https://sputnik-georgia.com/20230407/ass-is-mier-qartveli-mosamartleebis-dasanqcireba-keli-degnanma-mizezi-ganmarta-276513244.html
აშშ-ის მიერ ქართველი მოსამართლეების დასანქცირება: კელი დეგნანმა მიზეზი განმარტა
აშშ-ის მიერ ქართველი მოსამართლეების დასანქცირება: კელი დეგნანმა მიზეზი განმარტა
Sputnik საქართველო
ელჩი მიიჩნევს, რომ არსებითი რეფორმები უნდა გაგრძელდეს, რაც ნამდვილად უზრუნველყოფს სასამართლოს დამოუკიდებლობას საქართველოში. 07.04.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-04-07T00:05+0400
2023-04-07T00:05+0400
2023-04-07T02:31+0400
ახალი ამბები
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
პოლიტიკა
აშშ
აშშ-ის სანქციები ქართველი მოსამართლეების წინააღმდეგ
ქართული სასამართლო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24731/53/247315303_0:335:2047:1486_1920x0_80_0_0_3d41b670e4922e5e722aa7af86988c6c.jpg
თბილისი, 6 აპრილი – Sputnik. შეერთებულ შტატებს აქვს სანქცირებული მოსამართლეების მიერ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების სანდო მტკიცებულებები და ეს მტკიცებულებები საკმარისია აშშ-ის კანონმდებლობით, განაცხადა აშშ-ს ელჩმა კელი დეგნანმა.ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სავიზო სანქციები დაუწესა სამ მოქმედ მოსამართლეს – მიხეილ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი შენგელიას და ყოფილ მოსამართლე ვალერიან ცერცვაძეს, ასევე მათ ოჯახებს. ბლინკენმა თავის განცხადებაში ისინი „მნიშვნელოვან კორუფციაში“ დაადანაშაულა. მისი თქმით, მათ, იყვნენ რა სასამართლოების თავმჯდომარეების და საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები, ბოროტად ისარგებლეს თავიანთი უფლებამოსილებით და ამით შეარყიეს კანონის უზენაესობა და საზოგადოების ნდობა ქართული სასამართლო სისტემის მიმართ.მან ასევე აღნიშნა, რომ შეერთებული შტატებისთვის არსებული მტკიცებულებები საკმარისია.„ჩვენ გვაქვს სანდო მტკიცებულება, რომ ეს ადამიანები ბოროტად იყენებდნენ თავიანთ უფლებამოსილებას სასამრთლო სისტემაში და ამიტომ არის სავიზო სანქციები მათ წინააღმდეგ. ეს არის მნიშვნელოვანი ნაწილი კორუფციის წინააღდეგ ბრძოლისა და საქართველოს დახმარების, მიაღწიოს ნამდვილად დამოუკიდებელ სასამართლო სისტემას“, - განაცხადა დეგნანმა.ამასთან მან კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ გამოძიება საქართველოს ხელისუფლების პრეროგატივაა.აშშ-ის სანქციები: იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლეებს ღარიბაშვილთან შეხვედრა სურთ >>„სავიზო სანქციები არის ამერიკული კანონის შესაბამისად. ქართველი სამართალდამცავების გადასაწყვეტია, დაიწყონ რაიმე სახის გამოძიება“, – განაცხადა დეგნანმა.ელჩმა აღნიშნა, რომ აშშ მხარს უჭერს საქართველოს მიერ გატარებულ სასამართლო რეფორმას.ხოლო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენისადმი მიწერილ წერილში იმედი გამოთქვა, რომ სახელმწიფო დეპარტამენტი მიაწვდის შესაბამის მტკიცებულებებს სასამართლო კორუფციის ბრალდებებთან დაკავშირებით ან გადახედავს თავის გადაწყვეტილებას.მანამდე აშშ-ის საელჩომ უარი თქვა მტკიცებულებების მიწოდებაზე და განაცხადა, რომ არსებული ინფორმაცია საკმარისია აშშ-ს კანონმდებლობისთვის, ხოლო ქვეყანაში მომხდარი დანაშაულებები საქართველომ თავად უნდა გამოიძიოს.
