უმაღლესი სასწავლებლების ადმინისტრაციაში მუშაობას 65 წელს ზემოთ პირები შეძლებენ

© photo: Sputnik / Stringerთბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი - Sputnik საქართველო, 1920, 14.03.2023
გამოწერა
თბილისი, 14 მარტი — Sputnik. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ადმინისტრაციულ თანამდებობაზე 65 წელს მიღწეული პირის არჩევაზე შეზღუდვა მოიხსნა, ნათქვამია მთავრობის პრეს-სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
აღნიშნული გადაწყვეტილება ორშაბათს, 13 მარტს გამართულ მთავრობის სხდომაზე მიღეს - მინისტრთა კაბინეტის წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 18 საკითხი განიხილეს.
„უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონსა და „მეცნიერების ტექნოლოგიებისა და მათი განვითარების შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებები განათლების სამინისტროს მიერ იყო ინიცირებული.
უმაღლესი განათლება საქართველოში: მიმდინარე სასწავლო წლის მონაცემები>>>
ცვლილებების თანახმად, უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, რომლებმაც საქართველოში საერთაშორისო პროგრამით მიიღეს სრული ზოგადი განათლება, მიეცათ შესაძლებლობა, რომ ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე გააგრძელონ სწავლა საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში.
სხდომის წევრებმა ასევე განიხილეს „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში შესული ცვლილებები, რომელთა საფუძველზეც ზოგად და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს მიეცემათ შესაძლებლობა, სახელმწიფო ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა განახორციელონ დამოუკიდებლად, იურიდიული პირის შექმნის გარეშე.
აღნიშნული ცვლილებები მნიშვნელოვანია როგორც სახელმწიფო ენაში მომზადების პროგრამებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის, ისე საგანმანათლებლო დაწესებულებების დეცენტრალიზაციის კუთხით, ნათქვამია პრეს-სამსახურის განცხადებში.
ყველა ახალი ამბავი
0