https://sputnik-georgia.com/20230209/pentagonis-gancxadeba-cinur-aerostattan-dakavsirebit-274718442.html
პენტაგონი: პეკინი მზვერავ აეროსტატებს მთელ მსოფლიოში იყენებს
პენტაგონი: პეკინი მზვერავ აეროსტატებს მთელ მსოფლიოში იყენებს
თბილისი, 9 თებერვალი — Sputnik. აშშ-ის სადაზვერვო სამსახურების დასკვნის თანახმად, ჩინეთი რეგულარულად იყენებს აეროსტატებს სადაზვერვო მიზნებისთვის მთელ... 09.02.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-02-09T10:03+0400
2023-02-09T10:03+0400
2023-02-09T17:12+0400
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში
ახალი ამბები
ჩინეთი
აშშ
საერთაშორისო პანორამა
/html/head/meta[@name='og:title']/@content
/html/head/meta[@name='og:description']/@content
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/02/09/274718277_0:105:2556:1543_1920x0_80_0_0_3d0afd94522f9424ca61b7c96e1151ed.jpg
თბილისი, 9 თებერვალი — Sputnik. აშშ-ის სადაზვერვო სამსახურების დასკვნის თანახმად, ჩინეთი რეგულარულად იყენებს აეროსტატებს სადაზვერვო მიზნებისთვის მთელ მსოფლიოში, განაცხადა პენტაგონის ოფიციალურმა წარმომადგენელმა პატრიკ რაიდერმა.მისი თქმით, ჩინური აეროსტატები შენიშნეს ცენტრალურ და ლათინურ ამერიკაში, სამხრეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიასა და ევროპაში, რაც იმაზე მეტყველებს, რომ პეკინს აეროსტატების დაზვერვის მიზნით გამოყენების ფართომასშტაბიანი პროგრამა აქვს.პენტაგონი: აშშ-ის თავზე ჩინური მზვერავი აეროსტატი დაფრინავსროგორც გამოცემა New York Times წერს, აეროსტატებს გარკვეული უპირატესობები აქვს მზვერავ თანამგზავრებთან შედარებით:აშშ-ის მონაცემებით, ჩინეთის თავდაცვითი ტექნოლოგიების ეროვნული უნივერსიტეტი აწარმოებს კვლევას, რომელიც აეროსტატების სადაზვერვო და სხვა მიზნებისთვის გამოყენებას უკავშირდება. ამასთან აღინიშნება, რომ ჩინეთის გაზრდილი ყურადღების ობიექტებს შორისაა ინდოეთი, ფილიპინები, იაპონია და ტაივანი.„გადაჭარბებული რეაქცია“: პეკინი უკმაყოფილოა ჩინური აეროსტატის ჩამოგდებითჩინეთის სადაზვერვო აეროსტატები ყურადღების ქვეშ მას შემდეგ მოექცა, რაც ის გასულ კვირაში გამოჩნდა შეერთებული შტატების თავზე. საბოლოოდ ის ატლანტის ოკეანის თავზე, სამხრეთ კაროლინის სანაპიროსთან ჩამოაგდეს ამერიკელმა სამხედროებმა. ჩინეთი აცხადებს, რომ ეს არა მზვერავი აეროსტატი, არამედ მეტეოზონდი იყო. მოგვიანებით პენტაგონმა განაცხადა, რომ ეს იყო მეხუთე ჩინური აეროსტატი, რომელიც შეერთებული შტატების თავზე ბოლო წლებში შენიშნეს.
ჩინეთი
აშშ
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/02/09/274718277_0:0:2556:1918_1920x0_80_0_0_f8fe468147fc0526061ad2b1f86b7df7.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
მსოფლიოში, ახალი ამბები, ჩინეთი, აშშ , საერთაშორისო პანორამა
მსოფლიოში, ახალი ამბები, ჩინეთი, აშშ , საერთაშორისო პანორამა
თბილისი, 9 თებერვალი — Sputnik. აშშ-ის სადაზვერვო სამსახურების დასკვნის თანახმად, ჩინეთი რეგულარულად იყენებს აეროსტატებს სადაზვერვო მიზნებისთვის მთელ მსოფლიოში, განაცხადა პენტაგონის ოფიციალურმა წარმომადგენელმა პატრიკ რაიდერმა.
მისი თქმით, ჩინური აეროსტატები შენიშნეს ცენტრალურ და ლათინურ ამერიკაში, სამხრეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიასა და ევროპაში, რაც იმაზე მეტყველებს, რომ პეკინს აეროსტატების დაზვერვის მიზნით გამოყენების ფართომასშტაბიანი პროგრამა აქვს.
როგორც გამოცემა
New York Times წერს, აეროსტატებს გარკვეული უპირატესობები აქვს მზვერავ თანამგზავრებთან შედარებით:
ისინი უფრო ახლოს არიან დედამიწის ზედაპირთან;
მათი აღმოჩენა რადარებით უფრო რთულია;
შეუძლიათ დაზვერვისთვის საინტერესო ტერიტორიის თავზე გაჩერება;
მაღალი ხარისხის კადრების გადასაღებად იყენებენ მარტივ კამერებს;
აეროსტატზე არსებული აპარატურა იმ საკომუნიკაციო არხების მოსმენის საშუალებას იძლევა, რომლებიც მიუწვდომელია მზვერავი თანამგზავრებისთვის დედამიწიდან დიდი მანძილით დაშორების გამო.
აშშ-ის მონაცემებით, ჩინეთის თავდაცვითი ტექნოლოგიების ეროვნული უნივერსიტეტი აწარმოებს კვლევას, რომელიც აეროსტატების სადაზვერვო და სხვა მიზნებისთვის გამოყენებას უკავშირდება. ამასთან აღინიშნება, რომ ჩინეთის გაზრდილი ყურადღების ობიექტებს შორისაა ინდოეთი, ფილიპინები, იაპონია და ტაივანი.
ჩინეთის სადაზვერვო აეროსტატები ყურადღების ქვეშ მას შემდეგ მოექცა, რაც ის გასულ კვირაში გამოჩნდა შეერთებული შტატების თავზე. საბოლოოდ ის ატლანტის ოკეანის თავზე, სამხრეთ კაროლინის სანაპიროსთან ჩამოაგდეს ამერიკელმა სამხედროებმა. ჩინეთი აცხადებს, რომ ეს არა მზვერავი აეროსტატი, არამედ მეტეოზონდი იყო. მოგვიანებით პენტაგონმა განაცხადა, რომ ეს იყო მეხუთე ჩინური აეროსტატი, რომელიც შეერთებული შტატების თავზე ბოლო წლებში შენიშნეს.