ჯანდაცვის მინისტრი: თურქული მედიკამენტები ხარისხიანია

© Sputnik / Alexander Imedashviliმომხმარებელი აფთიაქში
მომხმარებელი აფთიაქში - Sputnik საქართველო, 1920, 02.03.2023
გამოწერა
2022 წლის 2 მარტიდან საქართველომ თურქეთის ფარმაცევტული ბაზარი გახსნა.
თბილისი, 2 მარტი — Sputnik. საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა თურქული მედიკამენტების ხარისხთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ ისინი იგივე ხარისხისაა, რაც ევროპული წამლები, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2".
2022 წლის ნოემბერში საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ქვეყნის ერთ-ერთ მსხვილ სააფთიაქო ქსელ PSP-ს მომხმარებლების შეცდომაში შეყვანის გამო უსაყვედურა.
პრემიერის თქმით, გავრცელდა ინფორმაცია, რომ როდესაც მყიდველი შედის ამ სააფთიაქო ქსელში და გარკვეული მედიკამენტის ყიდვა სურს, მას ეკითხებიან, რომელი სჭირდება კონკრეტულად – „ძვირი და ხარისხიანი“ თუ „თურქული და უხარისხო“.
სკანდალი წამლების ფასებთან დაკავშირებით: კონკურენციის სააგენტო ბაზარს სწავლობს>>>
როგორც ჯანდაცვის მინისტრმა აღნიშნა, თურქული წამლების ხარისხი ისეთივეა, როგორც დანარჩენი მედიკამენტების, უბრალოდ ქვეყანაში მათი შემოტანის რეჟიმის გამარტივების გამო ისინი ევროპიდან შემოტანილ მედიკამენტებზე გაცილებით იაფია.

„შემიძლია სრული პასუხისმგებლობით დაგიდასტუროთ, რომ თურქეთში მედიკამენტები და მწარმოებელი ქარხნები ისეთივე ხარისხიანია, როგორც ევროპასა და სხვა განვითარებულ ქვეყნებში", – განაცხადა აზარაშვილმა.

მისი თქმით, ყველა მედიკამენტს აქვს შესაბამისი ხარისხის სერტიფიკატი და ეს პროცესი საქართველოში მკაცრად კონტროლდება.
„ყველა მედიკამენტი შეესაბამება სტანდარტს. სპეკულაცია იმის შესახებ, თითქოს თურქული მედიკამენტები უხარისხოა, უბრალოდ უსაფუძვლოა. ეს ის მედიკამენტებია, რომელთა ევროპული ანალოგები ორ-სამჯერ ძვირი ღირს", – განაცხადა აზარაშვილმა.
2022 წლის 2 მარტიდან საქართველომ თურქეთის ფარმაცევტული ბაზარი გახსნა. ამ ცვლილების შემდეგ ქვეყანაში მედიკამენტებზე ფასები 60-80%-ით შემცირდა.
ყველა ახალი ამბავი
0