https://sputnik-georgia.com/20230307/itb-berlin-saqartvelos-gala-mirebaze-275518004.html
„უბრალოდ, ვაუ!" - ITB Berlin-ის ორგანიზატორები საქართველოს გალა-მიღებაზე
„უბრალოდ, ვაუ!" - ITB Berlin-ის ორგანიზატორები საქართველოს გალა-მიღებაზე
Sputnik საქართველო
საერთაშორისო გამოფენაზე საქართველოს სლოგანია „უსაზღვრო სტუმართმოყვარეობა". 07.03.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-03-07T11:54+0400
2023-03-07T11:54+0400
2023-03-07T16:50+0400
ტურიზმი საქართველოში
ტურიზმი
საქართველო
ახალი ამბები
გერმანია
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/03/07/275512933_0:192:2048:1344_1920x0_80_0_0_d56d5b758996274db8a8a6a0a8303fc7.jpg
თბილისი, 7 მარტი — Sputnik. საერთაშორისო ტურისტული გამოფენა ITB Berlin-ის ორგანიზატორები გამოეხმაურნენ გალა-მიღებას, რომელიც საქართველომ ღონისძიების გახსნის დღეს გამართა და მას გამაოგნებელი და შთამბეჭდავი უწოდეს. საერთაშორისო გამოფენა ITB Berlin, სადაც საქართველო წელს მასპინძელი ქვეყანაა, გრანდიოზული ქართული კონცერტით გაიხსნა, რომლის პროგრამა მრავალფეროვნებით გამოირჩეოდა. ღონისძიება 9 მარტამდე გაგრძელდება. ITB Berlin ასევე წერს, რომ გაოგნებული არიან საქართველოს მიერ წარმოდგენილი პროგრამით: ეთნოჯაზი, ელექტრონული ჰანგები, კლასიკური და ტრადიციული მუსიკა, სუხიშვილების ქართული ნაციონალური ბალეტის, რუსთავის ანსამბლის ტრადიციული ქართული მრავალხმიანობის, საქართველოს სიმფონიური ორკესტრის წარმოდგენები და მრავალი სხვა. ITB Berlin 2023-ზე საქართველოს ლოზუნგია „უსაზღვრო სტუმართმასპინძლობა". საზეიმო გალა-გახსნას მსოფლიოს 181 ქვეყნის დაახლოებით 2,5 ათასი მაღალი რანგის სტუმარი ესწრებოდა. სტუმრებს საშუალება ჰქონდათ, გაცნობოდნენ ქართულ კულტურას, ტრადიციებსა და სამზარეულოს. ღონისძიების მონაწილეების წინაშე სიტყვით გამოვიდა საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი. საქართველოს პრემიერი ბერლინის ტურისტული გამოფენის გახსნის ცერემონიაზე წარდგა>>ქართული პროგრამა ITB Berlin-ზესაქართველოს ტურისტული სექტორის 80-მდე წარმომადგენელი 950 კვადრატული მეტრი ფართობის საქართველოს სტენდზე პრეზენტაციას გამართავს. გამოფენის ფარგლებში ქართული ღვინის დეგუსტაცია და კულინარიული მასტერ-კლასები გაიმართება, რომელზეც წარმოდგენილი იქნება აგრეთვე ხელნაკეთი ნამუშევრები. საქართველოს დელეგაცია გახსნის პანელურ დისკუსიას "საქართველოს თავგადასავლები, შესაძლებლობები, შეთავაზებები და გამოწვევები". გამოფენის ფარგლებში ქართული დელეგაცია მონაწილეობას მიიღებს სესიებში: "მინისტრების მრგვალი მაგიდა - ტრანსფორმაციის ფორმირება გლობალური მასშტაბით" და "გენდერული თანასწორობა ტურიზმში". 7 მარტს საქართველოს ეკონომიკის მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი ქვეყნის ტურისტული პოტენციალის შესახებ პრეზენტაციას გამართავს. