https://sputnik-georgia.com/20230324/xatia-dekanoize-nacionalur-mozraobas-tovebs-deputatma-mtavari-mizezi-daasaxela-276073970.html
ხატია დეკანოიძე „ნაციონალურ მოძრაობას“ ტოვებს - დეპუტატმა მთავარი მიზეზი დაასახელა
ხატია დეკანოიძე „ნაციონალურ მოძრაობას“ ტოვებს - დეპუტატმა მთავარი მიზეზი დაასახელა
Sputnik საქართველო
მმართველი პარტია „ნაციონალური მოძრაობის" დაშლის შესახებ რამდენიმე თვეა ლაპარაკობს. 24.03.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-03-24T12:55+0400
2023-03-24T12:55+0400
2023-03-24T17:47+0400
ახალი ამბები
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
პოლიტიკა
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/02/19/251003691_0:14:1363:781_1920x0_80_0_0_768062e3f8673958582067f173ce5670.jpg
თბილისი, 24 მარტი – Sputnik. დეპუტატი ხატია დეკანოიძე ტოვებს ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ რიგებს. ამის შესახებ პოლიტიკოსმა ტელეკომპანია „TV პირველის“ ეთერში განაცხადა.დეკანოიძის თქმით, ის პოლიტიკიდან წასვლას არ აპირებს, ეს მისთვის „პრინციპის და ღირსების საკითხია“. მანამდე, თებერვლის დასაწყისში დეკანოიძემ ფრაქციის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“ თავმჯდომარის პოსტი დატოვა.რაც შეეხება მიზეზებს, როგორც დეკანოიძემ აღნიშნა, მისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მომენტი იყო ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის ვანო მერაბიშვილის გააქტიურება.ვანო მერაბიშვილიბოლო პერიოდში ვანო მერაბიშვილმა, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის" სათავეებთან იდგა, რამდენიმე ინტერვიუ მისცა, სადაც განაცხადა, რომ ოპოზიციური პარტია მალე გადავა აქტიურ მოქმედებებზე. მან მასობრივი საპროტესტო აქციები დააანონსა, რომლის მთავარი მიზანი საქართველოს ხელისუფლების შეცვლაა.კალაძე: ფაშიზმი - „ნაციონალური მოძრაობის“ ხელწერაა >>„ქართული ოცნების" ლიდერები მერაბიშვილს 2004–2012 წლების „სისხლიანი რეჟიმის" ერთ-ერთ ავტორს უწოდებენ. მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს მერაბიშვილი ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ფიგურა იყო საქართველოში. ხელისუფლების შეცვლის შემდეგ ის სისხლის სამართლის ხუთ საქმეში დამნაშავედ ცნეს და მან ციხეში 6 წელი და 9 თვე დაჰყო.რა ხდება „ნაციონალურ მოძრაობაში“მმართველი პარტია უკვე რამდენიმე თვეა „ნაცმოძრაობის" დაშლას აანონსებს. საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგებით, ეს პარტია პოპულარობით მეორეა საქართველოში, თუმცა დიდად ჩამორჩება მმართველ პარტიას.„ნაციონალურ მოძრაობას" რთული პერიოდი უდგას. პარტიაში ორი ბანაკი ჩამოყალიბდა – ნიკა მელიას ზომიერი პოლიტიკის მომხრეები და რადიკალური მოქმედების მომხრე ლევან ხაბეიშვილის მხარდამჭერები. სწორედ ხაბეიშვილმა გაიმარჯვა შიდაპარტიულ არჩევნებში და პარტიის თავმჯდომარის პოსტზე მელია შეცვალა.„ნაცმოძრაობის" ახალ ლიდერად ხაბეიშვილი 6 თებერვალს აირჩიეს. უკვე 9 თებერვალს პარტიამ პარლამენტის მუშაობას ბოიკოტი გამოუცხადა და საქართველოს სხვადასხვა ქალაქში ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით საპროტესტო აქციების გამართვა დაიწყო. სააკაშვილს ექვსი წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი.მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ და ზოგიერთი ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები „ნაცმოძრაობის“ ლიდერად ხაბეიშვილის არჩევას პარტიის დასასრულს უწოდებენ. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „ნაციონალურ მოძრაობას" გაკოტრებული, დისკრედიტირებული და მარგინალური რადიკალური ძალა უწოდა.მიხეილ სააკაშვილის მიერ დაარსებული „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" ქვეყანას 2004-2012 წლებში მართავდა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/02/19/251003691_86:0:1278:894_1920x0_80_0_0_8860026233d34d8bff5cfeb868417ab9.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა
ხატია დეკანოიძე „ნაციონალურ მოძრაობას“ ტოვებს - დეპუტატმა მთავარი მიზეზი დაასახელა
12:55 24.03.2023 (განახლებულია: 17:47 24.03.2023) მმართველი პარტია „ნაციონალური მოძრაობის" დაშლის შესახებ რამდენიმე თვეა ლაპარაკობს.
