https://sputnik-georgia.com/20230301/saqartvelo-itb-berlin-maspinzeli-qveyanaa-275360359.html
„უსაზღვრო სტუმარმასპინძლობა“ - საქართველოს ლოზუნგი ITB Berlin-ზე
„უსაზღვრო სტუმარმასპინძლობა“ - საქართველოს ლოზუნგი ITB Berlin-ზე
Sputnik საქართველო
წელს საქართველო ბერლინის ტურისტულ გამოფენა ITB 2023-ზე მასპინძელი ქვეყნის სტატუსით წარდგება. 01.03.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-03-01T17:07+0400
2023-03-01T17:07+0400
2023-03-01T20:54+0400
საქართველო
ტურიზმი საქართველოში
გერმანია
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23218/24/232182438_0:0:2939:1654_1920x0_80_0_0_67942c539e5ff9d67fbff67d8c6e36fd.jpg
თბილისი, 1 მარტი — Sputnik. მსოფლიოში ერთ-ერთ უდიდეს ტურისტულ გამოფენა ITB Berlin-ზე საქართველო სლოგანით „უსაზღვრო სტუმარმასპინძლობა“ და მრავალფეროვანი კულტურული პროგრამით წარდგება, ნათქვამია ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.წელს საქართველო ბერლინის ტურისტული გამოფენა ITB 2023-ის მასპინძელი ქვეყანაა. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია გამოფენაზე 80-მდე კომპანიასთან ერთად წარდგება.გამოფენა გრანდიოზული ქართული კონცერტით გაიხსნება. კონცერტის ორგანიზატორების თქმით, პროგრამა იქნება მდიდარი და მრავალფეროვანი. საზეიმო გახსნას 180 ქვეყნიდან 2,5 ათასამდე მაღალი რანგის სტუმარი დაესწრება.გამოფენის გახსნამდე, 6 მარტს საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი საერთაშორისო მედიისთვის პრესკონფერენციას გამართავს.როგორ წარდგება საქართველო ბერლინის ტურისტულ გამოფენაზე>>>6 მარტს გამოფენის გახსნის ფარგლებში სპეციალური ღონისძიება „უსაზღვრო ქართული კულტურა“ გაიმართება, სადაც წარმოდგენილი იქნება ქართული კულტურის ისტორია, თანამედროვე ხელოვნება, ეთნო ჯაზი, კლასიკური და ელექტრონული მუსიკა, ქართული ნაციონალური ბალეტი და ა.შ. საზეიმო გახსნის დღეს სტუმრები ქართულ კულტურას, ტრადიციებსა და სამზარეულოს გაეცნობიან.ITB Berlin ოფიციალურად 7 მარტს საქართველოს სტენდთან გაიხსნება. ლენტის გაჭრის ცერემონიაში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ბერლინის მერი ფრანცისკა გიფი, გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივანი ზურაბ პოლოლიკაშვილი და ITB Berlin-ის გამოფენის აღმასრულებელი დირექტორი.7-9 მარტს გამოფენის მთავარი სცენა საქართველოს, როგორც მასპინძელ ქვეყანას დაეთმობა. საქართველოს ტურისტული სექტორის 80-მდე წარმომადგენელი 950 კვადრატული მეტრი ფართობის საქართველოს სტენდზე პრეზენტაციას გამართავს.გამოფენის ფარგლებში ქართული ღვინის დეგუსტაცია და კულინარიული მასტერ-კლასები გაიმართება, რომელზეც წარმოდგენილი იქნება ხელნაკეთი ნამუშევრები.საქართველოს დელეგაცია გახსნის პანელურ დისკუსიას „საქართველოს თავგადასავლები, შესაძლებლობები, შეთავაზებები და გამოწვევები“. გამოფენის ფარგლებში ქართული დელეგაცია მონაწილეობას მიიღებს სესიებში: „მინისტრების მრგვალი მაგიდა - ტრანსფორმაციის ფორმირება გლობალური მასშტაბით“ და „გენდერული თანასწორობა ტურიზმში“.ITB Berlin: თქვენი მოგზაურობა თბილისში დასამახსოვრებელი იქნება>>>7 მარტს საქართველოს ეკონომიკის მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი ქვეყნის ტურისტული პოტენციალის შესახებ პრეზენტაციას გამართავს. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, თავის მხრივ, პრეზენტაციას გამართავს საქართველოს საქმიანი ტურიზმის შესახებ.8 მარტს საქართველო ბერლინის ტურისტულ გამოფენაზე უმასპინძლებს სპეციალურ ღონისძიებას „სათავგადასავლო ტურიზმის აღმოჩენა საქართველოში“. სპიკერები იქნებიან საქართველოს სამთო გიდების ასოციაციის, შემომყვან ტუროპერატორთა ასოციაციის ხელმძღვანელები და სხვა ორგანიზაციების წარმომადგენლები.ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად გამოფენაში მონაწილეობას მიიღებს აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი, თბილისის მერია, ტურისტული ასოციაციები, დანიშნულების მართვის ორგანიზაციები, 44 ტუროპერატორი და 23 სასტუმრო – ჯამში 80-მდე ქართული კომპანია.ITB Berlin 1966 წლიდან მსოფლიოს წამყვანი ტურისტული გამოფენაა, რომელიც ასახავს საერთაშორისო ტურიზმის განვითარების ყველა ძირითად ტენდენციას. გამოფენა პირველად 1966 წელს გაიმართა და მას შემდეგ მსოფლიო პოპულარობა მოიპოვა.კოვიდ-პანდემიამდე ყოველწლიურად გამოფენაზე 180-ზე მეტი ქვეყნის 10 ათასზე მეტი კომპანია იყო წარმოდგენილი. საერთაშორისო ტურისტულ გამოფენას 160 ათასზე მეტი ვიზიტორი, მათ შორის 113.500 ბიზნეს-ვიზიტორი სტუმრობდა.
