https://sputnik-georgia.com/20230405/tbilissi-sazogadoebrivi-transportit-mgzavrobis-msurvelta-raodenoba-sagrznoblad-gaizarda-276448085.html
თბილისში საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობის მსურველთა რაოდენობა საგრძნობლად გაიზარდა
თბილისში საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობის მსურველთა რაოდენობა საგრძნობლად გაიზარდა
Sputnik საქართველო
თბილისის მერიამ სატრანსპორტო რეფორმის განხორციელება 2017 წელს დაიწყო. 05.04.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-04-05T17:03+0400
2023-04-05T17:03+0400
2023-04-05T21:28+0400
თბილისი დღეს
თბილისის მერია
კახა კალაძე
ახალი ამბები
საქართველო
ტრანსპორტი საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0b/01/271815958_0:161:3067:1886_1920x0_80_0_0_51e52ece5aaf20b74c9b7a1a752751bd.jpg
თბილისი, 5 აპრილი — Sputnik. იანვარ-თებერვალში საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 43%-ით არის გაზრდილი, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე. თბილისის მერის თქმით, ერთ დღეში საზოგადოებრივი ტრანსპორტით რეკორდული – 1.360.795 მგზავრობა 28 მარტს დაფიქსირდა. აღსანიშნავია მგზავრთნაკადის ზრდა მეტროშიც. მაგალითად, გასული წლის 23 დეკემბერს მეტრო 527.636 მგზავრს მოემსახურა. როგორც კალაძემ აღნიშნა, ეს იმ რეფორმის შედეგია, რომლის ფარგლებში სრულად განახლდა საავტობუსო და მიკროავტობუსების ავტოპარკი, მიმდინარეობს და დაგეგმილია მეტროს სადგურების რეაბილიტაცია. თბილისში ავტობუსის ახალი ხაზები გაჩნდება>>გარდა ამისა, შემუშავებულია სადგურების გარშემო არეალის მოწესრიგებისა და მისაწვდომობის გაუმჯობესების კონკრეტული სამოქმედო გეგმა. ასევე განახლდა და ამოქმედდა უნივერსიტეტი-ბაგების დამაკავშირებელი საბაგირო გზა. წლის ბოლოს ამოქმედდება რუსთაველის გამზირისა და მთაწმინდის პარკის დამაკავშირებელი საბაგირო მარშრუტიც. „პარალელურად ქალაქის მასშტაბით მიმდინარეობს საზოგადოებრივი ტრანსპორტის ახალი ქსელის დანერგვა", – აღნიშნა კალაძემ. ავტობუსების შეუფერხებელი გადაადგილების უზრუნველსაყოფად ქალაქის სხვადასხვა რაიონში მნიშვნელოვან კვანძებზე ეწყობა შესაბამისი ინფრასტრუქტურა, რაც აღმოფხვრის არსებულ შეფერხებებს, თქვა მერმა. რა შემთხვევაში იქნება თბილისის საზოგადოებრივი ტრანსპორტი უფრო სწრაფი - კალაძის განმარტება>>„წელს დაიწყება 18-მეტრიანი ავტობუსების შესყიდვის პროცესიც და მომავალ წელს დედაქალაქს ახალი ავტობუსები შემოუვა", – განაცხადა კახა კალაძემ. დედაქალაქის მერის თქმით, საზოგადოებრივი ტრანსპორტის რეფორმის გარეშე კერძო ავტომობილებით გადაადგილების მაჩვენებელი კიდევ უფრო მზარდი გახდება. „2016 წელს დედაქალაქში გადაადგილდებოდა 300.000-მდე ავტომობილი. დღეის მდგომარეობით, ეს რიცხვი 580.000-დან 600.000-მდეა. ეს ტენდენცია გრძელდება და გაგრძელდება", – თქვა კალაძემ. თბილისის ავტობუსების პარკის განახლება 2023 წელსაც გაგრძელდება>>როგორც მერმა აღნიშნა, ევროპაში ავტომობილი ჰყავს მოსახლეობის 70%-ს, მაგრამ კვირაში ხუთი დღე ან მეტი ავტომობილით გადაადგილდება მხოლოდ 12%. საქართველოს დედაქალაქში კი ავტომობილს ფლობს დაახლოებით 45% და კვირაში ხუთი დღე ავტომობილს იყენებს მფლობელების 97%. თბილისის მერია 2017 წლიდან ახორციელებს სატრანსპორტო რეფორმას, რომლის მთავარი მიზანია – საზოგადოებრივი ტრანსპორტი გახდეს უფრო კომფორტული, შეუფერხებელი და ხელმისაწვდომი, ასევე ქალაქი განიტვირთოს „საცობებისგან“.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0b/01/271815958_169:0:2898:2047_1920x0_80_0_0_e0f090ce13fa1839bbd64c1c2c52dfcd.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
თბილისი დღეს, თბილისის მერია, კახა კალაძე , ახალი ამბები, საქართველო, ტრანსპორტი საქართველოში
თბილისი დღეს, თბილისის მერია, კახა კალაძე , ახალი ამბები, საქართველო, ტრანსპორტი საქართველოში
თბილისში საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობის მსურველთა რაოდენობა საგრძნობლად გაიზარდა
17:03 05.04.2023 (განახლებულია: 21:28 05.04.2023) თბილისის მერიამ სატრანსპორტო რეფორმის განხორციელება 2017 წელს დაიწყო.
