https://sputnik-georgia.com/20230312/12-marts-dabadebulebi-zodiaqo-daxasiateba-275701083.html
12 მარტს დაბადებულები – ზოდიაქო, დახასიათება, რჩევები
12 მარტს დაბადებულები – ზოდიაქო, დახასიათება, რჩევები
Sputnik საქართველო
გაეცანით 12 მარტს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას, აღმოაჩინეთ საკუთარი თუ თქვენი ახლობლების ხასიათის ნიშან-თვისებები, მათი ფსიქოლოგიური შტრიხები... 12.03.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-03-12T00:15+0400
2023-03-12T00:15+0400
2023-03-12T00:15+0400
ასტროლოგიური პანორამა
ჩვენ და ბუნება
წასაკითხი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24449/67/244496781_0:100:1920:1180_1920x0_80_0_0_5097b5deeee7815c2b3363fe56f4113d.jpg
წარმოგიდგენთ წელიწადის თითოეულ დღეს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას - გვერწმუნეთ, დახასიათება ნამდვილად განგაცვიფრებთ.11-20 მარტი11-20 მარტის პერიოდი თევზების ნიშნის მესამე დეკადას განეკუთვნება.დეკადას მეომარი მარსი მართავს. ის ამ პერიოდში დაბადებულებს სიმამაცესა და კომუნიკაბელურობას ანიჭებს. ამ ადამიანებს შეუძლიათ თავის მომგებიანად წარმოდგენა, არიან თავაზიანი და უყვართ გარშემომყოფებისთვის თვალში ნაცრის შეყრა.მნიშვნელოვანი წლებია: 12,15, 24, 30, 36, 45, 48, 60,72.ამ ადამიანთა სიმბოლოა შროშანი12 მარტს დაბადებულები12 მარტს არტისტული, ნიჭიერი, ენერგიული ადამიანები იბადებიან. ისინი ლიდერები არიან, იზიდავენ ადამიანებს, მათ წინ უძღვებიან. ოჯახური ცხოვრება ჰარმონიული და იდეალური აქვთ. იზიდავენ წარმატებებს, ხოლო ფორტუნა ანებივრებს მათ. წარმატებისა და სიმდიდრის მიღწევაში შრომისმოყვარეობა და ჟინი ეხმარება. ისინი პატივს სცემენ ტრადიციებს და უფრთხილდებიან ოჯახს.2 მარტს დაბადებულები სიმტკიცითა და სითამამით გამოირჩევიან. ისინი საოცრად ამტანი და მედგარი არიან ყველაზე რთულ სიტუაციებშიც კი, იმედგაცრუება არ ახასიათებთ, უბრალოდ, გამოცდილებას მომავლისთვის ითვალისწინებენ. ისინი ბრძოლაში იხსნებიან და ეს ბრძოლა თითქოს სიხარულსაც გვრით. არიან რა ნიჭიერი ადამიანები, ხანდახან ცდილობენ, ყველა სფეროში მიაღწიონ წარმატებას, ასე კი შეიძლება მთავარ მიზანს მოწყდნენ, ამიტომ ერთი სფერო უნდა შეარჩიონ და მთელი ძალისხმევა მისკენ მიმართონ.ზოდიაქოს ნიშნები, რომლებსაც ერთი ნახვით უყვარდებათ>>თუ ამას არ გააკეთებენ და საკუთარ თავს შეზღუდვებს არ დაუწესებენ, რომ საქმიანობის ერთი კონკრეტული, არჩეული გზიდან არ გადაუხვიონ, მათ მიმართ ბრალდებების კორიანტელი წამოვა, ხოლო ამ დღეს დაბადებულ ქალებს სხვადასხვა ყვავილზე მოფარფატე პეპლებს შეადარებენ. მათთვის მისაღებია სარისკო და საშიში სიტუაციები, რაც სხვებში შიშს თესავს და გაქცევის სურვილს აჩენს. შესაძლოა, ასეთი პოზიცია იმით აიხსნება, რომ ისინი დარწმუნებული არიან, რომ რისკით მეტი წარმატების მიღწევა და უმაღლესი ჯილდოს მიღება შეიძლება.12 მარტს დაბადებულებს სიამოვნებთ ყურადღების ცენტრში ყოფნა, თუმცა, ამას სახალხოდ არადროს აღიარებენ. იშვიათად საკუთარ თავში ჩაკეტვაც უყვართ და ეჩვენებათ, რომ ამის გარდა სხვა არაფერი სჭირდებათ. მაგრამ საკუთარ თავთან მარტო დარჩენა მალე ბეზრდებათ, იღლებიან და სხვებთან დაგროვებული შთაბეჭდილებების გაზიარების სურვილი უჩნდებათ, ეძებენ ყურადღებიან მსმენელს და ამ დროს შეიძლება გამომწვევმა თვითრეკლამამაც გაიტაცოს. ამ დღეს დაბაბდებულები იოლად უთავსებენ ერთმანეთს ფიზიკურ წარმოდგენებს მეტაფიზიკურთან. მრავალმხრივი გონება მათ საშუალებას აძლევს, უფრო ფართოდ იფიქრონ, გააანალიზონ, მიზეზებისა და შედეგების ჯაჭვი შეკრან. მათ შიგნით ბუდობს ღრმა რწმენა იმისა, რომ ყოველივე დროებითია.