის სანქციების დაწესების უკან კორუფციული პროცესებია>>
„სხვა შემთხვევაში საქართველოს სახელმწიფოსა და ქართველი ხალხის მხრიდან აღნიშნული აღიქმება როგორც სუვერენული სახელმწიფოს დამოუკიდებელ სასამართლოზე ზეწოლა და მის საქმიანობაში უხეში ჩარევა, რაც საქართველოსა და აშშ-ის ორმხრივ მრავალწლიან მეგობრულ ურთიერთობებს დააზიანებს“, – აღნიშნა დარჩიაშვილმა.
ყველა ახალი ამბავი
0