https://sputnik-georgia.com/20230219/19-tebervals-dabadebulebi-zodiaqo-daxasiateba-274990853.html
19 თებერვალს დაბადებულები – ზოდიაქო, დახასიათება, რჩევები
19 თებერვალს დაბადებულები – ზოდიაქო, დახასიათება, რჩევები
გაეცანით 19 თებერვალს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას, აღმოაჩინეთ საკუთარი თუ თქვენი ახლობლების ხასიათის ნიშან-თვისებები, მათი ფსიქოლოგიური... 19.02.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-02-19T00:15+0400
2023-02-19T00:15+0400
2023-02-19T00:15+0400
ასტროლოგიური პანორამა
ჩვენ და ბუნება
წასაკითხი ამბები
/html/head/meta[@name='og:title']/@content
/html/head/meta[@name='og:description']/@content
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24472/29/244722968_0:100:1921:1180_1920x0_80_0_0_df474da43934d5bb7bf7ebb3d7325398.jpg
წარმოგიდგენთ წელიწადის თითოეულ დღეს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას - გვერწმუნეთ, დახასიათება ნამდვილად განგაცვიფრებთ.11-19 თებერვალიეს პერიოდი მერწყულის ნიშნის მესამე დეკადას განეკუთვნება.ამ პერიოდში დაბადებულთა ხასიათს იდუმალი მთვარე მბრძანებლობს, ამკობს მათ რიდით, მგრძნობიარობით, სიმართლით. მათთან ურთიერთობა სასიამოვნოა. ხანდახან სიჯიუტესა და უდრეკობას ამჟღავნებენ. მათი არსება გამუდმებით ეჭვებით ან დაუკმაყოფილებლობის გრძნობითაა სავსე.მნიშვნელოვანი წლებია: 8, 16, 24, 32, 40, 42, 48, 56, 64, 72.ამ პერიოდში დაბადებულთა სიმბოლოა წეროტურფა.ისინი გამოირჩევიან მოკრძალებითა და მომხიბლაობით, შესაშურია მათი შრომისმოყვარეობა, გამოირჩევიან ძლიერი ენერგეტიკით. ბუნებამ ისინი ფიზიკური ავადმყოფობებისა და სულიერი ჭრილობების განკურნების ნიჭით დააჯილდოვა. მათგან სტაბილურობისა და სიმშვიდის შეგრძნება მომდინარეობს.19 თებერვალს დაბადებულები19 თებერვალს ნამდვილი ტალანტები იბადებიან. მათგან შემოქმედებითი ენერგია იღვრება, მშვენივრად აქვთ განვითარებული ინტუიცია, ბედი სწყალობთ – წარმატებებისა და კეთილდღეობისკენ გზას უხსნის და არასდროს ტოვებს. პრობლემა ისაა, რომ ძალზე მიმნდობი არიან, მეტი სიფრთხილე უნდა გამოიჩინონ ბიზნეს–პარტნიორებთან მიმართებით, ყველაფერი თავად შეამოწმონ. თუ ამ პრინციპებს გამოიმუშავებენ, მათ უღრუბლო მომავალი ელოდებათ.ზოდიაქოს ნიშნები საჭესთან: როგორი მძღოლი ხართ?>>ამ დღეს დაბადებულებმა იციან, რა სურთ, ისახავენ საჭირო მიზნებს. მათთვის აუცილებელია, დაწვრილებით შეისწავლონ მათ გარშემო მიმდინარე მოვლენები, ადამიანები და არ ეშინოდეთ, რომ ცნობისმოყვარეობა ჩვეულ ზღვარს გადაალახვინებს. 