თბილისი, 24 მარტი – Sputnik. დეპუტატი ხატია დეკანოიძე ტოვებს ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ რიგებს. ამის შესახებ პოლიტიკოსმა ტელეკომპანია „TV პირველის“ ეთერში განაცხადა.
დეკანოიძის თქმით, ის პოლიტიკიდან წასვლას არ აპირებს, ეს მისთვის „პრინციპის და ღირსების საკითხია“. მანამდე, თებერვლის დასაწყისში დეკანოიძემ ფრაქციის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“ თავმჯდომარის პოსტი დატოვა.
„ჩემი და პარტიის ურთიერთობის რაღაცა ეტაპი ალბათ უნდა დასრულდეს... ეს თანამშრომლობა ალბათ დასრულდება. ვერ გეტყვით დროს და მომენტს. ეს ლოგიკურია“, – განაცხადა დეკანოიძემ.
რაც შეეხება მიზეზებს, როგორც დეკანოიძემ აღნიშნა, მისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მომენტი იყო ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის ვანო მერაბიშვილის გააქტიურება.
ბოლო პერიოდში ვანო მერაბიშვილმა, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის" სათავეებთან იდგა, რამდენიმე ინტერვიუ მისცა, სადაც განაცხადა, რომ ოპოზიციური პარტია მალე გადავა აქტიურ მოქმედებებზე. მან მასობრივი საპროტესტო აქციები დააანონსა, რომლის მთავარი მიზანი საქართველოს ხელისუფლების შეცვლაა.
„თუ მერაბიშვილს სურს საჯარო პოლიტიკაში მოსვლა, მაშინ უნდა გაბედოს და მოვიდეს. ჩემთვის ნათელი გახდა, რომ ეს ყველაფერი გვაბრუნებს 2010-2012 წლებში“, – აღნიშნა დეკანოიძემ.
„ქართული ოცნების" ლიდერები მერაბიშვილს 2004–2012 წლების „სისხლიანი რეჟიმის" ერთ-ერთ ავტორს უწოდებენ. მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს მერაბიშვილი ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ფიგურა იყო საქართველოში. ხელისუფლების შეცვლის შემდეგ ის სისხლის სამართლის ხუთ საქმეში დამნაშავედ ცნეს და მან ციხეში 6 წელი და 9 თვე დაჰყო.
რა ხდება „ნაციონალურ მოძრაობაში“
მმართველი პარტია უკვე რამდენიმე თვეა „ნაცმოძრაობის" დაშლას აანონსებს. საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგებით, ეს პარტია პოპულარობით მეორეა საქართველოში, თუმცა დიდად ჩამორჩება მმართველ პარტიას.
„ნაციონალურ მოძრაობას" რთული პერიოდი უდგას. პარტიაში ორი ბანაკი ჩამოყალიბდა – ნიკა მელიას ზომიერი პოლიტიკის მომხრეები და რადიკალური მოქმედების მომხრე ლევან ხაბეიშვილის მხარდამჭერები. სწორედ ხაბეიშვილმა გაიმარჯვა შიდაპარტიულ არჩევნებში და პარტიის თავმჯდომარის პოსტზე მელია შეცვალა.
„ნაცმოძრაობის" ახალ ლიდერად ხაბეიშვილი 6 თებერვალს აირჩიეს. უკვე 9 თებერვალს პარტიამ პარლამენტის მუშაობას ბოიკოტი გამოუცხადა და საქართველოს სხვადასხვა ქალაქში ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით საპროტესტო აქციების გამართვა დაიწყო. სააკაშვილს ექვსი წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი.
მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ და ზოგიერთი ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები „ნაცმოძრაობის“ ლიდერად ხაბეიშვილის არჩევას პარტიის დასასრულს უწოდებენ. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „ნაციონალურ მოძრაობას" გაკოტრებული, დისკრედიტირებული და მარგინალური რადიკალური ძალა უწოდა.
მიხეილ სააკაშვილის მიერ დაარსებული „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" ქვეყანას 2004-2012 წლებში მართავდა.