https://sputnik-georgia.com/20230228/itb-berlin-tbilisi-tbilisshi-mogzaurobisken-mouwodebs-moqalaqeebs-275316092.html
ITB Berlin: თქვენი მოგზაურობა თბილისში დასამახსოვრებელი იქნება
ITB Berlin: თქვენი მოგზაურობა თბილისში დასამახსოვრებელი იქნება
Sputnik საქართველო
მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი ტურისტული გამოფენა 6 მარტს კულტურული პროგრამით გაიხსნება. 28.02.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-02-28T15:40+0400
2023-02-28T15:40+0400
2023-02-28T20:35+0400
საქართველო
ტურიზმი საქართველოში
გერმანია
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/03/0c/251150512_0:160:3073:1888_1920x0_80_0_0_8d099e6d47077e10168d7bf269213c23.jpg
თბილისი, 28 თებერვალი – Sputnik. მსოფლიოში ერთ-ერთმა უდიდესმა ტურისტულმა გამოფენა ITB Berlin-მა საკუთარ სოციალურ პლატფორმებზე საქართველოს შესახებ პოსტი გამოაქვეყნა. ამის შესახებ ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია აქვეყნებს.წელს საქართველო ბერლინის ტურისტული გამოფენა ITB 2023-ის მასპინძელი ქვეყანაა. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია გამოფენაზე 80-მდე კომპანიასთან ერთად წარდგება.ბერლინის ტურისტული გამოფენა სოციალური ქსელის მომხმარებელს საქართველოს შესახებ მეტი ინფორმაციის მისაღებად გამოფენაზე დასწრებას ურჩევს.ITB 2023 ბერლინში 6-9 მარტს გაიმართება. მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი ტურისტული გამოფენა 6 მარტს კულტურული პროგრამით გაიხსნება. გაიმართება ტრადიციული და თანამედროვე ელემენტებისგან შემდგარი ქართული კონცერტი. საზეიმო გახსნას 180 ქვეყნიდან 2,5 ათასამდე მაღალი რანგის სტუმარი დაესწრება. ბერლინის ტურისტული გამოფენა ოფიციალურად საქართველოს სტენდთან ლენტის გაჭრით გაიხსნება. საქართველოს პრეზენტაციას 60-მდე საერთაშორისო ჟურნალისტი და ტუროპერატორი დაესწრება. საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ შეხვედრები მოეწყობა ტუროპერატორებთან და გერმანული მასმედიის წარმომადგენლებთან.გამოფენის ფარგლებში ქართული კალიგრაფიის მასტერ-კლასი მოეწყობა. სტუმრები გაეცნობიან ტიხრულ მინანქარს, ქართულ კერძებსა და ღვინოს. გამოფენის ვიზიტორები საქართველოს სათავგადასავლო ტურიზმს ვირტუალურ რეალობაში ესტუმრებიან. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საკონვენციო და საგამოფენო ბიურო შეხვედრებს გამართავს წამყვან საერთაშორისო კომპანიებთან.ITB Berlin 1966 წლიდან მსოფლიოს წამყვანი სამოგზაურო სავაჭრო გამოფენაა, რომელიც ასახავს საერთაშორისო ტურიზმის განვითარების ყველა ძირითად ტენდენციას. გამოფენა პირველად 1966 წელს გაიმართა და მას შემდეგ მსოფლიო პოპულარობა მოიპოვა.კოვიდ-პანდემიამდე ყოველწლიურად გამოფენაზე 180-ზე მეტი ქვეყნის 10 ათასზე მეტი კომპანია იყო წარმოდგენილი. საერთაშორისო ტურისტულ გამოფენას 160 ათასზე მეტი ვიზიტორი, მათ შორის 113.500 ბიზნეს-ვიზიტორი სტუმრობდა.