19 თებერვალს დაბადებულები ადრე ამთავრებენ ბავშვობას და ცხოვრებისადმი, ნებისმიერი დაბრკოლებისა და სტრესისადმი მედგარი პიროვნებები ყალიბდებიან. ისინი გამოირჩევიან პრაქტიკულობით ყურადღებით, მიწაზე მყარად დგანან. არ იტაცებთ მისტიკა და ფილოსოფია. მათი მეოცნებე ნატურა სასიყვარულო ურთიერთობებში, მოგზაურობისა და თავგადასავლებისკენ სწრაფვაში იხსნება.19 თებერვალს დაბადებულების წარმატება არ არის სპონტანური და მოულოდნელი. ახასიათებს დიდი სირთულეების დროს უგრძნობელი ადამიანის ნიღბის აფარება; თუმცა, უნდა გაითვალისწინონ, შინაგანი ემოციურობა მათთვის, შესაძლოა, პრობლემების გადაჭრის სანუკვარი საშუალება გახდეს. ჩვეულებრივ, ამ დღეს დაბადებულები მკაფიო ზღვარს ავლებენ პირად ცხოვრებასა და სამუშაოს შორის. ეს დიდი შეცდომაა, რადგან, მიუხედავად იმისა, რომ მთელ ძალისხმევას დებენ რაიმე საქმის რეალიზებაში, მათ უნდა გაითვალისწინონ, რომ საქმეში წარმატება ბევრადაა დამოკიდებული მათი კოლეგების ცოდნაზე, გამოცდილებაზე და ახლობლების მხარდაჭერაზე. მათ აქვთ ხელმძღვანელის თვისებები, მაგრამ ამისკენ არ ისწრაფვიან. კოლეგები მათ აღიქვამენ, როგორც გაწონასწორებულ, მშვიდ, საიმედო ადამიანებს.მიმნდობი ადამიანი ხართ თუ ეჭვიანი? ზოდიაქოს ნიშნების რეიტინგი>>სამწუხაროა, მაგრამ ამ დღეს დაბადებულები არ გამოირჩევიან ტაქტის გრძნობით და წესიერი მანერებით. საზოგადოებრივმა საქმიანობამ მათ შეიძლება აჩვენოს, რომ სხვა ადამიანებსაც აქვთ თავიანთი მოთხოვნები, საჭიროებები და მათზე ზრუნვაა საჭირო. ხშირად მათი მიზნები სულაც არ არის საზოგადოებასთან დაკავშირებული, არამედ მხოლოდ საკუთარ სრულყოფასთან. მიუხედავად იმისა, რომ ამ დღეს დაბადებულებს ურჩევნიათ, სხვის პრობლემებს გაემიჯნონ და მხოლოდ საკუთარზე იზრუნონ, თუ ვინმე დახმარებისთვის უხმობს, უკან არ დაიხევენ და უსიტყვოდ დაეხმარებიან. აქ კი შეიძლება უზომოდ აქტიური იყვნენ და ამან შეიძლება უსიამოვნებებიც მოუტანოს. ამ შემთხვევაში კი გამონათქვამი – ადამიანის ყველაზე დიდი მტერი საკუთარი თავია – მათზე ზედგამოჭრილი. მათი ეს თვისება მათი დადებითი მხარეცაა და ნაკლიც.ჯანმრთელობა19 თებერვალს დაბადებულების სუსტი ადგილებია ხერხემალი, ტერფები და ფეხის თითები. ისინი ხშირად ცივდებიან, უმიზეზოდ სტკივათ თავი და მუცელი. მათ უნდა მიიღონ საკმარისი ოდენობის წყალი; ფიზიკური აქტიურობა უყვართ, მაგრამ ეს სისტემაში უნდა მოიყვანონ და დატვირთები სწორად გადაანაწილონ. ასევე არ აწყენთ დაბალანსებული დიეტა – უნდა გააკონტროლონ ხორცისა და ვიტამინების მიღება. სტრესის მოსახსნელად სრულფასოვანი ძილი მათთვის შესანიშნავი საშუალებაა.რჩევა:გამოიმუშავეთ მოთმინების უნარი; ხანდახან აუცილებელია, გამოეთიშოთ საქმეებს, რადგან დღედაღამ სულ საქმეში ყოფნას წარმატება ყოელთვის არ მოაქვს. მიეცით მოვლენებს საშუალება, თანმიმდევრულად და ჰარმონიულად განვითარდეს; ნუ აიღებთ საკუთარ თავზე უამრავ ამოცანას, მიიღეთ დახმარება ადამიანებისგან.