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, თავის მხრივ, პრეზენტაციას გამართავს საქართველოს საქმიანი ტურიზმის შესახებ. „საქართველო მსოფლიოს დაფარული მარგალიტია" - ITB Berlin-ის დირექტორი საქართველოზე>>8 მარტს საქართველო ბერლინის ტურისტულ გამოფენაზე უმასპინძლებს სპეციალურ ღონისძიებას "სათავგადასავლო ტურიზმის აღმოჩენა საქართველოში". სპიკერები იქნებიან საქართველოს სამთო გიდების ასოციაციის, შემომყვან ტუროპერატორთა ასოციაციის ხელმძღვანელები და სხვა ორგანიზაციების წარმომადგენლები. ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად გამოფენაში მონაწილეობას მიიღებენ აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი, თბილისის მერია, ტურისტული ასოციაციები, დანიშნულების მართვის ორგანიზაციები, 44 ტუროპერატორი და 23 სასტუმრო – ჯამში 80-მდე ქართული კომპანია. კოვიდ-პანდემიამდე ყოველწლიურად გამოფენაზე 180-ზე მეტი ქვეყნის 10 ათასზე მეტი კომპანია იყო წარმოდგენილი. საერთაშორისო ტურისტულ გამოფენას 160 ათასზე მეტი ვიზიტორი, მათ შორის 113.500 ბიზნეს-ვიზიტორი სტუმრობდა. ღონისძიებას საერთაშორისო მედიის 500 წარმომადგენელი აშუქებდა. ITB Berlin 1966 წლიდან მსოფლიოს წამყვანი ტურისტული გამოფენაა, რომელიც ასახავს საერთაშორისო ტურიზმის განვითარების ყველა ძირითად ტენდენციას. გამოფენა პირველად 1966 წელს გაიმართა და მას შემდეგ მსოფლიო პოპულარობა მოიპოვა.ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
საქართველო
გერმანია
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/03/07/275512933_0:0:2048:1536_1920x0_80_0_0_97924e0f16b3f6d996f53bf57e85579d.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ტურიზმი საქართველოში, ტურიზმი, საქართველო, ახალი ამბები, გერმანია
ტურიზმი საქართველოში, ტურიზმი, საქართველო, ახალი ამბები, გერმანია
„უბრალოდ, ვაუ!" - ITB Berlin-ის ორგანიზატორები საქართველოს გალა-მიღებაზე
11:54 07.03.2023 (განახლებულია: 16:50 07.03.2023) საერთაშორისო გამოფენაზე საქართველოს სლოგანია „უსაზღვრო სტუმართმოყვარეობა".
თბილისი, 7 მარტი — Sputnik. საერთაშორისო ტურისტული გამოფენა ITB Berlin-ის ორგანიზატორები გამოეხმაურნენ გალა-მიღებას, რომელიც საქართველომ ღონისძიების გახსნის დღეს გამართა და მას გამაოგნებელი და შთამბეჭდავი უწოდეს.
საერთაშორისო გამოფენა ITB Berlin, სადაც საქართველო წელს მასპინძელი ქვეყანაა, გრანდიოზული ქართული კონცერტით გაიხსნა, რომლის პროგრამა მრავალფეროვნებით გამოირჩეოდა. ღონისძიება 9 მარტამდე გაგრძელდება.
„უბრალოდ, ვაუ! „უსასრულო ქართული კულტურა – მევენახეობის საწყისებიდან თანამედროვე ავანგარდულ ხელოვნებამდე" – რა შთამბეჭდავი მოგზაურობაა კავკასიის ქვეყნის კულტურულ და ეთნიკურ მრავალფეროვნებაში!" – ნათქვამია ITB Berlin-ის ორგანიზატორების განცხადებაში სოციალურ ქსელში.
ITB Berlin ასევე წერს, რომ გაოგნებული არიან საქართველოს მიერ წარმოდგენილი პროგრამით: ეთნოჯაზი, ელექტრონული ჰანგები, კლასიკური და ტრადიციული მუსიკა, სუხიშვილების ქართული ნაციონალური ბალეტის, რუსთავის ანსამბლის ტრადიციული ქართული მრავალხმიანობის, საქართველოს სიმფონიური ორკესტრის წარმოდგენები და მრავალი სხვა.
