https://sputnik-georgia.com/20230120/prezidenti-rusettan-pirdapiri-frenebis-ardgenis-winaarmdegia-274106382.html
სალომე ზურაბიშვილი რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენის წინააღმდეგია
სალომე ზურაბიშვილი რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენის წინააღმდეგია
Sputnik საქართველო
ამის ნაცვლად პრეზიდენტმა მთავრობას მოუწოდა, სერიოზულად შეისწავლოს რუსეთის მოქალაქეების შემოდინების საკითხი. 20.01.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-01-20T17:26+0400
2023-01-20T17:26+0400
2023-01-20T22:13+0400
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს მთავრობა
ქართულ–რუსული ურთიერთობები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0c/1c/273496137_0:62:1280:783_1920x0_80_0_0_e05450b123227ca1b9a1d9bebde95c42.jpg
თბილისი, 20 იანვარი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი წინააღმდეგია რუსეთთან პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენისა, მან მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ პოზიციას ამ საკითხზე გაუგებარი უწოდა.უფრო ადრე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა იმედი გამოთქვა, რომ მალე ქვეყნებს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლა აღდგება. მმართველ პარტია „ქართულ ოცნებაში“ განაცხადეს, რომ ნებისმიერ გადაწყვეტილებას, რომელიც საქართველოს მოქალაქეების მდგომარეობას შეამსუბუქებს, ქვეყნის ხელისუფლება მიესალმება.სახელმწიფოს მეთაურმა ასევე აღნიშნა, რომ ვერ გაიზიარებს არგუმენტს, რომელიც ამ პოზიციის გასამყარებლად გამოიყენება, „თითქოს ეს რუსეთში მცხოვრები ქართველების პრობლემების შემსუბუქებას ემსახურებოდეს“.„თუნდაც იმიტომ, რომ თვეების განმავლობაში, ჩემი ყველა მცდელობის მიუხედავად, ვერ მივაღწიე შედეგს მოქალაქეობის მინიჭების კრიტერიუმების გამარტივებასთან დაკავშირებით – საკითხზე, რომელიც ყველაზე მეტად აღელვებს უცხოეთში და, მათ შორის, რუსეთში მყოფ ჩვენს თანამემამულეებს“, – აღნიშნა პრეზიდენტმა.ამის ნაცვლად ზურაბიშვილმა მთავრობას მოუწოდა, სერიოზულად შეისწავლოს რუსეთის მოქალაქეების შემოდინება, რათა საზოგადოებამ იგრძნოს, რომ მისი ეროვნული ინტერესები და უსაფრთხოება გათვალისწინებული და დაცულია.„ამაში ცუდს ვერაფერს ვხედავ“ - კალაძე რუსეთთან პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენაზე>>ზურაბიშვილის აზრით, აუცილებელია რეგულაციები სამუშაო უფლებების, ბიზნესის რეგისტრაციის, საკუთრების შეძენის თუ რუსულენოვანი სკოლების გახსნის საკითხებთან დაკავშირებით.„ასევე, ფრენების აღდგენის ნაცვლად, მთავრობა უნდა ზრუნავდეს ქვეყნის რეპუტაციაზე, კატეგორიულად პასუხობდეს ქვეყნის მიმართ გაჟღერებულ ბრალდებებს – საქართველოს გზით სანქციების გვერდის ავლის შესახებ! ეს ყოველივე მოითხოვს სერიოზულ სახელმწიფოებრივ მიდგომას და ბრალდებების უარყოფას, რომელიც იქნება კატეგორიული და ფაქტებით გამყარებული“, – ნათქვამია განცხადებაში.ირაკლი კობახიძე: ფრენების აღდგენა მნიშვნელოვანია ჩვენი თანამემამულეებისთვის>>რუსეთმა საქართველოსთან პირდაპირი ავიამიმოსვლა 2019 წლის ივლისში აკრძალა. რუსეთის ხელისუფლებამ ეს ნაბიჯი მას შემდეგ გადადგა, რაც 20 ივნისს რამდენიმე ათასმა ადამიანმა თბილისში, პარლამენტის შენობასთან ანტირუსული აქცია გამართა და საქართველოს პარლამენტში რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატ სერგეი გავრილოვის გამოჩენა გააპროტესტა.რუსეთსა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობები ქართულმა მხარემ მას შემდეგ გაწყვიტა, რაც 2008 წლის 26 აგვისტოს მოსკოვმა აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ სუვერენიტეტი აღიარა.ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0c/1c/273496137_0:0:1280:960_1920x0_80_0_0_dfe14894286d3144d95bb8df2ece97ff.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი , ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს მთავრობა , ქართულ–რუსული ურთიერთობები
საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი , ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს მთავრობა , ქართულ–რუსული ურთიერთობები
სალომე ზურაბიშვილი რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენის წინააღმდეგია
17:26 20.01.2023 (განახლებულია: 22:13 20.01.2023) ამის ნაცვლად პრეზიდენტმა მთავრობას მოუწოდა, სერიოზულად შეისწავლოს რუსეთის მოქალაქეების შემოდინების საკითხი.
