https://sputnik-georgia.com/20230128/medea-xachidze-273457778.html
არაქართული სკოლის ქართული ენის მასწავლებელი
არაქართული სკოლის ქართული ენის მასწავლებელი
Sputnik საქართველო
ალბათ ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელს სკოლაში განსაკუთრებული ფუნქცია აკისრია, მაგრამ თუ ამ საგანს არაქართველ მოსწავლეებს ასწავლის, მისი... 28.01.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-01-28T18:34+0400
2023-01-28T18:34+0400
2023-01-28T18:34+0400
ინტერვიუ
საინტერესო ადამიანები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24795/45/247954551_0:0:999:562_1920x0_80_0_0_208fb085213f516e3ccdfc54e74a16c3.jpg
2012 წელს კონკურსის გავლის შემდეგ პროგრამის „ვასწავლოთ ქართული, როგორც მეორე ენა" მონაწილე გახდა. ამის მერე მედეა ხაჩიძე მიავლინეს მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ აღმამედლოს საჯარო სკოლაში, რომელიც წითელი ხიდიდან 14 კილომეტრშია. როცა არაქართულ სოფელში ქართული ენის მასწავლებლად ჩავიდა, იმ სოფლიდან ქართულ უმაღლეს სასწავლებლებში მხოლოდ ოთხი სტუდენტი სწავლობდა.- ქალბატონო მედეა, რამდენი წლის იყავით, როცა პირველი გაკვეთილი ჩაატარეთ?- სკოლაში ოცი წლის ასაკში მივედი. საკლასო ოთახში ჩემზე ორი-სამი წლით უმცროსი მოსწავლეები დამხვდნენ, მაგრამ ყველაფერი გამომივიდა. შემდეგ ვმუშაობდი დაწყებითი სკოლა „მზიურის" და საპატრიარქოსთან არსებული სკოლა „ფარგალიტის" სასწავლო ნაწილის გამგედ. რაც შეეხება პირველ გაკვეთილს, ის სურამის N14 პროფესიულ-ტექნიკურ სასწავლებელში მქონდა. ახლაც მიკვირს ჩემი მაშინდელი თავდაჯერებულობა და სითამამე. გაკვეთილებს ვატარებდი როგორც გამოცდილი მასწავლებელი. ხელი იმანაც შემიწყო, რომ იქ დამხვდა საოცრად კარგი, დადებითი აურის მქონე კოლექტივი, რომელმაც შემიყვარა და ბევრი რამ მასწავლა.- მასწავლებლობაზე ბევრი ბავშვი ოცნებობს, ალბათ თქვენც მათ შორის იყავით...- ნამდვილად ვიყავი. მახსოვს, მწვანე, ორკაპიკიანი რვეულების დასტა მქონდა „მოსწავლეებისთვის", სადაც რეგულარულად ვწერდი „საშინაო დავალებებს" და მერე მათ წითელი კალმით ვასწორებდი. ეს თამაში დიდ სიამოვნებას მგვრიდა. ფილოლოგიურ ფაკულტეტზე ჩაბარება იმიტომ გადავწყვიტე, რომ მხატვრული ლიტერატურა მიყვარდა. ვკითხულობდი უზომოდ ბევრს და ზოგჯერ ღამეებსაც ვათენებდი.- სტუდენტი როგორ გახდით?- იმ წელს ჩემი ბიძაშვილი პუშკინის პედაგოგიურ ინსტიტუტში მოეწყო დაუსწრებელზე და მეც მის კვალს გავყევი. სწორედ ჩემი ბიძაშვილები ნონა და ია ლურსმანაშვილები დამყვებოდნენ გამოცდებზე, რადგან მშობლებს არ ეცალათ, მე კი თბილისს არ ვიცნობდი. სიების გამოცხადების დროს მთელი ოჯახი და ნათესაობა წამყვა და ჩემი ინსტიტუტში მოწყობა ერთად ვიზეიმეთ. იმ დროს ეს სახუმარო ამბავი არ იყო, რადგან 16 წლის გოგონა ყოველგვარი დამატებითი მომზადების გარეშე გავხდი სტუდენტი.- სტუდენტობის მერე მასწავლებელთა სახლის დირექტორი იყავით..