სკანდალი წამლების ფასებთან დაკავშირებით: კონკურენციის სააგენტო ბაზარს სწავლობს

© photo: Sputnik / Stringerაფთიაქი
აფთიაქი - Sputnik საქართველო, 1920, 24.02.2023
გამოწერა
დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში სააგენტოს უფლება აქვს გამოიყენოს სანქციები, რაც საფინანსო ბრუნვის 5 პროცენტამდე ჯარიმას ითვალისწინებს.
თბილისი, 24 თებერვალი – Sputnik. კონკურენციის ეროვნული სააგენტო კონკრეტულ მედიკამენტებზე ფასების ზრდის საკითხს სწავლობს, განაცხადა სააგენტოს ხელმძღვანელმა ირაკლი ლექვინაძემ.
ჯანდაცვის უწყებამ ფარმაცევტული კომპანიების ნაწილი რეფერენტული ფასების ამოქმედების შემდეგ თურქეთიდან იმპორტირებულ მედიკამენტებზე ფასების ხელოვნურ ზრდაში დაადანაშაულა. ფრმაცევტული კომპანიების ასოციაციაში, თავის მხრივ, განაცხადეს, რომ ამჟამად ბაზრის ადაპტაცია მიმდინარეობს და კომპანიები კანონის ყველა პირობას იცავენ, ხოლო კონკრეტულ შემთხვევაში ფასის მატება შესასყიდი ფასის მატებას უკავშირდება.

„ჩვენ ვსწავლობთ და ვაფასებთ წინასწარ ინფორმაციას იმ კონკრეტულ მედიკამენტებზე, რომელთა ფასიც მკვეთრად გაიზარდა, და მედიკამენტების ბაზარზე მოქმედი კომპანიების პოზიციებს ვსწავლობთ“, – განაცხადა ლექვინაძემ.

ამასთან, მან აღნიშნა, რომ კონკრეტულ მედიკამენტებზე და მათ ჩამნაცვლებელ მედიკამენტებზე დომინანტური პოზიციების გამოვლენის შემთხვევაში კონკურენციის ეროვნულ სააგენტოს შეუძლია ამაზე რეაგირება მოახდინოს.
„პირველადი მონაცემების დამუშავების შემდეგ გვეცოდინება, გვექნება თუ არა გადაწყვეტილება მოკვლევის დაწყების შესახებ და რამდენად არის თავსებადი ქმედება კონკურენციის შესახებ საქართველოში მოქმედ კანონმდებლობასთან“, – განაცხადა ლექვინაძემ.
მან ასევე აღნიშნა, რომ დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში სააგენტოს აქვს სანქციების გამოყენების უფლება, რაც საფინანსო ბრუნვის 5 პროცენტამდე ოდენობის ჯარიმას გულისხმობს.
2023 წლიდან საქართველოს ხელისუფლებამ რეფერენტული ფასები, ანუ ფასების მაქსიმალური ზღვარი დაადგინა, რომლის ზემოთაც ქვეყანაში მედიკამენტების გაყიდვა იკრძალება. 15 თებერვლიდან საქართველოში იკრძალება ქრონიკული და ონკოლოგიური დაავადებების სამკურნალო მედიკამენტების სახელმწიფოს მიერ დადგენილ ფასებზე ძვირად გაყიდვა.
რეფერენტული ფასის ქვეშ იგულისხმება მაქსიმალური ფასის ზღვარი ლარში, ფასნამატთან ერთად. ფასებს საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო საცალო და საბითუმო ვაჭრობისთვის ცალ-ცალკე ადგენს.
ჯანდაცვის უწყება ზოგიერთ კომპანიას წამლებზე ფასების ხელოვნურად მომატებაში ადანაშაულებს>>
ჯანდაცვის სამინისტრომ საპილოტო რეჟიმში აამოქმედა მედიკამენტების მიმოქცევის მონიტორინგის ელექტრონული სისტემა.
ამ სისტემაში გროვდება ინფორმაცია წამლების ბრუნვის, მარაგის, საცალო და საბითუმო ფასების შესახებ ქვეყანაში, რომელსაც ჯანდაცვის სამინისტროს წარუდგენენ კომპანიები, რომლებიც ფარმაცევტული პროდუქციით ვაჭრობენ.
ახალი წესების დამრღვევი 15 მარტამდე გაფრთხილებას მიიღებს, შემდეგ კი 5 ათასი ლარის ოდენობის ჯარიმა დაეკისრება.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
ყველა ახალი ამბავი
0