https://sputnik-georgia.com/20230119/kobaxidze-prenebis-agdgena-mnishvnelovania-chveni-moqalaqeebistvis-274061558.html
ირაკლი კობახიძე: ფრენების აღდგენა მნიშვნელოვანია ჩვენი თანამემამულეებისთვის
ირაკლი კობახიძე: ფრენების აღდგენა მნიშვნელოვანია ჩვენი თანამემამულეებისთვის
Sputnik საქართველო
რადგან საქმე ეხება თანამემამულეების მდგომარეობის შემსუბუქებას, საქართველოს ხელისუფლება რუსეთის გადაწყვეტილებას მიესალმება. 19.01.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-01-19T13:45+0400
2023-01-19T13:45+0400
2023-01-19T20:20+0400
საქართველო
რუსეთი
ქართულ–რუსული ურთიერთობები
საქართველოს პარლამენტი
პოლიტიკა
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/09/06/270137218_0:0:1620:912_1920x0_80_0_0_f48bc76eafbc6f6078c1d372140564ae.jpg
თბილისი, 19 იანვარი — Sputnik. ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელიც ჩვენი მოქალაქეების მდგომარეობას შეამსუბუქებს, საქართველოს ხელისუფლების მხრიდან მისასალმებელი იქნება, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ.რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა გუშინ იმედი გამოთქვა, რომ მალე ქვეყნებს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლა აღდგება. რუსეთის საგარეო უწყების პირველმა პირმა ასევე აღნიშნა, რომ ხალხს შორის კონტაქტები აქტიურად ვითარდება.პოლიტიკოსის თქმით, რუსეთში მილიონამდე ეთნიკური ქართველი ცხოვრობს და 2019 წელს მიღებულმა გადაწყვეტილებამ მათი მდგომარეობა გაართულა.„თუ ფრენები აღდგება, ეს მნიშვნელოვანია ჩვენი თანამემამულეებისთვის და მხოლოდ მისასალმებელი იქნება", – აღნიშნა კობახიძემ.2019 წლის 8 ივლისს რუსეთის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა ბრძანებულებას, რომლის თანახმადაც რუსულ ავიაკომპანიებს დროებით აეკრძალათ საქართველოში საჰაერო გადაზიდვების განხორციელება. იმავე დღეს ძალაში შევიდა რუსეთის ტრანსპორტის სამინისტროს გადაწყვეტილება ქართული ავიახაზების რუსეთში ფრენების შეჩერების შესახებ.ლავროვს იმედი აქვს, რომ საქართველოსთან პირდაპირი ავიამიმოსვლა მალე განახლდება>>>რუსეთის ხელისუფლებამ ეს ნაბიჯი მას შემდეგ გადადგა, რაც 20 ივნისს რამდენიმე ათასმა ადამიანმა თბილისში, პარლამენტის შენობასთან ანტირუსული აქცია გამართა. მასობრივი აქციის მიზეზი გახდა საქართველოს პარლამენტში რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატ სერგეი გავრილოვის გამოჩენა, რომელიც მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის მუშაობაში მონაწილეობდა.რუსეთსა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობები ქართულმა მხარემ მას შემდეგ გაწყვიტა, რაც 2008 წლის 26 აგვისტოს მოსკოვმა აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ სუვერენიტეტი აღიარა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/09/06/270137218_139:0:1579:1080_1920x0_80_0_0_f2035564d8eec8246afa2c3e3e85ed44.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, რუსეთი, ქართულ–რუსული ურთიერთობები, საქართველოს პარლამენტი, პოლიტიკა, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, რუსეთი, ქართულ–რუსული ურთიერთობები, საქართველოს პარლამენტი, პოლიტიკა, საზოგადოება, ახალი ამბები
ირაკლი კობახიძე: ფრენების აღდგენა მნიშვნელოვანია ჩვენი თანამემამულეებისთვის
13:45 19.01.2023 (განახლებულია: 20:20 19.01.2023) რადგან საქმე ეხება თანამემამულეების მდგომარეობის შემსუბუქებას, საქართველოს ხელისუფლება რუსეთის გადაწყვეტილებას მიესალმება.
თბილისი, 19 იანვარი — Sputnik. ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელიც ჩვენი მოქალაქეების მდგომარეობას შეამსუბუქებს, საქართველოს ხელისუფლების მხრიდან მისასალმებელი იქნება, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა გუშინ იმედი გამოთქვა, რომ მალე ქვეყნებს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლა აღდგება. რუსეთის საგარეო უწყების პირველმა პირმა ასევე აღნიშნა, რომ ხალხს შორის კონტაქტები აქტიურად ვითარდება.
„2019 წელს რუსეთმა ცალმხრივად მიიღო გადაწყვეტილება ფრენების შეწყვეტის თაობაზე. ეს იყო ერთგვარი სანქცია, რომელიც ამოქმედდა საქართველოს მიმართ და ამან საქართველოს მოქალაქეები დააზარალა... როდესაც საქმე ეხება ჩვენი მოქალაქეების მდგომარეობის შემსუბუქებას, ნებისმიერი ასეთი გადაწყვეტილება ჩვენთვის არის მისასალმებელი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
პოლიტიკოსის თქმით, რუსეთში მილიონამდე ეთნიკური ქართველი ცხოვრობს და 2019 წელს მიღებულმა გადაწყვეტილებამ მათი მდგომარეობა გაართულა.
„თუ ფრენები აღდგება, ეს მნიშვნელოვანია ჩვენი თანამემამულეებისთვის და მხოლოდ მისასალმებელი იქნება", – აღნიშნა კობახიძემ.
2019 წლის 8 ივლისს რუსეთის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა ბრძანებულებას, რომლის თანახმადაც რუსულ ავიაკომპანიებს დროებით აეკრძალათ საქართველოში საჰაერო გადაზიდვების განხორციელება. იმავე დღეს ძალაში შევიდა რუსეთის ტრანსპორტის სამინისტროს გადაწყვეტილება ქართული ავიახაზების რუსეთში ფრენების შეჩერების შესახებ.
რუსეთის ხელისუფლებამ ეს ნაბიჯი მას შემდეგ გადადგა, რაც 20 ივნისს რამდენიმე ათასმა ადამიანმა თბილისში, პარლამენტის შენობასთან ანტირუსული აქცია გამართა. მასობრივი აქციის მიზეზი გახდა საქართველოს პარლამენტში რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატ სერგეი გავრილოვის გამოჩენა, რომელიც მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის მუშაობაში მონაწილეობდა.
რუსეთსა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობები ქართულმა მხარემ მას შემდეგ გაწყვიტა, რაც 2008 წლის 26 აგვისტოს მოსკოვმა აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ სუვერენიტეტი აღიარა.