მიუხედავად იმისა, არიან მორწმუნენი თუ არა რელიგიური თვალსაზრისით, სწამთ, რომ არსებობენ უმაღლესი ძალები, რომლებიც განაგებენ დედამიწაზე ყველაფერს. 12 მარტს დაბადებულებს შესანიშნავი აბსტრაქტული აზროვნება აქვთ. ამიტომ ფრთხილად უნდა იყვნენ თავიანთ მსჯელობებსა და რწმენასთან დაკავშირებულ საკითხებში, შეზღუდონ არააადეკვატური „ფილოსოფია", ამან შეიძლება ემოციური არამდგრადობა გამოიწვიოს. მათთვის აუცილებელია წონასწორობის პოვნა და მისი შენარჩუნება.ვის ირჩევენ პარტნიორად ზოდიაქოს ნიშნები>>ჯანმრთელობა12 მარტს დაბადებულები ფსიქიკურად ძლიერი ადამიანები არიან, თუმცა ემოციური არამდგრადობა ახასიათებს. მათ ახალგაზრდობიდანვე უნდა მიაქციონ ყურადღება თავიანთ შინაგან მდგომარეობას, გამოავლინონ პრობლემები და აღმოფხვრან ისინი. ამაში შეიძლება დაეხმაროთ ორგანიზმზე აქტიური ზემოქმედება. ძალიან წაადგებათ ენერგიული ვარჯიშები, სექსუალური განმუხტვა. ისინი არ იცავენ დიეტას და მიირთმევენ იმას, რაც სურთ და მათ ორგანიზმს ეს არ ვნებს და თუ პრობლემა იქმნება, პირველ რიგში, წონის მატებასთან დაკავშირებით, ძალიან მცირე ალბათობაა იმისა, რომ ამ ჩვეულებაზე უარი თქვან.რჩევა:იპოვეთ ჰარმონია პიროვნების შინაგან სულიერ მხარესა და მატერიალურობას შორის. ნუ გამოედევნებით წარსულს. სენსაციურობა თქვენთვის არ არის. აჩვენეთ გარშემომყოფებს თქვენი საუკეთესო მხარეები, თუმცა, მიიღეთ უარყოფითიც – საკუთარიცა და გარემო სამყაროსიც.
https://sputnik-georgia.com/20210220/Tevzebi-zogadi-daxasiaTeba-250948657.html
https://sputnik-georgia.com/20230103/rogori-simtvrale-aqvs-zodiaqos-nisnebs-273633845.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24449/67/244496781_107:0:1814:1280_1920x0_80_0_0_b70259657d8d9b1e3b62b4fb33654e56.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ასტროლოგიური პანორამა, ჩვენ და ბუნება , წასაკითხი ამბები
ასტროლოგიური პანორამა, ჩვენ და ბუნება , წასაკითხი ამბები
12 მარტს დაბადებულები – ზოდიაქო, დახასიათება, რჩევები
გაეცანით 12 მარტს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას, აღმოაჩინეთ საკუთარი თუ თქვენი ახლობლების ხასიათის ნიშან-თვისებები, მათი ფსიქოლოგიური შტრიხები, ასევე რჩევები სპეციალურად ამ დღეს დაბადებულებისთვის.
წარმოგიდგენთ წელიწადის თითოეულ დღეს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას - გვერწმუნეთ, დახასიათება ნამდვილად განგაცვიფრებთ.
11-20 მარტის პერიოდი თევზების ნიშნის მესამე დეკადას განეკუთვნება.
დეკადას მეომარი მარსი მართავს. ის ამ პერიოდში დაბადებულებს სიმამაცესა და კომუნიკაბელურობას ანიჭებს. ამ ადამიანებს შეუძლიათ თავის მომგებიანად წარმოდგენა, არიან თავაზიანი და უყვართ გარშემომყოფებისთვის თვალში ნაცრის შეყრა.
მნიშვნელოვანი წლებია: 12,15, 24, 30, 36, 45, 48, 60,72.
ამ ადამიანთა სიმბოლოა შროშანი
12 მარტს არტისტული, ნიჭიერი, ენერგიული ადამიანები იბადებიან. ისინი ლიდერები არიან, იზიდავენ ადამიანებს, მათ წინ უძღვებიან. ოჯახური ცხოვრება ჰარმონიული და იდეალური აქვთ. იზიდავენ წარმატებებს, ხოლო ფორტუნა ანებივრებს მათ. წარმატებისა და სიმდიდრის მიღწევაში შრომისმოყვარეობა და ჟინი ეხმარება. ისინი პატივს სცემენ ტრადიციებს და უფრთხილდებიან ოჯახს.
