როცა კარგ მკითხველად დარჩენას ამჯობინებ

© courtesy of Amiran Bagdavadzeამირან ბაღდავაძე
ამირან ბაღდავაძე - Sputnik საქართველო, 1920, 22.02.2023
გამოწერა
დღეს, სამწუხაროდ, იშვიათად ნახავთ ადამიანს, რომლისთვისაც წიგნის კითხვა პრიორიტეტად რჩება. ამ მასალის დღევანდელი გმირი უთუოდ მათ რიცხვშია. თანაც, ინტერნეტში განთავსებულზე მეტად ის დაბეჭდილი წიგნის კითხვას ანიჭებს უპირატესობას.
ამირან ბაღდავაძე პროფესიით ინჟინერ-მშენებელია, მაგრამ ლიტერატურა და, კერძოდ, მხატვრული ლიტერატურა მისი პირველი და უმთავრესი სიყვარულის საგანია.
- ბატონო ამირან, ბავშვობაში ვინ შეგაყვარათ წიგნის კითხვა?
- სანამ კითხვას შევძლებდი, მანამდე ბევრი რამ უკვე „წაკითხული“ მქონდა. მხოლოდ იმიტომ დავასახელებ რამდენიმეს, რომ ლიტონი ნათქვამი არ გამომივიდეს. ესენია: „თქმულებები რობინ ჰუდზე“, უოლტერ სკოტის „აივენჰო“, ლადო მრელაშვილის „იყალთოელი ბიჭები“. ამ წიგნებს მამა მიკითხავდა. დამოუკიდებლად კითხვა, ალბათ, ექვსი წლიდან დავიწყე, უფრო ადრე ვერ ვიტყვი, ტყუილი გამომივა.
© photo: courtesy of Amiran Bagdavadzeამირან ბაღდავაძე
ამირან ბაღდავაძე - Sputnik საქართველო, 1920, 01.02.2023
ამირან ბაღდავაძე
- რომელია ის ხუთი წიგნი, რომელიც აუცილებლად უნდა წაიკითხოს ადამიანმა?
- მე ხუთზე მეტი „ჩემი“ მწერალი მყავს, მკაცრი გამორიცხვითაც რომ შევარჩიო, ხუთზე მეტი გამომივა. მაგრამ მაინც ვეცდები. ესენია: დოსტოევსკის „იდიოტი“ და „ძმები კარამაზოვები“, თომას მანის „ჯადოსნური მთა“ და „დოქტორი ფაუსტუსი“ და მეხუთე - ჯეიმს ჯოისის „ულისე“. წიგნი, რომლის წაკითხვა ყველა ასაკში შემიძლია – ასეთი ყოვლისმომცველი წიგნი არ მაქვს. შემიძლია ორი გამოვყო: ადრეულ ასაკში –ჟიულ ვერნის „80 000 კილომეტრი წყალქვეშ“, ხოლო შემდგომ და დღემდე – „ძმები კარამაზოვები“.
- შეგიძლიათ გვითხრათ, რატომ გიყვართ ისინი?
- ალბათ იმიტომ, რომ მათ მხოლოდ კი არ ვკითხულობ, არამედ შიგნიდან ვეხმიანები და, ჩემდა გასაოცრად, უცებ აღმოვაჩენ ხოლმე, რომ ეს ყველაფერი უკვე იყო ჩემში, ოღონდ, ჩვილის ასაკში და ახლა კი ლაპარაკს სწავლობს და ფეხს იდგამს.
რესან ჟოჟაძე გამოფენა-გაყიდვაზე - Sputnik საქართველო, 1920, 30.01.2023
ოჯახური ხელობა, რომელიც წარმატებულ საქმედ იქცა
- თქვენთვის საყვარელი ციტატა-ფრაზა რომელია?
- ფრაზა, რომელიც ჩემთვის ყოველთვის აქტუალურია, არ არის მხატვრული ტექსტიდან. იგი ინგლისელ ფილოსოფოსს ფრენსის ბეკონს ეკუთვნის: „ცოდნა ძალაა, მაშინაც კი, როცა ჩვენ სისუსტეებზე გველაპარაკება“.
- მხატვრული ლიტერატურა რა არის თქვენთვის?
- მხატვრული ლიტერატურა ჩემი პირველი და უმთავრესი სიყვარულის საგანია, ჩემი სულის ანი და ჰოეა. ადრე მწერლობაზე მეც მიოცნებია, მაგრამ როცა ოცნებები შემომესეოდნენ ხოლმე, მაშინვე მახსენდებოდა კოსტანტინე გამსახურდიას სიტყვები: „იწყებენ მწერლობაზე ოცნებას, იწყებენ წერას და ბოლოს არც მწერალი გამოდის მათგან და კარგი მკითხველიც იკარგება“. მე კარგ მკითხველად დარჩენა ვამჯობინე. კარგი მკითხველი რამდენად ვარ, არ ვიცი, ვინაიდან წიგნს მწერალი შობს, მაგრამ სიცოცხლეს მას მკითხველი აძლევს. აი, წიგნის სიყვარულში ტოლი არ მყავს...
მედეა ხაჩიძე - Sputnik საქართველო, 1920, 28.01.2023
არაქართული სკოლის ქართული ენის მასწავლებელი
- ვინ არის წიგნიერი ადამიანი?
- უპირველესად შინაგანად მდიდარი, მდგრადი პიროვნება, ვისთვისაც ბევრი რამ, რაც სხვების ოცნებისა და სურვილის საგანს წარმოადგენს, მისთვის მხოლოდ აუცილებელი, მაგრამ არცთუ მთლად მნიშვნელოვანი ღირებულებაა. თუმცა იყვნენ ისეთებიც, რომლებიც მშვენივრად უხამებდნენ ერთმანეთს წიგნიერებასაც და ნებელობით აქტივობასაც. წიგნიერ და განათლებულ ადამიანს სულის არისტოკრატებს ვუწოდებ. ჩემი აზრით, ცოდნის წყურვილი თან სდევს ადამიანს, თუმცა ეს საყოველთაო ინსტიქტი ნამდვილად არ არის.
ნინო მამულაშვილი
ყველა ახალი ამბავი
0