https://sputnik-georgia.com/20230130/resan-jojadze-274374943.html
ოჯახური ხელობა, რომელიც წარმატებულ საქმედ იქცა
ოჯახური ხელობა, რომელიც წარმატებულ საქმედ იქცა
Sputnik საქართველო
როდესაც ბავშვი ოჯახში უფროსების საქმიანობას აკვირდება, ხშირ შემთხვევაში თითქმის სარკისებური პრინციპით იმეორებს ხოლმე მათ ქცევას. დროთა განმავლობაში მამიდან... 30.01.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-01-30T14:10+0400
2023-01-30T14:10+0400
2023-01-30T20:49+0400
ინტერვიუ
საინტერესო ადამიანები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/01/0b/263519257_0:36:1200:711_1920x0_80_0_0_3520ca0cb25c6df6406c870843dbe8f2.jpg
რესან ჟოჟაძე აჭარიდან, ქედის რაიონის სოფელ უჩხითიდანაა. 13 წლის იყო, როცა სახლში დურგალი ბაბუის მუშაობას აკვირდებოდა. წლების მერე იმ დროს ასე იხსენებს: „თვეების მანძილზე გავიარე უძილობა, სიცივე, სტრესი და გადაღლა, მაგრამ არ გავჩერდი“. საბოლოოდ შედეგმაც არ დააყოვნა – ძველი ხელსაწყოებით დაწყებული ბაბუის საქმე პროფესიად აქცია და პროექტის „აწარმოე საქართველოში” გრანტიც დაიმსახურა.- რესან, თქვენი ნამუშევრებისთვის ძირითადად რა მასალას იყენებთ?- ვიყენებ წაბლს, წიფელსა და კაკალს და ვაკეთებ ყველაფერს: სამზარეულოს ჭურჭელს, საოჯახო ნივთებს, ჭაღებს, ქალის სამკაულებს, საათებს და ა.შ. ყველაზე უჩვეულო ნამუშევრად ვთვლი ჩემს მერვე ნაკეთობას, რომელსაც ვუწოდე ,,სიცოცხლის ხე აფრიკაში“. ეს უანალოგო მონახაზის ნაკეთობაა და დამზადებულია ხეჭეჭურის ჯიშის მსხლისგან. გადმოცემით ვიცი, რომ ამ ხის ასაკი 250-დან 300 წლამდეა. ნაკეთობა 100%-ით ხელნაკეთია.- უცხოეთში თუ იხილეს თქვენი ნამუშევრები?- დიახ, უცხოეთშიც გაიგეს ჩემზე და სამუშაოს შემოთავაზება მქონდა ოთხი ქვეყნიდან – ამერიკიდან, საფრანგეთიდან, ისრაელიდან და თურქეთიდან. დღეს ჩემს მომხმარებელთა შორის არიან მინისტრები, ადვოკატები, მსახიობები, მწერლები, მომღერლები, ჟურნალისტები და რიგითი მოქალაქეები. მადლობა უპირველესად ღმერთს ყველაფრისთვის, მერე კი თითოეულ ადამიანს, ვინც გვერდში მიდგას.- წარმატებებსაც მიაღწიეთ...- მიხარია, რომ ამ საქმეში წარმატებებს მივაღწიე. ქედის მერმა გადმომცა მადლობის სიგელი იმისთვის, რომ ძველი საქმიანობა აღვადგინე. აჭარის ტელევიზიის რეიტინგული გადაცემის „ერთი დღე სოფელში" წამყვანმა ნათია თავდგირიძემ „წლის რჩეულის“ წოდება მომანიჭა. ჯილდოების გარდა, პროექტისგან „აწარმოე საქართველოში” 30.000 ლარის ფარგლებში გრანტი მივიღე და ამ თანხით მუშაობისთვის საჭირო დაზგა-დანადგარები შევიძინე.- თქვენს მშობლიურ სოფელზე რას იტყვით?- სოფელი უჩხითი ქედაშია და გამორჩეულია ყველაფრით, იქნება ეს ბუნება, ფლორა, ფაუნა თუ ადგილმდებარეობა. გარს გვაკრავს მაჭახლის ეროვნული ტყე-პარკი. სოფელი ისტორიული თვალსაზრისითაც გამოირჩევა, წარსულში მასზე გადიოდა საქარავნო-სავაჭრო გზა, რითაც ის მაჭახლის დასახლებას, შემდეგ კი თურქეთს უკავშირდებოდა.- ტურისტები თუ ჩამოდიან თქვენთან?- ადრე უკვე მყავდნენ ადგილობრივი ტურისტები, ასევე სტუმრებიც უცხოეთის სხვადასხვა ქვეყნებიდან. მინდა, რომ ჩემს კუთხეში მეტი ადამიანი მოვიპატიჟო. დარწმუნებული ვარ, ახლო მომავალში ქედაში ყველაზე მაღალი დონის ტურისტული ადგილი გაჩნდება და ეს ამ სოფლის მცხოვრებლების კეთილდღეობაზეც აისახება.ნინო მამულაშვილი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/01/0b/263519257_69:0:1136:800_1920x0_80_0_0_72715fe315ad21c59f585db032fe5d22.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ინტერვიუ, საინტერესო ადამიანები
ინტერვიუ, საინტერესო ადამიანები
ოჯახური ხელობა, რომელიც წარმატებულ საქმედ იქცა
14:10 30.01.2023 (განახლებულია: 20:49 30.01.2023) როდესაც ბავშვი ოჯახში უფროსების საქმიანობას აკვირდება, ხშირ შემთხვევაში თითქმის სარკისებური პრინციპით იმეორებს ხოლმე მათ ქცევას. დროთა განმავლობაში მამიდან შვილზე ასე გადადის ტრადიცია.
