„პროვოკაციაა“ - ირაკლი კობახიძე ბელარუსთან ავიამიმოსვლის შესაძლოა აკრძალვაზე

© photo: Sputnik / Stringerავიაკომპანია Belavia-ს თვითმფრინავი
ავიაკომპანია Belavia-ს თვითმფრინავი - Sputnik საქართველო, 1920, 20.02.2023
გამოწერა
ოპოზიცია საქართველოს ხელისუფლებაზე ზეწოლას გეგმავს, რათა ბელარუსთან პირდაპირი ავიამიმოსვლა აიკრძალოს, განაცხადეს მმართველ პარტიაში.
თბილისი, 20 თებერვალი — Sputnik. ოპოზიციის მოთხოვნა, რომ აიკრძალოს პირდაპირი ავიამიმოსვლა საქართველოსა და ბელარუსს შორის, არის პროვოკაცია, რომელიც ვითარების ესკალაციაზეა მიმართული, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ.
POSTV-ს ექსკლუზიური ინფორმაციით, ოპოზიცია იწყებს ახალ კამპანიას, რომლის მიზანია ბელარუსთან ავიამიმოსვლის შეწყვეტა. იგეგმება ხელისუფლებაზე ზეწოლა, რათა ბელარუსულ კომპანიებს აეკრძალოთ საქართველოში ფრენები და ისინი სანქციების ქვეშ მოყვნენ.
კობახიძის თქმით, ეს მორიგი პროვოკაციაა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა“ და რადიკალური ოპოზიციის მხრიდან, რაც მშვიდობის წინააღმდეგ არის მიმართული.

„ახლა ვხედავთ მორიგ პროვოკაციას, რომელიც უკავშირდება ბელარუსში ფრენებს... რა განზრახვა დგას ამის უკან, თავად შეგიძლიათ გაშიფროთ, მაგრამ ჩვენ ასეთ პროვოკაციებში ვერ ავყვებით. რადიკალური ოპოზიციის მიზანია მოხდეს ბელარუსთან მაქსიმალური ესკალაცია. ამას ისინი ვერ მიაღწევენ“, – განაცხადა კობახიძემ.

ამას გარდა, მათ უნდათ დისკომფორტი შეუქმნან ჩვენს თანამემამულეებს, რომლებისთვისაც რუსეთიდან ბელარუსის გავლით ჩამოსვლა ყველაზე მარტივია, აღნიშნა კობახიძემ.
„შეგახსენებთ, 800 ათასიდან მილიონამდე საქართველოს მოქალაქე ან ქართველი, ჩვენი თანამემამულე ცხოვრობს დღეს რუსეთის ფედერაციაში, ასევე ბელარუსში და მათთვის ხელოვნურად პრობლემების შექმნა არის სწორედ რადიკალური ოპოზიციის მიზანი“, – განაცხადა კობახიძემ.
ჩვენზე არ არის დამოკიდებული - კობახიძე რუსეთთან ავიამიმოსვლის აღდგენაზე>>
საქართველოსთან პირდაპირი ავიამიმოსვლა რუსეთმა გააუქმა. ამის საფუძველი 2019 წლის ივლისში თბილისში მომხდარი მოვლენები იქცა. მაშინ დუმის დეპუტატ სერგეი გავრილოვის საქართველოში ჩამოსვლას სახალხო მღელვარება მოჰყვა ანტირუსული ლოზუნგებით.
საქართველოსა და რუსეთს შორის პირდაპირი ფრენების შესაძლო აღდგენის თემა მას შემდეგ წამოიჭრა, რაც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა 18 იანვარს იმედი გამოთქვა, რომ ეს მალე მოხდება. საქართველოს მმართველი პარტიის ლიდერები მიესალმნენ ამას.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
ყველა ახალი ამბავი
0