https://sputnik-georgia.com/20230321/21-marts-dabadebulebi-zodiaqo-daxasiateba-275921812.html
21 მარტს დაბადებულები – ზოდიაქო, დახასიათება, რჩევები
21 მარტს დაბადებულები – ზოდიაქო, დახასიათება, რჩევები
Sputnik საქართველო
გაეცანით 21 მარტს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას, აღმოაჩინეთ საკუთარი თუ თქვენი ახლობლების ხასიათის ნიშან-თვისებები, მათი ფსიქოლოგიური შტრიხები... 21.03.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-03-21T00:15+0400
2023-03-21T00:15+0400
2023-03-21T00:15+0400
ასტროლოგიური პანორამა
ჩვენ და ბუნება
წასაკითხი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24884/04/248840481_0:36:2000:1161_1920x0_80_0_0_2d3baa4ebe17aefe32f13219c8b7de73.jpg
წარმოგიდგენთ წელიწადის თითოეულ დღეს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას - გვერწმუნეთ, დახასიათება ნამდვილად განგაცვიფრებთ21 მარტი - 1 აპრილი21 მარტი - 1 აპრილის პერიოდი ვერძის ნიშნის პირველ დეკადას განეკუთვნება.ამ პერიოდში დაბადებულებს მარსი მფარველობს. ის მათ ანიჭებს დიდ ენერგიას, მიზანსწრაფულობას, უდრეკ ნებისყოფას, სიმტკიცეს, ფეთქებად ხასიათსა და ნამდვილ მამაკაცურ უშიშრობას.მნიშვნელოვანი წლებია: 15, 30, 45 და 75.ამ ადამიანთა სიმბოლოა ფუტკარა (Digitalis ferruginea).მფარველი პლანეტის გავლენით ამ დეკადაში დაბადებულები ბუნებით მეომრები და ლიდერები არიან. ინტუიციისა და სრულყოფილი ლოგიკის შერწყმით შეუძლიათ სიტუაციის განვითარების შესაძლო ვარიანტების შეფასება. რთულ ვითარებებში გონივრულად მოქმედებენ.მათ უნდა გაითვალისწინონ, რომ ღმერთი არ არიან, ყველაფერს ვერ გააკონტროლებენ და ვერ გარდაქმნიან სამყაროს; წინააღმდეგ შემთხვევაში მათ ემუქრებათ გადაღლა, ნერვული სისტემისა და შინაგანი ემოციური რესურსის გამოფიტვა.21 მარტს დაბადებულები21 მარტს დაბადებულები საკმაოდ უჩვეულო ადამიანები არიან. მათი ცხოვრების გზა სავსეა როგორც მწვერვალების ტრიუმფული დაპყრობებით, ისე სასტიკი ვარდნებით, მიმართულებების მკვეთრი ცვლილებებით. მათი დადებითი თვისებებია ძალა, სიჯიუტე, შემოქმედებითი აზროვნების უნარი, ახალი ცოდნისა და უნარების სწრაფი ათვისება. უარყოფითი თვისებებია თავშეუკავებლობა, ფეთქებადი ხასიათი, მოუთმენლობა, ზედმეტად დიდი ამბიციები.ზოდიაქოს ნიშნები, რომლებსაც ერთი ნახვით უყვარდებათ>>ამ ნიშნის წარმომადგენლები თუ ისწავლიან საკუთარი ემოციების გაკონტროლებას, დადებითი თვისებების გამოყენებით შეძლებენ საზოგადოებაში ისეთი მდგომარეობის მოპოვებას, რომელიც მათ ამბიციებს დააკმაყოფილებს.21 მარტს დაბადებულების პირადი მახასიათებლებია უკომპრომისობა, მზადყოფნა სიახლეებისადმი, ზედმეტი პირდაპირობა, ახალ-ახალი შემოქმედებითი იდეებისა და მათი რეალიზების უნარი. ეს თვისებები გაზაფხულის ბუნიობის დღესთანაც არის დაკავშირებული. ეს ასტრონომიული მოვლენა უწინ გაზაფხულის მოსვლას, სინათლის სიბნელეზე გამარჯვებას ნიშნავდა. ეს დღე, მარსის ზეგავლენასთან ერთად, აძლიერებს ამ დღეს დაბადებულების ენერგიას, ანიჭებს მათ შემოქმედებით პოტენციალსა და სუფთა აურას.21 მარტს დაბადებულების მიმართ ხშირად ანტიპათიით არიან გამსჭვალული, რადგან მათ არ უყვართ თვალთმაქცობა, ვერ იტანენ სხვებისადმი დამორჩილებას, ისწრაფვიან ყველაფრის სათავისოდ მორგებისკენ.