https://sputnik-georgia.com/20230206/ass-cineti-aerostati-274596385.html
„გადაჭარბებული რეაქცია“: პეკინი უკმაყოფილოა ჩინური აეროსტატის ჩამოგდებით
„გადაჭარბებული რეაქცია“: პეკინი უკმაყოფილოა ჩინური აეროსტატის ჩამოგდებით
თბილისი, 6 თებერვალი — Sputnik. ჩინეთის აეროსტატის განადგურებით შეერთებულმა შტატებმა ზიანი მიაყენა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების სტაბილიზაციის პროცესს... 06.02.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-02-06T12:01+0400
2023-02-06T12:01+0400
2023-02-06T16:38+0400
მსოფლიო დღეს
საერთაშორისო პანორამა
მსოფლიოში
ახალი ამბები
პოლიტიკა
ჩინეთი
აშშ
/html/head/meta[@name='og:title']/@content
/html/head/meta[@name='og:description']/@content
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/08/10/269501764_0:160:3073:1888_1920x0_80_0_0_e0fafed530a62c49d6e9205202e3ad19.jpg
თბილისი, 6 თებერვალი — Sputnik. ჩინეთის აეროსტატის განადგურებით შეერთებულმა შტატებმა ზიანი მიაყენა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების სტაბილიზაციის პროცესს, განაცხადა ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ სე ფენგმა.მისი თქმით, ჩინეთი კატეგორიულად აპროტესტებს აშშ-ის მოქმედებას აეროსტატის ჩამოგდებასთან დაკავშირებით და მოუწოდებს შეერთებულ შტატებს, არ გადადგას შემდგომში პეკინის ინტერესების დამაზიანებელი ნაბიჯები და არ გააძლიეროს დაძაბულობა.როგორც სე ფენგმა აღნიშნა, ჩინეთის ხელისუფლება ყურადღებით აკვირდება სიტუაციის განვითარებას და მტკიცედ დაიცავს ქვეყნის ინტერესებსა და ღირსებას. ამასთან, დიპლომატის თქმით, პეკინი იტოვებს უფლებას, განახორციელოს შემდგომი აუცილებელი ქმედებები.ჩინეთის ცენტრალური ტელევიზიის ცნობით, 5 თებერვალს სე ფენგმა ჩინეთის მთავრობის სახელით ინციდენტთან დაკავშირებით სერიოზული პრეტენზიები წაუყენა პეკინში აშშ-ის საელჩოს პასუხისმგებელ პირს.მანამდე, 3 თებერვალს გავრცელდა ინფორმაცია, რომ შეერთებული შტატების თავზე ჩინური მზვერავი აეროსტატი დაფრინავდა, თუმცა პენტაგონი მისი ჩამოგდებისგან თავს იკავებდა, რათა მის ნამსხვრევებს ადამიანები და შენობები არ დაეზიანებინა. როგორც პენტაგონის წარმომადგენელმა აღნიშნა, შეერთებული შტატები აეროსტატს აშშ-ის საჰაერო სივრცეში შესვლის მომენტიდან აკონტროლებდა სამხედრო ავიაციის დახმარებით.თუმცა უკვე 4 თებერვალს თავდაცვის მინისტრმა ლოიდ ოსტინმა განაცხადა, რომ აეროსტატი, რომელიც სტრატეგიულ ობიექტებზე დაკვირვებისთვის გამოიყენებოდა, პრეზიდენტ ჯო ბაიდენის დავალებით ჩამოაგდეს. მომხდარის შემდეგ სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა ჩინეთში ვიზიტი გადადო.ჩინეთმა, თავის მხრივ, განაცხადა, რომ ვერ მიიღებს აეროსტატთან დაკავშირებულ უსაფუძვლო სპეკულაციასა და აჟიოტაჟს, ვინაიდან ეს არა სადაზვერვო მოწყობილობა, არამედ მეტეოზონდი იყო, რომელიც მარშრუტიდან გადაიხარა. ამასთან პეკინში მიაჩნიათ, რომ აშშ-ის მიერ სამხედრო ძალის გამოყენება ჩინეთის სამოქალაქო აეროსტატის წინააღმდეგ — გადაჭარბებული რეაქციაა.
