https://sputnik-georgia.com/20230203/kobaxidze-rusettan-aviamimosvlis-agdgenaze-274534918.html
ჩვენზე არ არის დამოკიდებული - კობახიძე რუსეთთან ავიამიმოსვლის აღდგენაზე
ჩვენზე არ არის დამოკიდებული - კობახიძე რუსეთთან ავიამიმოსვლის აღდგენაზე
Sputnik საქართველო
რუსეთმა საქართველოსთან პირდაპირი ფრენები 2019 წლის ივლისში აკრძალა. 03.02.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-02-03T15:59+0400
2023-02-03T15:59+0400
2023-02-03T20:45+0400
საქართველო
ქართულ–რუსული ურთიერთობები
რუსეთი
საქართველოს მთავრობა
ავიამიმოსვლა საქართველოში
პოლიტიკა
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/01/0b/250585036_0:147:2400:1497_1920x0_80_0_0_d1a50e7ed7f832f8a510824a90164fe6.jpg
თბილისი, 3 თებერვალი — Sputnik. საქართველოსა და რუსეთს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენის გადაწყვეტილება, ისევე, როგორც ავიაკომპანიების წინააღმდეგ სანქციების დაწესება, საქართველოზე არ არის დამოკიდებული, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ.აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა შეშფოთება გამოთქვა საქართველოსა და რუსეთს შორის ფრენების შესაძლო აღდგენის გამო. დეპარტამენტის მიერ „ამერიკის ხმის“ ქართული ბიუროსთვის მიცემულ კომენტარში აღნიშნულია, რომ კომპანიები, რომლებიც რუსულ ავიაკომპანიებს საქართველოს აეროპორტებში მოემსახურებიან, შესაძლოა სანქციებს დაექვემდებარონ. ამასთან, უწყებამ განაცხადა, რომ „ახლა რუსეთთან თანამშრომლობის გაღრმავების დრო არ არის“.როგორც პოლიტიკოსმა აღნიშნა, „ქართულმა ოცნებამ“ უკვე გააკეთა განცხადება საჰაერო მიმოსვლის აღდგენასთან დაკავშირებით და პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით ნათელია.„ჩვენ მივესალმებით, იქიდან გამომდინარე, რომ ეს იქნება ჩვენი თანამოქალაქეებისა და თანამემამულეებისთვის შეღავათი. ეს არის ჩვენი პოზიცია. თუ ვინმეს უნდა კომპანიის დასჯა, ეს მისი საქმეა. თუ ვინმეს უნდა სანქციის მოხსნა, ეს მისი საქმეა“, – განაცხადა კობახიძემ.სალომე ზურაბიშვილი რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენის წინააღმდეგია>>>ამასთან, როგორც კობახიძემ განმარტა, პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენის გადაწყვეტილება ორმხრივი ვერ იქნება. მისი თქმით, ეს იყო ცალმხრივი სანქცია და სანქციის მოხსნის გადაწყვეტილებაც ცალმხრივი იქნება.ოთხშაბათს რუსეთის ფედერაციის საბჭოს წევრმა გრიგორი კარასინმა განაცხადა, რომ საქართველოსა და რუსეთს შორის პირდაპირი ფრენების აღდგენის გადაწყვეტილება მხოლოდ მოსკოვზე არ არის დამოკიდებული და აღნიშნა, რომ „ტანგოს ორი სჭირდება“.18 იანვარს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა იმედი გამოთქვა, რომ მალე საქართველოსა და რუსეთს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლა აღდგება. მმართველი პარტიის ლიდერები აღნიშნულს მიესალმებიან, პრეზიდენტი ზურაბიშვილი კი ამის წინააღმდეგ გამოვიდა.2019 წლის 8 ივლისს რუსეთის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა ბრძანებულებას, რომლის თანახმადაც რუსულ ავიაკომპანიებს დროებით აეკრძალათ საქართველოში საჰაერო გადაზიდვების განხორციელება.რუსეთის ხელისუფლებამ ეს ნაბიჯი მას შემდეგ გადადგა, რაც 20 ივნისს რამდენიმე ათასმა ადამიანმა თბილისში, პარლამენტის შენობასთან ანტირუსული აქცია გამართა.რუსეთსა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობები ქართულმა მხარემ მას შემდეგ გაწყვიტა, რაც 2008 წლის 26 აგვისტოს მოსკოვმა აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ სუვერენიტეტი აღიარა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/01/0b/250585036_302:154:2230:1600_1920x0_80_0_0_b9a5d3738d81c0f56643965ce56479be.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, ქართულ–რუსული ურთიერთობები, რუსეთი, საქართველოს მთავრობა , ავიამიმოსვლა საქართველოში, პოლიტიკა, ახალი ამბები
საქართველო, ქართულ–რუსული ურთიერთობები, რუსეთი, საქართველოს მთავრობა , ავიამიმოსვლა საქართველოში, პოლიტიკა, ახალი ამბები
ჩვენზე არ არის დამოკიდებული - კობახიძე რუსეთთან ავიამიმოსვლის აღდგენაზე
15:59 03.02.2023 (განახლებულია: 20:45 03.02.2023) რუსეთმა საქართველოსთან პირდაპირი ფრენები 2019 წლის ივლისში აკრძალა.