საქართველო
გერმანია
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23218/24/232182438_91:0:2822:2048_1920x0_80_0_0_ec844db602a7c0cfaf6484e3733c788f.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, ტურიზმი საქართველოში, გერმანია , საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, ტურიზმი საქართველოში, გერმანია , საზოგადოება, ახალი ამბები
„უსაზღვრო სტუმარმასპინძლობა“ - საქართველოს ლოზუნგი ITB Berlin-ზე
17:07 01.03.2023 (განახლებულია: 20:54 01.03.2023) წელს საქართველო ბერლინის ტურისტულ გამოფენა ITB 2023-ზე მასპინძელი ქვეყნის სტატუსით წარდგება.
თბილისი, 1 მარტი — Sputnik. მსოფლიოში ერთ-ერთ უდიდეს ტურისტულ გამოფენა ITB Berlin-ზე საქართველო სლოგანით „უსაზღვრო სტუმარმასპინძლობა“ და მრავალფეროვანი კულტურული პროგრამით წარდგება, ნათქვამია ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
წელს საქართველო ბერლინის ტურისტული გამოფენა ITB 2023-ის მასპინძელი ქვეყანაა. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია გამოფენაზე 80-მდე კომპანიასთან ერთად წარდგება.
გამოფენა გრანდიოზული ქართული კონცერტით გაიხსნება. კონცერტის ორგანიზატორების თქმით, პროგრამა იქნება მდიდარი და მრავალფეროვანი. საზეიმო გახსნას 180 ქვეყნიდან 2,5 ათასამდე მაღალი რანგის სტუმარი დაესწრება.
გამოფენის გახსნამდე, 6 მარტს საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი საერთაშორისო მედიისთვის პრესკონფერენციას გამართავს.
6 მარტს გამოფენის გახსნის ფარგლებში სპეციალური ღონისძიება „უსაზღვრო ქართული კულტურა“ გაიმართება, სადაც წარმოდგენილი იქნება ქართული კულტურის ისტორია, თანამედროვე ხელოვნება, ეთნო ჯაზი, კლასიკური და ელექტრონული მუსიკა, ქართული ნაციონალური ბალეტი და ა.შ. საზეიმო გახსნის დღეს სტუმრები ქართულ კულტურას, ტრადიციებსა და სამზარეულოს გაეცნობიან.
ITB Berlin ოფიციალურად 7 მარტს საქართველოს სტენდთან გაიხსნება. ლენტის გაჭრის ცერემონიაში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ბერლინის მერი ფრანცისკა გიფი, გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივანი ზურაბ პოლოლიკაშვილი და ITB Berlin-ის გამოფენის აღმასრულებელი დირექტორი.
7-9 მარტს გამოფენის მთავარი სცენა საქართველოს, როგორც მასპინძელ ქვეყანას დაეთმობა. საქართველოს ტურისტული სექტორის 80-მდე წარმომადგენელი 950 კვადრატული მეტრი ფართობის საქართველოს სტენდზე პრეზენტაციას გამართავს.
გამოფენის ფარგლებში ქართული ღვინის დეგუსტაცია და კულინარიული მასტერ-კლასები გაიმართება, რომელზეც წარმოდგენილი იქნება ხელნაკეთი ნამუშევრები.
საქართველოს დელეგაცია გახსნის პანელურ დისკუსიას „საქართველოს თავგადასავლები, შესაძლებლობები, შეთავაზებები და გამოწვევები“. გამოფენის ფარგლებში ქართული დელეგაცია მონაწილეობას მიიღებს სესიებში: „მინისტრების მრგვალი მაგიდა - ტრანსფორმაციის ფორმირება გლობალური მასშტაბით“ და „გენდერული თანასწორობა ტურიზმში“.
7 მარტს საქართველოს ეკონომიკის მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი ქვეყნის ტურისტული პოტენციალის შესახებ პრეზენტაციას გამართავს. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, თავის მხრივ, პრეზენტაციას გამართავს საქართველოს საქმიანი ტურიზმის შესახებ.
8 მარტს საქართველო ბერლინის ტურისტულ გამოფენაზე უმასპინძლებს სპეციალურ ღონისძიებას „სათავგადასავლო ტურიზმის აღმოჩენა საქართველოში“. სპიკერები იქნებიან საქართველოს სამთო გიდების ასოციაციის, შემომყვან ტუროპერატორთა ასოციაციის ხელმძღვანელები და სხვა ორგანიზაციების წარმომადგენლები.
ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად გამოფენაში მონაწილეობას მიიღებს აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი, თბილისის მერია, ტურისტული ასოციაციები, დანიშნულების მართვის ორგანიზაციები, 44 ტუროპერატორი და 23 სასტუმრო – ჯამში 80-მდე ქართული კომპანია.
ITB Berlin 1966 წლიდან მსოფლიოს წამყვანი ტურისტული გამოფენაა, რომელიც ასახავს საერთაშორისო ტურიზმის განვითარების ყველა ძირითად ტენდენციას. გამოფენა პირველად 1966 წელს გაიმართა და მას შემდეგ მსოფლიო პოპულარობა მოიპოვა.
კოვიდ-პანდემიამდე ყოველწლიურად გამოფენაზე 180-ზე მეტი ქვეყნის 10 ათასზე მეტი კომპანია იყო წარმოდგენილი. საერთაშორისო ტურისტულ გამოფენას 160 ათასზე მეტი ვიზიტორი, მათ შორის 113.500 ბიზნეს-ვიზიტორი სტუმრობდა.