13 თებერვალს დაბადებულები – ზოდიაქო, დახასიათება, რჩევები

© photo: Sputnik / Stringerფშავი
ფშავი - Sputnik საქართველო, 1920, 13.02.2023
გამოწერა
გაეცანით 13 თებერვალს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას, აღმოაჩინეთ საკუთარი თუ თქვენი ახლობლების ხასიათის ნიშან-თვისებები, მათი ფსიქოლოგიური შტრიხები, ასევე რჩევები სპეციალურად ამ დღეს დაბადებულებისთვის.
წარმოგიდგენთ წელიწადის თითოეულ დღეს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას - გვერწმუნეთ, დახასიათება ნამდვილად განგაცვიფრებთ.
11-19 თებერვალი
ეს პერიოდი მერწყულის ნიშნის მესამე დეკადას განეკუთვნება.
ამ პერიოდში დაბადებულთა ხასიათს იდუმალი მთვარე მბრძანებლობს, ამკობს მათ რიდით, მგრძნობიარობით, სიმართლით. მათთან ურთიერთობა სასიამოვნოა. ხანდახან სიჯიუტესა და უდრეკობას ამჟღავნებენ. მათი არსება გამუდმებით ეჭვებით ან დაუკმაყოფილებლობის გრძნობითაა სავსე.
მნიშვნელოვანი წლებია: 8, 16, 24, 32, 40, 42, 48, 56, 64, 72.
ამ პერიოდში დაბადებულთა სიმბოლოა წეროტურფა.
პლიტვიცეს ჩანჩქერი - Sputnik საქართველო, 1920, 21.01.2021
მერწყული – რთული, ორიგინალური, თავისუფლებისმოყვარე – ზოგადი დახასიათება
ისინი გამოირჩევიან მოკრძალებითა და მომხიბლაობით, შესაშურია მათი შრომისმოყვარეობა, გამოირჩევიან ძლიერი ენერგეტიკით. ბუნებამ ისინი ფიზიკური ავადმყოფობებისა და სულიერი ჭრილობების განკურნების ნიჭით დააჯილდოვა. მათგან სტაბილურობისა და სიმშვიდის შეგრძნება მომდინარეობს.
13 თებერვალს დაბადებულები
13 თებერვალს დაბადებულები ჭკვიანი და გამჭრიახი, კეთილი პიროვნებები არიან, ასევე ამბიციური. საკუთარი მიზნების რეალიზების დროს ხშირად არ ითვალისწინებენ სხვის მოსაზრებებსა და გრძნობებს. ხანდახან თვითკონტროლსაც კარგავენ, ამიტომ მათ გვერდით სჭირდებათ გაწონასწორებული ადამიანი, რომელიც დაეხმარება თავის გაკონტროლებაში.
ბოშური ჰოროსკოპი - გაიგეთ თქვენი და თქვენი ახლობლების თვისებები ახალი რაკურსით>>
მათ აქვთ სხვებზე ზეგავლენის უნარი, როცა საკუთარი მიზნების განხორციელებისკენ ისწრაფვიან. მაგრამ ხშირად ნებისყოფა არ ჰყოფნით და შეიძლება საქმე შუა გზაზე მიატოვონ. თუ გადალახავენ ამ უარყოფით თვისებებს, კარგი ხელმძღვანელები დგებიან.
13 თებერვალს დაბადებულებს არ ახასიათებთ საკუთარი შეცდომების გადახედვა და გათვალისწინება, რაც ესოდენ საჭიროა მიზნისკენ მიმავალ გზაზე. ისინი მრავალმხრივი ნიჭით არიან დაჯილდოებული. მიდრეკილება აქვთ ხელოვნების, მუსიკის, ლიტერატურისადმი. ასევე ამ დღეს დაბადებულთა შორის კარგი მეცნიერებიც გამოდიან, როდესაც საქმეს პროფესიონალიზმითა და პასუხისმგებლობით ეკიდებიან. ისინი არიან საიმედო და ერთგული მეგობრები და პარტნიორები საქმეში.