საქართველო
გერმანია
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/03/0c/251150512_170:0:2901:2048_1920x0_80_0_0_5ccd54e0c1c6d83162e2acbe24f8abb6.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, ტურიზმი საქართველოში, გერმანია , საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, ტურიზმი საქართველოში, გერმანია , საზოგადოება, ახალი ამბები
ITB Berlin: თქვენი მოგზაურობა თბილისში დასამახსოვრებელი იქნება
15:40 28.02.2023 (განახლებულია: 20:35 28.02.2023) მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი ტურისტული გამოფენა 6 მარტს კულტურული პროგრამით გაიხსნება.
თბილისი, 28 თებერვალი – Sputnik. მსოფლიოში ერთ-ერთმა უდიდესმა ტურისტულმა გამოფენა ITB Berlin-მა საკუთარ სოციალურ პლატფორმებზე საქართველოს შესახებ პოსტი გამოაქვეყნა. ამის შესახებ ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია აქვეყნებს.
წელს საქართველო ბერლინის ტურისტული გამოფენა ITB 2023-ის მასპინძელი ქვეყანაა. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია გამოფენაზე 80-მდე კომპანიასთან ერთად წარდგება.
„თუ ოცნებობთ მსოფლიოს ულამაზესი ადგილების მონახულებაზე და წლევანდელი სამოგზაურო გეგმა ჯერ კიდევ არ შეგიდგენიათ, ჩვენ გაგიზიარებთ ერთ საიდუმლოს: ყოფილხართ ოდესმე საქართველოს დედაქალაქში? ეს არის ქალაქი ულამაზესი პარკებით, ჩანჩქერებით და მუზეუმებით, კარგი რესტორნებითა და, რა თქმა უნდა, მზარდი ღამის კლუბებით“, – ნათქვამია გამოფენის ორგანიზატორების განცხადებაში.
ბერლინის ტურისტული გამოფენა სოციალური ქსელის მომხმარებელს საქართველოს შესახებ მეტი ინფორმაციის მისაღებად გამოფენაზე დასწრებას ურჩევს.
ITB 2023 ბერლინში 6-9 მარტს გაიმართება. მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი ტურისტული გამოფენა 6 მარტს კულტურული პროგრამით გაიხსნება. გაიმართება ტრადიციული და თანამედროვე ელემენტებისგან შემდგარი ქართული კონცერტი. საზეიმო გახსნას 180 ქვეყნიდან 2,5 ათასამდე მაღალი რანგის სტუმარი დაესწრება.
ბერლინის ტურისტული გამოფენა ოფიციალურად საქართველოს სტენდთან ლენტის გაჭრით გაიხსნება. საქართველოს პრეზენტაციას 60-მდე საერთაშორისო ჟურნალისტი და ტუროპერატორი დაესწრება. საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ შეხვედრები მოეწყობა ტუროპერატორებთან და გერმანული მასმედიის წარმომადგენლებთან.
გამოფენის ფარგლებში ქართული კალიგრაფიის მასტერ-კლასი მოეწყობა. სტუმრები გაეცნობიან ტიხრულ მინანქარს, ქართულ კერძებსა და ღვინოს. გამოფენის ვიზიტორები საქართველოს სათავგადასავლო ტურიზმს ვირტუალურ რეალობაში ესტუმრებიან. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საკონვენციო და საგამოფენო ბიურო შეხვედრებს გამართავს წამყვან საერთაშორისო კომპანიებთან.
ITB Berlin 1966 წლიდან მსოფლიოს წამყვანი სამოგზაურო სავაჭრო გამოფენაა, რომელიც ასახავს საერთაშორისო ტურიზმის განვითარების ყველა ძირითად ტენდენციას. გამოფენა პირველად 1966 წელს გაიმართა და მას შემდეგ მსოფლიო პოპულარობა მოიპოვა.
კოვიდ-პანდემიამდე ყოველწლიურად გამოფენაზე 180-ზე მეტი ქვეყნის 10 ათასზე მეტი კომპანია იყო წარმოდგენილი. საერთაშორისო ტურისტულ გამოფენას 160 ათასზე მეტი ვიზიტორი, მათ შორის 113.500 ბიზნეს-ვიზიტორი სტუმრობდა.