https://sputnik-georgia.com/20221129/tbilisis-avtoparkis-ganaxleba-2023-welsac-gagrzeldeba-272561756.html
თბილისის ავტობუსების პარკის განახლება 2023 წელსაც გაგრძელდება
თბილისის ავტობუსების პარკის განახლება 2023 წელსაც გაგრძელდება
Sputnik საქართველო
მომავალი წლიდან სატრანსპორტო ნაკადების ავტომატიზებული მართვისა და კონტროლის სისტემა დაინერგება, რის შედეგადაც დედაქალაქში ნაკლები „საცობები“ იქნება. 29.11.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-11-29T17:49+0400
2022-11-29T17:49+0400
2022-11-29T19:57+0400
საქართველო
თბილისი დღეს
თბილისის მერია
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/01/04/263380861_0:188:3070:1915_1920x0_80_0_0_cae4e2cfdba2ac8b3c118ec175833e22.jpg
თბილისი, 29 ნოემბერი — Sputnik. დაგეგმილი ცვლილებების განხორციელების შედეგად ქალაქში გადაადგილება ყველასთვის კომფორტული და ხელმისაწვდომი იქნება, განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ პრეზენტაციაზე, სადაც საზოგადოებას სატრანსპორტო პოლიტიკით გათვალისწინებული მომდევნო ეტაპები გააცნო.მისი თქმით, 2023 წელს იგეგმება 200 ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსის შესყიდვა. აღნიშნული პროცესი 2023-2024 წლებში დასრულდება. როგორც კალაძემ განმარტა, ეს გაზრდის საზოგადოებრივი ტრანსპორტის ტევადობას და ქალაქში დღიურად 2 მილიონით მეტი მგზავრის გადაყვანას გახდის შესაძლებელს.მისი თქმით, მომავალ წელს გაგრძელდება მეტროპოლიტენის განახლების პროცესიც.თბილისის მერის თქმით, 2023 წლიდან ნაკადების ავტომატიზებული მართვისა და კონტროლის სისტემა დაინერგება, რის შედეგადაც დედაქალაქში ნაკლები „საცობები“ იქნება.რაც შეეხება ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპს, A კატეგორიის ტაქსის მძღოლებს ნებართვა უფასოდ, მუდმივ საკუთრებაში გადაეცემათ.„ტაქსის ნებართვის წლიური მოსაკრებელი დარჩება უცვლელი. ტაქსის ნებართვების ბაზრის მომსახურება განხორციელდება ელექტრონული პლატფორმის მეშვეობით. ნებართვით სარგებლობა შესაძლებელი იქნება როგორც ტაქსის მომსახურებით, ისე იჯარის, გირავნობისა და რეალიზაციის ფორმით გადაცემით“, – განაცხადა კახა კალაძემ.როგორც კალაძემ აღნიშნა, სატრანსპორტო პოლიტიკით გათვალისწინებული ეტაპების დასრულების შემდეგ, 2017 წელთან შედარებით, დედაქალაქის საზოგადოებრივ ტრანსპორტში დაახლოებით 110 ათასი ადგილით მეტი იქნება, ქუჩების გამტარუნარიანობა კი 70%-ით გაიზრდება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/01/04/263380861_339:0:3070:2048_1920x0_80_0_0_54de5be3a8a1e3cbe357eeb8e9079907.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, თბილისი დღეს, თბილისის მერია, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, თბილისი დღეს, თბილისის მერია, საზოგადოება, ახალი ამბები
თბილისის ავტობუსების პარკის განახლება 2023 წელსაც გაგრძელდება
17:49 29.11.2022 (განახლებულია: 19:57 29.11.2022) მომავალი წლიდან სატრანსპორტო ნაკადების ავტომატიზებული მართვისა და კონტროლის სისტემა დაინერგება, რის შედეგადაც დედაქალაქში ნაკლები „საცობები“ იქნება.
თბილისი, 29 ნოემბერი — Sputnik. დაგეგმილი ცვლილებების განხორციელების შედეგად ქალაქში გადაადგილება ყველასთვის კომფორტული და ხელმისაწვდომი იქნება, განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ პრეზენტაციაზე, სადაც საზოგადოებას სატრანსპორტო პოლიტიკით გათვალისწინებული მომდევნო ეტაპები გააცნო.
მისი თქმით, 2023 წელს იგეგმება 200 ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსის შესყიდვა. აღნიშნული პროცესი 2023-2024 წლებში დასრულდება. როგორც კალაძემ განმარტა, ეს გაზრდის საზოგადოებრივი ტრანსპორტის ტევადობას და ქალაქში დღიურად 2 მილიონით მეტი მგზავრის გადაყვანას გახდის შესაძლებელს.
მისი თქმით, მომავალ წელს გაგრძელდება მეტროპოლიტენის განახლების პროცესიც.
„მეტროპოლიტენის განახლება უმნიშვნელოვანესი კომპონენტია. ამ მიმართულებითაც კონკრეტული ნაბიჯები გადავდგით. საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების მხარდაჭერით შეიცვალა ძალოვანი კაბელები, განახლდა გამაგრილებელი სისტემები“, – აღნიშნა კალაძემ.
თბილისის მერის თქმით, 2023 წლიდან ნაკადების ავტომატიზებული მართვისა და კონტროლის სისტემა დაინერგება, რის შედეგადაც დედაქალაქში ნაკლები „საცობები“ იქნება.
რაც შეეხება ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპს, A კატეგორიის ტაქსის მძღოლებს ნებართვა უფასოდ, მუდმივ საკუთრებაში გადაეცემათ.
„ტაქსის ნებართვის წლიური მოსაკრებელი დარჩება უცვლელი. ტაქსის ნებართვების ბაზრის მომსახურება განხორციელდება ელექტრონული პლატფორმის მეშვეობით. ნებართვით სარგებლობა შესაძლებელი იქნება როგორც ტაქსის მომსახურებით, ისე იჯარის, გირავნობისა და რეალიზაციის ფორმით გადაცემით“, – განაცხადა კახა კალაძემ.
როგორც კალაძემ აღნიშნა, სატრანსპორტო პოლიტიკით გათვალისწინებული ეტაპების დასრულების შემდეგ, 2017 წელთან შედარებით, დედაქალაქის საზოგადოებრივ ტრანსპორტში დაახლოებით 110 ათასი ადგილით მეტი იქნება, ქუჩების გამტარუნარიანობა კი 70%-ით გაიზრდება.