საქართველო
აშშ
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24731/53/247315303_66:281:2038:1760_1920x0_80_0_0_7efb635ddaf658d855437a4b351f1850.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, აშშ , აშშ-ის სანქციები ქართველი მოსამართლეების წინააღმდეგ, ქართული სასამართლო
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, აშშ , აშშ-ის სანქციები ქართველი მოსამართლეების წინააღმდეგ, ქართული სასამართლო
აშშ-ის მიერ ქართველი მოსამართლეების დასანქცირება: კელი დეგნანმა მიზეზი განმარტა
00:05 07.04.2023 (განახლებულია: 02:31 07.04.2023) ელჩი მიიჩნევს, რომ არსებითი რეფორმები უნდა გაგრძელდეს, რაც ნამდვილად უზრუნველყოფს სასამართლოს დამოუკიდებლობას საქართველოში.
თბილისი, 6 აპრილი – Sputnik. შეერთებულ შტატებს აქვს სანქცირებული მოსამართლეების მიერ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების სანდო მტკიცებულებები და ეს მტკიცებულებები საკმარისია აშშ-ის კანონმდებლობით, განაცხადა აშშ-ს ელჩმა კელი დეგნანმა.
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სავიზო სანქციები დაუწესა სამ მოქმედ მოსამართლეს – მიხეილ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი შენგელიას და ყოფილ მოსამართლე ვალერიან ცერცვაძეს, ასევე მათ ოჯახებს. ბლინკენმა თავის განცხადებაში ისინი „მნიშვნელოვან კორუფციაში“ დაადანაშაულა. მისი თქმით, მათ, იყვნენ რა სასამართლოების თავმჯდომარეების და საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები, ბოროტად ისარგებლეს თავიანთი უფლებამოსილებით და ამით შეარყიეს კანონის უზენაესობა და საზოგადოების ნდობა ქართული სასამართლო სისტემის მიმართ.
„ეს გადაწყვეტილება დაფუძნებულია ინფორმაციაზე, რომელიც საჯაროდ ხელმისაწვდომია და ეს ინფორმაცია და ბრალდებებიც წლების განმავლობაში ცნობილი იყო და ამერიკის კანონი გვთხოვს, რომ როდესაც გვაქვს საკმარისი ინფორმაცია, ასე მოვიქცეთ“, – აღნიშნა ელჩმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ შეერთებული შტატებისთვის არსებული მტკიცებულებები საკმარისია.
„ჩვენ გვაქვს სანდო მტკიცებულება, რომ ეს ადამიანები ბოროტად იყენებდნენ თავიანთ უფლებამოსილებას სასამრთლო სისტემაში და ამიტომ არის სავიზო სანქციები მათ წინააღმდეგ. ეს არის მნიშვნელოვანი ნაწილი კორუფციის წინააღდეგ ბრძოლისა და საქართველოს დახმარების, მიაღწიოს ნამდვილად დამოუკიდებელ სასამართლო სისტემას“, - განაცხადა დეგნანმა.
ამასთან მან კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ გამოძიება საქართველოს ხელისუფლების პრეროგატივაა.
„სავიზო სანქციები არის ამერიკული კანონის შესაბამისად. ქართველი სამართალდამცავების გადასაწყვეტია, დაიწყონ რაიმე სახის გამოძიება“, – განაცხადა დეგნანმა.
ელჩმა აღნიშნა, რომ აშშ მხარს უჭერს საქართველოს მიერ გატარებულ სასამართლო რეფორმას.
„უნდა გაგრძელდეს შინაარსიანი რეფორმები, რაც ნამდვილად უზრუნველყოფს საქართველოში სასამართლოს დამოუკიდებლობას“, - განაცხადა დეგნანმა.
ხოლო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენისადმი მიწერილ წერილში იმედი გამოთქვა, რომ სახელმწიფო დეპარტამენტი მიაწვდის შესაბამის მტკიცებულებებს სასამართლო კორუფციის ბრალდებებთან დაკავშირებით ან გადახედავს თავის გადაწყვეტილებას.
მანამდე აშშ-ის საელჩომ უარი თქვა მტკიცებულებების მიწოდებაზე და განაცხადა, რომ არსებული ინფორმაცია საკმარისია აშშ-ს კანონმდებლობისთვის, ხოლო ქვეყანაში მომხდარი დანაშაულებები საქართველომ თავად უნდა გამოიძიოს.