რესან ჟოჟაძე აჭარიდან, ქედის რაიონის სოფელ უჩხითიდანაა. 13 წლის იყო, როცა სახლში დურგალი ბაბუის მუშაობას აკვირდებოდა. წლების მერე იმ დროს ასე იხსენებს: „თვეების მანძილზე გავიარე უძილობა, სიცივე, სტრესი და გადაღლა, მაგრამ არ გავჩერდი“. საბოლოოდ შედეგმაც არ დააყოვნა – ძველი ხელსაწყოებით დაწყებული ბაბუის საქმე პროფესიად აქცია და პროექტის „აწარმოე საქართველოში” გრანტიც დაიმსახურა.
- რესან, თქვენი ნამუშევრებისთვის ძირითადად რა მასალას იყენებთ?
- ვიყენებ წაბლს, წიფელსა და კაკალს და ვაკეთებ ყველაფერს: სამზარეულოს ჭურჭელს, საოჯახო ნივთებს, ჭაღებს, ქალის სამკაულებს, საათებს და ა.შ. ყველაზე უჩვეულო ნამუშევრად ვთვლი ჩემს მერვე ნაკეთობას, რომელსაც ვუწოდე ,,სიცოცხლის ხე აფრიკაში“. ეს უანალოგო მონახაზის ნაკეთობაა და დამზადებულია ხეჭეჭურის ჯიშის მსხლისგან. გადმოცემით ვიცი, რომ ამ ხის ასაკი 250-დან 300 წლამდეა. ნაკეთობა 100%-ით ხელნაკეთია.
- უცხოეთში თუ იხილეს თქვენი ნამუშევრები?
- დიახ, უცხოეთშიც გაიგეს ჩემზე და სამუშაოს შემოთავაზება მქონდა ოთხი ქვეყნიდან – ამერიკიდან, საფრანგეთიდან, ისრაელიდან და თურქეთიდან. დღეს ჩემს მომხმარებელთა შორის არიან მინისტრები, ადვოკატები, მსახიობები, მწერლები, მომღერლები, ჟურნალისტები და რიგითი მოქალაქეები. მადლობა უპირველესად ღმერთს ყველაფრისთვის, მერე კი თითოეულ ადამიანს, ვინც გვერდში მიდგას.
- წარმატებებსაც მიაღწიეთ...
- მიხარია, რომ ამ საქმეში წარმატებებს მივაღწიე. ქედის მერმა გადმომცა მადლობის სიგელი იმისთვის, რომ ძველი საქმიანობა აღვადგინე. აჭარის ტელევიზიის რეიტინგული გადაცემის „ერთი დღე სოფელში" წამყვანმა ნათია თავდგირიძემ „წლის რჩეულის“ წოდება მომანიჭა. ჯილდოების გარდა, პროექტისგან „აწარმოე საქართველოში” 30.000 ლარის ფარგლებში გრანტი მივიღე და ამ თანხით მუშაობისთვის საჭირო დაზგა-დანადგარები შევიძინე.
- თქვენს მშობლიურ სოფელზე რას იტყვით?
- სოფელი უჩხითი ქედაშია და გამორჩეულია ყველაფრით, იქნება ეს ბუნება, ფლორა, ფაუნა თუ ადგილმდებარეობა. გარს გვაკრავს მაჭახლის ეროვნული ტყე-პარკი. სოფელი ისტორიული თვალსაზრისითაც გამოირჩევა, წარსულში მასზე გადიოდა საქარავნო-სავაჭრო გზა, რითაც ის მაჭახლის დასახლებას, შემდეგ კი თურქეთს უკავშირდებოდა.
- ტურისტები თუ ჩამოდიან თქვენთან?
- ადრე უკვე მყავდნენ ადგილობრივი ტურისტები, ასევე სტუმრებიც უცხოეთის სხვადასხვა ქვეყნებიდან. მინდა, რომ ჩემს კუთხეში მეტი ადამიანი მოვიპატიჟო. დარწმუნებული ვარ, ახლო მომავალში ქედაში ყველაზე მაღალი დონის ტურისტული ადგილი გაჩნდება და ეს ამ სოფლის მცხოვრებლების კეთილდღეობაზეც აისახება.