„აღმოაჩინეთ საქართველოს უსაზღვრო სტუმართმოყვარეობა მომდევნო სამი დღის განმავლობაში საქართველოს შთამბეჭდავ პავილიონში ITB Berlin-ზე", – ნათქვამია განცხადებაში.
ITB Berlin 2023-ზე საქართველოს ლოზუნგია „უსაზღვრო სტუმართმასპინძლობა".
საზეიმო გალა-გახსნას მსოფლიოს 181 ქვეყნის დაახლოებით 2,5 ათასი მაღალი რანგის სტუმარი ესწრებოდა. სტუმრებს საშუალება ჰქონდათ, გაცნობოდნენ ქართულ კულტურას, ტრადიციებსა და სამზარეულოს. ღონისძიების მონაწილეების წინაშე სიტყვით გამოვიდა საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი.
ქართული პროგრამა ITB Berlin-ზე
საქართველოს ტურისტული სექტორის 80-მდე წარმომადგენელი 950 კვადრატული მეტრი ფართობის საქართველოს სტენდზე პრეზენტაციას გამართავს.
გამოფენის ფარგლებში ქართული ღვინის დეგუსტაცია და კულინარიული მასტერ-კლასები გაიმართება, რომელზეც წარმოდგენილი იქნება აგრეთვე ხელნაკეთი ნამუშევრები.
საქართველოს დელეგაცია გახსნის პანელურ დისკუსიას "საქართველოს თავგადასავლები, შესაძლებლობები, შეთავაზებები და გამოწვევები". გამოფენის ფარგლებში ქართული დელეგაცია მონაწილეობას მიიღებს სესიებში: "მინისტრების მრგვალი მაგიდა - ტრანსფორმაციის ფორმირება გლობალური მასშტაბით" და "გენდერული თანასწორობა ტურიზმში".
7 მარტს საქართველოს ეკონომიკის მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი ქვეყნის ტურისტული პოტენციალის შესახებ პრეზენტაციას გამართავს. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, თავის მხრივ, პრეზენტაციას გამართავს საქართველოს საქმიანი ტურიზმის შესახებ.
8 მარტს საქართველო ბერლინის ტურისტულ გამოფენაზე უმასპინძლებს სპეციალურ ღონისძიებას "სათავგადასავლო ტურიზმის აღმოჩენა საქართველოში". სპიკერები იქნებიან საქართველოს სამთო გიდების ასოციაციის, შემომყვან ტუროპერატორთა ასოციაციის ხელმძღვანელები და სხვა ორგანიზაციების წარმომადგენლები.
ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად გამოფენაში მონაწილეობას მიიღებენ აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი, თბილისის მერია, ტურისტული ასოციაციები, დანიშნულების მართვის ორგანიზაციები, 44 ტუროპერატორი და 23 სასტუმრო – ჯამში 80-მდე ქართული კომპანია.
კოვიდ-პანდემიამდე ყოველწლიურად გამოფენაზე 180-ზე მეტი ქვეყნის 10 ათასზე მეტი კომპანია იყო წარმოდგენილი. საერთაშორისო ტურისტულ გამოფენას 160 ათასზე მეტი ვიზიტორი, მათ შორის 113.500 ბიზნეს-ვიზიტორი სტუმრობდა. ღონისძიებას საერთაშორისო მედიის 500 წარმომადგენელი აშუქებდა.
ITB Berlin 1966 წლიდან მსოფლიოს წამყვანი ტურისტული გამოფენაა, რომელიც ასახავს საერთაშორისო ტურიზმის განვითარების ყველა ძირითად ტენდენციას. გამოფენა პირველად 1966 წელს გაიმართა და მას შემდეგ მსოფლიო პოპულარობა მოიპოვა.