თბილისი, 3 თებერვალი — Sputnik. საქართველოსა და რუსეთს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენის გადაწყვეტილება, ისევე, როგორც ავიაკომპანიების წინააღმდეგ სანქციების დაწესება, საქართველოზე არ არის დამოკიდებული, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა შეშფოთება გამოთქვა საქართველოსა და რუსეთს შორის ფრენების შესაძლო აღდგენის გამო. დეპარტამენტის მიერ „ამერიკის ხმის“ ქართული ბიუროსთვის მიცემულ კომენტარში აღნიშნულია, რომ კომპანიები, რომლებიც რუსულ ავიაკომპანიებს საქართველოს აეროპორტებში მოემსახურებიან, შესაძლოა სანქციებს დაექვემდებარონ. ამასთან, უწყებამ განაცხადა, რომ „ახლა რუსეთთან თანამშრომლობის გაღრმავების დრო არ არის“.
„ვიღაც ამბობს, რომ სანქციები და სასჯელები უნდა მოგვიხსნას, ვიღაც ამბობს, რომ კომპანიები უნდა დაისაჯონ. ეს ჩვენზე ხომ არ არის დამოკიდებული? არც კომპანიების დასჯა და არც სასჯელების მოხსნა არ არის ჩვენი გადასაწყვეტი საკითხი“, – განაცხადა კობახიძემ ბრიფინგზე.
როგორც პოლიტიკოსმა აღნიშნა, „ქართულმა ოცნებამ“ უკვე გააკეთა განცხადება საჰაერო მიმოსვლის აღდგენასთან დაკავშირებით და პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით ნათელია.
„ჩვენ მივესალმებით, იქიდან გამომდინარე, რომ ეს იქნება ჩვენი თანამოქალაქეებისა და თანამემამულეებისთვის შეღავათი. ეს არის ჩვენი პოზიცია. თუ ვინმეს უნდა კომპანიის დასჯა, ეს მისი საქმეა. თუ ვინმეს უნდა სანქციის მოხსნა, ეს მისი საქმეა“, – განაცხადა კობახიძემ.
ამასთან, როგორც კობახიძემ განმარტა, პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენის გადაწყვეტილება ორმხრივი ვერ იქნება. მისი თქმით, ეს იყო ცალმხრივი სანქცია და სანქციის მოხსნის გადაწყვეტილებაც ცალმხრივი იქნება.
„რასაც თავის დროზე, 2019 წელს ცალმხრივი გადაწყვეტილება დასჭირდა, იმას ტანგო არ სჭირდება 2023 წელს. ასევე ცალმხრივი გადაწყვეტილება სჭირდება. აქედან გამომდინარე, ორმხრივ ცეკვაზე საუბარი ზედმეტია“, – განაცხადა კობახიძემ.
ოთხშაბათს რუსეთის ფედერაციის საბჭოს წევრმა გრიგორი კარასინმა განაცხადა, რომ საქართველოსა და რუსეთს შორის პირდაპირი ფრენების აღდგენის გადაწყვეტილება მხოლოდ მოსკოვზე არ არის დამოკიდებული და აღნიშნა, რომ „ტანგოს ორი სჭირდება“.
18 იანვარს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა იმედი გამოთქვა, რომ მალე საქართველოსა და რუსეთს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლა აღდგება. მმართველი პარტიის ლიდერები აღნიშნულს მიესალმებიან, პრეზიდენტი ზურაბიშვილი კი ამის წინააღმდეგ გამოვიდა.
2019 წლის 8 ივლისს რუსეთის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა ბრძანებულებას, რომლის თანახმადაც რუსულ ავიაკომპანიებს დროებით აეკრძალათ საქართველოში საჰაერო გადაზიდვების განხორციელება.
რუსეთის ხელისუფლებამ ეს ნაბიჯი მას შემდეგ გადადგა, რაც 20 ივნისს რამდენიმე ათასმა ადამიანმა თბილისში, პარლამენტის შენობასთან ანტირუსული აქცია გამართა.
რუსეთსა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობები ქართულმა მხარემ მას შემდეგ გაწყვიტა, რაც 2008 წლის 26 აგვისტოს მოსკოვმა აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ სუვერენიტეტი აღიარა.