https://sputnik-georgia.com/20210121/merwyuli-zogadi-daxasiaTeba-250655076.html
https://sputnik-georgia.com/20221109/2023-weli-zodiaqos-nisnebistvis-astrologiuri-prognozi-272049553.html
https://sputnik-georgia.com/20220111/zodiaqo-reitingebi-siyvaruli-megobroba-musaoba-263516202.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24472/29/244722968_106:0:1813:1280_1920x0_80_0_0_d31ec99a5ba6597ffe78baabd9dc242a.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
ასტროლოგიური პანორამა, ჩვენ და ბუნება , წასაკითხი ამბები
ასტროლოგიური პანორამა, ჩვენ და ბუნება , წასაკითხი ამბები
19 თებერვალს დაბადებულები – ზოდიაქო, დახასიათება, რჩევები
გაეცანით 19 თებერვალს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას, აღმოაჩინეთ საკუთარი თუ თქვენი ახლობლების ხასიათის ნიშან-თვისებები, მათი ფსიქოლოგიური შტრიხები, ასევე რჩევები სპეციალურად ამ დღეს დაბადებულებისთვის.
წარმოგიდგენთ წელიწადის თითოეულ დღეს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას - გვერწმუნეთ, დახასიათება ნამდვილად განგაცვიფრებთ.
ეს პერიოდი მერწყულის ნიშნის მესამე დეკადას განეკუთვნება.
ამ პერიოდში დაბადებულთა ხასიათს იდუმალი მთვარე მბრძანებლობს, ამკობს მათ რიდით, მგრძნობიარობით, სიმართლით. მათთან ურთიერთობა სასიამოვნოა. ხანდახან სიჯიუტესა და უდრეკობას ამჟღავნებენ. მათი არსება გამუდმებით ეჭვებით ან დაუკმაყოფილებლობის გრძნობითაა სავსე.
მნიშვნელოვანი წლებია: 8, 16, 24, 32, 40, 42, 48, 56, 64, 72.
ამ პერიოდში დაბადებულთა სიმბოლოა წეროტურფა.
ისინი გამოირჩევიან მოკრძალებითა და მომხიბლაობით, შესაშურია მათი შრომისმოყვარეობა, გამოირჩევიან ძლიერი ენერგეტიკით. ბუნებამ ისინი ფიზიკური ავადმყოფობებისა და სულიერი ჭრილობების განკურნების ნიჭით დააჯილდოვა. მათგან სტაბილურობისა და სიმშვიდის შეგრძნება მომდინარეობს.
19 თებერვალს დაბადებულები
19 თებერვალს ნამდვილი ტალანტები იბადებიან. მათგან შემოქმედებითი ენერგია იღვრება, მშვენივრად აქვთ განვითარებული ინტუიცია, ბედი სწყალობთ – წარმატებებისა და კეთილდღეობისკენ გზას უხსნის და არასდროს ტოვებს. პრობლემა ისაა, რომ ძალზე მიმნდობი არიან, მეტი სიფრთხილე უნდა გამოიჩინონ ბიზნეს–პარტნიორებთან მიმართებით, ყველაფერი თავად შეამოწმონ. თუ ამ პრინციპებს გამოიმუშავებენ, მათ უღრუბლო მომავალი ელოდებათ.
ამ დღეს დაბადებულებმა იციან, რა სურთ, ისახავენ საჭირო მიზნებს. მათთვის აუცილებელია, დაწვრილებით შეისწავლონ მათ გარშემო მიმდინარე მოვლენები, ადამიანები და არ ეშინოდეთ, რომ ცნობისმოყვარეობა ჩვეულ ზღვარს გადაალახვინებს.
19 თებერვალს დაბადებულები ადრე ამთავრებენ ბავშვობას და ცხოვრებისადმი, ნებისმიერი დაბრკოლებისა და სტრესისადმი მედგარი პიროვნებები ყალიბდებიან. ისინი გამოირჩევიან პრაქტიკულობით ყურადღებით, მიწაზე მყარად დგანან. არ იტაცებთ მისტიკა და ფილოსოფია. მათი მეოცნებე ნატურა სასიყვარულო ურთიერთობებში, მოგზაურობისა და თავგადასავლებისკენ სწრაფვაში იხსნება.
