https://sputnik-georgia.com/20230118/lavrovis-preskonferencia-274037697.html
ლავროვს იმედი აქვს, რომ საქართველოსთან პირდაპირი ავიამიმოსვლა მალე განახლდება
ლავროვს იმედი აქვს, რომ საქართველოსთან პირდაპირი ავიამიმოსვლა მალე განახლდება
Sputnik საქართველო
თბილისი, 18 იანვარი — Sputnik. იმედი მაქვს, რომ საქართველოსთან პირდაპირი ავიამიმოსვლა მალე აღდგება, განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა... 18.01.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-01-18T15:16+0400
2023-01-18T15:16+0400
2023-08-17T12:47+0400
პოლიტიკა
რუსეთი
ახალი ამბები
მსოფლიოს ახალი ამბები
ქართულ–რუსული ურთიერთობები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0c/1d/273513691_0:32:1600:932_1920x0_80_0_0_fd094056eda37c2512b0346785f6cbda.jpg
თბილისი, 18 იანვარი — Sputnik. იმედი მაქვს, რომ საქართველოსთან პირდაპირი ავიამიმოსვლა მალე აღდგება, განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა პრესკონფერენციაზე.ღონისძიება 2022 წელს რუსული დიპლომატიის საქმიანობის შეჯამებას მიეძღვნა.მანამდე, 2019 წლის 8 ივლისს რუსეთის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა ბრძანებულებას, რომლის თანახმადაც რუსულ ავიაკომპანიებს დროებით აეკრძალათ საქართველოში საჰაერო გადაზიდვების განხორციელება. იმავე დღეს ძალაში შევიდა რუსეთის ტრანსპორტის სამინისტროს გადაწყვეტილება ქართული ავიახაზების რუსეთში ფრენების შეჩერების შესახებ.რუსეთის ხელისუფლებამ ეს ნაბიჯი მას შემდეგ გადადგა, რაც იმავე წლის 20 ივნისს რამდენიმე ათასმა ადამიანმა თბილისში, პარლამენტის შენობასთან ანტირუსული აქცია გამართა. მასობრივი აქციის მიზეზი გახდა საქართველოს პარლამენტში რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატ სერგეი გავრილოვის გამოჩენა, რომელიც მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის მუშაობაში მონაწილეობდა.
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0c/1d/273513691_220:0:1575:1016_1920x0_80_0_0_98794c9d422f874e867efee0781837f7.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
პოლიტიკა, რუსეთი, ახალი ამბები, მსოფლიოს ახალი ამბები, ქართულ–რუსული ურთიერთობები
პოლიტიკა, რუსეთი, ახალი ამბები, მსოფლიოს ახალი ამბები, ქართულ–რუსული ურთიერთობები
თბილისი, 18 იანვარი — Sputnik. იმედი მაქვს, რომ საქართველოსთან პირდაპირი ავიამიმოსვლა მალე აღდგება,
განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა პრესკონფერენციაზე.
ღონისძიება 2022 წელს რუსული დიპლომატიის საქმიანობის შეჯამებას მიეძღვნა.
„მოხარული ვარ, რომ ხალხთა შორის კონტაქტები აქტიურად ვითარდება. მითხრეს, რომ შარშან საქართველოს მშპ 10%-ით გაიზარდა დიდწილად ტურიზმისა და რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობების გამო. იმედი მაქვს, რომ მალე შევძლებთ პირდაპირი ფრენების განახლებასაც“, — აღნიშნა რუსმა მინისტრმა.
მანამდე, 2019 წლის 8 ივლისს რუსეთის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა ბრძანებულებას, რომლის თანახმადაც რუსულ ავიაკომპანიებს დროებით აეკრძალათ საქართველოში საჰაერო გადაზიდვების განხორციელება. იმავე დღეს ძალაში შევიდა რუსეთის ტრანსპორტის სამინისტროს გადაწყვეტილება ქართული ავიახაზების რუსეთში ფრენების შეჩერების შესახებ.
რუსეთის ხელისუფლებამ ეს ნაბიჯი მას შემდეგ გადადგა, რაც იმავე წლის 20 ივნისს რამდენიმე ათასმა ადამიანმა თბილისში, პარლამენტის შენობასთან ანტირუსული აქცია გამართა. მასობრივი აქციის მიზეზი გახდა საქართველოს პარლამენტში რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატ სერგეი გავრილოვის გამოჩენა, რომელიც მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის მუშაობაში მონაწილეობდა.