https://sputnik-georgia.com/20230324/iago-xvicia-nacmozraobis-dasla-saakasvilis-gatavisuflebis-yvelaze-mokle-gzaa-276089493.html
იაგო ხვიჩია: სააკაშვილის გათავისუფლების ყველაზე მოკლე გზა „ნაცმოძრაობის“ დაშლაა
იაგო ხვიჩია: სააკაშვილის გათავისუფლების ყველაზე მოკლე გზა „ნაცმოძრაობის“ დაშლაა
Sputnik საქართველო
ოპოზიციონერმა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს მოუწოდა, მიბაძონ დეპუტატ ხატია დეკანოიძის მაგალითს, რომელმაც პარასკევს პარტიის დატოვების შესახებ განაცხადა. 24.03.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-03-24T21:48+0400
2023-03-24T21:48+0400
2023-03-24T22:49+0400
ახალი ამბები
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/17/261434233_0:256:3092:1995_1920x0_80_0_0_17359a5990d4c8a08e8f1d0638359f7c.jpg
თბილისი, 24 მარტი – Sputnik. საქართველოს მსჯავრდებული ექს-პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების უმოკლესი გზა ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დაშლაა, განაცხადა ოპოზიციური პარტია „გირჩის“ დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ.სააკაშვილი, რომელმაც თავის დროზე დააფუძნა „ნაციონალური მოძრაობა“, 2022 წლის მაისიდან კლინიკა „ვივამედში“ იმყოფება. მისი ოჯახი არასწორ დიაგნოზსა და მკურნალობაზე საუბრობს და ამტკიცებს, რომ საქართველოს ექს-პრეზიდენტი სასწრაფოდ უცხოეთშია გადასაყვანი სამკურნალოდ. 6 თებერვალს კი თბილისის საქალაქო სასამართლომ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო სააკაშვილის გათავისუფლებაზე ან სასჯელის გადავადებაზე უარი განაცხადა.ხატია დეკანოიძე „ნაციონალურ მოძრაობას“ ტოვებს - დეპუტატმა მთავარი მიზეზი დაასახელა >>ოპოზიციონერმა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს მოუწოდა, მიბაძონ დეპუტატ ხატია დეკანოიძის მაგალითს, რომელმაც წუხელ განაცხადა, რომ „ნაცმოძრაობის“ რიგების დატოვებას აპირებს. ერთ-ერთ მიზეზად დეკანოიძემ ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის ვანო მერაბიშვილის გააქტიურება დაასახელა.მაგრამ ეს არგუმენტი ხვიჩიასთვის არ აღმოჩნდა დამაჯერებელი. ოპოზიციონერის თქმით, მერაბიშვილი „ნაცმოძრაობაში“ მისი დაარსების დღიდან იყო და, შესაბამისად, ამ ფაქტორს არაფრის შეცვლა არ შეეძლო.„მეხუთე კოლონის“ გეგმები, ანუ საქართველოს ომში ჩაბმის ოთხი მცდელობა - პრემიერის ხედვა >>რა ხდება „ნაციონალურ მოძრაობაში“მმართველი პარტია უკვე რამდენიმე თვეა „ნაცმოძრაობის" დაშლას აანონსებს. საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგებით, ეს პარტია პოპულარობით მეორეა საქართველოში, თუმცა დიდად ჩამორჩება მმართველ პარტიას.„ნაციონალურ მოძრაობას" რთული პერიოდი უდგას. პარტიაში ორი ბანაკი ჩამოყალიბდა – ნიკა მელიას ზომიერი პოლიტიკის მომხრეები და რადიკალური მოქმედების მომხრე ლევან ხაბეიშვილის მხარდამჭერები. სწორედ ხაბეიშვილმა გაიმარჯვა შიდაპარტიულ არჩევნებში და პარტიის თავმჯდომარის პოსტზე მელია შეცვალა.„ნაცმოძრაობის" ახალ ლიდერად ხაბეიშვილი 6 თებერვალს აირჩიეს. უკვე 9 თებერვალს პარტიამ პარლამენტის მუშაობას ბოიკოტი გამოუცხადა და საქართველოს სხვადასხვა ქალაქში ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით საპროტესტო აქციების გამართვა დაიწყო. სააკაშვილს ექვსი წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი. „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატები პერიოდულად წყვეტენ ბოიკოტს და მონაწილეობენ პარლამენტის მუშაობაში იმ საკითხებზე, რასაც თავად მიიჩნევენ მნიშვნელოვანად.მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ და ზოგიერთი ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები „ნაცმოძრაობის“ ლიდერად ხაბეიშვილის არჩევას პარტიის დასასრულს უწოდებენ. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „ნაციონალურ მოძრაობას" გაკოტრებული, დისკრედიტირებული და მარგინალური რადიკალური ძალა უწოდა.ვანო მერაბიშვილირაც შეეხება მერაბიშვილს, „ქართული ოცნების" ლიდერები მას 2004–2012 წლების „სისხლიანი რეჟიმის" ერთ-ერთ ავტორს უწოდებენ. მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს მერაბიშვილი ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ფიგურა იყო საქართველოში. ხელისუფლების შეცვლის შემდეგ ის სისხლის სამართლის ხუთ საქმეში დამნაშავედ ცნეს და მან ციხეში 6 წელი და 9 თვე დაჰყო.ბოლო პერიოდში ვანო მერაბიშვილმა, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის" სათავეებთან იდგა, რამდენიმე ინტერვიუ მისცა, სადაც განაცხადა, რომ ოპოზიციური პარტია მალე გადავა აქტიურ მოქმედებებზე. მან მასობრივი საპროტესტო აქციები დააანონსა, რომლის მთავარი მიზანი საქართველოს ხელისუფლების შეცვლაა.ამაზე საპასუხოდ კი „ნაციონალურ მოძრაობაში“ განაცხადეს, რომ მერაბიშვილი არ არის პარტიის მენეჯმენტის ნაწილი, არ უკავია არანაირი პარტიული თანამდებობა, არ ახმოვანებს პარტიის პოზიციებს და არ არის ჩართული ყოველდღიურ პარტიულ საქმიანობაში.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/17/261434233_131:188:2611:2048_1920x0_80_0_0_356b76d27fba6c46cbe502746c7d841d.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა
იაგო ხვიჩია: სააკაშვილის გათავისუფლების ყველაზე მოკლე გზა „ნაცმოძრაობის“ დაშლაა
21:48 24.03.2023 (განახლებულია: 22:49 24.03.2023) ოპოზიციონერმა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს მოუწოდა, მიბაძონ დეპუტატ ხატია დეკანოიძის მაგალითს, რომელმაც პარასკევს პარტიის დატოვების შესახებ განაცხადა.
თბილისი, 24 მარტი – Sputnik. საქართველოს მსჯავრდებული ექს-პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების უმოკლესი გზა ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დაშლაა, განაცხადა ოპოზიციური პარტია „გირჩის“ დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ.
სააკაშვილი, რომელმაც თავის დროზე დააფუძნა „ნაციონალური მოძრაობა“, 2022 წლის მაისიდან კლინიკა „ვივამედში“ იმყოფება. მისი ოჯახი არასწორ დიაგნოზსა და მკურნალობაზე საუბრობს და ამტკიცებს, რომ საქართველოს ექს-პრეზიდენტი სასწრაფოდ უცხოეთშია გადასაყვანი სამკურნალოდ. 6 თებერვალს კი თბილისის საქალაქო სასამართლომ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო სააკაშვილის გათავისუფლებაზე ან სასჯელის გადავადებაზე უარი განაცხადა.
„მიშას ნებისმიერმა მოყვარულმა „ნაცმა“ „ნაცმოძრაობა“ უნდა დატოვოს, რადგან მისი დაშლა არის მესამე პრეზიდენტის გათავისუფლების ყველაზე მოკლე გზა. ამას ერთი წელია ვამბობ და ამდენი ხანი აცდენენ ამ კაცს ციხეში იმის გამო, რომ არ იშლებიან“, – განუცხადა ჟურნალისტებს ხვიჩიამ.
ოპოზიციონერმა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს მოუწოდა, მიბაძონ დეპუტატ ხატია დეკანოიძის მაგალითს, რომელმაც წუხელ განაცხადა, რომ „ნაცმოძრაობის“ რიგების დატოვებას აპირებს. ერთ-ერთ მიზეზად დეკანოიძემ ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის ვანო მერაბიშვილის გააქტიურება დაასახელა.