ამ დღეს დაბადებულები განსაკუთრებული მეოცნებეები და ფანტაზიორები არიან - ნებისმიერი დაუჯერებელი და ფანტასტიკური იდეიდან მატერიალური მოგების მიღება შეუძლიათ. მათ უყვართ ისეთ პროექტებზე მუშაობა, რომლებიც ბევრი ადამიანის ჩართულობას მოითხოვს; პროექტის ხორცშესხმის დროს იქმნება სტრუქტურები, რომლებიც ადრე თუ გვიან ინგრევა, რადგან მისი შემქმნელი მისდამი ინტერესს კარგავს. ამას საფუძვლად შეიძლება ისიც ედოს, რომ ამ დღეს დაბადებულებს არ უყვართ კომპრომისებზე წასვლა არათუ საქმიან პარტნიორებთან, არამედ თავად რეალობასთანაც კი.ვის ირჩევენ პარტნიორად ზოდიაქოს ნიშნები>>სწორედ უკომპრომისობა, პრინციპულობა და ქედუხრელი თავდაჯერებულობა უშლის ხშირად ხელს 21 მარტს დაბადებულებს, რომ საკუთარ თავსა და ცხოვრებას სხვა კუთხიდან, სხვა თვალსაზრისით შეხედონ. ისინი სხვა ადამიანებს უმეტესად სუსტებად, პასიურებად, უმწეოებად მიიჩნევენ.ჯანმრთელობა21 მარტს დაბადებულებს საკმაოდ კარგი ჯანმრთელობა აქვთ. ისინი კარგად იტანენ მარტოობას, არ აშინებთ ავადმყოფობები. ხშირად სერიოზულ დაავადებას ძალზე უჩვეულო მეთოდებით, ან შემთხვევითობის წყალობით უმკლავდებიან. მათ ჯანმრთელი სხეულისა და ფსიქიკის შენარჩუნებაში ცეკვა და იოგა ეხმარებათ. მათი გემოვნება საკვებში დახვეწილობით არ გამოირჩევა, მაგრამ უყვართ ნოყიერი, უხეში და ქორფა საკვები.რჩევა:წარმატების მისაღწევად საკმარისია, ისწავლოთ საკუთარი მრისხანების მართვა, განავითაროთ საკუთარ თავში ტაქტი და სიფაქიზე. ხმამაღლა განაცხადეთ თქვენი სურვილებისა და მოთხოვნების შესახებ, რადგან ადამიანებს სხვისი ფიქრების წაკითხვის უნარი არ აქვთ. ნუ იქნებით მეწვრილმანე, ამპარტავანი და ნუ მოინდომებთ შურისძიებას წლების შემდეგ. სიამაყე და მსგავსი ემოციები რეალობის ადეკვატურად აღქმაში გიშლით ხელს და ამას ცხოვრებისა და თქვენი პიროვნების ტრაგიკული დანგრევა შეუძლია.
https://sputnik-georgia.com/20210321/verZi-zodiaqo-zogadi-daxasiaTeba-251222672.html
https://sputnik-georgia.com/20230307/zodiaqos-nisnebi-cxovrebis-mtavari-azri-275531073.html
https://sputnik-georgia.com/20220728/dieta-zodiaqos-nisnebistvis-268952562.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24884/04/248840481_203:0:1798:1196_1920x0_80_0_0_23b8cf8f6118c8be346446aa4c0b0d16.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ასტროლოგიური პანორამა, ჩვენ და ბუნება , წასაკითხი ამბები
ასტროლოგიური პანორამა, ჩვენ და ბუნება , წასაკითხი ამბები
21 მარტს დაბადებულები – ზოდიაქო, დახასიათება, რჩევები
გაეცანით 21 მარტს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას, აღმოაჩინეთ საკუთარი თუ თქვენი ახლობლების ხასიათის ნიშან-თვისებები, მათი ფსიქოლოგიური შტრიხები, ასევე რჩევები სპეციალურად ამ დღეს დაბადებულებისთვის.
წარმოგიდგენთ წელიწადის თითოეულ დღეს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას - გვერწმუნეთ, დახასიათება ნამდვილად განგაცვიფრებთ
21 მარტი - 1 აპრილის პერიოდი ვერძის ნიშნის პირველ დეკადას განეკუთვნება.
ამ პერიოდში დაბადებულებს მარსი მფარველობს. ის მათ ანიჭებს დიდ ენერგიას, მიზანსწრაფულობას, უდრეკ ნებისყოფას, სიმტკიცეს, ფეთქებად ხასიათსა და ნამდვილ მამაკაცურ უშიშრობას.
მნიშვნელოვანი წლებია: 15, 30, 45 და 75.
ამ ადამიანთა სიმბოლოა ფუტკარა (Digitalis ferruginea).
მფარველი პლანეტის გავლენით ამ დეკადაში დაბადებულები ბუნებით მეომრები და ლიდერები არიან. ინტუიციისა და სრულყოფილი ლოგიკის შერწყმით შეუძლიათ სიტუაციის განვითარების შესაძლო ვარიანტების შეფასება. რთულ ვითარებებში გონივრულად მოქმედებენ.
მათ უნდა გაითვალისწინონ, რომ ღმერთი არ არიან, ყველაფერს ვერ გააკონტროლებენ და ვერ გარდაქმნიან სამყაროს; წინააღმდეგ შემთხვევაში მათ ემუქრებათ გადაღლა, ნერვული სისტემისა და შინაგანი ემოციური რესურსის გამოფიტვა.