თბილისი, 20 იანვარი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი წინააღმდეგია რუსეთთან პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენისა, მან მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ პოზიციას ამ საკითხზე გაუგებარი უწოდა.
უფრო ადრე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა იმედი გამოთქვა, რომ მალე ქვეყნებს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლა აღდგება. მმართველ პარტია „ქართულ ოცნებაში“ განაცხადეს, რომ ნებისმიერ გადაწყვეტილებას, რომელიც საქართველოს მოქალაქეების მდგომარეობას შეამსუბუქებს, ქვეყნის ხელისუფლება მიესალმება.
„არ მივესალმები რუსეთთან ფრენების აღდგენას! იმ დროს, როცა ყველა ჩვენი პარტნიორი ქვეყანა, სიტყვით თუ საქმით, მაქსიმალურ სოლიდარობას უცხადებს უკრაინის თავდადებულ ბრძოლას, ჩემთვის და, დარწმუნებული ვარ, საზოგადოების უდიდესი ნაწილისათვის მთავრობის და მმართველი პარტიის პოზიცია, რბილად რომ ვთქვათ, გაუგებარია“, – ნათქვამია პრეზიდენტის განცხადებაში.
სახელმწიფოს მეთაურმა ასევე აღნიშნა, რომ ვერ გაიზიარებს არგუმენტს, რომელიც ამ პოზიციის გასამყარებლად გამოიყენება, „თითქოს ეს რუსეთში მცხოვრები ქართველების პრობლემების შემსუბუქებას ემსახურებოდეს“.
„თუნდაც იმიტომ, რომ თვეების განმავლობაში, ჩემი ყველა მცდელობის მიუხედავად, ვერ მივაღწიე შედეგს მოქალაქეობის მინიჭების კრიტერიუმების გამარტივებასთან დაკავშირებით – საკითხზე, რომელიც ყველაზე მეტად აღელვებს უცხოეთში და, მათ შორის, რუსეთში მყოფ ჩვენს თანამემამულეებს“, – აღნიშნა პრეზიდენტმა.
ამის ნაცვლად ზურაბიშვილმა მთავრობას მოუწოდა, სერიოზულად შეისწავლოს რუსეთის მოქალაქეების შემოდინება, რათა საზოგადოებამ იგრძნოს, რომ მისი ეროვნული ინტერესები და უსაფრთხოება გათვალისწინებული და დაცულია.
ზურაბიშვილის აზრით, აუცილებელია რეგულაციები სამუშაო უფლებების, ბიზნესის რეგისტრაციის, საკუთრების შეძენის თუ რუსულენოვანი სკოლების გახსნის საკითხებთან დაკავშირებით.
„ასევე, ფრენების აღდგენის ნაცვლად, მთავრობა უნდა ზრუნავდეს ქვეყნის რეპუტაციაზე, კატეგორიულად პასუხობდეს ქვეყნის მიმართ გაჟღერებულ ბრალდებებს – საქართველოს გზით სანქციების გვერდის ავლის შესახებ! ეს ყოველივე მოითხოვს სერიოზულ სახელმწიფოებრივ მიდგომას და ბრალდებების უარყოფას, რომელიც იქნება კატეგორიული და ფაქტებით გამყარებული“, – ნათქვამია განცხადებაში.
რუსეთმა საქართველოსთან პირდაპირი ავიამიმოსვლა 2019 წლის ივლისში აკრძალა. რუსეთის ხელისუფლებამ ეს ნაბიჯი მას შემდეგ გადადგა, რაც 20 ივნისს რამდენიმე ათასმა ადამიანმა თბილისში, პარლამენტის შენობასთან ანტირუსული აქცია გამართა და საქართველოს პარლამენტში რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატ სერგეი გავრილოვის გამოჩენა გააპროტესტა.
რუსეთსა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობები ქართულმა მხარემ მას შემდეგ გაწყვიტა, რაც 2008 წლის 26 აგვისტოს მოსკოვმა აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ სუვერენიტეტი აღიარა.