მაგრამ ეს არგუმენტი ხვიჩიასთვის არ აღმოჩნდა დამაჯერებელი. ოპოზიციონერის თქმით, მერაბიშვილი „ნაცმოძრაობაში“ მისი დაარსების დღიდან იყო და, შესაბამისად, ამ ფაქტორს არაფრის შეცვლა არ შეეძლო.
„მანამდეც ხომ ცხადი იყო, რომ მერაბიშვილი იქ იყო. მე არ ვიცი, ეს რისი ბრალია. მგონია, რომ „ნაცმოძრაობას“ არ გააჩნია სასიცოცხლო იდეა. ის არის მილევად რეჟიმში მყოფი პარტია, უბრალოდ, სანამ მიილევა, მანამდე სისხლს გვიშრობს „ქართული ოცნება“ „ნაციონალური მოძრაობის“ გამოყენებით, სინამდვილეში, საკუთარი მმართველობის შესანარჩუნებლად და მიხეილ სააკაშვილის პატიმრობის გასაგრძელებლად“, – განაცხადა ხვიჩიამ.
რა ხდება „ნაციონალურ მოძრაობაში“
მმართველი პარტია უკვე რამდენიმე თვეა „ნაცმოძრაობის" დაშლას აანონსებს. საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგებით, ეს პარტია პოპულარობით მეორეა საქართველოში, თუმცა დიდად ჩამორჩება მმართველ პარტიას.
„ნაციონალურ მოძრაობას" რთული პერიოდი უდგას. პარტიაში ორი ბანაკი ჩამოყალიბდა – ნიკა მელიას ზომიერი პოლიტიკის მომხრეები და რადიკალური მოქმედების მომხრე ლევან ხაბეიშვილის მხარდამჭერები. სწორედ ხაბეიშვილმა გაიმარჯვა შიდაპარტიულ არჩევნებში და პარტიის თავმჯდომარის პოსტზე მელია შეცვალა.
„ნაცმოძრაობის" ახალ ლიდერად ხაბეიშვილი 6 თებერვალს აირჩიეს. უკვე 9 თებერვალს პარტიამ პარლამენტის მუშაობას ბოიკოტი გამოუცხადა და საქართველოს სხვადასხვა ქალაქში ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით საპროტესტო აქციების გამართვა დაიწყო. სააკაშვილს ექვსი წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი. „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატები პერიოდულად წყვეტენ ბოიკოტს და მონაწილეობენ პარლამენტის მუშაობაში იმ საკითხებზე, რასაც თავად მიიჩნევენ მნიშვნელოვანად.
მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ და ზოგიერთი ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები „ნაცმოძრაობის“ ლიდერად ხაბეიშვილის არჩევას პარტიის დასასრულს უწოდებენ. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „ნაციონალურ მოძრაობას" გაკოტრებული, დისკრედიტირებული და მარგინალური რადიკალური ძალა უწოდა.
რაც შეეხება მერაბიშვილს, „ქართული ოცნების" ლიდერები მას 2004–2012 წლების „სისხლიანი რეჟიმის" ერთ-ერთ ავტორს უწოდებენ. მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს მერაბიშვილი ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ფიგურა იყო საქართველოში. ხელისუფლების შეცვლის შემდეგ ის სისხლის სამართლის ხუთ საქმეში დამნაშავედ ცნეს და მან ციხეში 6 წელი და 9 თვე დაჰყო.
ბოლო პერიოდში ვანო მერაბიშვილმა, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის" სათავეებთან იდგა, რამდენიმე ინტერვიუ მისცა, სადაც განაცხადა, რომ ოპოზიციური პარტია მალე გადავა აქტიურ მოქმედებებზე. მან მასობრივი საპროტესტო აქციები დააანონსა, რომლის მთავარი მიზანი საქართველოს ხელისუფლების შეცვლაა.
ამაზე საპასუხოდ კი „ნაციონალურ მოძრაობაში“ განაცხადეს, რომ მერაბიშვილი არ არის პარტიის მენეჯმენტის ნაწილი, არ უკავია არანაირი პარტიული თანამდებობა, არ ახმოვანებს პარტიის პოზიციებს და არ არის ჩართული ყოველდღიურ პარტიულ საქმიანობაში.