https://sputnik-georgia.com/20230327/mdidrebsac-aqvt-ufleba-politikit-dakavdnen-276154717.html
მდიდრებსაც აქვთ უფლება, რომ პოლიტიკით დაკავდნენ - რაქვიაშვილი
მდიდრებსაც აქვთ უფლება, რომ პოლიტიკით დაკავდნენ - რაქვიაშვილი
Sputnik საქართველო
საქართველოს პარლამენტი განაახლებს „დეოლიგარქიზაციის შესახებ" კანონპროექტის განხილვას, რომელშიც ვენეციის კომისიამ ადამიანის უფლებების დარღვევის რისკები დაინახა. 27.03.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-03-27T17:18+0400
2023-03-27T17:18+0400
2023-03-27T20:53+0400
საქართველოს პარლამენტი
ახალი ამბები
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/03/0e/275778745_0:120:1280:840_1920x0_80_0_0_bc279e9f1d0d4feaf9a532097006e0ac.jpg
თბილისი, 27 მარტი — Sputnik. ადამიანს პოლიტიკაში მონაწილეობის უფლება არ უნდა შეეზღუდოს მხოლოდ იმის გამო, რომ მას დიდი ფინანსები ან ქონება აქვს, განაცხადა ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა, დეპუტატმა პარტია „გირჩიდან" ალექსანდრე რაქვიაშვილმა. გასულ კვირაში ცნობილი გახდა, რომ კანონპროექტი "დეოლიგარქიზაციის შესახებ" მეორე მოსმენით იქნება განხილული, რათა გაითვალისწინონ ვენეციის კომისიის რეკომენდაციები, რომელმაც პროექტის ამჟამინდელ ვერსიაში ადამიანის უფლებების ევროპული კონვენციის დარღვევების რისკები დაინახა. არ მგონია, რომ ადამიანს უნდა შევუზღუდოთ პოლიტიკაში მონაწილეობის უფლება მხოლოდ იმიტომ, რომ მდიდარია ან რამე ქონებას ფლობს. ზედმეტი გავლენის საკითხი უნდა გადავწყვიტოთ ინსტიტუტების რეფორმირების გზით, როგორც ეს რეკომენდაციებში წერია, განაცხადა რაქვიაშვილმა. ის მიიჩნევს, რომ ახალი კანონის მიღებით რეალური დეოლიგარქიზაცია არ მოხდება, რაც ერთ-ერთი პირობაა საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისაღებად. მისი თქმით, საკითხის გადაჭრა შესაძლებელია ნაფიც მსაჯულთა როლის გაფართოებით სასამართლო პროცესის მსვლელობისას. ბრძოლა ოლიგარქებთან: როგორ აპირებენ საქართველოში პრობლემის გადაწყვეტას>>ეს თემა ამ პოლიტიკურ გარემოში საუკეთესო გამოსავალია, აღნიშნა მან. ვენეციის კომისიის დასკვნის მიხედვით, კანონპროექტი „დეოლიგარქიზაციის შესახებ" არსებული სახით ხელისუფლებას ზედმეტ გავლენას ანიჭებს პროცესზე. დასკვნაში ნათქვამია, რომ კანონპროექტში გამოყენებული „პერსონალური მიდგომა" ადამიანებს განსაზღვრავს და ახდენს მათ სტიგმატიზაციას ბუნდოვანი კრიტერიუმების საფუძველზე, შეიცავს ადამიანის უფლებების დარღვევის მაღალ რისკს დასახული მიზნების მიღწევის გარეშე. ვენეციის კომისიამ მხარი დაუჭირა უფრო მეტად სისტემურ მიდგომას, მათ შორის, კანონმდებლობისა და სხვადასხვა სექტორში მომუშავე ინსტიტუტების გაძლიერებას, რათა უზრუნველყოფილი იყოს მათ შორის ეფექტური თანამშრომლობა და ურთიერთდახმარება. საქართველოს მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ლიდერებმა არაერთხელ განაცხადეს, რომ შექმნეს უკრაინის კანონის ანალოგი, რადგან მან ევროკავშირის დადებითი შეფასება მიიღო. საქართველოს პარლამენტმა „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტი მეორე მოსმენაზე დააბრუნა>>რა მიიღო პარლამენტმა? კანონპროექტის მიხედვით, „ოლიგარქი" არის პირი, რომელიც აკმაყოფილებს ოთხი კრიტერიუმიდან მინიმუმ სამს: - მონაწილეობა პოლიტიკურ ცხოვრებაში; - გავლენა მასმედიაზე; - კომპანიის ბენეფიციარული ფლობა, რომელიც იკავებს ბაზარზე დომინანტურ პოზიციას, ინარჩუნებს ან აუმჯობესებს მას წლის განმავლობაში; - პირადი აქტივების ან კომპანიის აქტივების ოდენობა საქართველოში დადგენილ საარსებო მინიმუმს მილიონჯერ აღემატება. პირის ოლიგარქად აღიარების შემდეგ მას „ოლიგარქების რეესტრში" შეიყვანენ. ეს გახდება მისთვის შეზღუდვების დაწესების საფუძველი. კერძოდ, თავად ოლიგარქს და მის ბენეფიციარულ მფლობელობაში არსებულ კომპანიებს ეკრძალება პარტიებისთვის შემოწირულობების გაღება, ასევე თანხების გადარიცხვა კანდიდატების საარჩევნო ფონდში. დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონის შემოწმება – ვენეციის კომისია>>ოლიგარქებს ასევე ეკრძალებათ მონაწილეობის მიღება რაიმე პოლიტიკური მოთხოვნით ჩატარებულ ნებისმიერი პოლიტიკური კამპანიის ან აქციის დაფინანსებაში და ასევე მონაწილეობის მიღება მასშტაბურ საპრივატიზაციო პროექტებში.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/03/0e/275778745_0:0:1280:960_1920x0_80_0_0_0b0b34d9a4c0849299d87dab38d6a67e.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველოს პარლამენტი, ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში
საქართველოს პარლამენტი, ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში
მდიდრებსაც აქვთ უფლება, რომ პოლიტიკით დაკავდნენ - რაქვიაშვილი
17:18 27.03.2023 (განახლებულია: 20:53 27.03.2023) საქართველოს პარლამენტი განაახლებს „დეოლიგარქიზაციის შესახებ" კანონპროექტის განხილვას, რომელშიც ვენეციის კომისიამ ადამიანის უფლებების დარღვევის რისკები დაინახა.