21 მარტს დაბადებულები საკმაოდ უჩვეულო ადამიანები არიან. მათი ცხოვრების გზა სავსეა როგორც მწვერვალების ტრიუმფული დაპყრობებით, ისე სასტიკი ვარდნებით, მიმართულებების მკვეთრი ცვლილებებით. მათი დადებითი თვისებებია ძალა, სიჯიუტე, შემოქმედებითი აზროვნების უნარი, ახალი ცოდნისა და უნარების სწრაფი ათვისება. უარყოფითი თვისებებია თავშეუკავებლობა, ფეთქებადი ხასიათი, მოუთმენლობა, ზედმეტად დიდი ამბიციები.
ამ ნიშნის წარმომადგენლები თუ ისწავლიან საკუთარი ემოციების გაკონტროლებას, დადებითი თვისებების გამოყენებით შეძლებენ საზოგადოებაში ისეთი მდგომარეობის მოპოვებას, რომელიც მათ ამბიციებს დააკმაყოფილებს.
21 მარტს დაბადებულების პირადი მახასიათებლებია უკომპრომისობა, მზადყოფნა სიახლეებისადმი, ზედმეტი პირდაპირობა, ახალ-ახალი შემოქმედებითი იდეებისა და მათი რეალიზების უნარი. ეს თვისებები გაზაფხულის ბუნიობის დღესთანაც არის დაკავშირებული. ეს ასტრონომიული მოვლენა უწინ გაზაფხულის მოსვლას, სინათლის სიბნელეზე გამარჯვებას ნიშნავდა. ეს დღე, მარსის ზეგავლენასთან ერთად, აძლიერებს ამ დღეს დაბადებულების ენერგიას, ანიჭებს მათ შემოქმედებით პოტენციალსა და სუფთა აურას.
21 მარტს დაბადებულების მიმართ ხშირად ანტიპათიით არიან გამსჭვალული, რადგან მათ არ უყვართ თვალთმაქცობა, ვერ იტანენ სხვებისადმი დამორჩილებას, ისწრაფვიან ყველაფრის სათავისოდ მორგებისკენ.
ამ დღეს დაბადებულები განსაკუთრებული მეოცნებეები და ფანტაზიორები არიან - ნებისმიერი დაუჯერებელი და ფანტასტიკური იდეიდან მატერიალური მოგების მიღება შეუძლიათ. მათ უყვართ ისეთ პროექტებზე მუშაობა, რომლებიც ბევრი ადამიანის ჩართულობას მოითხოვს; პროექტის ხორცშესხმის დროს იქმნება სტრუქტურები, რომლებიც ადრე თუ გვიან ინგრევა, რადგან მისი შემქმნელი მისდამი ინტერესს კარგავს. ამას საფუძვლად შეიძლება ისიც ედოს, რომ ამ დღეს დაბადებულებს არ უყვართ კომპრომისებზე წასვლა არათუ საქმიან პარტნიორებთან, არამედ თავად რეალობასთანაც კი.
სწორედ უკომპრომისობა, პრინციპულობა და ქედუხრელი თავდაჯერებულობა უშლის ხშირად ხელს 21 მარტს დაბადებულებს, რომ საკუთარ თავსა და ცხოვრებას სხვა კუთხიდან, სხვა თვალსაზრისით შეხედონ. ისინი სხვა ადამიანებს უმეტესად სუსტებად, პასიურებად, უმწეოებად მიიჩნევენ.
21 მარტს დაბადებულებს საკმაოდ კარგი ჯანმრთელობა აქვთ. ისინი კარგად იტანენ მარტოობას, არ აშინებთ ავადმყოფობები. ხშირად სერიოზულ დაავადებას ძალზე უჩვეულო მეთოდებით, ან შემთხვევითობის წყალობით უმკლავდებიან. მათ ჯანმრთელი სხეულისა და ფსიქიკის შენარჩუნებაში ცეკვა და იოგა ეხმარებათ. მათი გემოვნება საკვებში დახვეწილობით არ გამოირჩევა, მაგრამ უყვართ ნოყიერი, უხეში და ქორფა საკვები.
წარმატების მისაღწევად საკმარისია, ისწავლოთ საკუთარი მრისხანების მართვა, განავითაროთ საკუთარ თავში ტაქტი და სიფაქიზე. ხმამაღლა განაცხადეთ თქვენი სურვილებისა და მოთხოვნების შესახებ, რადგან ადამიანებს სხვისი ფიქრების წაკითხვის უნარი არ აქვთ. ნუ იქნებით მეწვრილმანე, ამპარტავანი და ნუ მოინდომებთ შურისძიებას წლების შემდეგ. სიამაყე და მსგავსი ემოციები რეალობის ადეკვატურად აღქმაში გიშლით ხელს და ამას ცხოვრებისა და თქვენი პიროვნების ტრაგიკული დანგრევა შეუძლია.