16:54 05 აგვისტო 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.6190
  • 100 RUB4.1656
  • USD3.0729
კარგი ამბები
მოკლე ბმულის მიღება
973240

ზოგს დიდი დრო სჭირდება იმის გასაცნობიერებლად, რომ შეყვარებულია, ზოგისთვის კი რამდენიმე წამიც საკმარისია

წარმოგიდგენთ ზოდიაქოს ხუთ ნიშანს, რომლებსაც ძალიან ხშირად უყვარდებათ ერთი ნახვით და დიდი დრო არ სჭირდებათ იმის გასაგებად, რომ თავიდან ფეხებამდე სიყვარულის მორევში არიან „ჩათრეული". ამასთან, შესაძლოა, ასეთი სიყვარულის შედეგები მათთვის ძალიან მძიმე იყოს, თან, არაერთხელ, მაგრამ მაინც... სხვაგვარად არ შეუძლიათ.

თევზები

ყველაზე რომანტიკული ნიშანი თავისი ბუნებით ძალზე რბილი და მშვიდია. მაგრამ თუ ამ ნიშნის წარმომადგენლები შეხვდნენ ადამიანს, რომელიც მათ შეხედულებებს იზიარებს, პირველივე დანახვისთანავე შეიძლება შეუყვარდე. ყველაფერს პრიზმაში უყურებენ და თითოეული შეხვედრა ამ ადამიანთან მათთვის პატარა იმედია დიდი და მტკიცე სიყვარულისა. ისინი ემოციებით ცხოვრობენ და მათთვის პირველ ადგილზეა სწორედ ურთიერთგაგება, გულწრფელობა და სიკეთე.

ვერძი

მათთვის აუტანელია ლოდინი, ყოველთვის ისწრაფვიან საკუთარი მიზნისკენ. ამიტომ, თუ ვერძებისთვის პრიორიტეტში სიყვარული და ოჯახია, წამში შეუძლიათ შეყვარება. იწყებენ თავიანთი ემოციების მთელი სპექტრის განცდას და მოუთმენლად ელოდებიან, რომ მოვლენები რაც შეიძლება სწრაფად განვითარდეს.

ვის ირჩევენ პარტნიორად ზოდიაქოს ნიშნები>>

ლომი

ლომები საკმაოდ თავდაჯერებული არიან და თავიანთი გრძნობებისა არ ეშინიათ. როდესაც უყვარდებათ, არ უშინდებიან ძლიერ ემოციებს. იციან, რომ ყოველთვის შეუძლიათ აცდუნონ და ისე გააკეთონ, რომ ისიც შეუყვარდეთ.

მორიელი

თუ მორიელმა დაინახა ადამიანი, რომლის მიმართაც გრძნობებმა „შეიპყრო", მას ვერავინ ვეღარ შეაჩერებს. მისი ვნება შიგნიდან გარეთ გამოვა და კოცნა პირველივე პაემანზე შეიძლება ნორმად მოგეჩვენოთ. ეს ვნება მათ აგიჟებს, ამიტომ ადვილად უყვარდებათ ერთი ნახვით, რომ ლტოლვის ეს შეგრძნება არ ჩაქრეს.

მშვილდოსანი

მშვილდოსნები ძალზე რომანტიკული არიან, სჯერათ ზღაპრების და ყოველთვის ალერსი და მზრუნველობა სწყურიათ. თუ მათ გარემოცვაში შეხვდებიან ადამიანს, რომელიც მათზე იზრუნებს, ისინი სულ ადვილად მიუძღვნიან მათ თავიან გულს. არაერთხელ შეიძლება გამოსცადონ მარცხი სიყვარულში, მაგრამ მათთვის ბევრად მნიშვნელოვანია თბილი ემოციების განცდა, ვიდრე წარუმატებლობა.

მთავარი თემები