https://sputnik-georgia.com/20230222/saqartvelo-berlinis-turistul-gamofenaze-275133004.html
როგორ წარდგება საქართველო ბერლინის ტურისტულ გამოფენაზე
როგორ წარდგება საქართველო ბერლინის ტურისტულ გამოფენაზე
Sputnik საქართველო
წელს საქართველო ბერლინის ტურისტულ გამოფენა ITB 2023-ზე მასპინძელი ქვეყნის სტატუსით წარდგება. 22.02.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-02-22T15:16+0400
2023-02-22T15:16+0400
2023-02-22T20:57+0400
ტურიზმი საქართველოში
ახალი ამბები
საქართველო
გერმანია
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24847/41/248474154_0:156:3001:1844_1920x0_80_0_0_b76f4ab443f53fde7919701943397744.jpg
თბილისი, 22 თებერვალი – Sputnik. გერმანიის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში მონაწილე კომპანიებს საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მაია ომიაძემ ბერლინში დაგეგმილი ღონისძიებების დეტალები გააცნო.წელს საქართველო ბერლინის ტურისტული გამოფენა ITB 2023-ის მასპინძელი ქვეყანაა. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია გამოფენაზე 80-მდე კომპანიასთან ერთად წარდგება.მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი ტურისტული გამოფენა 6 მარტს კულტურული პროგრამით გაიხსნება. გაიმართება ტრადიციული და თანამედროვე ელემენტებისგან შემდგარი ქართული კონცერტი. საზეიმო გახსნას 180 ქვეყნიდან 2.500-მდე მაღალი რანგის სტუმარი დაესწრება.ბერლინის ტურისტული გამოფენა ოფიციალურად საქართველოს სტენდთან ლენტის გაჭრით გაიხსნება. საქართველოს პრეზენტაციას 60-მდე საერთაშორისო ჟურნალისტი და ტუროპერატორი დაესწრება. საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ შეხვედრები მოეწყობა ტუროპერატორებთან და გერმანული მასმედიის წარმომადგენლებთან.საქართველო ისრაელის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე წარდგა>>მაია ომიაძის განცხადებით, გამოფენის მთავარი სტენდი დამთვალიერებლებს ქართული სტუმარმასპინძლობის უსაზღვრო შესაძლებლობებს გააცნობს.გამოფენის ფარგლებში ქართული კალიგრაფიის მასტერ-კლასი მოეწყობა. სტუმრები გაეცნობიან ტიხრულ მინანქარს, ქართულ კერძებსა და ღვინოს. გამოფენის ვიზიტორები საქართველოს სათავგადასავლო ტურიზმს ვირტუალურ რეალობაში ესტუმრებიან. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საკონვენციო და საგამოფენო ბიურო შეხვედრებს გამართავს წამყვან საერთაშორისო კომპანიებთან.ITB Berlin 1966 წლიდან მსოფლიოს წამყვანი სამოგზაურო სავაჭრო გამოფენაა, რომელიც ასახავს საერთაშორისო ტურიზმის განვითარების ყველა ძირითად ტენდენციას. გამოფენა პირველად 1966 წელს გაიმართა და მას შემდეგ მსოფლიო პოპულარობა მოიპოვა.კოვიდ-პანდემიამდე ყოველწლიურად გამოფენაზე 180-ზე მეტი ქვეყნის 10 ათასზე მეტი კომპანია იყო წარმოდგენილი. საერთაშორისო ტურისტულ გამოფენას 160 ათასზე მეტი ვიზიტორი, მათ შორის 113.500 ბიზნეს-ვიზიტორი სტუმრობდა.
საქართველო
გერმანია
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24847/41/248474154_166:0:2833:2000_1920x0_80_0_0_e38daeeebfbf3806287465ab80ce75b7.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ტურიზმი საქართველოში, ახალი ამბები, საქართველო, გერმანია
ტურიზმი საქართველოში, ახალი ამბები, საქართველო, გერმანია
როგორ წარდგება საქართველო ბერლინის ტურისტულ გამოფენაზე
15:16 22.02.2023 (განახლებულია: 20:57 22.02.2023) წელს საქართველო ბერლინის ტურისტულ გამოფენა ITB 2023-ზე მასპინძელი ქვეყნის სტატუსით წარდგება.
თბილისი, 22 თებერვალი – Sputnik. გერმანიის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში მონაწილე კომპანიებს საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მაია ომიაძემ ბერლინში დაგეგმილი ღონისძიებების დეტალები გააცნო.
წელს საქართველო ბერლინის ტურისტული გამოფენა ITB 2023-ის მასპინძელი ქვეყანაა. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია გამოფენაზე 80-მდე კომპანიასთან ერთად წარდგება.
მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი ტურისტული გამოფენა 6 მარტს კულტურული პროგრამით გაიხსნება. გაიმართება ტრადიციული და თანამედროვე ელემენტებისგან შემდგარი ქართული კონცერტი. საზეიმო გახსნას 180 ქვეყნიდან 2.500-მდე მაღალი რანგის სტუმარი დაესწრება.
ბერლინის ტურისტული გამოფენა ოფიციალურად საქართველოს სტენდთან ლენტის გაჭრით გაიხსნება. საქართველოს პრეზენტაციას 60-მდე საერთაშორისო ჟურნალისტი და ტუროპერატორი დაესწრება. საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ შეხვედრები მოეწყობა ტუროპერატორებთან და გერმანული მასმედიის წარმომადგენლებთან.
მაია ომიაძის განცხადებით, გამოფენის მთავარი სტენდი დამთვალიერებლებს ქართული სტუმარმასპინძლობის უსაზღვრო შესაძლებლობებს გააცნობს.
გამოფენის ფარგლებში ქართული კალიგრაფიის მასტერ-კლასი მოეწყობა. სტუმრები გაეცნობიან ტიხრულ მინანქარს, ქართულ კერძებსა და ღვინოს. გამოფენის ვიზიტორები საქართველოს სათავგადასავლო ტურიზმს ვირტუალურ რეალობაში ესტუმრებიან. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საკონვენციო და საგამოფენო ბიურო შეხვედრებს გამართავს წამყვან საერთაშორისო კომპანიებთან.
ITB Berlin 1966 წლიდან მსოფლიოს წამყვანი სამოგზაურო სავაჭრო გამოფენაა, რომელიც ასახავს საერთაშორისო ტურიზმის განვითარების ყველა ძირითად ტენდენციას. გამოფენა პირველად 1966 წელს გაიმართა და მას შემდეგ მსოფლიო პოპულარობა მოიპოვა.
კოვიდ-პანდემიამდე ყოველწლიურად გამოფენაზე 180-ზე მეტი ქვეყნის 10 ათასზე მეტი კომპანია იყო წარმოდგენილი. საერთაშორისო ტურისტულ გამოფენას 160 ათასზე მეტი ვიზიტორი, მათ შორის 113.500 ბიზნეს-ვიზიტორი სტუმრობდა.