19 თებერვალს დაბადებულების წარმატება არ არის სპონტანური და მოულოდნელი. ახასიათებს დიდი სირთულეების დროს უგრძნობელი ადამიანის ნიღბის აფარება; თუმცა, უნდა გაითვალისწინონ, შინაგანი ემოციურობა მათთვის, შესაძლოა, პრობლემების გადაჭრის სანუკვარი საშუალება გახდეს.
ჩვეულებრივ, ამ დღეს დაბადებულები მკაფიო ზღვარს ავლებენ პირად ცხოვრებასა და სამუშაოს შორის. ეს დიდი შეცდომაა, რადგან, მიუხედავად იმისა, რომ მთელ ძალისხმევას დებენ რაიმე საქმის რეალიზებაში, მათ უნდა გაითვალისწინონ, რომ საქმეში წარმატება ბევრადაა დამოკიდებული მათი კოლეგების ცოდნაზე, გამოცდილებაზე და ახლობლების მხარდაჭერაზე. მათ აქვთ ხელმძღვანელის თვისებები, მაგრამ ამისკენ არ ისწრაფვიან. კოლეგები მათ აღიქვამენ, როგორც გაწონასწორებულ, მშვიდ, საიმედო ადამიანებს.
სამწუხაროა, მაგრამ ამ დღეს დაბადებულები არ გამოირჩევიან ტაქტის გრძნობით და წესიერი მანერებით. საზოგადოებრივმა საქმიანობამ მათ შეიძლება აჩვენოს, რომ სხვა ადამიანებსაც აქვთ თავიანთი მოთხოვნები, საჭიროებები და მათზე ზრუნვაა საჭირო. ხშირად მათი მიზნები სულაც არ არის საზოგადოებასთან დაკავშირებული, არამედ მხოლოდ საკუთარ სრულყოფასთან.
მიუხედავად იმისა, რომ ამ დღეს დაბადებულებს ურჩევნიათ, სხვის პრობლემებს გაემიჯნონ და მხოლოდ საკუთარზე იზრუნონ, თუ ვინმე დახმარებისთვის უხმობს, უკან არ დაიხევენ და უსიტყვოდ დაეხმარებიან. აქ კი შეიძლება უზომოდ აქტიური იყვნენ და ამან შეიძლება უსიამოვნებებიც მოუტანოს. ამ შემთხვევაში კი გამონათქვამი – ადამიანის ყველაზე დიდი მტერი საკუთარი თავია – მათზე ზედგამოჭრილი. მათი ეს თვისება მათი დადებითი მხარეცაა და ნაკლიც.
19 თებერვალს დაბადებულების სუსტი ადგილებია ხერხემალი, ტერფები და ფეხის თითები. ისინი ხშირად ცივდებიან, უმიზეზოდ სტკივათ თავი და მუცელი. მათ უნდა მიიღონ საკმარისი ოდენობის წყალი; ფიზიკური აქტიურობა უყვართ, მაგრამ ეს სისტემაში უნდა მოიყვანონ და დატვირთები სწორად გადაანაწილონ. ასევე არ აწყენთ დაბალანსებული დიეტა – უნდა გააკონტროლონ ხორცისა და ვიტამინების მიღება. სტრესის მოსახსნელად სრულფასოვანი ძილი მათთვის შესანიშნავი საშუალებაა.
გამოიმუშავეთ მოთმინების უნარი; ხანდახან აუცილებელია, გამოეთიშოთ საქმეებს, რადგან დღედაღამ სულ საქმეში ყოფნას წარმატება ყოელთვის არ მოაქვს. მიეცით მოვლენებს საშუალება, თანმიმდევრულად და ჰარმონიულად განვითარდეს; ნუ აიღებთ საკუთარ თავზე უამრავ ამოცანას, მიიღეთ დახმარება ადამიანებისგან.