2 მარტს დაბადებულები სიმტკიცითა და სითამამით გამოირჩევიან. ისინი საოცრად ამტანი და მედგარი არიან ყველაზე რთულ სიტუაციებშიც კი, იმედგაცრუება არ ახასიათებთ, უბრალოდ, გამოცდილებას მომავლისთვის ითვალისწინებენ. ისინი ბრძოლაში იხსნებიან და ეს ბრძოლა თითქოს სიხარულსაც გვრით. არიან რა ნიჭიერი ადამიანები, ხანდახან ცდილობენ, ყველა სფეროში მიაღწიონ წარმატებას, ასე კი შეიძლება მთავარ მიზანს მოწყდნენ, ამიტომ ერთი სფერო უნდა შეარჩიონ და მთელი ძალისხმევა მისკენ მიმართონ.
თუ ამას არ გააკეთებენ და საკუთარ თავს შეზღუდვებს არ დაუწესებენ, რომ საქმიანობის ერთი კონკრეტული, არჩეული გზიდან არ გადაუხვიონ, მათ მიმართ ბრალდებების კორიანტელი წამოვა, ხოლო ამ დღეს დაბადებულ ქალებს სხვადასხვა ყვავილზე მოფარფატე პეპლებს შეადარებენ. მათთვის მისაღებია სარისკო და საშიში სიტუაციები, რაც სხვებში შიშს თესავს და გაქცევის სურვილს აჩენს. შესაძლოა, ასეთი პოზიცია იმით აიხსნება, რომ ისინი დარწმუნებული არიან, რომ რისკით მეტი წარმატების მიღწევა და უმაღლესი ჯილდოს მიღება შეიძლება.
12 მარტს დაბადებულებს სიამოვნებთ ყურადღების ცენტრში ყოფნა, თუმცა, ამას სახალხოდ არადროს აღიარებენ. იშვიათად საკუთარ თავში ჩაკეტვაც უყვართ და ეჩვენებათ, რომ ამის გარდა სხვა არაფერი სჭირდებათ. მაგრამ საკუთარ თავთან მარტო დარჩენა მალე ბეზრდებათ, იღლებიან და სხვებთან დაგროვებული შთაბეჭდილებების გაზიარების სურვილი უჩნდებათ, ეძებენ ყურადღებიან მსმენელს და ამ დროს შეიძლება გამომწვევმა თვითრეკლამამაც გაიტაცოს.
ამ დღეს დაბაბდებულები იოლად უთავსებენ ერთმანეთს ფიზიკურ წარმოდგენებს მეტაფიზიკურთან. მრავალმხრივი გონება მათ საშუალებას აძლევს, უფრო ფართოდ იფიქრონ, გააანალიზონ, მიზეზებისა და შედეგების ჯაჭვი შეკრან. მათ შიგნით ბუდობს ღრმა რწმენა იმისა, რომ ყოველივე დროებითია.
მიუხედავად იმისა, არიან მორწმუნენი თუ არა რელიგიური თვალსაზრისით, სწამთ, რომ არსებობენ უმაღლესი ძალები, რომლებიც განაგებენ დედამიწაზე ყველაფერს. 12 მარტს დაბადებულებს შესანიშნავი აბსტრაქტული აზროვნება აქვთ. ამიტომ ფრთხილად უნდა იყვნენ თავიანთ მსჯელობებსა და რწმენასთან დაკავშირებულ საკითხებში, შეზღუდონ არააადეკვატური „ფილოსოფია", ამან შეიძლება ემოციური არამდგრადობა გამოიწვიოს. მათთვის აუცილებელია წონასწორობის პოვნა და მისი შენარჩუნება.
12 მარტს დაბადებულები ფსიქიკურად ძლიერი ადამიანები არიან, თუმცა ემოციური არამდგრადობა ახასიათებს. მათ ახალგაზრდობიდანვე უნდა მიაქციონ ყურადღება თავიანთ შინაგან მდგომარეობას, გამოავლინონ პრობლემები და აღმოფხვრან ისინი. ამაში შეიძლება დაეხმაროთ ორგანიზმზე აქტიური ზემოქმედება. ძალიან წაადგებათ ენერგიული ვარჯიშები, სექსუალური განმუხტვა. ისინი არ იცავენ დიეტას და მიირთმევენ იმას, რაც სურთ და მათ ორგანიზმს ეს არ ვნებს და თუ პრობლემა იქმნება, პირველ რიგში, წონის მატებასთან დაკავშირებით, ძალიან მცირე ალბათობაა იმისა, რომ ამ ჩვეულებაზე უარი თქვან.
იპოვეთ ჰარმონია პიროვნების შინაგან სულიერ მხარესა და მატერიალურობას შორის. ნუ გამოედევნებით წარსულს. სენსაციურობა თქვენთვის არ არის. აჩვენეთ გარშემომყოფებს თქვენი საუკეთესო მხარეები, თუმცა, მიიღეთ უარყოფითიც – საკუთარიცა და გარემო სამყაროსიც.