https://sputnik-georgia.com/20230320/sakadro-cvlilebebi-vrceldeba-informacia-jandacvis-ministris-sesazlo-secvlis-sesaxeb-275948311.html
საკადრო ცვლილებები: ვრცელდება ინფორმაცია ჯანდაცვის მინისტრის შესაძლო შეცვლის შესახებ
საკადრო ცვლილებები: ვრცელდება ინფორმაცია ჯანდაცვის მინისტრის შესაძლო შეცვლის შესახებ
Sputnik საქართველო
ორშაბათს ცნობილი გახდა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ახალი ხელმძღვანელის დანიშვნის შესახებ. 20.03.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-03-20T19:54+0400
2023-03-20T19:54+0400
2023-03-20T22:03+0400
ახალი ამბები
პოლიტიკა საქართველოში
საქართველო
საქართველოს მთავრობა
დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/03/0b/251141576_0:161:3068:1887_1920x0_80_0_0_1ddf034d6f8cd285cf8defbcb3fe9bc9.jpg
თბილისი, 20 მარტი – Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა უარყო მედიაში გავრცელებული ინფორმაცია ჯანდაცვის მინისტრის ზურაბ აზარაშვილის შესაძლო შეცვლის შესახებ.ორშაბათს საქართველოს მთავრობის მეთაურმა განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი შეცვალა. მის ნაცვლად პრემიერმა პარლამენტის დეპუტატი, 39 წლის გიორგი ამილახვარი დანიშნა, რომელიც აქამდე პარლამენტში განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის პოსტს იკავებდა.პრემიერ-მინისტრს კითხვა ჯანდაცვის მინისტრის შესაძლო შეცვლის შესახებ ბრიფინგზე დაუსვეს, სადაც მთავრობაში საკადრო ცვლილებების შესახებ გახდა ცნობილი. ღარიბაშვილი მოკლე პასუხით შემოიფარგლა და განაცხადა, რომ „ეს ტყუილია“.აზარაშვილი ჯანდაცვის სამინისტროს 2021 წლის დეკემბრიდან ხელმძღვანელობს.პრემიერი: დარწმუნებული ვარ, გიორგი ამილახვარი იქნება წარმატებული მინისტრი >>მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ჯანდაცვის მოქმედი მინისტრი ზურაბ აზარაშვილი თანამდებობას ტოვებს და ამ პოსტზე ინიშნება თეა წულუკიანი – „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, 2012 წლის ბოლოდან მთავრობაში ერთადერთი უცვლელი მინისტრი.2021 წლის მარტიდან დღემდე წულუკიანი კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის პოსტს იკავებს. ის ასევე არის ქვეყნის ვიცე-პრემიერი.წულუკიანი მთავრობაში ყველაზე გამოცდილი მინისტრია. იგი მაშინდელი პრემიერის ბიძინა ივანიშვილის მიერ 2012 წელს ფორმირებულ მინისტრთა კაბინეტში მოხვდა და თანამდებობა ყველა მინისტრზე დიდხანს შეინარჩუნა. ის მუშაობდა მთავრობის ხუთ ხელმძღვანელთან – ბიძინა ივანიშვილთან, ირაკლი ღარიბაშვილთან, გიორგი კვირიკაშვილთან, მამუკა ბახტაძესთან და გიორგი გახარიასთან.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/03/0b/251141576_169:0:2900:2048_1920x0_80_0_0_6a6ab6db9ee50c7db89108d803783a25.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, პოლიტიკა საქართველოში, საქართველო, საქართველოს მთავრობა , დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
ახალი ამბები, პოლიტიკა საქართველოში, საქართველო, საქართველოს მთავრობა , დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
საკადრო ცვლილებები: ვრცელდება ინფორმაცია ჯანდაცვის მინისტრის შესაძლო შეცვლის შესახებ
19:54 20.03.2023 (განახლებულია: 22:03 20.03.2023) ორშაბათს ცნობილი გახდა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ახალი ხელმძღვანელის დანიშვნის შესახებ.
თბილისი, 20 მარტი – Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა უარყო მედიაში გავრცელებული ინფორმაცია ჯანდაცვის მინისტრის ზურაბ აზარაშვილის შესაძლო შეცვლის შესახებ.
ორშაბათს საქართველოს მთავრობის მეთაურმა განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი შეცვალა. მის ნაცვლად პრემიერმა პარლამენტის დეპუტატი, 39 წლის გიორგი ამილახვარი დანიშნა, რომელიც აქამდე პარლამენტში განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის პოსტს იკავებდა.
პრემიერ-მინისტრს კითხვა ჯანდაცვის მინისტრის შესაძლო შეცვლის შესახებ ბრიფინგზე დაუსვეს, სადაც მთავრობაში საკადრო ცვლილებების შესახებ გახდა ცნობილი. ღარიბაშვილი მოკლე პასუხით შემოიფარგლა და განაცხადა, რომ „ეს ტყუილია“.
აზარაშვილი ჯანდაცვის სამინისტროს 2021 წლის დეკემბრიდან ხელმძღვანელობს.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ჯანდაცვის მოქმედი მინისტრი ზურაბ აზარაშვილი თანამდებობას ტოვებს და ამ პოსტზე ინიშნება თეა წულუკიანი – „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, 2012 წლის ბოლოდან მთავრობაში ერთადერთი უცვლელი მინისტრი.
2021 წლის მარტიდან დღემდე წულუკიანი კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის პოსტს იკავებს. ის ასევე არის ქვეყნის ვიცე-პრემიერი.
წულუკიანი მთავრობაში ყველაზე გამოცდილი მინისტრია. იგი მაშინდელი პრემიერის ბიძინა ივანიშვილის მიერ 2012 წელს ფორმირებულ მინისტრთა კაბინეტში მოხვდა და თანამდებობა ყველა მინისტრზე დიდხანს შეინარჩუნა. ის მუშაობდა მთავრობის ხუთ ხელმძღვანელთან – ბიძინა ივანიშვილთან, ირაკლი ღარიბაშვილთან, გიორგი კვირიკაშვილთან, მამუკა ბახტაძესთან და გიორგი გახარიასთან.