თბილისი, 5 აპრილი — Sputnik. იანვარ-თებერვალში საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 43%-ით არის გაზრდილი, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.
თბილისის მერის თქმით, ერთ დღეში საზოგადოებრივი ტრანსპორტით რეკორდული – 1.360.795 მგზავრობა 28 მარტს დაფიქსირდა. აღსანიშნავია მგზავრთნაკადის ზრდა მეტროშიც. მაგალითად, გასული წლის 23 დეკემბერს მეტრო 527.636 მგზავრს მოემსახურა.
„აღნიშნული მონაცემები იმის მაჩვენებელია, რომ რეფორმა სწორი მიმართულებით მიმდინარეობს... რა თქმა უნდა, დაგეგმილი ღონისძიებები ბოლომდე იქნება მიყვანილი როგორც საზოგადოებრივი ტრანსპორტის ახალი ქსელის დანერგვის თვალსაზრისით, ასევე განცალკევებული საავტობუსო ზოლების დასამატებლად და ერთმანეთთან დასაკავშირებლად", – განაცხადა კახა კალაძემ.
როგორც კალაძემ აღნიშნა, ეს იმ რეფორმის შედეგია, რომლის ფარგლებში სრულად განახლდა საავტობუსო და მიკროავტობუსების ავტოპარკი, მიმდინარეობს და დაგეგმილია მეტროს სადგურების რეაბილიტაცია.
გარდა ამისა, შემუშავებულია სადგურების გარშემო არეალის მოწესრიგებისა და მისაწვდომობის გაუმჯობესების კონკრეტული სამოქმედო გეგმა. ასევე განახლდა და ამოქმედდა უნივერსიტეტი-ბაგების დამაკავშირებელი საბაგირო გზა. წლის ბოლოს ამოქმედდება რუსთაველის გამზირისა და მთაწმინდის პარკის დამაკავშირებელი საბაგირო მარშრუტიც.
„პარალელურად ქალაქის მასშტაბით მიმდინარეობს საზოგადოებრივი ტრანსპორტის ახალი ქსელის დანერგვა", – აღნიშნა კალაძემ.
ავტობუსების შეუფერხებელი გადაადგილების უზრუნველსაყოფად ქალაქის სხვადასხვა რაიონში მნიშვნელოვან კვანძებზე ეწყობა შესაბამისი ინფრასტრუქტურა, რაც აღმოფხვრის არსებულ შეფერხებებს, თქვა მერმა.
„წელს დაიწყება 18-მეტრიანი ავტობუსების შესყიდვის პროცესიც და მომავალ წელს დედაქალაქს ახალი ავტობუსები შემოუვა", – განაცხადა კახა კალაძემ.
დედაქალაქის მერის თქმით, საზოგადოებრივი ტრანსპორტის რეფორმის გარეშე კერძო ავტომობილებით გადაადგილების მაჩვენებელი კიდევ უფრო მზარდი გახდება.
„2016 წელს დედაქალაქში გადაადგილდებოდა 300.000-მდე ავტომობილი. დღეის მდგომარეობით, ეს რიცხვი 580.000-დან 600.000-მდეა. ეს ტენდენცია გრძელდება და გაგრძელდება", – თქვა კალაძემ.
როგორც მერმა აღნიშნა, ევროპაში ავტომობილი ჰყავს მოსახლეობის 70%-ს, მაგრამ კვირაში ხუთი დღე ან მეტი ავტომობილით გადაადგილდება მხოლოდ 12%. საქართველოს დედაქალაქში კი ავტომობილს ფლობს დაახლოებით 45% და კვირაში ხუთი დღე ავტომობილს იყენებს მფლობელების 97%.
„ამ რეალობაში გვიწევს სატრანსპორტო რეფორმის გატარება. მესმის, რომ ის არაპოპულარულია, მაგრამ საუბარია ამ ქალაქის მომავალზე. წლების წინ რომ დაეწყოთ აღნიშნული რეფორმის განხორციელება, დღეს თბილისში სხვა რეალობა გვექნებოდა. არ ვუშინდებით აღნიშნულ გამოწვევებს, გავაკეთებთ იმას, რაც აუცილებელია", – განაცხადა კახა კალაძემ.
თბილისის მერია 2017 წლიდან ახორციელებს სატრანსპორტო რეფორმას, რომლის მთავარი მიზანია – საზოგადოებრივი ტრანსპორტი გახდეს უფრო კომფორტული, შეუფერხებელი და ხელმისაწვდომი, ასევე ქალაქი განიტვირთოს „საცობებისგან“.