ჩინეთი
აშშ
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/08/10/269501764_170:0:2901:2048_1920x0_80_0_0_f2e6d84edfbdbb898cefb985c54b8fe9.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
საერთაშორისო პანორამა, მსოფლიოში, ახალი ამბები, პოლიტიკა, ჩინეთი, აშშ
საერთაშორისო პანორამა, მსოფლიოში, ახალი ამბები, პოლიტიკა, ჩინეთი, აშშ
თბილისი, 6 თებერვალი — Sputnik. ჩინეთის აეროსტატის განადგურებით შეერთებულმა შტატებმა ზიანი მიაყენა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების სტაბილიზაციის პროცესს, განაცხადა ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ სე ფენგმა.
„აშშ-ის მოქმედებამ სერიოზულად იმოქმედა და დააზარალა ორივე მხარის ძალისხმევები ჩინეთ-ამერიკის ურთიერთობების სტაბილიზაციის პროცესში“, — ციტირებს ჩინეთის ცენტრალური ტელევიზია დიპლომატის სიტყვებს.
მისი თქმით, ჩინეთი კატეგორიულად აპროტესტებს აშშ-ის მოქმედებას აეროსტატის ჩამოგდებასთან დაკავშირებით და მოუწოდებს შეერთებულ შტატებს, არ გადადგას შემდგომში პეკინის ინტერესების დამაზიანებელი ნაბიჯები და არ გააძლიეროს დაძაბულობა.
როგორც სე ფენგმა აღნიშნა, ჩინეთის ხელისუფლება ყურადღებით აკვირდება სიტუაციის განვითარებას და მტკიცედ დაიცავს ქვეყნის ინტერესებსა და ღირსებას. ამასთან, დიპლომატის თქმით, პეკინი იტოვებს უფლებას, განახორციელოს შემდგომი აუცილებელი ქმედებები.
ჩინეთის ცენტრალური ტელევიზიის ცნობით, 5 თებერვალს სე ფენგმა ჩინეთის მთავრობის სახელით ინციდენტთან დაკავშირებით სერიოზული პრეტენზიები წაუყენა პეკინში აშშ-ის საელჩოს პასუხისმგებელ პირს.
მანამდე, 3 თებერვალს
გავრცელდა ინფორმაცია, რომ შეერთებული შტატების თავზე ჩინური მზვერავი აეროსტატი დაფრინავდა, თუმცა პენტაგონი მისი ჩამოგდებისგან თავს იკავებდა, რათა მის ნამსხვრევებს ადამიანები და შენობები არ დაეზიანებინა. როგორც პენტაგონის წარმომადგენელმა აღნიშნა, შეერთებული შტატები აეროსტატს აშშ-ის საჰაერო სივრცეში შესვლის მომენტიდან აკონტროლებდა სამხედრო ავიაციის დახმარებით.
თუმცა უკვე 4 თებერვალს თავდაცვის მინისტრმა ლოიდ ოსტინმა განაცხადა, რომ აეროსტატი, რომელიც სტრატეგიულ ობიექტებზე დაკვირვებისთვის გამოიყენებოდა, პრეზიდენტ ჯო ბაიდენის დავალებით ჩამოაგდეს. მომხდარის შემდეგ სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა ჩინეთში ვიზიტი გადადო.
ჩინეთმა, თავის მხრივ, განაცხადა, რომ ვერ მიიღებს აეროსტატთან დაკავშირებულ უსაფუძვლო სპეკულაციასა და აჟიოტაჟს, ვინაიდან ეს არა სადაზვერვო მოწყობილობა, არამედ მეტეოზონდი იყო, რომელიც მარშრუტიდან გადაიხარა. ამასთან პეკინში მიაჩნიათ, რომ აშშ-ის მიერ სამხედრო ძალის გამოყენება ჩინეთის სამოქალაქო აეროსტატის წინააღმდეგ — გადაჭარბებული რეაქციაა.