- ხაშურის მასწავლებელთა სახლს ისტორიული შენობა ჰქონდა ქალაქის ცენტრში, ამჟამად ის აღარ არსებობს. იმდროინდელი პედაგოგიური საზოგადოებისთვის ეს მართლაც კულტურული ცენტრი იყო. ვაწყობდით გამოფენებს, შეხვედრებს, ღონისძიებებს, გვქონდა სხვადასხვა ფასიანი წრეები მოსახლეობისთვის. კიდევ არაჩვეულებრივი ბიბლიოთეკა წიგნების შესანიშნავი ფონდით, რომელსაც ბიბლიოთეკის გამგე ნადია ხაჩიძე, რომ იტყვიან, ზედ დაჰფოფინებდა. აქვე ჰქონდა კაბინეტი ჩვენს პროფკავშირის თავმჯდომარეს, ქალბატონ ნათელა არჯევანიძეს, რომელიც ყველანაირად გვეხმარებოდა და მუშაობაში ხელს გვიწყობდა.- პარალელურად ხაშურის მესამე სკოლაში ასწავლიდით?- დიახ, ამავე პერიოდში ნახევარ განაკვეთზე ვმუშაობდი ხაშურის N3 საჯარო სკოლაში, სადაც სულ ათი საათი მქონდა. ბედნიერი ვარ, რომ სწორედ იმ პერიოდში მომიწია იქ მუშაობა, როდესაც სკოლას ცნობილი პოეტი და არაჩვეულებრივი პიროვნება გიორგი მეტრეველი ხელმძღვანელობდა. სკოლაში საოცარი პედკოლექტივი იყო, სასწავლო ნაწილის გამგედ ენერგიული და დიდებული ქალბატონი დარეჯან ჩოჩია მუშაობდა. საერთო საქმეს მთელი სულით და გულით ვაკეთებდით.- არაქართულ სკოლაში მუშაობის პერიოდს როგორ გაიხსენებთ?- მანამდე მარნეულის მუნიციპალიტეტს საერთოდ არ ვიცნობდი, ამიტომ ძალიან ვღელავდი, თან მაინტერესებდა როგორ შემხვდებოდა სოფელი და როგორ შევეწყობოდი ახალ გარემოს. საბედნიეროდ, ძალიან თბილად მიმიღეს. სოფელში 100% აზერბაიჯანულენოვანი მოსახლეობაა, რომელსაც ქართულ საზოგადოებასთან მჭიდრო კონტაქტები არ აქვს. ზოგიერთი მათგანი სკეპტიკურად მიყურებდა, ჩემს ყოველ სიტყვას და საქციელს ზომავდა და წონიდა.- რაიმე შემთხვევა ხომ არ დაგამახსოვრდათ?- პირველ გაკვეთილზე ერთ-ერთმა მოსწავლემ მითხრა, მასწავლებელო, ჩვენ რატომ უნდა ვისწავლოთ ქართული, თქვენ ისწავლეთ აზერბაიჯანულიო. თქვენ წარმოიდგინეთ, სასწავლო წლის ბოლოს სწორედ ეს მოსწავლე გამომიტყდა, მრცხვენია, რომ საქართველოში ვცხოვრობ და ქართული არ ვიციო. სიამაყით მინდა გითხრათ და ჩემი შრომის შედეგსაც იმაში ვხედავ, რომ ეს მოსწავლე ამჟამად ქართულად შესანიშნავად საუბრობს და დღეს თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტის წარჩინებული სტუდენტია.- რაიმე სტატისტიკას ხომ არ აწამოებთ თქვენთვის?- როცა სოფელში ჩავედი, ოთხი სტუდენტი სწავლობდა ქართულ უმაღლეს სასწავლებლებში, დღეს მათი რიცხვი 70-ს აჭარბებს. ეს უდავოდ პროგრამების „4+1" და „არაქართულენოვანი სკოლების პროფესიული მხარდაჭერა" (მანამდე „ვასწავლოთ ქართული, როგორც მეორე ენა") დადებითი ეფექტის შედეგია. პროგრამის ფარგლებში, გაკვეთილების გარდა, თემს ვეხმარები და სკოლის მასწავლებლებს ენის ტრენინგებს ვუტარებ, რაც მათ ბილინგვური გაკვეთილების უკეთ წარმართვაში ეხმარება.ნინო მამულაშვილი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24795/45/247954551_0:0:749:562_1920x0_80_0_0_1a7257f71c6864c4d4944b0116624909.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ინტერვიუ, საინტერესო ადამიანები
ინტერვიუ, საინტერესო ადამიანები
არაქართული სკოლის ქართული ენის მასწავლებელი
ალბათ ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელს სკოლაში განსაკუთრებული ფუნქცია აკისრია, მაგრამ თუ ამ საგანს არაქართველ მოსწავლეებს ასწავლის, მისი პასუხისმგებლობა კიდევ უფრო იზრდება.