თბილისი, 27 მარტი — Sputnik. ადამიანს პოლიტიკაში მონაწილეობის უფლება არ უნდა შეეზღუდოს მხოლოდ იმის გამო, რომ მას დიდი ფინანსები ან ქონება აქვს, განაცხადა ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა, დეპუტატმა პარტია „გირჩიდან" ალექსანდრე რაქვიაშვილმა.
გასულ კვირაში ცნობილი გახდა, რომ კანონპროექტი "დეოლიგარქიზაციის შესახებ" მეორე მოსმენით იქნება განხილული, რათა გაითვალისწინონ ვენეციის კომისიის რეკომენდაციები, რომელმაც პროექტის ამჟამინდელ ვერსიაში ადამიანის უფლებების ევროპული კონვენციის დარღვევების რისკები დაინახა.
არ მგონია, რომ ადამიანს უნდა შევუზღუდოთ პოლიტიკაში მონაწილეობის უფლება მხოლოდ იმიტომ, რომ მდიდარია ან რამე ქონებას ფლობს. ზედმეტი გავლენის საკითხი უნდა გადავწყვიტოთ ინსტიტუტების რეფორმირების გზით, როგორც ეს რეკომენდაციებში წერია, განაცხადა რაქვიაშვილმა.
ის მიიჩნევს, რომ ახალი კანონის მიღებით რეალური დეოლიგარქიზაცია არ მოხდება, რაც ერთ-ერთი პირობაა საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისაღებად.
მისი თქმით, საკითხის გადაჭრა შესაძლებელია ნაფიც მსაჯულთა როლის გაფართოებით სასამართლო პროცესის მსვლელობისას.
ეს თემა ამ პოლიტიკურ გარემოში საუკეთესო გამოსავალია, აღნიშნა მან.
ვენეციის კომისიის დასკვნის მიხედვით, კანონპროექტი „დეოლიგარქიზაციის შესახებ" არსებული სახით ხელისუფლებას ზედმეტ გავლენას ანიჭებს პროცესზე.
დასკვნაში ნათქვამია, რომ კანონპროექტში გამოყენებული „პერსონალური მიდგომა" ადამიანებს განსაზღვრავს და ახდენს მათ სტიგმატიზაციას ბუნდოვანი კრიტერიუმების საფუძველზე, შეიცავს ადამიანის უფლებების დარღვევის მაღალ რისკს დასახული მიზნების მიღწევის გარეშე.
ვენეციის კომისიამ მხარი დაუჭირა უფრო მეტად სისტემურ მიდგომას, მათ შორის, კანონმდებლობისა და სხვადასხვა სექტორში მომუშავე ინსტიტუტების გაძლიერებას, რათა უზრუნველყოფილი იყოს მათ შორის ეფექტური თანამშრომლობა და ურთიერთდახმარება.
საქართველოს მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ლიდერებმა არაერთხელ განაცხადეს, რომ შექმნეს უკრაინის კანონის ანალოგი, რადგან მან ევროკავშირის დადებითი შეფასება მიიღო.
კანონპროექტის მიხედვით, „ოლიგარქი" არის პირი, რომელიც აკმაყოფილებს ოთხი კრიტერიუმიდან მინიმუმ სამს:
- მონაწილეობა პოლიტიკურ ცხოვრებაში;
- კომპანიის ბენეფიციარული ფლობა, რომელიც იკავებს ბაზარზე დომინანტურ პოზიციას, ინარჩუნებს ან აუმჯობესებს მას წლის განმავლობაში;
- პირადი აქტივების ან კომპანიის აქტივების ოდენობა საქართველოში დადგენილ საარსებო მინიმუმს მილიონჯერ აღემატება.
პირის ოლიგარქად აღიარების შემდეგ მას „ოლიგარქების რეესტრში" შეიყვანენ. ეს გახდება მისთვის შეზღუდვების დაწესების საფუძველი.
კერძოდ, თავად ოლიგარქს და მის ბენეფიციარულ მფლობელობაში არსებულ კომპანიებს ეკრძალება პარტიებისთვის შემოწირულობების გაღება, ასევე თანხების გადარიცხვა კანდიდატების საარჩევნო ფონდში.
ოლიგარქებს ასევე ეკრძალებათ მონაწილეობის მიღება რაიმე პოლიტიკური მოთხოვნით ჩატარებულ ნებისმიერი პოლიტიკური კამპანიის ან აქციის დაფინანსებაში და ასევე მონაწილეობის მიღება მასშტაბურ საპრივატიზაციო პროექტებში.