კურდღელი - Sputnik საქართველო, 1920, 09.11.2022
2023 წელი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: სამუშაო, ფული, სიყვარული, ოჯახი, ჯანმრთელობა
ამ დღეს დაბადებულები კომუნიკაბელური არიან, ურთიერთობებში სასიამოვნო, თუმცა, ეგოისტური თვისებების გამო, ხშირად მხოლოდ საკუთარ თავზე უყვართ საუბარი, რაც გარშემომყოფებში გაღიზიანებას იწვევს. მათ უყვართ ბუნებრიობა და ხელოვნურობას ვერ იტანენ ურთიერთობებში. ხანდახან ამ თვისების გამო, შეიძლება, უხერხულ სიტუაციაშიც აღმოჩნდნენ.
სექსუალური თვალსაზრისით ძალზე აქტიური არიან და მათი ხიბლის წინაშე საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენლები ხშირად უძლურნი არიან. ცხოვრების განმავლობაში ხშირად იცვლიან პარტნიორებს, თითქოს მუდმივ ძიებაში არიან. მათ ცოტა დინჯად და გონდატანებით უნდა შეხედონ ამ საკითხს და შეეცადონ, ისეთი პარტნიორი მოძებნონ, რომელიც ცხოვრების მეგზურობას გაუწევს და მათ ხასიათს გააწონასწორებს.
ცხოვრების კანონები: ბუმერანგის პრინციპი ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის>>
ამ დღეს დაბადებულები საკუთარ ქმედებებში მეტ სიფრთხილეს უნდა იჩენდნენ, რათა გარშემომყოფებს ფსიქოლოგიური ან ფიზიკური ზიანი არ მიაყენონ. ამ დღეს დაბადებულებმა ახლობლებისკენ ნაბიჯი უნდა გადადგან, მოუსმინონ მათ და გაითვალისწინონ მათი ემოციები, გრძნობები. სხვაგვარად მათთან ურთიერთობა გაძნელდება. სჯობს, მათ ცხოვრებისადმი დამოკიდებულებას გადახედონ და ურთიერთობებზე უფრო ფილოსოფიური შეხედულება ჩამოიყალიბონ.
ჯანმრთელობა
ამ დღეს დაბადებულებმა მუდმივად უნდა აკონტროლონ საკუთარი ჯანმრთელობა, განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციონ საყრდენ-მამოძრავებელ სისტემას. მათთვის კარგია იოგა, მედიტაცია. უნდა დაიცვან მკაცრი დიეტა მიუხედავად იმისა, რომ საკვებში ექსტრავაგანტულნი არიან. მათ უარი უნდა თქვან შაქარზე, ცხიმიან საკვებზე, ცხიმსა და წითელ ხორცზე, ასევე სხვადასხვა სტიმულატორებზე. ამ დღეს დაბადებულები დიდი სექსუალური ენერგიით გამოირჩევიან, თუმცა, მათთვის არასასურველია ხშირი სექსუალური კონტაქტები სხვადასხვა პარტნიორთან, სჯობს, ერთ პარტნიორზე შეჩერდნენ.
დიეტა  - Sputnik საქართველო, 1920, 28.01.2022
ზოდიაქოს ნიშნები და დიეტა – როგორ იკლებენ წონაში სხვადასხვა ნიშნის წარმომადგენლები
რჩევა:
ხშირად გააანალიზეთ საკუთარი ცხოვრება. ყურადღება მიაქციეთ და გაითვალისწინეთ სხვისი მოსაზრება, გრძნობა, ემოცია. გამოიმუშავეთ თვითკონტროლი და გამოაწრთეთ ნებისყოფა. ბუნებრიობა შესანიშნავი რამაა, მაგრამ საზოგადოებაში ქცევის წესების დავიწყება არ ღირს.
ყველა ახალი ამბავი
0