2012 წელს კონკურსის გავლის შემდეგ პროგრამის „ვასწავლოთ ქართული, როგორც მეორე ენა" მონაწილე გახდა. ამის მერე მედეა ხაჩიძე მიავლინეს მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ აღმამედლოს საჯარო სკოლაში, რომელიც წითელი ხიდიდან 14 კილომეტრშია. როცა არაქართულ სოფელში ქართული ენის მასწავლებლად ჩავიდა, იმ სოფლიდან ქართულ უმაღლეს სასწავლებლებში მხოლოდ ოთხი სტუდენტი სწავლობდა.
- ქალბატონო მედეა, რამდენი წლის იყავით, როცა პირველი გაკვეთილი ჩაატარეთ?
- სკოლაში ოცი წლის ასაკში მივედი. საკლასო ოთახში ჩემზე ორი-სამი წლით უმცროსი მოსწავლეები დამხვდნენ, მაგრამ ყველაფერი გამომივიდა. შემდეგ ვმუშაობდი დაწყებითი სკოლა „მზიურის" და საპატრიარქოსთან არსებული სკოლა „ფარგალიტის" სასწავლო ნაწილის გამგედ. რაც შეეხება პირველ გაკვეთილს, ის სურამის N14 პროფესიულ-ტექნიკურ სასწავლებელში მქონდა. ახლაც მიკვირს ჩემი მაშინდელი თავდაჯერებულობა და სითამამე. გაკვეთილებს ვატარებდი როგორც გამოცდილი მასწავლებელი. ხელი იმანაც შემიწყო, რომ იქ დამხვდა საოცრად კარგი, დადებითი აურის მქონე კოლექტივი, რომელმაც შემიყვარა და ბევრი რამ მასწავლა.
- მასწავლებლობაზე ბევრი ბავშვი ოცნებობს, ალბათ თქვენც მათ შორის იყავით...
- ნამდვილად ვიყავი. მახსოვს, მწვანე, ორკაპიკიანი რვეულების დასტა მქონდა „მოსწავლეებისთვის", სადაც რეგულარულად ვწერდი „საშინაო დავალებებს" და მერე მათ წითელი კალმით ვასწორებდი. ეს თამაში დიდ სიამოვნებას მგვრიდა. ფილოლოგიურ ფაკულტეტზე ჩაბარება იმიტომ გადავწყვიტე, რომ მხატვრული ლიტერატურა მიყვარდა. ვკითხულობდი უზომოდ ბევრს და ზოგჯერ ღამეებსაც ვათენებდი.
- იმ წელს ჩემი ბიძაშვილი პუშკინის პედაგოგიურ ინსტიტუტში მოეწყო დაუსწრებელზე და მეც მის კვალს გავყევი. სწორედ ჩემი ბიძაშვილები ნონა და ია ლურსმანაშვილები დამყვებოდნენ გამოცდებზე, რადგან მშობლებს არ ეცალათ, მე კი თბილისს არ ვიცნობდი. სიების გამოცხადების დროს მთელი ოჯახი და ნათესაობა წამყვა და ჩემი ინსტიტუტში მოწყობა ერთად ვიზეიმეთ. იმ დროს ეს სახუმარო ამბავი არ იყო, რადგან 16 წლის გოგონა ყოველგვარი დამატებითი მომზადების გარეშე გავხდი სტუდენტი.
- სტუდენტობის მერე მასწავლებელთა სახლის დირექტორი იყავით..
