https://sputnik-georgia.com/20230313/umaglesi-ganatleba-saqartveloshi-monacemebi-275722723.html
უმაღლესი განათლება საქართველოში: მიმდინარე სასწავლო წლის მონაცემები
უმაღლესი განათლება საქართველოში: მიმდინარე სასწავლო წლის მონაცემები
Sputnik საქართველო
საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში ჩარიცხვა შესაძლებელია ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე. 13.03.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-03-13T10:07+0400
2023-03-13T10:07+0400
2023-03-13T16:14+0400
საქართველო
განათლება საქართველოში
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/08/0e/252583400_0:159:3079:1890_1920x0_80_0_0_8a61b8abdc72b6aff61e013f583d5686.jpg
თბილისი, 13 მარტი — Sputnik. „საქსტატის“ მონაცემებით, 2022/2023 სასწავლო წელს საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში 160 ათასზე მეტი სტუდენტი სწავლობს, რაც წინა სასწავლო წლის მაჩვენებელზე 0,9%-ით მეტია.2022/2023 სასწავლო წელს უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებში ჩაირიცხა 50,1 ათასი სტუდენტი, აქედან 29,4 ათასი სახელმწიფო სასწავლებლებში, 20,7 ათასი კი კერძო სასწავლებლებში. გასული სასწავლო წლის მაჩვენებელთან შედარებით, სტუდენტების მიღება 10,4%-ით (4,7 ათასი) გაიზარდა.2022 წელს უმაღლესი სასწავლებელი 25,8 ათასმა სტუდენტმა დაამთავრა, რაც წინა წელთან შედარებით 0,3%-ით ნაკლებია. აღსანიშნავია, რომ კურსდამთავრებულთა 59,4% ქალია, 40,6% მამაკაცი. სახელმწიფო საგანმანათლებლო დაწესებულებებში კურსდამთავრებულთა რაოდენობა 2,4-ჯერ აღემატება კერძო უნივერსიტეტების კურსდამთავრებულთა რიცხვს.საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში ჩარიცხვა შესაძლებელია ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე, რომლის დროსაც აბიტურიენტებმა უნდა ჩააბარონ სამი სავალდებულო საგანი და კიდევ ერთი საგანი – უნივერსიტეტის არჩევანით.ჩარიცხვა ხდება მიღებული ქულების მიხედვით. მათზეა დამოკიდებული ასევე სახელმწიფო დაფინანსების პროცენტიც.საქართველოში სტუდენტები სახელმწიფოს მხრიდან სარგებლობენ გარკვეული შეღავათებით, მათ შორის, ტრანსპორტით სარგებლობისას, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების მიღებისას, ნაკრძალების, მუზეუმების დათვალიერებისას და ა.შ.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/08/0e/252583400_173:0:2904:2048_1920x0_80_0_0_23cf4f8557f0bb9845cbf2e2753e97fc.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, განათლება საქართველოში , საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო , საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, განათლება საქართველოში , საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო , საზოგადოება, ახალი ამბები
უმაღლესი განათლება საქართველოში: მიმდინარე სასწავლო წლის მონაცემები
10:07 13.03.2023 (განახლებულია: 16:14 13.03.2023) საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში ჩარიცხვა შესაძლებელია ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე.
თბილისი, 13 მარტი — Sputnik. „საქსტატის“ მონაცემებით, 2022/2023 სასწავლო წელს საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში 160 ათასზე მეტი სტუდენტი სწავლობს, რაც წინა სასწავლო წლის მაჩვენებელზე 0,9%-ით მეტია.
2022/2023 სასწავლო წელს უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებში ჩაირიცხა 50,1 ათასი სტუდენტი, აქედან 29,4 ათასი სახელმწიფო სასწავლებლებში, 20,7 ათასი კი კერძო სასწავლებლებში. გასული სასწავლო წლის მაჩვენებელთან შედარებით, სტუდენტების მიღება 10,4%-ით (4,7 ათასი) გაიზარდა.
მიმდინარე სასწავლო წლის დასაწყისში საქართველოში 62 უმაღლესი სასწავლო დაწესებულება მოქმედებდა – 19 სახელმწიფო და 43 კერძო. უმაღლესი სასწავლებლების 64,5% თბილისში მდებარეობს.
2022 წელს უმაღლესი სასწავლებელი 25,8 ათასმა სტუდენტმა დაამთავრა, რაც წინა წელთან შედარებით 0,3%-ით ნაკლებია. აღსანიშნავია, რომ კურსდამთავრებულთა 59,4% ქალია, 40,6% მამაკაცი. სახელმწიფო საგანმანათლებლო დაწესებულებებში კურსდამთავრებულთა რაოდენობა 2,4-ჯერ აღემატება კერძო უნივერსიტეტების კურსდამთავრებულთა რიცხვს.
საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში ჩარიცხვა შესაძლებელია ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე, რომლის დროსაც აბიტურიენტებმა უნდა ჩააბარონ სამი სავალდებულო საგანი და კიდევ ერთი საგანი – უნივერსიტეტის არჩევანით.
ჩარიცხვა ხდება მიღებული ქულების მიხედვით. მათზეა დამოკიდებული ასევე სახელმწიფო დაფინანსების პროცენტიც.
საქართველოში სტუდენტები სახელმწიფოს მხრიდან სარგებლობენ გარკვეული შეღავათებით, მათ შორის, ტრანსპორტით სარგებლობისას, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების მიღებისას, ნაკრძალების, მუზეუმების დათვალიერებისას და ა.შ.