დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონის შემოწმება – ვენეციის კომისია

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliსაქართველოს პარლამენტი
საქართველოს პარლამენტი - Sputnik საქართველო, 1920, 26.11.2022
გამოწერა
დეოლიგარქიზაცია ერთ–ერთი პირობაა იმისთვის, რომ საქართველომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიიღოს.
თბილისი, 26 ნოემბერი – Sputnik. რადგანაც ვენეციის კომისიის პასუხი „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონის უკრაინულ ვერსიაზე მზად 2023 წელს იქნება, მმართველი პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ ქართული ვერსიის გაგზავნის მიზანშეწონილობას განიხილავს, განაცხადა ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.
საქართველოს პარლამენტმა ვენეციის კომისიაში მოთხოვნა მას შემდეგ გაგზავნა, რაც ჯერ ევროკომისარმა ოლივერ ვარჰეიმ, ხოლო შემდეგ საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ რეკომენდაცია გასწია, კომისიას შეემოწმებინა ორი მოსმენით მიღებული „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ ქართული კანონპროექტი.
„ევროსაბჭოში საქართველოს წარმომადგენლობის მეშვეობით ვენეციის კომისიისგან მივიღეთ ოფიციალური პასუხი, რომ უკრაინულ კანონზე გრძელდება მუშაობა, ის არ არის გაწვეული და მუშა პროცესი მიმდინარეობს. გვითხრეს ასევე, რომ დასკვნა ამ პროექტზე იქნება 2023 წელს, თუმცა თარიღი ვერ დაგვისახელეს, აქედან გამომდინარე ჩვენ ვიმსჯელებთ, რამდენად მიზანშეწონილი არის, რომ ჩვენი პროექტი გაიგზავნოს ვენეციის კომისიაში დასკვნისთვის“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
დეოლიგარქიზაცია ერთ–ერთი პირობაა, რომ საქართველომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიიღოს.
ოპოზიციამ მმართველი პარტიის მიერ ინიცირებულ კანონპროექტს მხარი არ დაუჭირა და განაცხადა, რომ უკრაინული კანონი კარგია იმით, რომ იგი უკრაინის რეალობასთან არის ადაპტირებული, საქართველოს კი სჭირდება კანონი, რომელიც გაითვალისწინებს ქართულ რეალობას. ოპოზიციურმა პარტია „ნაციონალურმა მოძრაობამ“ პარლამენტს კანონის საკუთარი ვერსია წარუდგინა.
„ქართული ოცნება“ ოპოზიციის პროტესტს იმით ხსნის, რომ კანონპროექტის დამტკიცების შემთხვევაში ის შეეხება არა პარტიის დამფუძნებელ ბიძინა ივანიშვილს, რომელიც პოლიტიკიდან 2021 წლის იანვარში წავიდა, არამედ ზოგიერთ ოპოზიციონერს.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
ყველა ახალი ამბავი
0