- ხაშურის მასწავლებელთა სახლს ისტორიული შენობა ჰქონდა ქალაქის ცენტრში, ამჟამად ის აღარ არსებობს. იმდროინდელი პედაგოგიური საზოგადოებისთვის ეს მართლაც კულტურული ცენტრი იყო. ვაწყობდით გამოფენებს, შეხვედრებს, ღონისძიებებს, გვქონდა სხვადასხვა ფასიანი წრეები მოსახლეობისთვის. კიდევ არაჩვეულებრივი ბიბლიოთეკა წიგნების შესანიშნავი ფონდით, რომელსაც ბიბლიოთეკის გამგე ნადია ხაჩიძე, რომ იტყვიან, ზედ დაჰფოფინებდა. აქვე ჰქონდა კაბინეტი ჩვენს პროფკავშირის თავმჯდომარეს, ქალბატონ ნათელა არჯევანიძეს, რომელიც ყველანაირად გვეხმარებოდა და მუშაობაში ხელს გვიწყობდა.
- პარალელურად ხაშურის მესამე სკოლაში ასწავლიდით?
- დიახ, ამავე პერიოდში ნახევარ განაკვეთზე ვმუშაობდი ხაშურის N3 საჯარო სკოლაში, სადაც სულ ათი საათი მქონდა. ბედნიერი ვარ, რომ სწორედ იმ პერიოდში მომიწია იქ მუშაობა, როდესაც სკოლას ცნობილი პოეტი და არაჩვეულებრივი პიროვნება გიორგი მეტრეველი ხელმძღვანელობდა. სკოლაში საოცარი პედკოლექტივი იყო, სასწავლო ნაწილის გამგედ ენერგიული და დიდებული ქალბატონი დარეჯან ჩოჩია მუშაობდა. საერთო საქმეს მთელი სულით და გულით ვაკეთებდით.
- არაქართულ სკოლაში მუშაობის პერიოდს როგორ გაიხსენებთ?
- მანამდე მარნეულის მუნიციპალიტეტს საერთოდ არ ვიცნობდი, ამიტომ ძალიან ვღელავდი, თან მაინტერესებდა როგორ შემხვდებოდა სოფელი და როგორ შევეწყობოდი ახალ გარემოს. საბედნიეროდ, ძალიან თბილად მიმიღეს. სოფელში 100% აზერბაიჯანულენოვანი მოსახლეობაა, რომელსაც ქართულ საზოგადოებასთან მჭიდრო კონტაქტები არ აქვს. ზოგიერთი მათგანი სკეპტიკურად მიყურებდა, ჩემს ყოველ სიტყვას და საქციელს ზომავდა და წონიდა.
- რაიმე შემთხვევა ხომ არ დაგამახსოვრდათ?
- პირველ გაკვეთილზე ერთ-ერთმა მოსწავლემ მითხრა, მასწავლებელო, ჩვენ რატომ უნდა ვისწავლოთ ქართული, თქვენ ისწავლეთ აზერბაიჯანულიო. თქვენ წარმოიდგინეთ, სასწავლო წლის ბოლოს სწორედ ეს მოსწავლე გამომიტყდა, მრცხვენია, რომ საქართველოში ვცხოვრობ და ქართული არ ვიციო. სიამაყით მინდა გითხრათ და ჩემი შრომის შედეგსაც იმაში ვხედავ, რომ ეს მოსწავლე ამჟამად ქართულად შესანიშნავად საუბრობს და დღეს თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტის წარჩინებული სტუდენტია.
- რაიმე სტატისტიკას ხომ არ აწამოებთ თქვენთვის?
- როცა სოფელში ჩავედი, ოთხი სტუდენტი სწავლობდა ქართულ უმაღლეს სასწავლებლებში, დღეს მათი რიცხვი 70-ს აჭარბებს. ეს უდავოდ პროგრამების „4+1" და „არაქართულენოვანი სკოლების პროფესიული მხარდაჭერა" (მანამდე „ვასწავლოთ ქართული, როგორც მეორე ენა") დადებითი ეფექტის შედეგია. პროგრამის ფარგლებში, გაკვეთილების გარდა, თემს ვეხმარები და სკოლის მასწავლებლებს ენის ტრენინგებს ვუტარებ, რაც მათ ბილინგვური გაკვეთილების უკეთ წარმართვაში ეხმარება.